სამართლიანობა კანონზე მაღლა!

,,უფლებებს არ იძლევიან, უფლებებს იღებენ” _ ასეთი იყო ,,ლაბორატორია1918″-ის ერთერთი ლოზუნგი საპირველმაისო დემონსტრაციაზე. ერთი შეხედვით ამ შინაარსის აღქმა რთულია, მაგრამ თუ მისი შინაარსი გესმით, ესეიგი გესმით, როგორ ვითარდება საზოგადოება, როგორ იცვლება სოციალური კანონები, რას ეფუძნება დემოკრატია და როგორი ფორმირდება ძალთა ბალანსი სოციალურ ჯგუფებს შორის. ყველა განხორციელების შესაძლებლობით გამყარებული უფლება, რომელიც დასავლურ ცივილიზაციაში ადამიანებმა ეტაპობრივად მოიპოვეს, […]

'უფასო განათლებას ოროსნები ითხოვენ' – საქართველოს პრეზიდენტი

‘სწავლის გადასახადის გაუქმებას ოროსნები ითხოვენ’ – განაცხადა დღეს ბათუმში პრეზიდენტმა სააკაშვილმა.   ძალზე საგულისხმოდ ამოიჩემა საქართველოს პრეზიდენტმა ბავშვებისა და ახალგაზრდების ლანძღვა. ‘ხულიგანი’, ‘ოროსანი’…   მაგრამ…   მოდით, უბრალოდ ფაქტები ჩამოვთვალოთ:   1.  ქვეყნები, სადაც განათლება უფასოა (Free education) – მათი მხოლოდ მცირე ნაწილი:   დანია, ფინეთი, საფრანგეთი, ბელგია,  საბერძნეთი, გერმანია, იაპონია, ხორვატია, ნორვეგია, შოტლანდია, შვედეთი… […]

რატომ უფასო განათლება

რაც უნდა დამაინტრიგებლად, უცნაურად და უტოპიურად ჟღერდეს, ლაბორატორია 1918-ის მთავარი მოთხოვნა უფასო განათლებაა. ეს იყო ჩვენი მთავარი ლოზუნგი სამოქალაქო სოლიდარობის აქციაზეც. იქიდან გამომდინარე, რომ განათლება ადამიანის უფლებაა, მისი რეალიზების საშუალებაც უნდა არსებობდეს. არ შეიძლება უფლების რეალიზება მდიდრებს მეტად შეეძლოთ ვიდრე ღარიბებს. თუ სახელმწიფო ვერ ახერხებს ადამიანის უფლებების რეალიზებისთვის საჭირო გარემოს შექმნას და მხოლოდ პასიურად აღიარებს […]

სულ სხვანაირი სტუდენტები

ქართული პოლიტიკით დაინტერესებული მკითხველი აუცილებლად შეამჩნევს იმ პარადოქსალურ სიტუაციას,  რომელიც სუფევს ქართულ პოლიტიკოსებში სტუდენტური და საერთოდ ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართ.  პოლიტიკოსების დიდი ნაწილი ვერ ახერხებს  გამონახოს საერთოდ ენა ახალგაზრდებთან, შედეგად ,  სტუდენტებს აცხადებენ ხოლმე სააკაშვილის რეჟიმის მხარდამჭერებად და გულისტკივილით აღნიშნავენ უცხოელი სტუდენტების წამყვან როლს საპროტესტო მოძრაობებში.    აღსანიშნავია,  როგორც ყოველთვის  ქართველი პოლიტიკოსები ან ვერ ახერხებენ ან […]