როგორი მომავალი ექნება თურქულ ამბოხებას?

თურქი აქტივისტების კოალიციის მიერ სტამბულის ცენტრში საზოგადოებრივი პარკის დანგრევის წინააღმდეგ დაწყებული მოძრაობა 60-ზე მეტ ქალაქსა და პროვინციაში გავრცელდა. მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტიის(AKP) საწინააღმდეგო ფართომასშტაბიანი პროტესტის დროს ქუჩაში მილიონობით ხალხი გამოვიდა. მთავრობა პერიოდულად ახშობდა კომუნიკაციებს, ქუჩაში რთავდა საზედამხედველო ვიდეო კამერებს და იყენებდა თავის გავლენას ნაციონალურ მედიაზე. ახშობდა რა ინფორმაციას როგორც ამბოხების, ისე პოლიციის სისასტიკის შესახებ.

TURKEY-POLITICS-PROTEST2013 წლის 8 ივნისს პოლიციამ უკან დაიხია ტაქსიმის სკვერიდან და ის დროებით პროტესტანტების ხელში დატოვა. აქციის მონაწილეებმა 50 მეტრის ინტერვალებით მოედნისკენ მიმავალ ყველა ძირითად გზასთან დროებითი ბარიკადების ქსელი გააკეთეს. ძირითადი შეტაკებები სტამბულის სხვა რაიონებში და თურქეთის ბევრ სხვა ქალაქშიც მოხდა. დადასტურებულია სიკვდილის სამი ფაქტი. აგრეთვე სახეზეა ათასობით დაშავებული, მასობრივი დაპატიმრებები და დაუდასტურებელი ინფორმაციები პოლიციის მიერ განხორციელებული წამების შემთხვევების შესახებ.

ამ სტატიის მიზანი არ არის ფართომასშტაბიანი აქციების მიზეზის სტრუქტურული ანალიზი. დღეს უფრო ხშირად საუბრობენ იმის შესახებ რა ხდება თურქეთში ვიდრე იმაზე თუ როგორი იქნება თურქეთი ხვალ. ამ სტატიაში განხილული იქნება სწორედ ის თუ რა შესაძლო შედეგები შეიძლება გამოიწვიოს ამბოხებამ თურქეთში.

სახელმწიფო ძალადობა და კაპიტალი

30 მაისს გეზი პარკის დასაცავად გამართულ პირველივე დემონსტრაციებზე სახელმწიფოს პასუხი პოლიციის აგრესიული ქცევა იყო, როდესაც მათ იერიში მიიტანეს აქციის მონაწილეებზე და ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. დადასტურდა რამოდენიმე შემთხვევა როდესაც მმართველი პარტიის მხარდამჭერები პოლიციას დახმარებას უწევდნენ მშვიდობიან დემონსტრანტებზე იერიშის დროს, მიუხედავად ამისა პრემიერი ერდოღანი რამოდენიმეჯერ დაიმუქრა რომ ის ქუჩაში თავისი მხარდამჭერების არმიასაც გამოიყვანდა. 4 ივნისს სტამბულის პოლიციამ გამოსცა ბრძანება თავი შეეკავებინათ გაზის გამოყენებისგან და ის მხოლოდ თავდაცვის შემთხვევაში გამოეყენებინათ. მიუხედავად პროვოკაციის არ არსებობისა პოლიციის აგრესია მთელი თურქეთის ტერიტორიაზე გრძელდებოდა. დემონსტრანტებმა თავის მხრივ თავშეკავების შესანიშნავი მაგალითი აჩვენეს.

Tensions Grow As Demonstrations Against The Government Continue In Istanbulღიად რჩება საკითხი თუ რამდენ ხანს გასტანს ეს სიტუაცია. აქციების გავრცელების თანავე, ამ პროცესმა მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა დაიწყო თურქული ეკონომიკის ფუნქციონირებაზე. ძირითადი კომერციული ცენტრები თურქეთის მთელს ტერიტორიაზე კვაზი-საბრძოლო ზონებად გადაიქცა, საფონდო ბირჟაზე ფასები 10 %-ზე მეტით დაეცა აქციების დაწყების შემდეგ ვაჭრობის პირველსავე დღეს. დემონსტრაციებმა აგრეთვე მოახდინეს გავლენა  თურქეთის გაზის მომგებიან ხელშეკრულებებზე მეზობელ ქვეყნებთან. თურქეთის მთავრობის განცხადებით პირველსავე კვირას არეულობებმა თურქეთის ეკონომიკას 70 მილიონის თურქული ლირის ზარალი მიაყენა(28 მილიონი ევრო).

თუკი ეს მღელვარებები გაგრძელდება ან მრავალრიცხოვანი გაფიცვები გაძლიერდება სიტუაცია შეიძლება დრამატულად შეიცვალოს. მთავრობა თვლის რომ ყველაზე რთულმა პერიოდმა ჩაიარა და საპროტესტო შტორმის მინელების იმედი აქვს. თუმცა კაპიტალს გაცილებით უფრო მეტი მეგობარი ყავს და თუკი თურქული და საერთაშორისო კაპიტალი იგრძნობს რომ მათ ინტერესებს არეულობები საფრთხეს უქმნის, ერდოღანი უფრო დიდი ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდება რომ კრიზისი სწრაფად დაძლიოს. ასეთ სცენარს შესაძლოა ორი გადაწყვეტა ჰქონდეს: ერდოღანის მხარდაჭერის გაზრდა რისი შედეგიც სახელმწიფო ძალადობის ესკალაცია იქნება და საერთაშორისო ზეწოლა ერდოღანზე რათა განმუხტოს სიტუაცია (წავიდეს დათმობებზე ან გადადგეს) და შეწყვიტოს სახელმწიფოს ძალადობა. ამ მომენტისათვის მეორე უფრო შესაძლებელია.

არეულობების გამოყენება ოპოზიციური პარტიების მიერ

საბერძნეთისა და ესპანეთის მღელვარებები რომლებმაც 2011 წლის ზაფხულში ამოხეთქა გამორჩეული იყო არსებულ პოლიტიკურ წესრიგზე ტოტალური უარის თქმით. პროტესტები მიმართული იყო არა მხოლოდ მმართველი პარტიის არამედ მთლიანად პოლიტიკური სისტემის წინააღმდეგ.  ყველა არსებული პოლიტიკური პარტია და მთლიანად წარმომადგენლობითი საპარლამენტო დემოკრატია ბრალდებების ქვეშ აღმოჩნდა. აჯანყება ’დემოკრატიული’ საზოგადოების წინააღმდეგ, რომელიც უარყოფდა საერთოდ მის არსებობას.

Tensions Grow As Demonstrations Against The Government Continue In Istanbulდღევანდელი სიტუაცია თურქეთში განსხვავებულია. ერდოღანის სამართლიანობისა და განვითარების პარტია 2003 წლიდან მოყოლებული მყარად და კომფორტულად ფლობს სამთავრობო ძალაუფლებას. შედეგად ოპოზიციური პარტიები ათათურქის მიმდევარი სოციალ-დემოკრატიული რესპუბლიკური სახალხო პარტია(RPP) და ნაციონალური მოქმედების პარტია(NAP) არ არიან ასოცირებული დღევანდელ კრიზისული სიტუაციის შექმნასთან. არეულობები მიმართულია მხოლოდ ერდოღანის პარტიის მიმართ და დემონსტრანტები მხოლოდ მას მიიჩნევენ პრობლემების საფუძვლად. მუსლიმი ძმების მსგავსად ეგვიპტეში, ოპოზიციური პარტიები სრულად არიან ჩართულები მასშტაბურ გამოსვლებში. თავის მხრივ დემონსტრანტები აჩვენებენ გამორჩეულ სწრაფვას  რათა განთავისუფლდნენ ძველი პოლიტიკური, ეთნიკური და რელიგიური ლოიალობებისგან. თუმცა მიუხედავად ამისა დღეს ამ პროცესის პარტიების გარეშე მიშვება შეუძლებელი და არაგონივრულიც იქნებოდა.

თურქული დროშები და ნაციონალისტური სიმღერები ’ჩვენ ვართ ათათურქის ჯარისკაცები’  ძალიან ხშირია ამ არეულობების დროს თურქეთის ქუჩებში. შესაძლოა მეტი აქტიურობა იყო საჭირო და ოდნავ დაგვიანდა, მაგრამ ოპოზიციის ლიდერებისა და დეპუტატების მცდელობამ პოლიტიკური სარგებელი მიეღოთ ამ მოვლენებისგან შედეგი გამოიღო და მათი წონა გაიზარდა იმ თურქი ახალგაზრდების თვალში, რომელთა სიმამაცესა და გამბედაობაზეც ისინი თავიანთ გამოსვლებში საუბრობენ. თუკი ეს ტენდენცია დაჩქარდება არის შესაძლებლობა რომ ამბოხება გადაიზარდოს რეფერენდუმის იძულებაში(წარმატებულში ან არა) ერდოღანის მთავრობისათვის. ასეთმა გამოსავალმა მოსალოდნელია, რომ მიგვიყვანოს შემდეგ საარჩევნო ციკლამდე და გავექცეთ გაზის ღრუბლებს, მასობრივ დაპატიმრებებსა და სისხლისღვრას.

პროტესტის ტალღის შესუსტება?

ბევრი მონაწილე გამოთქვამს შიშს საპროტესტო მოძრაობის შესუსტების შესახებ. თუმცა ეს შიშები არ გამართლდა. პირველი კვირა პროტესტში მონაწილეების რაოდენობის აბსოლუტური ზრდით აღინიშნა. აგრეთვე გაფართოვდა ამ მოძრაობაში მონაწილე სოციალური და პოლიტიკური ძალები. ქუჩის შეტაკებები მთელი სამუშაო კვირის მანძილზე გაგრძელდა და ამ ხნის მანძილზე თურქეთის ცენტრალური მოედნები პერმანენტულად ქონდათ დაკავებული საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს რომლებიც პროტესტში მონაწილეობენ. აქტივისტების უფრო რადიკალური ჯგუფები ღამის მორიგეობასაც აწესებდნენ მოედნების დასაცავად.

მონაწილეების ყველაზე დიდი რაოდენობა შუადღის პერიოდში გროვდება როდესაც საშუალო და დაბალი კლასის მუშები ოჯახებით გამოდიან პიკნიკზე, უერთდებიან პროტესტს და დღის ამბებს ერთმანეთს უზიარებენ. შეინიშნება ნიშნები იმისა რომ ამბოხება თავდაპირველი სასტიკი შეტაკებებიდან ფესტივალის ატმოსფეროში გადადის. რას გამოიწვევს ეს ყოვლეივე ღია საკითხად რჩება. თუმცა გარკვეული ჯგუფები განსაკუთრებით რადიკალურად განწყობილი მემარცხენეები, რომლებიც უფრო აქტიურ და ძალისმიერ მეთოდებს უჭერენ მხარს, ამ ყველაფერს აღიქვამენ როგორც საპროტესტო მოძრაობის დასუსტებად.

Riot police use tear gas to disperse demonstrators during an anti-government protest at Taksim square in central Istanbulრამდენ ხანს დაუშვებს ხელისუფლება ქუჩებში ბარიკადების არსებობას და უკონტროლო ცენტრალური მოედნების დაკავებას აგრეთვე უცნობია. პარასკევს სტამბულში პოლიცია გამოვიდა განცხადებით რომ ისინი თავს შეიკავებენ მოქმედებისგან ორშაბათამდე, ამდენად უქმეების მანძილზე ქალაქის დემონსტრანტების ხელში დატოვებაა მოსალოდნელი. ამ ჩიხის გაგარძელება თავის მხრივ აჯანყების ენერგიის გაფანტვას გამოიწვევს, რაც შესაძლოა მთავრობამ სათავისოდ გამოიყენოს. თუკი წინა კვირის მანძილზე ამბოხების მონაწილეების რაოდენობა იყო დღის წესრიგის მთავარი მაჩვენებელი, ახლა უკვე ეს სტრატეგია აღარ იმუშავებს.

ეს პროცესი შესაძლოა ერდოღანის ერის დასასრულის დასაწყისი გახდეს. მოსახლეობის დიდი ნაწილი მთავრობის შეცვლის საჭიროებას გრძნობს, მაგრამ  ის თუ რა იქნება მის ნაცვლად დღევანდელი დღის არანაკლებ მნიშვნელოვან კითხვას წარმოადგენს, რომელზეც პასუხიც ჯერჯერობით არ არსებობს.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ