დემოკრატები ერთ დროს მშრომელთა კლასს წარმოადგენდნენ. ახლა უკვე აღარ.

Robert B. Reich

გამოიწერეთ European.ge-ს Facebook გვერდი.

წარმოგიდგენთ ბრიტანულ გამოცემა The Guardian-ზე ახლახან გამოქვეყნებული ამერიკელი ეკონომისტის, რობერტ რაიშის წერილის თარგმანს.

რობერტ რაიში გახლავთ კალიფორნიის უნივერსიტეტის (ბერკლი)  Goldman School of Public Policy-ის წამყვანი პროფესორი (Chancellor’s Professor). მანამდე გახლდათ ჰარვარდის უნივერსიტეტის John F. Kennedy School of Government კვლევითი ინსტიტუტის პროფესორიის მუშაობდა ამერიკის პრეზიდენტების, ჯერალდ ფორდისა და ჯიმი კარტერის ადმინისტრაციაში. ასევე გახლდათ შრომის მდივანი (1993-1997) პრეზიდენტ ბილ კლინტონის პრეზიდენტობისას

© European.ge

ბიკ კლინტონმა და ბარაკ ობამამ ხელი შეუწყვეს ძალაუფლების ხალხიდან კორპორაციების ხელში გადასვლას, რამაც გზა გაუხსნა დონალდ ტრამპს.

რაც ამერიკაში მოხდა, არ უნდა აღვიქვად წესიერებაზე სიძულვილის გამარჯვებად. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ესაა ამერიკული ძალაუფლების სტრუქტურაზე უარის თქმა.

ამ სტრუქტურის შუაგულში არიან ორივე პარტიის პოლიტიკური ლიდერები, მათი პოლიტიკური სამსახურები და „ფანდრაიზერები,“ ძირითადი მედია საშუალებები, რომლებიც განთავსებულია ნიუ იორკსა და ვაშინგტონში, ქვეყნის უდიდესი კორპორაციები და მათი ხელმძღვანელები, ვაშინგტონის ლობისტები და სავაჭრო ასოციაციები, „უოლ-სტრიტის“ უდიდესი ბანკები, ჰეჯ–ფონდები, კერძო სამართლის მენეჯერები და მათი მსახურები ვაშინგტონში. ასევე, მდიდარი ინდივიდები, რომლებიც ინვესტიციებს პირდაპირ პოლიტიკაში აკეთებენ.

2016 წლის საარჩევნო ციკლის დასაწყისში, ძალაუფლების სტრუქტურები დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიებიდან მომავალ კანდიდატებად ჰილარი კლინტონს და ჯებ ბუშს მოიაზრებდნენ. ყოველივე ამის გამო, ორივე მათგანს გააჩნდა დამფინანსებლების საკმაო რაოდენობა, კარგი შიდა პოლიტიკური კავშირები, გამოცდილი პოლიტიკური მრჩევლები და ისეთი პოლიტიკური აღიარება, როგორსაც ნებისმიერი კანდიდატი ისურვებდა.

მაგრამ, თეთრი სახლისკენ მიმავალ გზაზე სასაცილო ფაქტი მოხდა. პრეზიდენტობა მოიგო დონალდ ტრამპა, რომელმაც წარმატებას ცათამბჯენებით და კაზინოებით მიაღწია, რომელიც მონაწილეობდა პოპულარულ სატელევიზიო რეალით გადაცემაში და რომელსაც არასდროს არსად ეკავა არჩეული თანამდებობა და არ ჰქონია საქმე რესპუბლიკურ პარტიასთან. ჰილარი კლინტონმა დააგროვა ხმების უმრავლესობა, მაგრამ არა იმდენად საკმარისი, რომ საარჩევნო კოლეგიაში შტატების წარმომადგენლებს მისთვის გამარჯვება გაეფორმებინათ.

ჰილარი კლინტონის დამარცხება უფრო მეტად ხაზგასასმელია, რადგან მისი კამპანიის მასშტაბები ბევრად აღემატებოდა ტრამპის მასშტაბებს ტელევიზიებსა და რადიოში, ასევე არჩევნებში მონაწილეობისკენ მოწოდებაში. უფრო მეტიც, მის კამპანიას მხარს უჭერდნენ არა მხოლოდ დემოკრატიული პარტიის ელიტები, არამედ რესპუბლიკური პარტიის მმართველი წრეებიდანაც, „უოლ-სტრიტისა“ და უდიდესი კორპორაციების თავგამოდებული დამცველი წარმომადგენლებიც, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუშ უმცროსი. კლინტონს ასევე მხარს უჭერდნენ ბოლო პერიოდში მზარდი რეიტინგის მქონე ბარაკ ობამა და მისი მეუღლე. და რა თქმა უნდა, მას მხარში ედგა მისი ქმარი.

ამის საპირისპიროდ კი, ტრამპს არ გააჩნდა ძალაუფლების სტრუქტურების მხარდაჭერა. მიტ რომნი, 2012 წელს რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატი, აქტიურად მუშაობდა ტრამპის კანდიდატად დასახელების წინააღმდეგ. ბევრმა გავლენიანმა რესპუბლიკელმა უარი თქვა მის კანდიდატად დასახელებაზე ან თუნდაც მხარდაჭერაზე. რესპუბლიკური პარტიის მმართველმა ეროვნულმა კომიტეტმა არ გამოიყო მას იმ ოდენობის ფინანსები, როგორიც დანარჩენ საპრეზიდენტო კანდიდატებს.

რა მოხდა?

წინასწარ არსებობდა მოსალოდნელი პოლიტიკური მიწისძვრის ნიშნები. ამ ყველაფრის შემდეგ ტრამპმა მოიგო რესპუბლიკელების „პრაიმერები“. კლინტონი დემოკრატების პრაიმერიზში დაუპირსპირდა ყველაზე არასასურველ კანდიდატს, 74 წლის ებრაელ ვერმონტის სენატორს, რომელიც თავს დემოკრატ–სოციალისტად მოიხსენიებდა და არც კი იყო დემოკრატიული პარტიის წევრი. ბერნი სანდერსმა პრაიმერიზში 22 შტატი მოიგო და დააგროვა ხმების 47%. სანდერსისთვის მთავარი საკითხი გახდლათ ის, რომ ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემა მუშაობს მხოლოდ კორპორაციების, „უოლ-სტრიტისა“ და ყველაზე მდიდარი ადამიანების საკეთილდღეოდ.

ამერიკის ძალაუფლების სტრუქტურამ სანდერსი ჩამოწერა როგორც გზასაცდენილი, ხოლო ტრამპს, უკანასკნელ დრომდე, სერიოზულად არ აღიქვამდა. გავლენიანმა პოლიტიკოსმა შიდა წრეებიდან ამას წინად მითხრა, რომ ამერიკელების უმრავლესობას აკმაყოფილებდა არსებული სტატუს-კვო. „ეკონომიკა კარგ მდგომარეობაშია, ამერიკელების უმეტესობა იმაზე კარგადაა, ვიდრე წლების განმავლობაში იყო” – მითხრა მან.

მიმდინარე ეკონომიკური ინდიკატორები შეიძლება მაღალია, მაგრამ ეს ინდიკატორები არ ასახავენ ამერიკელების უმრავლესობის დაუცველობისა და უსამართლობის განცდას. ასევე, ეს ინდიკატორები არ აჩვენებს იმას, რასაც ამერიკელების უმეტესობა ხედავს, კავშირებს სიმდიდრესა და ძალაუფლებას შორის, სტაგნაციურ ან შემცირებულ რეალურ ხელფასებს, დირექტორების მზარდ ანაზღაურებას და დიდი ფულის მიერ დემოკრატიის დასამარებას.

ინფლაციის გამო, საშუალო ფენის ოჯახის შემოსავალი იმაზე ნაკლებია, ვიდრე ის იყო 16 წლის წინ. დასაქმებულები, რომლებსაც არ აქვთ კოლეჯის განათლება – ძველი მუშათა კლასი – განიცდიან უმუშევრობას. ამავდროულად, ეკონომიკური მოგების უმეტესობა მიედინებოდა ხელმძღვანელი პირებისკენ. ეს მოგებები ითარგმნება, როგორც პოლიტიკური ძალაუფლების მიერ საბანკო დახმარებების გაცემა, კორპორაციული სუბსიდიები, სპეციალური საგადასახადო ხვრელები, ხელსაყრელი სავაჭრო გარიგებები და ბაზრის ძალაუფლების ზრდა ანტიმონოპოლიური კანონების ჩარევის გარეშე. ამ ყველაფერმა შეამცირა ხელფასები და გაზარდა მოგებები.

სიმდიდრე, ძალაუფლება და კრონი კაპიტალიზმი ერთმანეთს შეეწყო. ამერიკელებმა იციან, რომ ძალაუფლების მიტაცება მოხდა და ამაში ისტებლიშმენტს ადანაშაულებენ.

დემოკრატიული პარტია ერთ დროს მუშათა კლასს წარმოადგენდა. მაგრამ, ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში პარტია ხელში აქვს ჩაგდებული ვაშინგტონში დაფუძნებულ “ფაინდრაიზერებს”, ანალიტიკოსებს და საზოგადოებრივი აზრის შემქმნელებს, რომელთა მთავარი საზრუნავი საარჩევნო კამპანიისთვის კორპორაციებიდან და “უოლ-სტრიტის” დირექტორებიდან დაფინანსების მოძიება და საშუალოზე მაღალი კლასის ოჯახებიდან ხმების მიღება გახლავთ.

ბოლო 24 წლის განმავლობაში დემოკრატებს 16 წელი ჰქონდათ დაკავებული თეთრი სახლი და აქედან 4–ჯერ აკონტროლებდნენ კონგრესის ორივე პალატას. თუმცა, ამ დროს მათ ვერ მოახერხეს ეკონომიკური უსაფრთხოების და მუშათა კლასის ხელფასების ზრდის უზრუნველყოფა. ბარაკ ობამაც და ბილ კლინტონიც გულმხურვალედ ლობირებდნენ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას, მილიონობით “ლურჯ–საყელოიანი” მუშების გარეშე, რომლებმაც დაკარგეს სამსახურები ისეთ ახალი სამუშაოების მოლოდინში, რომელიც სულ მცირე იგივე ანაზღაურებას უზრუნველყოფდა.

ისინი განზე იდგნენ, როდესაც კორპორაციები ავიწროვებდნენ პროფესიულ კავშირებს. ისინი როგორც მუშათა კლასის ხერხემალი კრახს განიცდიდნენ  მოეხდინათ შრომითი კანონების რეფორმირება და მნიშვნელოვანი ჯარიმები დაეწესებინათ  იმ კომპანიებზე, რომლებიც მათ ავიწროვებდა, ან უბრალოდ დახმარებოდნენ პროფკავშირების მუშებს  ხმის ამაღლებაში. შედეგად, პროფკავშირების წევრების რაოდენობა ბილ კლინტონის პრეზიდენტობიდან დღემდე 22%-დან 12%–მდე შემცირდა და მუშათა კლასმა დაკარგა ეკონომიკური მოგებების თანამონაწილეობისთვის აუცილებელი სავაჭრო ბერკეტები.

ბილ კლინტონმა და ობამამ ასევე ხელი შეუწყვეს უნდობლობის გაძლიერებას – რის შედეგადაც მსხვილი კორპორაციები უფრო მეტად იზრდებოდბნენ და ძირითადი ინდუსტრიები უფრო კონცენტრირებულნი ხდებოდნენ. ამ კომბინაციის ლოგიკური შედეგი – მეტი ვაჭრობა, კავშირების შექმნის შემცირება და ინდუსტრიის მეტი კონცენტრაცია – იყოს ის, რომ მოხდა პოლიტიკური და ეკონომიკური ძალაუფლების გადატანა კორპორაციებისა და მდიდრების ხელში, მუშათა კლასი კი შემცირდა. ამან გზა გაუხსნა დონალდ ტრამპის ავტორიტარულ დემაგოგიას და მის  გაპრეზიდენტებას.

ახლა კი ამერიკელები აჯაყდნენ და მხარი დაუჭირეს მას, ვისაც უნდოდა ამერიკის გაძლიერება და დაცვა უცხოელებისა და უცხოეთში დამზადებული პროდუქციისგან. ძალაუფლების სტრუქტურა მართებულად შიშობს, რომ ტრამპის იზოლაციონიზმი შეანელებს ეკონომიკურ ზრდას. მაგრამ, ამერიკელების უმეტესობას არ აინტერესებს ზრდა, ვინაიდან წლების განმავლობაში ეკონომიკური ზრდიდან მიღებული სარგებელი მათთვის ძალიან მცირე იყო, ხოლო მისი თანმდევი ტვირთი ძალიან მძიმე, რაც სამუშაო ადგილების დაკარგვასა და ხელფასების შემცირებაში გამოიხატა.

ძალაუფლების სტრუქტურა შოკირებულია 2016 წლის არჩევნების შედეგით, რადგან მათ თვითონ მოიკვეთეს თავი ამერიკელების უმრავლესობის ცხოვრებიდან. ალბათ მათ  სურვილიც არ აქვთ ამის აღიარების, რადგანაც ეს ასევე ნიშნავს იმის გაცნობიერებას  თუ რა როლი ითამაშეს მათ ტრამპის გაპრეზიდენტებაში.

***

ჩვენს ვებგვერდზე ასევე შეგიძლიათ იხილოთ რობერტ რაიშის ორი ტექსტის თარგმანი:

3 ფართოდ გავრცელებული ეკონომიკური მითი” და “მემარჯვენე ეკონომისტების 7 დიდი ეკონომიკური ტყუილი“.


– ინგლისურიდან თარგმნა გიგა ჭკადუამ.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ