მაია რაზმაძე: შრომა და ადამიანი ისტორიულ კონტექსტებსა და თანამედროვე სამყაროში
ადამიანი Animal laborans თუ პოლიტიკური არსება?! თავდაპირველად საუბარი დავიწყოთ ცოტა შორიდან, შრომის არსისა და მნიშვნელობის ფილოსოფიური გააზრებიდან. ძველი ბერძნები ერთნამეთისგან განასხვავებდნენ მონების შრომას და თავისუფალი ადამიანის საქმიანობას. არისტოტელე ცხოვრების სამ წესს განიხილავდა: ა) თავისუფალი ადამიანის ცხოვრებას, რომელიც თავისუფალია ყველა იმ ყოფითი საჭიროებიდან და რუტინული შრომიდან, რასაც ადამიანი თავისი ბიოლოგიური არსებობიდან გამომდინარე, თვითგარდაჩენისთვისთვის ეწევა. ბ) მონათა […]