აშშ-ის საარჩევნო კამპანიის მიმოხილვა
2016 წლის 8 ნოემბერს, მსოფლიო პოლიტიკურ კალენდარში, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებია ჩანიშნული. აშშ–ის მოსახლოებამ ახალი პრეზიდენტი და ვიცე პრეზიდენტი უნდა აირჩიოს, თუმცა როგორც ყოველთვის, ქვეყნის საარჩევნო სისტემიდან გამომდინარე, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება გადაწყვეტილებას, რომელსაც მიიღებს ამომრჩეველთა კოლეგია. ეს უკანასნკელი წარმოადგენს ინსტიტუტს, რომელიც დაკომპლექტებულია 538 „ამომრჩევლით.“ შტატები საკუთარ „ამომრჩევლებს“ პირდაპირი გზით ირჩევენ და მათი რაოდენობა დამოკიდებულია თითოეული შტატის […]