ტელემაყურებელთა კავშირი

გუშინ 3 მაისს, რუსთაველის ძეგლთან რამოდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და თავისუფალი პრესის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აქცია გამართა. აქციის მონაწილეთა შორის იყვნენ სპეციალურად ამ დღისთვის დაფუძნებული ტელემაყურებელთა კავშირის წევრებიც, გაგაცნობთ მათი მიმართვის ტექსტს, რომლებიც აქციის მონაწილეებს დაურიგდათ.

1 მიზანი

მედიის განსაკუთრებული როლის შესახებ ვრცელი საუბრის აუცილებლობა არ არსებობს. თითოეული ჩვენგანი კარგად აცნობიერებს, რა მნიშვნელოვან ფუნქციას არსულებს იგი საზოგადოებრივი აზრის, და ამდენად – პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და სხვა პროცესების ფორმირებაში. 

და რომ მედია, მისი თითოეული თანამშრომელი, საზოგადოების ინტერესების შესაბამისად მუშაობდეს, ამისათვის აუცილებელია იგი სწორედ საზოგადოების, და არავინ სხვის, წინაშე იყოს პასუხისმგებელი. 

ვფიქრობთ, რომ მთლიანობაში თანამედროვე ქართული მედია საკმაოდ შორს დგას ამგვარი ვითარებისაგან. სწორედ ამიტომ ვაარსებთ ტელემაყურებელთა კავშირს, რომლის  მიზანია ხელი შეუწყოს უპირატესად საზოგადოებრივი მაუწყებლობის, უფრო ფართო გაგებით კი, მედიის საზოგადოების ინტერესებთან შესაბამის მუშაობას. 

 ჩვენ გვინდა არა მიკერძოებული, თუნდაც ნეიტრალური, არამედ – სამართლიანი მედია!

2 სტანდარტიზაცია,  ინფორმირებაკონტროლიშეფასება და ზემოქმედება  ის უმთავრესი ამოცანებია, რითაც ამ მიზნის მიღწევა შეიძლება.

სტანდარტიზაციაში ვგულისხმობთ, რომ მედიის მუშაობის ზოგად სტანდარტებს ადგენს საზოგადოება, და არა რომელიმე ტელეარხის მფლობელი ან ხელმძღვანელი. ამასთან, ეს სტანდარტები თავისთავად არაა რაიმე სამუდამო წესები. ისინი ნებისმიერ დროს შეიძლება გახდეს განსჯის საგანი, რამაც დროთა განმავლობაში, განახლებული საზოგადოება შეიძლება ახალ შეთანხმებებამდე მიიყვანოს. 

საზოგადოებრივი მაუწყებლობის შემთხვევაში სტანდარტები ითვალისწინებს მის განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას, და ძალზე  მკაფიო და დეტალიზებულია. თუმცა არც კერძო მედიებს აქვთ უფლება გვერდი აუარონ ზოგად ეთიკურ პრინციპებს და აწარმოონ მუშაობა, რომელიც ხელს უშლის საზოგადოების სრულფასოვან ფუნქციონირებას, განაპირობებს რა მის დეზინფორმირებას, შეცდომაში შეყვანას ან სხვა სახითს ზიანს. 

ინფორმირებაში ვგულისხმობთ ყველა იმ ღონისძიებას, რომლითაც,  ერთი მხრივ, მოიპოვება, და მეორე მხრივ, მაყურებელს, მედია პროდუქციის მომხმარებელს მიეწოდება სრული ინფორმაცია მედიის მუშაობის პრინციპთა, ტექნოლოგიების, ასევე, კონკრეტულ მედიასაშუალებათა უკან მდგარი ინტერესების შესახებ. 

კონტროლში ვგულისხმობთ მედიის მუშაობის ზედამხედველობის ყველა კანონიერ მეთოდს და ღონისძიებას, რომელიც წაახალისებს მოქალაქეებს აქტიურად ადევნონ თვალი მედიაპროცესს საზოგადოებრივ ინტერესებთან შესაბამისობის თვალსაზრისით, გაავრცელონ იფორმაცია.

შეფასებაში ვგულისხმობთ ღონისძიებებს, რომლებიც საშუალებას აძლევს მაყურებლებს გამოხატონ თავიანთი აზრები და პოზიციები, უზრუნველყოფენ მედიის მუშაობის შესახებ მათი  აზრის დადგენას და გამოქვეყნებას. 

ზემოქმედებაში ვგულისხმობთ იმ სახის ღონისძიებებს, რომელთა მიზანია მედიის მუშაობის საზოგადოებრივ ინტერესებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, გამოიყენოს ცვლილებათა, კონკრეტულ შედეგთა მიღწევის ყველა კანონით განსაზღვრული გზა – საზოგადოებრივი აზრის მობილიზებით დაწყებული, სასამართლოთი დასრულებული.

3 ფორმები

ამ ამოცანების შესაბამისად, ტელემაყურებელთა კავშირის მუშაობის ფორმები მრავალფეროვანია: მონიტორინგითა და კვლევებით დაწყებული, აქციებითა თუ საჯარო დებატების გავლით, საკანონმდებლო ინიციატივიებით დასრულებული.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ