photo © economonitor

თომას ფაზი: როგორ დაასახიჩრა ქამრების შემოჭერის პოლიტიკამ ევროპის ეკონომიკა – ციფრებში

გთავაზობთ იტალიელი ინტელექტუალის თომას ფაზის გამოცემა Social Europe-ზე გამოქვეყნებული წერილის თარგმანს.

თომას ფაზი
თომას ფაზი

თომას ფაზი არის იტალიელი საჯარო ინტელექტუალი, მწერალი, აქტივისტი და რეჟისორი. მას იტალიურ ენაზე აქვს თარგმნილი ისეთი ავტორების ნაშრომები, როგორებიც არიან კრისტოფერ ჰითჩენსი, ჯორჯ სოროსი და რობერტ რაიში. მისი წიგნი – „ბრძოლა ევროპისთვის: როგორ გაიტაცეს ელიტებმა ევროპა – და როგორ უნდა დავიბრუნოთ იგი უკან“ – გამოქვეყნდა Pluto Press-ის მიერ. მისი ვებგვერდია www.battleforeurope.net.

ქამრების შემოჭერის პოლიტიკა (austerity) გახლავთ ფისკალური მომჭირნეობის პოლიტიკა, რომელიც გულისხმობს სახელმწიფო ინვესტიციების შემცირებასა და სახელწმიფო სამსახურებიდან ხალხის დათხოვნას, რაც ბაზარზე იწვევს შრომის მიწოდების ზრდას, ზრდის ქვეყნიდან მიგრაციას, ამცირებს ეკონომიკურ მოხმარებას მოსახლეობაში, რაც საბოლოო ჯამში აჩერებს ეკონომიკურ ზრდას.

მთარგმნელი: გიგა ჭკადუა

© European.ge

ევროპის კრიზისის შემდგომი პასუხი – ქამრების შემოჭერის ფისკალური პოლიტიკა (austerity), ნეოლიბერალური სტრუქტურული რეფორმები და დიდი დოზით მონეტარულ პოლიტიკაზე აქცენტირება – ცალსახად ჩავარდა. 2016 წლის დასაწყისში – ფინანსური კრიზისის აფეთქებიდან 8 წლის შემდეგ – ევროზონის ჯამური მშპ კვლავ იმაზე ნაკლებია, ვიდრე ის იყო კრიზისამდელ პერიოდში (2008 წლის მარტში). საბერძნეთის ეკონომიკა 27.6%–ით ნაკლები იყო, ესპანეთის – 4.5%–ით ნაკლები, პორტუგალიის 6.5%–ით. გარდა ამისა, არც ის ქვეყნები არიან კარგ სიტუაციაში, რომელთაც ევროზონის საშუალო მაჩვენებელზე მაღალი ზრდა აქვთ: მაგალითად, გერმანია მხოლოდ 5.5%–ით აღემატება 2008 წლის მარტის მონაცემებს, ხოლო საფრანგეთი – 2.7%–ით. ამავდროულად, მსოფლიოს უმეტესობის მშპ–ს მაჩვენებელი დაუბრუნდა, ანდა აჭარბებს კრიზისამდელ მშპ–ს დონეს.

საერთო ჯამში, 2012 წლის დასაწყისის (პოსტკრიზისული მცირე აღდგენის პერიოდი) მერე ევრო განიცდის 2%-ზე ნაკლებ წლიურ სტაგნაციურ ზრდას, 2016 წლის დასაწყისში მონაცემი იყო 1.6%. 2017 წელს მოსალოდნელია ზრდის მცირედი მატება. 2012-2016 წლების პერიოდში სხვადასხვა ქვეყნებს, როგორებიცაა საბერძნეთი, იტალია და პორტუგალია, ჰქონდათ 0%–იანი, ანდა ზრდის უარყოფითი მაჩვენებლები. ევროპის ცენტრალური ბანკის სტრატეგიებს – სახელმწიფო ობლიგაციების შესყიდვა, ნეგატიური საპროცენტო განაკვეთი, ა.შ. – არ მიუციათ ეკონომიკისთვის სტიმული და როგორც ჩანს არც მოსალოდნელია, რომ ეს მოხდეს სამომავლოდ. ეს ნიშნავს, რომ „ევროს კრიზისი“, წმინდა მაკროეკონომიკური სიტუაციის მიხედვით, უფრო მძაფრია, ვიდრე 1930 წლების დიდი დეპრესია, რადგან მაშინ ევროპულ ქვეყნებს დაახლოებით 4-5 წელი დასჭირდათ კრიზისამდელი მშპ–ს მაჩვენებელთან დასაბრუნებლად.

2016 წლის დასაწყისში, ევროზონაში ინდუსტრიული წარმოება 10%–ით ნაკლები იყო კრიზისამდელ სიტუაციასთან შედარებით. შემდეგი ინვესტიციების რაოდენობა (მთლიანი ფიქსირებული კაპიტალის ფორმირება[1]) 28–დან 21 ქვეყანაში დარჩა 2007 წლის მაჩვენებელზე დაბლა. ევროპის კომისია მოუწოდებს ქვეყნებს „ივესტიციების კოორდინირებული ზრდისკენ“, მაგრამ შემოთავაზებული საინვესტიციო გეგმა არის სუსტი და არადამაჯერებელი პასუხი ვალებისა და პრობლემების გადასაჭრელად.

 

დეფლაციადა დეფლაცია

2013 წლის დასაწყისიდან, ევროზონის ინფლაციური მაჩვენებელი ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ დადგენილი 2% ნიშნულს დაბლა იყო, ხოლო 2016 წლის თებერვალში კვლავ შემობრუნდა უარყოფითი მაჩვენებლისკენ (პირველად 2009 წლის შემდეგ). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბოლო 3 წლის განმავლობაში (თუმცა, სხვადასხვა მეთოდოლოგიის მიხედვით, ეს პროცესი უფრო მეტი ხანია მიმდინარეობს), ევროზონა განიცდის უწყვეტ „დეფლაციას“ – ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ დადგენილ პროცენტულ მაჩვენებელზე დაბალ მაჩვენებელს. ამ პერიოდის განმავლობაში, პერიფერიული ქვეყნების უმეტესობა განიცდიდა შეუქცევად დეფლაციურ პროცესებს (ე.ი. ჰქონდათ ინფლაციის ნეგატიურ მაჩვენებელი). ევროპის ცენტრალური ბანკის ქონების შესყიდვის პროგრამამ (asset-buying program), რომელმაც 2015 წლის და 2016 წლის დასაწყისში დააგროვა 700 მილიარდი ევრო (უხეშად რომ დავიანგარიშოთ, ეს უდრის ევროზონის მშპ–ს 7%–ს), ვერ შეძლო თავიდან აეცილებინა აღნიშნული დეფლაციური ტენდენცია (ეს არ არის გასაკვირი, როგორც ჩანს ევროპული ეკონომიკა ჩავარდება ე.წ. „ლიკვიდურობის ხაფანგში“).

სხვადასხვა კვლევებმა, ძირითადად ჩატარებულმა ე.წ. „ფისკალური მამრავლის” შესახებ (fiscal multiplier), აჩვენეს, რომ ევროზონის პოსტკრიზისული პერიოდის ეკონომიკური მოქმედება არის საშუალოზე დაბალი, ბოლო წლების ფისკალური გაერთიანების (fiscal consolidation) პოლისებთან მიმართებაში. ერთ–ერთმა ასეთმა კვლევამ დაასკვნა, რომ ევროზონაში ფისკალური გაერთიანებამ 2011-13 წლებში მშპ 7.7%-ით შეამცირა. სხვა კვლევის შედეგების მიხედვით, ევროპის ეკონომიკური და მონეტარული გაერთიანების (EMU) წევრი ქვეყნების ქამრების შემოჭერის პოლიტიკის სიმკაცრე იმის ნახევარი რომ ყოფილიყო, ვიდრე ეს 2010-13 წლებში, მაშინ საბერძნეთის მთლიანი შიდა პროდუქტი 14%-ით მეტი იქნებოდა, ესპანეთის – 10%-ით, მანამ სანამ პორტუგალიის და ირლანდიის ეკონომიკები განიცდიდნენ შემცირებას შესაბამისად 5.5%-ით და 3.5%-ით. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ თუ ქამრების შემოჭერის პოლიტიკა ნაკლებად მკაცრი იქნებოდა, PIIGS-ს ქვეყნებში (პორტუგალია, ირლანდია, იტალია, საბერძნეთი საფრანგეთი – PIIGS) უმუშევარი ადამიანების რიცხვი 1.2 მილიონით ნაკლები იქნებოდა. ევროპის კომისიის რიტორიკა და თანმხლები პოლიტიკური მიმართულებები ვერ აცნობიერებენ ვერც პრობლემის სიღრმეს და ვერც პრობლემის მოგვარებისთვის საჭირო ცვლილებების აუცილებლობას. არსებობდა ზეპირი, სიტყვიერი აღიარება, რომ წარსულის სტრატეგიებმა არ გაამართლეს და იმისთვის, რომ მშპ-ს დონე გამოსწორებულიყო და უმუშევრობა შემცირებულიყო, საჭირო იყო მასშტაბური ცვლილებების განხორციელება, მაგრამ ამ ფაქტმა მხოლოდ გულგრილ და არაკოორდინირებულ საპასუხო მოქმედებებამდე მიგვიყვანა.

 

ფისკალური მოუქნელობა (Fumbling)

ევროზონის ფისკალურ მმართველობაში მთავარი გამოწვევები კვლავ უცვლელია. საერთო ჯამში, ფისკალური პოზიცია შემზღუდველი პოზიციიდან ნეიტრალური პოზიციისკენ შეიცვალა, ანუ მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტები აღარ გამოიყენება დათრგუნოს ეკონომიკური აქტივობები ევროკავშირის მასშტაბით, ის ასევე არ ემსახურება სტიმულირების წახალისებას. უფრო მეტიც, ხანმოკლე შესვენებას მოჰყვება სტრუქტურული რეფორმების საჭიროების გამაფრთხილებელი ნიშნები – ბუნდოვანი განსაზღვრებებით, რომლებიც გულისხმობენ ხელფასების შემცირებას/სამსახურიდან გათავისუფლებას და ამასთან ერთად მოთხოვნის შემცირებას – „ზრდასთან დაკავშირებულ ფისკალურ გაერთიანებას“. პრაქტიკაში ეს გულისხმობს ქამრების შემოჭერის პოლიტიკის გაგრძელებას.

2016 წლის დასაწყისში, ევროზონის ქვეყნებში უმუშევრობის საერთო მაჩვენებელი 10.5% იყო (17 მილიონი ადამიანი), მაშინ როცა ახალგაზრდობის უმუშევრობა 21.5%-ს აღწევდა (3 მილიონი ადამიანი), 2008 წელთან შედარებით ეს მონაცემები გაზრდილია შესაბამისად 7% და 15%-ით. ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნის მონაცემებით, მოსახლეობის უმუშევრობა 20% (22 მილიონი ადამიანი) იყო, ხოლო ახალგაზრდების უმუშევრობა – 20% (4.5 მილიონი ახალგაზრდა). წევრ ქვეყნებს შორის, უმუშევრობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საბერძნეთსა (24.6% და 49.5%) და ესპანეთში (21.4% და 47.5%) დაფიქსირდა. ამას თან ახლდა უმუშევრობის ციფრების ხანგრძლივი ზრდა, რაც ნიშნავდა იმას, რომ ადამიანი, რომელიც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არის დაუსაქმებელი, აწყდება სიძნელეებს სამუშაოს ძებნის დროს, ხოლო ამ პერიოდში მათი მატერიალურად გაღარიბების რისკებიც შესაბამისად იზრდება. ამას ემატებოდა საჯარო სექტორში დასაქმების ნაკლები შესაძლებლობები. საჯარო სექტორში შემცირებები მხოლოდ და მხოლოდ აჩქარებენ ამ ტრენდს.

უფრო მეტიც, ევროპის ქვეყნებში 2008 წლის შემეგ სიღარიბისა (მათ შორის დასაქმებულთა სიღარიბე) და გაღარიბების რისკის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც გამოწვეული იყო სოციალური სამართლიანობის შემცირებით. 2016 წლის დასაწყისში, ევროკავშირის მოსახლეობის თითქმის ერთი მეოთხედი (24.6%) წარმოადგენდა გაღარიბებისა და სოციალური გარიყვის რისკზე მყოფ მოსახლეობას – რაც შემაშფოთებლად მაღალი მაჩვენებელია. ევროკავშირის დღევანდელ მოსახლეობასთან შედარებით, ეს ციფრი უდროს დაახლოებით 122 მილიონ ადამიანს. ჩრდილო ევროპულ ქვეყნებსა და სამხრეთ ევროპულ ქვეყნებს შორის არსებული უფსკრული კვლავ დიდია. საბერძნეთში მოსახლეობის 36% არის გაღარიბებისა და სოციალური გარიყვის ზღვარზე. ესპანეთში ეს მაჩვენებელი 29%-ზე მეტია. ბავშვებსა და ახალაგზრდებში ეს ციფრები უფრო მაღალია. პორტუგალიაში მთლიანი მოსახლეობის 27.5% სიღარიბეში ცხოვრობს. ამის საწინააღმდეგოდ, დანია, ფინეთი და ნიდერლანდები საწყის პოზიციებს ჯამური ინდექსებით. სხვადასხვა კვლევებმა დაადასტურეს, რომ სიღარიბეში ყოფნის, გაღარიბების რისკისა და სოციალური გარიყვის მაჩვენებლები პირდაპირი შედეგია ბოლო წლებში განხორციელებული ქამრების შემოჭერის პოლიტიკის. კვლევებმა ასევე აჩვენეს, რომ ქამრების შემოჭერის პოლიტიკამ შემოსავლების რედისტრიბუციით, ამ შემთხვევაში დასაქმებულებიდან თანხების დამსაქმებლებზე გადანაწილებამ, უთანასწორობის ზრდა გამოიწვია (თანხების დისტრიბუცია ქვემოთ მყოფი უმრავლესობიდან ზემოთ მყოფი უმცირესობებისთვის).

 

ვალი კვლავ იზრდება

ქამრების შემოჭერის პოლიტიკა არ ამართლებს ვალების შედეგების განსაზღვრის დროს. 2016 წლის დასაწყისში ევროზონაში ვალების რაოდენობა მშპ-სთან მიმართებაში რეკორდულად მაღალი – 93% იყო, მაშინ როდესაც ქამრების შემოჭერის პოლიტიკის დაწყებამდე, 2009 წლის ბოლოსთვის, ეს მაჩვენებელი 79.3% იყო. შედეგად, საპროცენტო გადასახადები იზრდება და დროდადრო ზრდის მშპ-ს წილს, მიუხედავად ძალიან დაბალი საპროცენტო განაკვეთისა. საპროცენტო განაკვეთის ზრდის შენარჩუნება ქამრების შემოჭერის პოლიტიკის ჩავარდნას გამოიწვევს.

ევროკავშირის წევრ ქვეყებში კერძო ვალების რაოდენობა კვლავ მაღალია, რაც ნაწილობრივ იმის ბრალია, რომ მიმდინარე კრიზისმა ხელი შეუშალა კერძო სექტორისთვის ბერკეტების დაწესებამ. ამას მოჰყვება უიმედო სესხების ზრდა მთელს კონტინენტზე. უიმედო სესხების დონემ განსაკუთრებით აიწია ევროპის სამხრეთით მდებარე ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალთად იტალიაში, საბერძნეთში, პორტუგალიასა და კვიპროსში. აღნიშნული სესხები ძირითადად კონცენტრირებულია კორპორატიულ სექტორში, ყველაზე თვალსაჩინოდ კი მცირე და საშუალო ზომის საწარმოებში.

ეს გამოიხატება იმაში, რომ 2008 წლის შემდეგ მიუხედავად სესხების ფასის არსებითი დაცემისა, ოჯახებისა და არაფინანსური ინსტიტუტების სესხების ჯამური რაოდენობა კვლავ უცვლელი რჩება. კვლევის მიხედვით, ამ ყველაფერს აქვს შემაშფოთებელი ქვეტექსტები არა მხოლოდ ევროზონის ფინანსური სტაბილურობისთვის, არამედ ეკონომიკური აღმასვლისთვისაც, რადგან უიმედო ვალების მაღალი მაჩვენებელი მიდრეკილია შეამციროს, როგორც საკრედიტო წილი მშპ-სთან მიმართებაში, ისე მშპ-ს ზრდა, იმ დროს როცა იზრდება უმუშევრობის მაჩვენებელი. ეს ასევე უკავშირდება ქამრების შემოჭერის პოლიტიკას, რომელმაც რამდენიმე ქვეყანაში რეცესია გაამწვავა, გააუარესა ოჯახებისა და კომპანიების ეკონომიკური მდგომარეობა. განვითარების ასეთი სცენარი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ მიმდინარე ვითარების დროს, მხოლოდ მონეტარული პოლიტიკის გატარება ვერ მოიტანს ეკონომიკურ აღმავლობას, ხოლო ამის მაგივრად ევროკავშირში უნდა მოხდეს კოორდინირებული ფისკალური ექსპანსია, განსაკუთრებით საჯარო ინვესტიციებში.

რაც შეეხება ევროპის მონეტარულ და ეკონომიკური გაერთიანების მიმდინარე ანგარიშის დისბალანს, სავარაუდოა, რომ ეს შეიძლება იყოს კრიზისის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზი, რებალანსირებამ ითამაშა მნიშვნელოვანი როლი, მაგრამ ამის კორექტირება განხორციელდა მთლიანად დეფიციტური ქვეყნების ხარჯზე (ქვეყნების, რომლებმაც შეამცირეს იმპორტი, მაგრამ არ გაზარდეს ექსპორტი). ნამდვილად, დეფიციტურმა ქვეყნებმა სწრაფად შეამცირეს მათი საბალანსო დეფიციტი, მაგრამ ჭარბი საქონლის მქონე ქვეყნებს (surplus countries) არ შეუმცირებიათ მათი სიჭარბე, ევროპის სიტუაციის მთლიანი დარეგულირება ძირითადად ეფუძნებოდა ევროპის გარედან მომდინარე მოთხოვნას.

შედეგად, მთლიანად მონეტარულმა და ეკონომიკურმა გაერთიანებამ, რომელსაც საერთო ჯამში 2007 წელს ჰქონდა დაბალანსებული საგარეო პოზიცია, 2016 წლის დასაწყისისთვის დააფიქსირა რეკორდულად მაღალი და მზარდი მიმდინარე ანგარიშის ნამატი, მშპ-ს 3.7%-ით. სუფთა/წმინდა შედეგებმა იყო დეფლაციურად იმოქმედა როგორც ევროზონაზე (და პრაქტიკულად პერიფერიულ ქვეყნებზეც), ისე მთელს მოფლიოზე. რადგან გლობალური მოთხოვნა განიცდის დრამატულ და სწრაფ დაღმასვლას, კრიზისისგან გამოსვლა ექსპორტზე დაფუძნებული პოლიტიკით იმაზე მეტად არასასურველია, ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა.

 

[1] gross fixed capital formation

 

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ