სკიდელსკი: ტრამპიზმი შესაძლოა ნეოლიბერალიზმის კრიზისიდან გამოსავალი აღმოჩნდეს

robertaგამოიწერეთ European.ge-ს Facebook გვერდი.

წარმოგიდგენთ ბრიტანულ გამოცემა The Guardian-ზე ცნობილი ბრიტანელი ეკონომიკის ისტორიკოსის, ვორვიკის უნივერსიტეტის პოლიტეკონომიის ემერიტუს-პროფესორის, რობერტ სკიდელსკის წერილის თარგმანს.

რობერტ სკიდელსკი ავტორია არაერთი საერთაშორისო ბესტსელერი წიგნისა, მათ შორისაა: “Keynes: The Return of the Master” (2009). მისი ოფიციალური ვებგვერდი, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ პროფესორ სკიდელსკის სხვადასხვა საერთაშორისო გამოცემებში გამოქვეყნებულ აკადემიურ ტექსტსა თუ სტატიას.

© European.ge

what-nextტრამპის პოლისებში კეინსიანური ღირსებები შეინიშნება, რაც გამოიხატება დეფიციტისა და ვალის შემცირების ნეოლიბერალურ პოლიტიკასთან დაპირისპირებაში. საჭიროა ლიბერალებმა მისი გეგმა კარგად შეისწავლონ და დახვეწონ და არ უარყონ როგორც უგუნური ბოდვა.

მთელი ძალით ამუშავებული რესპუბლიკური პარტიის ისტაბლიშმენტი, ცდილობს დოლნალდ ტრამპი წარმოაჩინოს, როგორც გარანტია არსებული მდგომარეობის შენარჩუნებისა. რა თქმა უნდა, ის მსგავსი არაფერია. ტრამპის მთელი საარჩევნო კამპანია ისტაბლიშმენტის წინააღმდეგ ბრძოლას მიეძღვნა და როგორც თავად აღნიშნა, მისთვის ეს გამარჯვება 3 ბრექსიტის ტოლფასი იქნება (“ბრექსიტს პლუს პლუს პლუს”). სულ რაღაც თვეების დაშორებით მომხდარი ორი დიდი პოლიტიკური მიწისძვრა და მომავალში მოსალოდნელი მსგავსი მოვლენები, გვიბიძგებს დავეთანხმოთ შემდეგ ვერდიქტს: „სამყარო ისეთი, როგორსაც ჩვენ ვიცნობთ ჩვენს თვალწინ ინგრევა“ (რომელიც აშშ-ში საფრანგეთის ელჩს ეკუთვნის).

ბოლოს, მსგავსი განცდა არსებობდა ორი მსოფლიო ომის დროს 1914 და 1945 წლებში. ნგრევის ეს შეგრძნება აღწერილია უილიამ ბატლერ იეიტსის 1919 წელს დაწერილ ლექსში „მეორედ მოსვლა“: ყველაფერი ინგრევა, ცენტრი თავს ვერ იმაგრებს, სამყარო წალეკა ანარქიის ტალღამ“. ომებმა ტრადიციული ინსტიტუციების დისკრედიტაციით წარმოიშვა ლეგიტიმაციის ვაკუუმი, რომელიც ძლიერმა დემაგოგებმა და პოპულისტმა დიქტატორებმა შეავსეს. „საუკეთესოებს აკლიათ რწმენა, მაშინ როდესაც ყველაზე უარესები სავსე არიან ძალითა და ჟინით“ – ამბობს ოსვალდ შპენგლერი 1918 წელს გამოაქვეყნებულ ნაშრომში – „დასავლეთის დაცემა“.

იეიტსის პოლიტიკური პროგნოზი მისი რელიგიური ესქატოლოგიიდან გამომდინარეობს. მას მიაჩნდა, რომ მსოფლიოს უნდა გამოევლო „კოშმარი“ რათა შედეგად მომხდარიყო „ბეთლემში დაბადება“. იმ დროს იგი მართალი იყო. კოშმარი, რომელსაც ის ახსენებს 1929-1932 წლების დიდი დეპრესიით გაგრძელდა და მეორე მსოფლიო ომით დაგვირგვინდა. ეს იყო „მეორედ მოსვლის“ პრელუდია. აქ საუბარია არა ქრისტეს, არამედ ლიბერალიზმის მეორედ მოსვლაზე, რომელიც ამჯერად უფრო მყარ სოციალურ საყრდენზე დაშენდა.

მაგრამ, იყო თუ არა დიდი დეპრესია და მსოფლიო ომების კოშმარი აუცილებელი წინაპირობა ამ ყველაფრისთვის? არის თუ არა მსგავსი საშინელების გადატანა ის საფასური, რომელიც პროგრესისთვის უნდა გავიღოთ? ბოროტება ხშირად ყოფილა სიკეთის აგენტი (ჰიტლერის გარეშე, არ იქნებოდა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, „პაქს ამერიკანა“, ევროკავშირი, ტაბუ რასიზმზე, დეკოლონიზაცია, კეინსიანური ეკონომიკა და ბევრი სხვა რამ). თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ბოროტება აუცილებელი წინაპირობაა სიკეთისთვის, ჩვენ რაც შეიძლება ნაკლები ბოროტება უნდა ვისურვოთ როგორც საშუალება მიზნის მისაღწევად.

ჩვენ ვერ მივემხრობით გადატრიალების პოლიტიკას, ვინაიდან არ ვიცით რას მოიტანს ის შედეგად რუზველტს თუ ჰიტლერს. ყველა რაციონალური, წესიერი ადამიანის სურვილია რაც შეიძლება მშვიდობიანი მეთოდებით მიაღწიოს პროგრესს.

თუმცა, ისმის კითხვა – უნდა დაინგრეს თუ არა საპარლამენტო თუ საკონსტიტუციო დემოკრატიის სახით წარმოდგენილი მსგავსი ზომიერი სისტემები პერიოდულად ასეთი კატასტროფული ფორმით? სისტემის ნგრევის მიზეზად ჩვეულებრივ ელიტების მიერ მასებთან კავშირის გაწყვეტას ასახელებენ. მაგრამ, თუ მსგავსი გათიშულობა დიქტატურულ წყობაში უფრო მოსალოდნელია, რატომ იღებს დემოკრატიისგან გათიშულობა სათავეს, თავად დემოკრატიულ წყობაში?

ამის ერთი-ერთი ახსნა რომელიც არისტოტელეს ეკუთვნის, არის დემოკრატიის შენარჩუნება პლუტოკრატიით. რაც უფრო უთანასწოროა საზოგადოება, მით უფრო შორდება მდიდრების ცხოვრების წესი და ფასეულობები ჩვეულებრივი ხალხისას. ისინი ცხოვრობენ ჩაკეტილ საზოგადოებებში, სადაც მხოლოდ ერთი ტიპის საჯარო დისკურსია მისაღები და პატივსაცემი. ეს თავისთავად უკვე ნიშნავს სამოქალაქო უფლებების წართმევას. ტრამპის მხარდამჭერები, მის გამოხტომებს სულაც არ აღიქვმდნენ გამოხტომებად, ან თუ აღიქვამდნენ მათ არაფერი ჰქონდათ საწინააღმდეგო.

თუმცა ლეგიტიმაციის მთავარ საყრდენს არა კულტურა, არამედ ეკონომიკა წარმოადგენს. როდესაც ეკონომიკური პროგრესის სიკეთეებით, უმთავრესად კვლავ მდიდრები სარგებლობენ, სწორედ ამ დროს ხდება უმცირესობასა და უმრავლესობას შორის არესებული კულტურული განსხვავებულობა სერიოზული დესტაბილიზაციის მიზეზი. ჩემი აზრით, ზუსტად ეს პროცესები მიმდინარეობს ამჟამად დემოკრატიულ სამყაროში.

„ლიბერალიზმის მეორედ მოსვლის შედეგები, რომელიც რუზველტის, კეინზის და ევროკავშირის დამფუძნებლების სახით იყო წარმოდგენილი გააბათილა გლობალიზაციის ეკონომიკამ, რომელიც გულისხმობს: იდეალური ეკვილიბრუმის მისაღწევად, საქონლის, კაპიტალისა და შრომის თავისუფალ მოძრაობას, ფინანსური დანაშაულის მიმართ შეთანხმებულ ტოლერანტობას, წარმოუდგენლად მაღალ ანაზღაურებას რჩეულთათვის, უმუშევრობისა და არასრული დასაქმების მაღალ დონეს და ბოლოს, კეთილდღეობის უზრუნველყოფის საკითხში სახელმწიფოს როლის შეკვეცას. ყოველივე ამის შედეგად მიღებული ეკონომიკური უთანასწორობა კი ფარდას ხდის დემოკრატიას, რომელიც უმრავლესობისგან მალავს ძალაუფლების ჭეშმარიტ სახეს.“

პოპულისტების მესიჯები უბრალო, მარტივად ატაცებადი და ხმამაღალია: ელიტები არიან ეგოსიტი, კორუმპირებული კრიმინალები. ძალაუფლება კვლავ ხალხს უნდა დაუბრუნდეს. უბრალო დამთხვევად ნამდვილად არ შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ წლის ორი უდიდესი პოლიტიკური შოკი – ბრექსიტი და ტრამპის არჩევა – სწორედ იმ ორ ქვეყნაში მოხდა, რომელთაც ყველზე მხურვალედ შეითვისეს ნეოლიბერალური ეკონომიკა.

ტრამპის გეოპოლიტიკური და ეკონომიკური შეხედულებები უნდა განიხილებოდეს ამ დიდი იმედგაცრუებების ფონზე და არა იდეალური მორალისა თუ ეკონომიკური სტანდარტების მიხედვით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ტრამპიზმი შესაძლოა აღმოჩნდეს ლიბერალიზმის კრიზისიდან გამოსავალი და არა მისი დაშლის მომასწავებელი ნიშანი.

ამ კუთხით თუ შევხედავთ, ტრამპის იზოლაციონიზმი არის უბრალოდ პოპულისტური გზა იმის თქმისა, რომ აშშ უნდა გათავისუფლდეს იმ ვალდებულებებისგან, რისი განხორციელების არც ძალა და არც სურვილი არ გააჩნია. მისი დაპირება რუსეთთან თანამშრომლობით სირიის კონფლიქტის დასრულების შესახებ, საკმაოდ გონივრულია, მიუხედავად იმისა რომ ეს ნიშნავს ბაშარ ალ ასადის რეჟიმის გამარჯვებას. ტრამპისთვის მთავარი გამოწვევა სწორედ გაცხადებული გლობალური პასუხისმგებლობებისგან მშვიდობიანად გათავისუფლება იქნება.

ტრამპის პროტექციონიზმი ძველ ამერიკულ ტრადიციაში იღებს სათავეს. გლობალიზაციამ ჩაძირა აშშ-ს მაღალ ანაზღაურებადი მანუფაქტურული წარმოების ეკონომიკა. მაგრამ, როგორი შეიძლება იყოს პროტექციონიზმის მისაღები ფორმა? მთავარი გამოწვვევა ამ შემთხვევაში უფრო მკაცრი კონტროლის მიღწევაა, რომელიც მსოფლიო ეკონომიკის გაღატაკებისა და ეროვნული თუ რასისტული სენტიმენტების გაღვივების გარეშე უნდა მოხდეს.

ტრამპის ერთ-ერთ დაპირებას ასევე წარმოადგენს ინფრასტრუქტრულ პროექტებში 800 მილიარდი -1 ტრილიოინი დოლარის ინვესტირება, რომელიც ობლიგაციებიდან დაფინანსდება. ასევე კორპორატიული გადასახადების მასობრივი შეკვეცა, რაც გამიზნულია 25 მილიონი ახალი სამუშაო ადგილის შესაქმნელად და ეკონომიკური ზრდის დასაჩქარებლად. ეს ყველაფერი კეთილდღეობის პროგრამების შენარჩუნებასთან ერთად წარმოადგენს კეინსიანური ფისკალური პოლიტიკის თანამედროვე ფორმას (თუმცა ასეთად არ განიხილება). მისი დამსახურებაა, კურსის აღება ისეთი გამოწვევისკენ, როგორიცაა დაპირისპირება დეფიციტისა და ვალების შემცირების პოლიტიკით ნეოლიბერალურ გატაცებასთან და ფულის ბეჭდვაზე (quantitative easing), როგორც მოთხოვნის მართვის ერთადერთ – და აწ უკვე გაცვეთილ- ინსტრუმენტზე, დაყრდნობასთან.

როდესაც ტრამპი, პოპულიზმიდან პოლიტიკისკენ შემობრუნდება ლიბერალებმა ზურგი კი არ უნდა აქციონ, არამედ ჩაერთონ იმ პოზიტიურ შესაძლებლობებში რაც შეიძლება ტრამპიზმს ახლდეს. მისი წინადადებები უნდა იქნას საფუძვლიანად განხილული და დახვეწილი და არა უარყოფილი როგორც უმეცარი ბოდვა. ლიბერალების მთავარი ამოცანაა რომ უზრუნველყონ ლიბერალიზმის მესამედ მოსვლა, ლიბერალური ღირებულებების რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგის ხარჯზე მოხდეს. რა თქმა უნდა, გარკვეული საფასურის გადახდა გარდაუვალია. სწორედ ამაშია ბრექსიტის, ტარამპის გამარჯვებისა და სხვა პოპულისტური გამარჯვებების მთავარი არსი.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ