რუბრიკა
“ვაქციოთ სიღატაკე ისტორიად!”
ავტორი: დავით ადეიშვილი
როგორია გაზომილი სიღარიბის დონე საქართველოში? რას გვეუბნება ამის შესახებ ოფიციალური სტატისტიკა? როგორ აფასებენ მას საერთაშორისო ინსტიტუტები? როგორია რეალური სურათი?
სიღარიბის დონის გასაზომად ოფიციალური სტატისტიკა საქართველოში გვთავაზობს მხოლოდფარდობით მაჩვენებლებს. კერძოდ, იმას, თუ მოსახლეობის რა ნაწილი ცხოვრობს მედიანური მოხმარების 40%-იან და 60%-იან ზღვრებს ქვემოთ. მაგალითად, 2008 წელსმოსახლეობის 9,5% მოიხმარდა მედიანური მოხმარების 40%-ზე ნაკლებს, ხოლო მედიანურის 60%-ზე ნაკლები მოხმარება ჰქონდა მოსახლეობის 22,7%-ს. (იხილეთ www.geostat.ge).
შევეცადოთ, „გავშიფროთ“ეს მაჩვენებლები. მედიანური – ანუ შუა სიდიდე – არ შეიძლება ცალსახად განისაზღვროს, თუ არ გაგავაჩნია კონკრეტული მონაცემები. თუ მედიანური მოხმარების ნაცვლად, ჩვენ გარკვეული დაშვებით ვიგულისხმებთ შინამეურნეობის 1 სულზე თვიურ ხარჯვას, ვნახავთ, რომ ეს მაჩვენებელი 2008 წელს შეადგენდა საშუალოდ 145,9 ლარს. აქედან, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მოსახლეობის 9,5% თვეში მოიხმარდა 58,4 ლარზე ნაკლებს – ანუ დაახლოებით 1,15$-ზე ნაკლებს დღეში. მოსახლეობის 22,1% კი მოიხმარდა თვეში 87,6 ლარზე ნაკლებს, ანუ 1,7$-ზე ნაკლებს დღეში.* ეს შედეგები შეგვიძლია შევადაროთ იმავე წელს საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმს, რაც შეადგენდა 115,8ლარს თვეში, ანუ დაახლოებით 2$ – დღეში. აქედან უნდა ვივარაუდოთ, რომ 2008 წელს საარსებო მინიმუმი არ ჰქონდა ჩვენი მოსახლეობის 30% -ზე(1314 ათასი სული) მეტს. ეს მოსაზრება თანხვედრაშია გაეროს მონაცემებთან, რომელთა მიხედვითაც 2009 წელს საქართველოში ორ დოლარზე ნაკლებს მოიხმარდა მოსახლეობის 30,4%.
2008 წელს გაერომ განსაზღვრა საერთაშორისო აბსოლუტური სიღარიბის (სიღატაკის) ზღვარი, რომელიც შეადგენს $ 1,25 (2005 წლის მსყიდველობითი უნარიანობის პარიტეტის მიხედვით).ამ კრიტერიუმით სიღატაკის ზღვარსქვემოთ საქართველოში ცხოვრობდა მოსახლეობის 13,4 % (2009 წლის ადამიანური განვითარების მოხსენება HD Report). იმავე კრიტერიუმით,აზერბაიჯანსა და უკრაინაში ღატაკი იყო მოსახლეობის 2 %, ხოლო სომხეთში- 3,7,%.
2011 წლის თებერვალში საქართველოში ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმად ითვლებოდა 281,2ლარი ( ანუ თვეში $165. წელიწადზე გადაანგარიშებით ეს თანხა დაახლოებით 2000 აშშ დოლარს შეადგენს).ეს რიცხვი შეგვიძლია, შევადაროთ აშშ-ისოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებს. აშშ-ში ოთხსულიანი ოჯახისთვის სიღარიბის ზღვრად 2009 წელს განსაზღვრული იყო 21 756 დოლარი; ე.ი. აშშ-ში სქართველოზე 10-ჯერ და მეტად უფრო ”მდიდარი” ღარიბები ცხოვრობენ.
სხვა ფაქტორებთან ერთად, ქვეყანაში სიღარიბის დონეს განსაზღვრავს როგორც მთლიანი შიგა პროდუქტის (მშპ) დაბალი დონე (2010 წელს, წინასწარი გათვლებით, იგი შეადგენდა $2629), ასევე შემოსავლების არათანაბარი გადანაწილების სიდიდე.
გარკვეული გამოკვლევები ადასტურებს, რომ2007 წელს ფულადი შემოსავლების უთანაბრო განაწილების მაჩვენებლით (ჯინის ინდექსი) საქართველო 143 ქვეყნიდან 33-ე ადგილზე იყო, კოეფიციენტით 0,53, რაც ძალიან უთანაბრო განაწილებად ითვლება (>0,5).
საინტერესოა, რომიმავე პერიოდშიყველაზე დაბალიდა მაღალიდეცილური (10%) ჯგუფების შემოსავლებს შორის თანაფარდობა შეადგენდა1:29, მაშინ,როცა კრიტიკულ ზღვრად ითვლება თანაფარდობა 1:10.
ოფიციალური სტატისტიკური გათვლით, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი მიმდინარე წლის თებერვალში იყო 158,7 ლარი (დაახლოებით$3 დღეში), საშუალო მომხმარებლის კი – 140,6 ლარი,მაშინ როცა პენსიონერთა უმრავლესობა იღებდა 80 ლარს,ანუ დაახლოებით $1,5 დღეში.
აღწერილი სურათის დრამატულობა იმაშიც მდგომარეობს, რომ ყველა მონაცემი ოფიციალურია. დამამშვიდებელი ინფორმაცია კი მხოლოდ ის არის,რომდღესმსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი ცხოვრობს დღეში $2-ზე ნაკლები ხარჯით,ხოლო 80 პროცენტს $10-ზემეტი არ აქვს.
p.s.
შემოსავლების გარდა, როგორია სიღატაკის სხვა ინდიკატორები (მაგალითად, საკვებით, წამლით, წყლით უზრუნველყოფა, ბავშვებისა და ქალთა მდგომარეობა)? რა გავლენას ახდენს სიღატაკე მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე? განათლებაზე? როგორ უნდა დაიძლიოს უმუშევრობის ძალიან მაღალი დონე?
როგორ უნდა შეიცვალოს სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკა სიღარიბის დასაძლევად? რას გულისხმობს საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს მშენებლობა? რატომ არის ცუდი ძლიერი უთანაბრობა? როგორია პროგრესული საგადასახადო სისტემა? როგორი უნდა იყოს დაბალშემოსავლიანი ქვეყნის საბიუჯეტო პრიორიტეტები? როგორი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის განვითარების ორიენტირები?ამ და სხვა საკითხების განხილვას შემოგთავაზებთ რუბრიკით “ვაქციოთ სიღატაკე ისტორიად”.
* სპეციალისტთა თქმით, მედიანური მოხმარება საშუალოზე 10-12%-ით ნაკლები იყო; ეს კიდევ უფრო ამძიმებს სურათს. გამოდის, რომ მოსახლეობის 9 % დღეში $1 ან ნაკლებს მოიხმარდა.
გამოყენებულია humanrights.ge და CIA world factbook -ის ფოტოები