სააკაშილის „მეგობრების“ ლუსტრაცია

23 იანვარს საქართველომ მორიგი გამარჯვება მოიპოვა საერთაშორისო პოლიტიკურ  არენაზე.  ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ხმათა უმრავლესობით მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ქართული მხარის მოთხოვნების უმრავლესობა აისახა.  სიტყვა ოკუპაცია ისევ დარჩა რეზოლუციის ტექსტში, გამყარდა მოთხოვნა ევროპის სადამკვირვებლო მისიის  საქართველოს მთელს ტერიტორიაზე მუშაობის გავრცელების შესახებ. რაც მთავარია, კიდევ უფრო მკაფიოდ გაესვა ხაზი კონფლიქტის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირების საკუთარ სახლებში დაბრუნებისა და მათი ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესების აუცილებლობას. ერთი სიტყვით ქართული დელეგაციის ვიზიტი წარმატებული აღმოჩნდა.

მიუხედავად ამისა, მინდა საზოგადოების ყურადღება ერთ ფრიად საგულისხმო  გარემოებაზე გავამახვილო. როგორც მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას 22 იანვარს სტრასბურგის ტრიბუნაზე, ისე შვედეთის წარმომადგენლის, ქალბატონ აკეტოფტის მოხსენებას კონფლიქტის ირგვლივ შექმნილ მწვავე ჰუმანიტრაულ მდგომარეობაზე ასამბლეის წევრების საინტერესეო გამოხმაურებები და დებატები მოყვა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა გამომსვლელი, გარდა რუსეთის წარმომადგენლებისა იზიარებდა ქართული მხარის პოზიციებს, გამოკვეთა ორი მხარე. ერთნი, რომლებიც მიესალმებოდნენ ქართველი ხალხის არჩევანსა და ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას და პოზიტიურ და რაციონალურად ნაბიჯად აფასებდნენ ახალი ხელისუფლების მიერ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს. და მეორე მცირე ჯგუფი, რომელიც ადიდებდა მიხეილ სააკაშვილს, უაპელაციოთ აძაგებდა ახალ ხელისუფლებას და ასევე უაპელაციოთ ბრალს დებდა მას ქართველი ხალხის ნების მიუხედავად დასავლურ ინსტიტუტებში ინტეგრაციაზე მიმართული კურსის უგულველყოფაში.

პირველ ჯგუფს ძირითადად მემარცხენე პოლიტიკური ძალებისა და ლიბერალური ჯგუფების წარმომადგენლები განეკუთვნებოდნენ. მეორეს კი ლიბერალურ კონსერვატიული ჯგუფისა და საქართველოში კარგად ცნობილი, ევროპის სახალხო პარტიის, მემარჯვენე კონსერვატორი წარმომადგენლები. მაგალითად ამ გაერთინების წარმოამდგენელმა ლუკა ვოლონტემ, შემაშფოთებელი უწოდა ახალი ხელისუფლების გადაწყვეტილებებს და პირდაპირ დაადანაშაულა ის ყბადაღებული „კოჰაბიტაციის“ იგნორირებაში. თავის გამოსვლასშ, ამავე ჯგუფის წარმომადგენელმა ქალბატონმა პურბაქს–ლუნდინმა, უფრო დიდი დრო დაუთმო ახალი ხელისუფლების ძაგებას, ის თუ როგორ ახდენდა ის ზეწოლას „თავისუფალ“ მედიაზე, „თავისუფალ“ სასამართლოზე, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე და როგორ დევნიდა წინა ხელისუფლების „უდანაშაულო“ წევრებს, ვიდრე რეზოლუციის საკითხების განხილვას. ზოგადად ამ გამომსვლის დროს, ზოგ მსმენელს შეიძლება  შთაბიჭდილება გაჩენოდა რომ საუბარი ნაციონალური მოძრაობის ქმედებებს შეეხებოდა, რადგან ის ერთი–ერთზე გავდა იმ პოლიტიკური ბრძოლის პრაქტიკებს, რაშიც ის 9 წლის განმავლობაში დახელოვნდა. გარდა ამისა 24 დეკემბერს იგივე ევროპის სახალხო პარტიის წარმოამდგენელმა მატს იოჰანსონმა მედიის თავისუფლების შესახებ რეზოლუციაში საქართველოს ხელისუფლება საზოგადოებრივ მაუწყებელზე ზეწოლაში დაადანაშაულა, მიუხედევად არგუმენტების აბსურდულობისა.  ვროპის სახალხო პარტიის ჯგუფი ქართულ საზოგადოებას იმით დაამახსოვრდა, რომ მათი პრეზიდენტი ვილფრიდ მარტენსი არჩევნებამდე რამოდენიმე დღით ადრე ჩამოვიდა საქართველოში და საჯაროდ მოუწოდა საზოგადოებას ხმა მიაეცა ნაციონალური მოძრაობისთვის. რამდენად ეთიკური და მართებული იყო არსებული დაძაბულობის პირობებში ამის გაკეთება სხვა საკითხია. ახალი ხელისუფლების უაპელაციო დადანაშაულებითა და ძაგებით გამოირჩეოდნენ სხვა მემარჯვენე კონსერვატიული პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებიც. მაგალითად თურქთის მმართველი პარტიის წარმომადგენელმა სინანული გამოთქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ აღებული კურსი დემოკრატიის, ეკონომიკური ლიბერალიზაციისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისა, შესაძლებელი იყო რომ არასტაბილურობითა და ავტორიტარიზმით შეცვლილიყო ახალი ხელისუფლების პირობებში.

რასთან გვაქვს საქმე? არის ეს მიხეილ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის რიგ პოლიტიკოსებთან  პირდაპირი მეგობრობის შედეგი, თუ საქმე გვაქვს მსოფლმხედველობით დაპირისპირებასთან. მგონი უფრო მეორე. მემარჯვენე კონსერვატიული პარტიები, რომლებიც საბაზრო ფუნდამენტალიზმით გამოირჩევიან ყოველთვის დიდი სიმპატიით იყვნენ განწყობილი აღმოსავლეთ ევროპული ახალგაზრდა ეკონომიკების ლიდერებისა და პოლიტიკური პარტიების მიმართ, რომლებიც ამ უტოპისტურ, რბილად რომ ვთქვათ არაჰუმანურ, სოციალურ დარვინიზმზე და ინდივიდუალიზმის პრიმატის გაფეტიშებაზე დაფუძნებულ პოლიტიკას ატარებდნენ.  ერთხელ მათ ვლაცლავ ჰაველის ერთ–ერთმა მრჩეველმა  ჟაკ რუპნიკმა „ნეოლიბერალიზმის უკანასკნელი ბასტიონიც“ კი უწოდა. ეს არის ეკონომიკური მოდელი რომლის დამკვიდრებას ისინი თავიანთ ქვეყნებში ისწრაფვიან, მაგრამ დამკვიდრებული ინსტიტუციონალური ტრადიციებისა და საფრანგეთის რევოლუციის იდეებით: ძმობა, ერთობა, თავისუფლება – განმსჭვალული ევროპული კულტურის გამო კარგად აქვთ გათვიცნობიერებული ევროპული საზოგადოებისთვის ამ იდეების მიუღებლობა და ზოგადად ამ იდეების უტოპიურობა. ამიტომ მათ აღმოსავლეთ ევროპის ახლგაზრდა ქვეყნები მათი ოცნების ხორცშესხმად ევლინებოდათ. რა თქმა უნდა უმეტესობამ ამ ქვეყნებისა დროულად გაათვიცნობიერა ამ პოლიტიკის მანკიერება და უშედეგობა. მაგრამ ნაციონალური მოძრაობა 1 ოტომბრამდე მაინც ამაგრებდა მათ რიგებს. ახალმა ხელისუფლებამ უარი თქვა ამ უტოპისტურ პოლიტიკაზე და არა მხოლოდ ერთეული ინდივიდის, არამედ მთლიანად საზოგადოების, ადამიანების კეთილდღეობასა და განვითარებაზე ორიენტირებული პოლიტიკისკენ აიღო გეზი, რამაც დაანგრია ჩვენი „მეგობარი“ ულტრამემარჯვენეების ოცნებები.

ზემოთაღნიშნული გარემოება ერთის მხრივ საგაგნგაშოა, რადგან ევროპასი არსებობს პოლიტიკოსთა მცირე ჯგუფი, რომელიც უგულველყოფს ქართველი ხალხის არჩევანს და ისევ მიხეილ სააკაშვილის ერთგულნი რჩება, როგორც მისი უტოპისტური ოცნების უკანასკნელი „ბასტიონისა“. ხოლო მეორეს მხრივ ეს არის მისასალმებელიც, რადგან ქვეყანაში იკვეთება ტენდენცია ნამდვილი პოლიტიკური დავისა მემარჯვენეებსა და მემარცხენეებს შორის, ცენტრისტებსა და ფუნდამენტალისტებს შორის. პოლიტიკა იღებს პოლიტიკის სახეს.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ