აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცება ზიანს აყენებს ჩვენი სახელმწიფოს პრესტიჟს

აზერბაიჯანელი ჟურნალისტიEuropean.ge სოლიდარობას უცხადებს აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის!

► მისი ადვოკატის განცხადებით, ის ქართული ძალოვანი უწყების თანამშრომლების მხრიდან უკანონოდ იქნა გატაცებული და გადაცემული აზერბაიჯანული მხარისთვის, სადაც მას ემუქრება წამება და არააადამიანურად მოპყრობა.

► ჩვენი სახელმწიფოსა და მთელი საზოგადოების ინტერესი ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობისა და მაღალი ზნეობრივი პრინციპების დაცვაა. დემოკრატიულ ქვეყანაში ადამიანის უფლებები უზენაეს ღირებულებას უნდა წარმოადგენდეს. თუკი საქართველო საკუთარ თავს ასეთად მიიჩნევს, მოვუწოდებთ მთავრობასა და შესაბამის სახელმწიფო უწყებებს გააკეთონ ახსნა–განმარტება ამ ადამიანის აზერბაიჯანისთვის უკანანონოდ გადაცემის თაობაზე.

► ეს არის სამარცხვინო ფაქტი, რომელიც ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივ პრესტიჟს!

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ