ფასებით აშშ-ს უკვე ვუსწრებთ, ხელფასებით კი…
მაკროეკონომიკური პროგნოზის გაკეთება ყოველთვის საფრთხილო საქმეა, რადგან ეკონომიკის მდგომარეობა მრავალი ფაქტორისა და გარემოების კომბინაციაზეა დამოკიდებული. მით უფრო ძნელია 2012-ზე, რომელიც “ჩვეულებრივი წლებისაგან” იმით განსხვავდება, რომ იგი ოლიმპიადისა და დიდი ქართული არჩევანის წელიცაა. განსაკუთრებით ძნელი და ერთგვარად სარისკოცაა პროგნოზის გაკეთება ჩვენთან, სადაც, სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ, ოფიციოზის მეტამორფოზამ ერთი დიდი ქველმოქმედის ბოლო ოცწლიანი საქმიანობის შეფასებაში მკაფიოდ […]