დღეს თსუ-ში განვითარებული აზიის ეკონომიკების შესახებ საჯარო ლექცია გაიმართება

დღეს გაიმართება ანალიტიკური მედია პლატფორმა European.ge-ს მორიგი საჯარო დისკუსია თსუ-ს პირველ კორპუსში, აუდიტორია #214-ში, 19:30 სთ-ზე – “როგორ განვითარდა კორეა და ტაივანი? მაგალითები საქართველოსთვის.”

როგორია დეველოპმენტალისტური სახელმწიფო და ამ ტიპის სახელმწიფოს მიერ მართული ბაზარი აზიის მაგალითზე?

► ტაივანისა და სამხრეთ კორეის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი თუ გადამწყვეტი არა, ეკავა სახელმწიფო ინდუსტრიულ პოლიტიკებს. სახელმწიფო მოკლე და გრძელვადიანი დაგეგმარების მიხედვით ანვითარებდა სხვადასხვა სექტორს, უშუალოდ მონაწილეობდა კომპანიების შექმნაში და ამ კომპანიის პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე გატანაში. სახელმწიფოს ხელში იყო საბანკო სისტემა და ისინი წყვეტდნენ პრიოროტეტული მიმართულებების დაფინანსებას.

► ტაივანი და კორეა თავდაპირველად არ იყვნენ დამოკიდებული პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე. როგორც წესი ეს ქვეყნები დამოკიდებული იყვნენ იფრო შიდა სახელმწიფო ინვესტიციებზე და იღებდნენ სახელმწიფო ვალებს. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იყო განვითარების ბანკის როლი, რომელსაც აშშ აფინანსებდა. განვითარების ბანკი აძლევდა სახელმწიფო სესხს სამხრეთ კორეის რესპუბლიკას, რომელიც თავის მხრივ ინვესტიციებს დებდა სხვადასხვა ინდუსტრიებში და ამით ავითარებდა არა მხოლოდ ეკონომიკის სექტორებს, არამედ მოდერნიზაციას განიცდიდა მთელი განათლების სისტემაც.

► სამხრეთ კორეამ განვითარების მნიშვნელოვან საფუძვლად მიიჩნევდა შრომას. შესაბამისად, მისთვის პრიორიტეტული იყო ადამიანური რესურსების განვითარებაში ინვესტირება. ამიტომ აქცენტი გააკეთა კვალიფიციური მუშახელის შექმნაზე, საკუთარ თავზე აიღო აგრარულ სექტორში მომუშავე მუშახელის გადამზადება. მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა ქვეყნი საგანმანათლებლო სისტემაში. სახელმწიფო სხვადასხვა ინდუსტრიებში მოთხოვნილი კადრების უზრუნველყოფა კერძო საგანამანათლებლო სისტემამ ვერ შეძლო, ასეთი სწრაფი ინდუსტრიალიზაციისთვის აუცილებელი იყო განათლების და მეცნიერების წახალისება. 

სამხეთ კორეის და ტაივანის მაგალითებზე, შეხვედრაზე განვიხილავთ:

► თუ როგორ ხდებოდა ფინანსური სისტემის დაკავშირება ეკონომიკის განვითარებასთან;
► თუ როგორ იყო სამეცნიერო პოტენციალის შექმნა სწრაფ ინდუსტრიალიზაციასთან დაკავშირებული;
► თუ რას წარმოადგენდნენ განვითარების ბანკები და რა პოლიტიკებს აფინანსებდნენ ისინი;
► თუ რა პოლიტიკებმა შექმნა ახალი ტექნოლოგიები, რომელიც ეკონომიკური ტრანსფორმაციის საფუძველს ქმნიდა;

მოწვეული მომხსენებელი:

► ოთარ გრიგოლია, განვითარების ეკონომიკის მკვლევარი.

დასწრება თავისუფალია!

ღონისძების Facebook ბმული.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ