არასამთავრობოები იმპერიალიზმის სამსახურში
არსებობს პირდაპირი კავშირი არასამთავობოების ზრდასა და მოსახლეობის ცხოვრების სტანდარტების გაუარესებას შორის.
თავისუფალი ბაზრის პოლიტიკები იშვიათად ამდიდრებს ღარიბ ქვეყნებს
თავისუფალი ბაზრისა და თავისუფალი ვაჭრობის პოლიტიკები ძალიან იშვიათად მუშაობს ან საერთოდ არ მუშაობს. მდიდარი ქვეყნების უმრავლესობა თავად არ იყენებდა ამგვარ პოლიტიკებს, როცა განვითარების საფეხურზე იყო.
რა შეიძლება ვისწავლოთ ნორდიკული მოდელისგან?
რა არის ჩვენი სოციალ-დემოკრატიული პასუხი დაურეგულირებელ კაპიტალიზმზე? ნორდიკული მოდელის საბაზისო ელემენტების დანერგვა, როგორც პასუხი გასული საუკუნის ომებს შორის მომხდარ დიდ სოციო-ეკონომიკურ ძვრებზე.
დაუსრულებელი ლიბერალური უტოპია
საქართველო უკვე 20 წელზე მეტია, რაც ლიბერალური მითებისა და უტოპიების ტყვეობაში ცხოვრობს. ეს გაბატონებული წარმოდგენები მთლიანად განაპირობებენ ქვეყნის განვითარების კურსს და მემარჯვენე-ლიბერალურ გზას აქცევენ ერთადერთ და უალტერნატივო მოდელად რომელსაც მთლიანად აქვს მონოპოლიზებული პოლიტიკური სპექტრი, როგორც ხელისუფლება ისე ოპოზიციური პარტიები. მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს ის რომ განვითარების ეს კურსი სულაც არ არის ხალხის არჩევანი და პირიქით […]
უცხოური ინვესტიციები – საგზური „მესამე სამყაროში“
ალექსეი ბლიუმინოვი პოსტსაბჭოთა უკრაინის ერთ–ერთ ყველაზე მყარ და სიცოცხლისუნარიან მითს წარმოადგენს მითი იმის შესახებ, რომ თითქოს უკრაინა მოწოდებულია შევიდეს მსოფლიოს ყველაზე განვითარებული სახელმწიფოების რიცხვში. ამ თეზისს, როგორც გამოხრულ ძვალს მშიერი ძაღლის ცხვირწინ, ატრიალებდა ყველა მთავრობა და პრეზიდენტი 1991 წლიდან. იდეა სიცოცხლისუნარიანი გამოდგა და ყბადაღებულ ევროინტეგრაციასთან ერთად გადაიქცა ერთგვარ სამოქალაქო რელიგიად უკრაინული სახელმწიფოსთვის. დიდი ხნის განმავლობაში […]
ოლიგარქების ქვეყანა
დღევანდელი პოსტმოდერნულ ნეოლიბერალური ავტოკრატიების ალტერნატივა მხოლოდ სოციალურ სამართალზე ორიენტირებული საზოგადოებაა. შეცდომაა იმის ფიქრი რომ არ არსებობს ოლიგარქიული ტიპის სახელმწიფო მმართველობის ალტერნატივა. დღეს უკვე კარგად არის წარმოჩენილი, რომ სოციალური სახელმწიფო არის დემოკრატიის ყველაზე უკეთესი მაგალითი. ლიბერალიზმი არ არის დემოკრატიის სინონიმი. უფრო მეტიც, მსოფლიოს ავტოკრატიების უმრავლესობა დღეს სწორედაც რომ ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკის ქვეყნებია. აქედან გამომდინარე, ლიბერალიზმის ალტერნატივა […]
დემოკრატიის კრიზისი, მსოფლიო „დიადი 30 წლეულის“ მოლოდინში
უტა ბიწაძე არავინ იცის კარგია ეს თუ ცუდი, მაგრამ ცხადია, რომ მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტები მასიურმა დესტაბილიზაციამ შეარყია. დღესაც 30–იანი წლების მსგავსად მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს ებრძვის, რაც ნეოლიბერალიზმისა და ნეოკონსერვატიზმის შედეგია. ისევე, როგორც 70 წლის წინ დღესაც დემოკრატია კრიზისს განიცდის, მაშინ სახელმწიფოებმა შეძლეს არსებული წესრიგის ტრანსფორმაცია და მსოფლიო დემოკრატიის გადასარჩენად „საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოები“ შექმნეს; რისი გამეორებაც […]
სულ სხვანაირი სტუდენტები
ქართული პოლიტიკით დაინტერესებული მკითხველი აუცილებლად შეამჩნევს იმ პარადოქსალურ სიტუაციას, რომელიც სუფევს ქართულ პოლიტიკოსებში სტუდენტური და საერთოდ ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართ. პოლიტიკოსების დიდი ნაწილი ვერ ახერხებს გამონახოს საერთოდ ენა ახალგაზრდებთან, შედეგად , სტუდენტებს აცხადებენ ხოლმე სააკაშვილის რეჟიმის მხარდამჭერებად და გულისტკივილით აღნიშნავენ უცხოელი სტუდენტების წამყვან როლს საპროტესტო მოძრაობებში. აღსანიშნავია, როგორც ყოველთვის ქართველი პოლიტიკოსები ან ვერ ახერხებენ ან […]
საქართველო ბერლუსკონიზაციის გზაზე
ამას წინათ ამერიკის ეროვნული დემოკრატიის ინსტიტუტის გამოკითხვების შედეგების გამოქვეყნების მერე, ოპოზიციის მხრიდან ამ კვლევების კრიტიკული შეფასებები გაისმა. თუმცა ნაკლებად დავინახეთ თვითრეფლექსია: რატომ არის რომ ‘ქართულ ოცნებას’ ან სხვა ოპოზიციას ასეთი დაბალი მაჩვენებელი ჰქონდეთ? პირდაპირ რომ ვთქვათ ეს რეიტინგები არც მთლად შორსაა სინამდვილისაგან. სააკაშვილი მის მთავარ კონკურენტებს უგებს. ის დღეს საქართველოს მთავარი ოლიგარქია, რომლის ჯგუფიც […]
შვედეთი – ალტერნატიული მოდელი განვითარებისათვის
ნეოლიბერალიზმისა და ტეტჩერიზმის პოლიტიკური ტრიუმფის მთელი ლოგიკა მდგომარეობდა იმის მტკიცებაში რომ არ არსებობს სხვა ეფექტური და სიცოცხლისუნარიანი ალტერნატივა(There is No Alternative aka TINA). ყველა პოლიტიკურ კლასში ფართოდ გავრცელდა აზრი რომ გლობალიზაციამ, თავისუფალმა ბაზრებმა, მცირე მთავრობამ საბოლოო გამარჯვება მოიპოვა სახელმწიფოზე, საჯარო სექტორზე, დემოკრატიასა და მუშათა მოძრაობებზე. ისეთი მოსაზრებაც კი გავრცელდა, რომ საერთოდ არ არსებობს ისეთი […]