რატომ განიცდის ჩაურევლობის ეკონომიკა ყოველთვის კრახს

eric liuწარმოგიდგენთ ჟურნალ Evonomics-ზე გამოქვეყნებული წერილის თარგმანს.

ავტორების შესახებ:

ერიკ ლიუ – სამოქალაქო უნივერსიტეტის დამფუძნებელი. პრეზიდენტ ბილ კლინტონის მრჩეველი საშინაო პოლიტიკის საკითხებში. Twitter: @EricPLiu  

ნიკ ჰანუერი – მეწარმე და ვენჩურული კაპიტალისტი.  Twitter: @NickHanauer

© European.ge

რატომ არის ბაზარი როგორც “ბაღი” და არა როგორც “მანქანა”.

2007-2008 წლების პერიოდში, გიგანტური ფინანსური ინსტიტუტები ჩამოიშალა, ამერიკელების უმრავლესობის დოვლათი განადგურდა და მსოფლიო ეკონომიკების უმეტესობა მუხლებზე დაეცა.

ეს პერდიოდი მიიჩნევა ისეთი რადიკალური ეკონომიკური უთანასწორობის ხანად,  რომლის მსგავსიც 1929 წლის შემდგომ არავის უნახავს. ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში, ფინანსური რესურსების უპრეცენდენტო კონსოლიდაციამ და კონცენტრაციამ ამერიკელების 1 პროცენტი კიდევ უფრო გაამდიდრა, ხოლო საშუალო ფენა – გააღარიბა.

ამერიკელების უმეტესობა, განსაკუთრებით ეკონომისტები და კანონმდებლები ამ ორ ფენომენს შორის კავშირს ვერ ხედავენ. ფაქტობრივად, ტრადიციული ეკონომიკური თეორია და თანამედროვე ამერიკული ეკონომიკური პოლიტიკა არ უშვებს იმის ალბათობას, რომ მათ შორის დიდი კავშირი შეიძლება არსებობდეს.

დიახ, კავშირი მართლაც არსებობს – თან საკმაოდ ღრმა. ჩვენი მიზანია დაგანახოთ, რომ თანამედროვე ეკონომიკის აღქმა როგორც კომპლექსური, ადაპტირებადი და ურთიერთდამოკიდებული სისტემა, გვაიძულებს მივიდეთ იმ დასკვნამდე რომ, რადიკალური უთანასწორობა და ეკონომიკის ჩავარდნები ერთმაენთთან მიზეზ–შედეგობრივ კავშირშია: ერთი მეორის გამომწვევი და გამამწვავებილი მიზეზია.

თუ ჩვენ გვსურს ეკონომიკურად ზრდაზე ორიენტირებული საზოგადოება ფართოდ გადანაწილებული კეთილდღეობით, და თუ ჩვენ გვსურს, რომ თავიდან ავიცილოთ ისეთი ეკონომიკური ჩავარდნები რომელსაც ახლა განვიცდით, ჩვენი მოქმედების თეორია ფუნდამენტურად უნდა შევცვალოთ. ჩვენ არ უნდა მივიჩნიოთ ეკონომიკა როგორც სრულყოფილი, თვით-გამოსწორებადი მანქანა, არამედ, მას უნდა  შევხედოთ როგორც ბაღს.

ტრადიციული ეკონომიკური თეორია ეფუძნება მე-19 და მე-20 საუკუნეების მეცნიერების და მათემატიკის აღქმებს. უმარტივესი გაგებით, ტრადიციული თეორია ვარაუდობს რომ, ეკონომიკა შედგება წრფივი სისტემებისგან, რომლებშიც რაციონალური აქტორები ცდილობენ საკუთარი მდგომარეობის გაუმჯობესებას. შედეგი ასახავს კონტრიბუციის ჯამს, სისტემა არის დახურული და თუ რამე მნიშვნელოვანი ცვლილება ხდება, ეს არის გარე შოკის შედეგი. სისტემის ძირითადი მდგომარეობა არის ეკვილიბრიუმი. მთავარი მეტაფორა არის მანქანა.

მაგრამ, ეს არ არის ეკონომიკის რეალური შინაარსი და არც არასდროს ყოფილა. დღესდღეობით, ყველასათვის ნათელია რომ ეკონომიკა არ არის წრფივი, არამედ ირაციონალური და ხშირ შემთხვევაში ძალადობრივიც კი. ეს ხშირი ძალადობრივი ცვლილებები არ წარმოიქნმება გარე შოკების შედეგად, არამედ გახლავთ გარდაუვალი შედეგი, რომელსაც შიდა ეკონომიკური ბუნება თავად წარმოქმნის.

მოკლედ რომ ვთქვათ, ტრადიციულ მიდგომას სრულიად არ ესმის ადამიანების ქცევის და ბუნებრივი ეკონომიკური მამოძრავებელი ძალების.  პრობლემა იმაშია, რომ ტრადიციული მოდელი არ არის აკადემიური ცნობისმოყვარეობა, ის არის საფუძველი იდეოლოგიური მოთხრობისა ეკონომიკისა და სახელმწიფო როლის შესახებ, და ეს მოთხრობა იქცა კანონმდებლობისა და ეგოისტური მისწრაფებების გამამართლებელ ზოგად „სიბრძნედ“.

დღესაც კი, თავისუფალი ბაზრის მომხრეებს და კეინზიანელებს შორის მიმდინარე დებატები ავლენს ბაზრის ფუნდამენტალისტურ თვისებებს: სახელმწიფოს მხრიდან წამახალისებელი ეკონომიკური ძალისხმევები გამართლებულია, როგორც ბაზრების წონასწორობის აღდგენის საშუალება და აღიქმება, როგორც სამწუხარო გადახრა  სახელმწიფოს მინიმალისტური როლიდან.

საბედნიეროდ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჩვენ ეხლა შეგვიძლია დავინახოთ და ავღწეროთ ეკონომიკური სისტემა როგორც ბაღების კომპლექსური სისტემა.  ამ ეტაპზე გონივრული იქნებოდა მივსულიყავით დასკვნამდე, რომ ეკონომიკური სისტემა არა მხოლოდ მსგავსებაშია ეკოსისტემასთან, არამედ ის რომ ის თავად ეკოსისტემაა, რომელიც მოძრაობს ისეთივე ევოლუციური ძალების მეშვეობით, როგორც ეკოსისტემა. ერიკ ბეინჰოკერის (Eric Beinhocker) ‘’დოვლათის საწყისები“ არის ყველაზე ნათელი კვლევა ამ ახალი კომპლექსური ეკონომიკის შესახებ.

ერიკ ბეინჰოკერის თეორია მარტივია და არ ჰგავს იმ მონათხრობს, რასაც დარვინი გვთავაზობს. ეკონომიკაში, ისევე როგორ ეკოსისტემაში, ინოვაცია არის შედეგი ევოლოციური და კონკურენტული ზეწოლისა. ნებისმიერ კონკურენტუნარიან გარემოში – როგორც მას სხვანაირად „ფიტნეს ლანდშაფტს“ (Fitness Landscape) უწოდებენ – ინდივიდები  და ჯგუფები თანამშრომლობენ, რათა შეეჯიბრონ პრობლემებისა და სტრატეგიების გადაჭრის მეთოდებში. ამ პროცესში, როგორც დადებითი ისე უარყოფითი უპირატესობები ფართოვდება და ხდება ამ პროცესის ნაწილი. მნიშვნელობა არ აქვს იმას შენ ხარ მტაცებელი თუ მსხვერპლი, სპორა ან მარცვალი, შესაძლებლობა რომ გაიმარჯვო მრავლდება და შემდეგ კონცენტრირდება. ის ერთიანდება და არასოდეს არ ნაწილდება თანაბრად.

მსგავსად ბაღისა, ეკონომიკა შედგება გარემოსა და სხვა ურთიერთდაკავშირებული ელემენტებისგან – მზე, ნიადაგი, თესლი, წყალი. მაგრამ, ბაღისგან დამატებით, ეკონომიკა ასევე მოიცავს ყველა მონაწილის მოლოდინს და განმარტებას იმის შესახებ, თუ რა სურთ და რა მოლოდინები აქვთ ყველა სხვა მონაწილეებს. ხალხის მოლოდინის უხილავი ქსელი გარდაიქმნება მუდამ მზარდ სპირალად, რომელიც ერთდროულად არის გარემო ფაქტორების მიზეზი და შედეგიც. ამის შედეგი იყო უძრავი ქონებით გამოწვეული ფინანსური კრიზისი. კომპლექსურობის მეცნიერები აღწერენ მას როგორც „უკუკავშირის მარყუჟს“ (Feedback loops). ფინანსისტი ჯორჯ სოროსი მას „რეფლექსურობას“ უწოდებს. მოსაზრება იმის შესახებ თუ რა მგონია მე, რომ შენ იცი ჩემს სურვილზე, ქმნის ქცევის ნაკადს, რომელიც ცვლის რეალობას.

ტრადიციული ეკონომიკა ეფუძნება იმას, რომ ეკონომიკა არის ეკვილიბრიუმის სისტემა,  სადაც ყველაფერი დროთა განმავლობაში როგორც წესი თანაბრდება და უბრუნდება ‘’ნორმას’’. კომპლექსურობის ეკონომიკა გვიჩვენებს, რომ ეკონომიკა როგორც ბაღი, არასოდეს არის სტატიკური, სრულყოფილად დაბალანსებული და მუდამ ზრდისა და შემცირების პროცესშია. ისევე როგორც მოუვლელი ბაღი, ეკონომიკა, რომელიც თავის ნებაზე არის მიშვებული, მიისწრაფვის არაჯანსაღი დისბალანსისკენ. ეს არის ძალიან განსხვავებული ამოსავალი წერტილი და მას მივყავართ სრულიად განსხვავებული დასკვენებისკენ, თუ როგორ უნდა იმოქმედოს სახელმწიფომ ეკონომიკასთან მიმართებაში.

აინშტაინმა ერთხელ თქვა „ეცადეთ ყველაფერი გაამარტივოთ, მაგრამ ძალიან არ გაამარტივოთ“. ტრადიციული ეკონომიკის პრობლემა არის ის, რომ მან საკითხები ძალიან გაამარტივა და შემდეგ არსებული შეცდომები კიდევ უფრო გააღრმავა იმით, რომ ზედმეტი გამარტივებები სახელმძვანელოდ აქცია. ტრადიციული ეკონომიკის თეორიების საყრდენი და უპირობო ეკონომიკური სიბრძნე არის ის რომ, ბაზრები არიან სრულყოფილად ეფექტურები, შესაბამისად თვით-გამოსწორებადი. ეს „ეფექტური ბაზრების ჰიპოთეზა“, რომელიც წარმოიშვა მანქანიზაციის აკვიატებული აზრისგან და სრულყოფილი მექანიზმების ფიზიკიდან, ძნელად მოდის შესაბამისობაში ინტუიციასთან და რეალობასთან – ეს კიდევ უფრო ძნელად აღსაქმელია უბრალო ადამიანისთვის, ვიდრე ეკონომიკის ექსპერტებისთვის. და უწინდებურად, როგორც მკვდარი ხელი საჭის მართვისას, ეფექტური ბაზრების ჰიპოთეზა კვლავ მართავს  ეკონომიკურ პოლიტიკას.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბაზარი სრულყოფილად ეფექტურია, მაშინ შემდეგი ჩამონათვალი ჭეშმარიტება უნდა იყოს:

  • ბაზარი ყოველთვის მართალია.
  • ბაზარი რაციონალურად და ეფექტურად ანაწილებს საქონელს, მომსახურებასა და მოგებას.
  • ბაზრის შედეგები არსებითად მორალურია, რადგან ის სავსებით აფასებს ნიჭსა და დამსახურებას, და რომ მდიდარი იმსახურებს იყოს მდიდარი, ხოლო ღარიბი-ღარიბი.
  • ბაზრის შედეგების კონტროლის ნებისმიერი მცდელობა არის არაეფექტური და ამორალური.
  • ნებისმიერი არასაბაზრო საქმიანობა თვისობრივად არაოპტიმალურია.
  • თუ შეგიძლიათ გააკეთოთ ფული ნებისმიერი საქმიანობით, რაც აკრძალული არ არის, მაშინ უნდა გააკეთოთ.
  • მანამ, სანამ იქნებიან ყიდვის და გაყიდვის მსურველები, ყველა ტრანზაქცია ითვლება მორალურად.
  • მთავრობის ნებისმიერი გადაწყვეტილება, საბაზრო ჩავარდნის არ არსებობისას, ცუდი გადაწყვეტილებაა.

მაგრამ, რა თქმა უნდა, სწორად გაგებული ბაზარი არ არის სინამდვილეში ეფექტური. ე.წ ბალანსი მიწოდებასა და მოთხოვნას შორის სინამდვილეში არ არსებობს. და რადგან ადამიანები არ არიან რაციონალურები, ანგარიშიანები და ეგოისტები, მათი ქცევა ბაზრის ლოგიკით არის არსებითად არასრულყოფილი, არაპროგნოზირებადი და არაეფექტური. უბრალო ხალხს ეს უკეთ ესმით ვიდრე ექსპერტებს.

ბაზარი ისეთივე ეკოსისტემაა როგორც ბუნება, კომპლექსური, ადაპტირებადი და  მსგავსად ბუნებისა ექვემდებარება ისეთივე ევოლუციურ ძალებს. ისევე როგორც ბუნებაში, ევოლუცია ბაზარს ხდის უპრეცენდენტოდ ეფექტურს ადამიანის პრობლემების გადაწყვეტისას. მაგრამ, ევოლუციას აქვს აგნოსტიკური მიზანი. თუ ბაზარი ორიენტირებულია უსარგებლო საქონლის წარმოებით და მას დაარქმევს კარგ „მთლიან შიდა პროდუქტს“, ბაზრის ევოლუცია გამოუშვებს უფრო მეტ უსარგებლო საბაზრო საქონელს. როგორც კომპლექსური ადაპტირებადი სისტემა, ბაზარი სულაც არ არის მანქანა და ის უფრო მეტად ჰგავს ბაღს. ეს ნიშნავს იმას, რომ ქვემოთ ჩამოთვლილი მოსაზრებები ჭეშმარიტება უნდა იყოს:

  • ბაზარი ხშირად ცდება.
  • ბაზარი ანაწილებს საქონელს, მომსახურებას და მოგებას ხშირ შემთხვევაში ირაციონალურად, ნახევრად ბრმად და დამოკიდებულია შემთხვევითობაზე.
  • ბაზრის შედეგები აუცილებლად მორალური არ არის, და ზოგ შემთხვევაში ამორალურია, რადგან ის ასახავს დამსახურებული შრომისა და დაუმსახურებელი ადრეული უპირატესობისა თუ არაუპირატესობის დინამიურ ნაზავს.
  • თუ კარგად მოვლილია, ბაზარი გვაძლევს დიდ შედეგს, მაგრამ თუ მოვლილი არ არის ის საკუთარ თავს ანადგურებს.
  • ბაზარი, ისევე როგორც ბაღი, მოითხოვს მუდმივ დათესვას, კვებას და განაყოფიერებას სახელმწიფოსა და მოსახლეობის მიერ.
  • უფრო მეტიც, ის მოითხოვს მსჯელობას თუ როგორი ზრდა არის მომგებიანი. მხოლოდ იმიტომ, რომ ბაბუაწვერები როგორც „ჰეჯ ფონდები“, იზრდება მარტივად და სწრაფად, არ ნიშნავს იმას რომ ჩვენ უნდა მივცეთ ყველაფრის უფლება. მხოლოდ ის რომ არსებობს ფულის კეთების შესაძლებლობა, არ ნიშნავს იმას, რომ ეს საზოგადოებისთვისაც კარგია.
  • დემოკრატიულ საზოგადოებაში ჩვენ გვაქვს არამარტო შესაძლებლობა არამედ ვალდებულება მორალური არჩევანის და ხელისუფლების ქმედებების მეშვეობით ჩარჩოში მოვაქციოთ ბაზარი, რათა მივიღოთ ჩვენი საზოგადოებისთვის სასარგებლო შედეგი.

თქვენ ალბათ ფიქრობთ რომ ეს ცვლილებები მეტაფორებსა და მოდელებში მხოლოდ აკადემიურია. განვიხილოთ შემდეგი მაგალითი: 2010 წელს, როდესაც ფინანსური კრიზისის ყველაზე რთული პერიოდი განიმუხტა, მაგრამ ჯერ ნაადრევი იყო აშკარა აღმასვლაზე საუბარი, დასავლური ცენტრალური ბანკების წევრები და ეკონომისტები შეიკრიბნენ, რომ შეეფასებინათ თუ საიდან წარმოიშვა პრობლემა. შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილესათვის, რომელიც არ იყო ბანკირი, მაგრამ ეკონომიკის საფუძვლები ჰქონდა სიღრმისეულად შესწავლელი, ერთი რამ ნათელი გახდა.  მთავრობებმა კრახი განიცადეს სიტუაციის ფართო მასშტაბის შეფასებაში და სისტემის ჩამონგრევის შეჩერებაში, რადგანაცი მათი ეკონომიკური მოდელი რეალობიდან ძალიან დაშორებული იყო.

მაგალითად, სტანდარტული მოდელი, რომელსაც ცენტრალური ბანკების და ხაზინის უმეტესობა იყენებდა – „დინამიური ამოუცნობი (stochastic) ზოგადი ეკვალიბრიუმის მოდელი“ არ მოიცავდა ბანკებს. რატომ? იმიტომ რომ, სრულყოფილ ეფექტურ ბაზრებზე, ბანკები არიან უბრალოდ შუამავლები, რომლებიც ფულადი ნაკადის მიმოქცევაში უხილავად იღებენ მონაწილეობას. მომხმარებლების რა რაოდენობა ითვალისწინებდა ამ მოდელს ეკონომიკის შეფასებებში? მილიონები? ასობით ათასი? არა, მხოლოდ ერთი. ერთი საშუალო მომხმარებელი, რომელიც ბაზარზე მოქმედებდა სრულიად რაციონალურად. კრიზისის დადგომა, დააჩქარა სახლის მყიდველების დაუკმაყოფილებელმა მადამ და ამბიციურობამ, რომელსაც ზედ ერთვოდა ბანკირების და ფასიანი ქაღალდებით მოვაჭრეების პათოლოგიური დაუდევრობა, რომლთა უკანაც იდგნენ უყურადღებო სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანოები. ამ ყველაფერმა წარმოქმნა ყველაზე მწვავე ფინანსური კრიზისი დიდი დეპრესიის შემდეგ. ფედერალური რეზერვი და სხვა დასავლური ბანკები აღმოჩნდნენ ისეთ სიტუაციაში და ებრძოდნენ ისეთ კრიზისს, რომელიც მათი მოდელების თანახმად არ უნდა მომხდარიყო.

ეს საბრალდებო ოქმი, ეკუთვნის არა მხოლოდ ცენტრალურ ბანკებსს და ეკონომისტებს, არც მხოლოდ რესპუბლიკელებს, რომელთა დოქტრინამაც ზურგი გაუმაგრა ასეთ ინტელექუალურ უყურადღებობას, არამედ ეკუთვნის სახელმწიფოს მართვაზე პასუხიმსგებელ დემოკრატებსაც, რომლებმაც დაუშვეს ისეთი ზღაპრული მსოფლმხედველობა, რომელმაც სახელმწიფო ნაციონალურ ეკონომიკას ასეთი შედეგები მოუტანა. ისინი ასე მოიქცნენ, რადგან მათაც ბოლო 20 წლის განმავლობაში სჯეროდათ ბაზრის თვით ეფექტურობის ჰიპოთეზის. იქ სადაც უძრავი ქონება და საბანკო სფერო იყო თავმოყრილი, წარმოიშვა რწმენაზე-დაფუძნებული ეკონომიკა: რწმენა რაციონალური ინდივიდებისა, რწმენა მუდამ მზარდი უძრავი ქონების ფასებისა და რწმენა იმისა, რომ როდესაც მუსიკა დაკვრას მორჩება შენ არ აღმოჩნდები ერთადერთი იქ მდგომი.

ხაზგასმით რომ აღვნიშნოთ, ჩვენ არ ვართ ბაზრის მოწინააღმდეგეები. ფაქტობრივად, ჩვენ ვართ გულმხურვალე კაპიტალისტები. ბაზრებს მოაქვს აბსოლუტური სარგებელი საზოგადოებისთვის და ეს არის მისი უნიკალური შესაძლებლობა გაუმკლავდეს საზოგადოებრივ პრობლემებს. თანამედროვე ეკონომიკური გაგებით, ის არის კომპლექსური ადაპტირებადი სისტემა, რომელიც ევოლუციურ ძალებზეა დამოკიდებული. ეს ძალები წარმოშობენ კონკურენციას იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიონ მომხმარებლების პრობლემები მოგვარებაში.  ამის გაანალეზებით, სიმდიდრე (დოვლათი) საზოგადოებაში არის უბრალოდ ჯამი იმ პრობლემებისა, რომლის მოგვარებაც მოხერხდა მისი მოქალაქეებისთვის. ერიკ ბეინჰოკერი ამას „ინფორმაციას“ უწოდებს. მის განამრტებით, უფრო ნაკლებად განვითარებულ „ღარიბ“ საზოგადოებას ამ პრობლემების გადაჭრის ცოტა საშუალება გააჩნია. შეზღუდული აქვს უძრავ ქონებასთან, სამედიცინო პრობლემებთან, საკვების და დასვენების საკითხებთან, ინფორმაციასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების საშუალებები. თანამედროვე დასავლურ  ჰიპერმარკეტებთან შედარებით, რომელთაც ათასობით სასაწყობე ფართები აქვთ (SKU), თითოეული გამოიყენება თითოეული პრობლემის უნიკალურ გადაწყვეტილებად.

მაგრამ, ბაზრებმა არ იციან თუ რა პრობლემებს აგვარებენ და ვისთვის. როდესაც ბაზარი პოულობს უფრო მეტ გამოსავალს სამედიცინო გამოწვევების, შეიარაღებისთვის ან თუნდაც ისეთი პრობლემებისთვის, როგორიცაა ჰიგიენა, ეს მთლიანად დამოკიდებულია ამ ბაზრის კონსტრუქციაზე, და ეს კონსტუქცია კი ყოველთვის ადამიანების მიერ არის შექმნილი, შემთხვევით ან წინასწარ განზრახულად. ბაზრები შექმნილია იმისთვის, რომ გვემსახუროს და არა იმისთვის, რომ იბატონოს.

როგორც აღვნიშნეთ, ჩინეთის მთავრობა ახორციელებს მასიურ, სტრატეგიულ ინვესტიციებს განახლებადი ენერგიის ინდუსტრიაში. მათ მიიღეს გადაწყვეტილება რომ მათთვის, როგორც მსოფლიოს ყველაზე მრავალრიცხოვანი მოსახლეობის ქვეყნისა  და სიდიდით მეორე ეკონომიკისთვის უმჯობესი იქნებოდა, რომ ყოფილიყვნენ მწვანე პოლიტიკის მიმდევარნი და ისინი ამ მიზნით ბაზარს აყალიბებენ. ამით, ისინი ამცირებენ გლობალურ დათბობას და მომავლისთვის იცავენ ეკონომიკურ უპირატესობას. ამასობაში კი, ჩვენ დატყვევებული ვართ ბაზრის ფუნდამენტალიზმით, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მთავრობის ჩარევა არ ჩარევის საკითხს, რის შედეგადაც სტრატეგიულ უპირატესობას უთმობს ჩვენს ყველაზე სერიოზულ გლობალურ მეტოქეს და ამერიკას აყენებს ისეთ მდგომარეობაში, რომ იყოს უფრო ღარიბი, სუსტი და დაბინძურებული სახელმწიფო. უძრავი ქონების კოლაფსიც რომ არ მომხდარიყო, ის ფაქტი, რომ ინოვაციური ენერგია მიმართული იყო ისეთი შენობების მშენებლობაზე, რომლებიც არ გვჭირდებოდა და შემდეგ ამის იპოთეკებად გადაქცევაზე, ადასტურებს იმას რომ არასწორად ვვითარდებით.

ახლა კი უნდა აღინიშნოს, რომ ათწლეულების მანძილზე, ორივე პარტიის ადმინისტრაციების მეშვეობით, ჩვენი ერს ჰქონდა მასიური სტრატეგიური მიზანი, რომ ხელი შეწყობოდა უძრავი ქონების დაპატრონებას – და სწორედ ეს მიზანი გახდა უძრავი ქონებით განპირობებული ეკონომიკური კოლაფსის მთავარი მიზეზი. მაგრამ, მიზნის დასახვა არ ნიშნავს რომ შემდეგ დასაძინებლად უნდა წახვიდე, ის მოითხოვს მუდმივ და ინტენსიურ ჩარევას, რათა განსაზღვრო არის თუ არა ეს მიზანი სწორი და ჯდება თუ არა ამ მიზნის მისაღწევი საშუალებები ზედმეტად ძვირი. უძრავი ქონების მფლობელობა მკაფიო მიზანია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამის მიღწევის ნებისმიერი მეთოდი გამართლებული პოლიტიკაა. უბიძგო ხალხს რომ აიღონ იპოთეკური სესხები, რომლის გადახდის საშუალებაც არ გააჩნიათ და შემდეგ ამ იპოთეკური სესხებით გახსნან კაზინო, არ იყო უძრავი ქონების მფლობელობის გაზრდის ერთადერთი გზა. მთავრობის შეცდომა იმაში მდგომარეობს, რომ უძრავი ქონების ბუმის პერიოდში, ბაღი არ იქნა გაწმენდილი სპეკულაციის, მტაცებლობისა და თაღლითობებისგან.

ზოგადი სიბრძნის თანახმად, მთავრობამ არ უნდა გამოარჩიოს ბაზრიდან მოგებულები, რადგან ასეთი ქმედება განწირულია კრახისთვის. მოგებულების არჩევა არის სულელების საქმე, მაგრამ თამაშის არჩევა ეს არის სტრატეგიული აუცილებლობა. მებაღეებს არ შეუძლიათ, რომ დააძალონ ნერგს გაზრდა, თუმცა ისინი ქმნიან ზრდისთვის კარგ გარემოს და შემდეგ ისინი წყვეტენ თუ რა უნდა დარჩეს ბაღში და რა არა. კონცენტრირებული გადაწვეტილებები როგორებიცაა, გაკეთდეს თუ არა ინვესტიციები ალტერნატიურ ენერგიაში, ინვესტიციები ბიომეცნიერებაში, კომპიუტერიზაციასა და ქსელურ ინფრასტრუქტაში, წარმოადგენენ აუცილებელ გადაწყვეტილებებს, რომელიც ქვეყანამ უნდა მიიღოს.

ეს არ არის გამარჯვებულების არჩევა, ეს არის თამაშის არჩევა. საჯარო სექტორის ლიდერებმა, კერძო სექტორთან თანამშრომლობით და რჩევით, უნდა შეძლონ თამაშის არჩევა, რომელშიც ინვესტიციას გააკეთებენ და შემდეგ მისცენ ნება ბაზრის კონკურენციის ევოლუციურ ზეწოლას გამოავლინოს ვინ იქნებ გამარჯვებული ამ თამაშში. DAPRA (აშშ-ის თავდაცვის კვლევების სააგენტო), NIST (სტანდარტებისა და ტექნოლოგიების ეროვნული ინსტიტუტი), NIH (ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტი) და სხვა ეფექტური სახელმწიფო ორგანოები ირჩევენ თამაშს. ისინი ქმნიან დიდ გამოწვევებს. ისინი ბიძგს აძლევენ ბაზრების ფორმაციას და იყენებენ საჯარო კაპიტალს, რათა ზემოქმედება მოახდინონ კერძო კაპიტალზე.  ამ ყველაფერზე უარის თქმა იგივეა,  რომ არ გქონდეს სტრატეგია, და ეს ისეთივე სახიფათოა ეკონომიკური ცხოვრებისთვის, როგორიც იქნებოდა სამხედრო ოპერაციებისთვის. ქვეყანა არ უნდა „მიენდოს“ მმართველებს. ძლიერი საჯარო ხელი აუცილებელია, რათა ბაზრის უხილავი ხელი მიმართოს კონკრეტული მიმართულებით.

ბაზარი, როგორც მანქანა VS ბაზარი, როგორც ბაღი

ეკონომიკის ამ თვალსაზრისით დანახვას შეუძლია რევოლუციურად შეცვალოს ჩვენი მიდგომა და პოლიტიკა. ცვლილებები მექანიკური მოდელებიდან კომპლექსურ ეკოლუგიურ მოდელებისკენ არ არის ხარისხის ჭრილში განსახილველი, არამედ ის არსებითად განსხვავებულ მიდგომას საჭიროებს.  ეს არის ცვლილება იმ ტრადიციიდან, რომელიც აჯილდოვებს ფიქსირებულობას და მოითხოვს იმ აზროვნებას, რომელიც მიმართულია ევოლუციისკენ. შევადაროთ ორი ჩარჩო:

ბაზრის, როგორც „მანქანის“ ხედვა: ბაზრები ეფექტურია, მაშასადამე ხელშეუხებელია.

ბაზრის, როგორც ბაღის ხედვა: ბაზრები ეფექტურია, თუ კარგად მოვლილია.

ტრადიციული შეხედულებით, ბაზარი არის ხელშეუხებელი, რადგან ის ყველაზე ეფექტური გამანაწილებელია რესურსების და სიმდიდრის. კომპლექსურობის მეცნიერება გვიჩვენებს რომ ბაზრები ხშირ შემთხვევაში არაეფექტურია – და ადამიანის მიერ შექმნილ ეკონომიკურ მოქმედებებში არაფერი წმინდა არ არის. მაგრამ, კომპლექსურობის მეცნიერება ასევე განმარტავს, რომ ბაზარი არის ყველაზე ეფექტური ძალა, რომელიც წარმოქმნის ინოვაციას, რაც არის დოვლათის შექმნის წყარო. კითხვა იმაში მდგომარეობს, თუ როგორ შეიძლება ეს ძალა იყოს გამოყენებული რომ დიდი მოგება მივიღოთ.

ბაზრის, როგორც „მანქანის“ ხედვა: რეგულაციები ანადგურებს ბაზრებს.

ბაზრის, როგორც „ბაღის“ ხედვა: ბაზრების საჭიროებს განყოფიერებას და თესვას, წინააღმდეგ შემთხვევაში განადგურდება.

ტრადიციონალისტების განცხადებით, სახელმწიფოს მხრიდან ნებისმიერი სახის ჩარევა ხელს უშლის ბაზრის „ბუნებრივ“ და ეფექტურ განაწილებას, რომელსაც ბაზარმა უნდა მიაღწიოს. კომპლექსურობის ეკონომისტების მოსაზრებით, ბაზარი ისევე როგორც ბაღი, ხშირ შემთხვევაში განიცდის ზედმეტ ან დეფიციტურ განაყოფიერებას (განათლება, ინფრასტრუქტურა, ა.შ) თუ მას ყურადღება მოაკლდება, და კვდება, ხოლო ერთადერთი გზა იმისათვის რომ ბაზარმა წარმოქმნას ფართო დოვლათი არის მთავრობის ისეთი ქმედებები, რომლებიც ხელს შეუშლის ანტი-საზოგადოებრივ ქმედებებს, წაახალისებს საზოგადობისთვის სასარგებლო ქმედებებს და აქედან გამომდინარე შეუნარჩუნებს ბაზრებს ფუნქიონარებას.

ბაზრის, როგორც „მანქანის“ ხედვა: შემოსავლების უთანასწორობა არის არათანაბარი ძალისხმევის და შესაძლებლობების შედეგი

ბაზრის, როგორც „ბაღის“ ხედვა: უთანასწორობა არის ის, რასაც ბაზარი ბუნებრივად წარმოქმნის და შემდეგ ამრავლებს, და ეს მოითხოვს გამოსწორებას.

ტრადიციონალისტების მტკიცებით, შემოსავლების უთანასწორობია მდგომარეობს იმაში რომ, მდიდრები ღარიბებთან შედარებით უფრო ჭკვიანები და შრომის მოყვარულები არიან. ეს ამართლებს ხელისუფლების უყურადღებობას ამ საკითხთან მიმართებაში.  ბაზრის ხედვა როგორც ბაღისა, არ უარყოფს იმას რომ ჭკუა და ყურადღება არის არათანაბრად განაწილებული. მაგრამ მათი აზრით, შემოსავლების უთანასწორობა უფრო გამოწვეულია ბაზრების იმ კომპლექსური ადაპტირებადი სისტემებით, რომლითაც ის თვითმართებულად აკეთებს უპირატესობების და ნაკლოვანების კონცენტრაციას. ეს აიძულებს სახელმწიფოს მიიღოს ზომები კოტრპროდუქტიული და უსამართლო კონცენტრაციის წინააღმდეგ.

ბაზრის, როგორც „მანქანის“ ხედვა: სიმდიდრე იქმნება კონკურენციის შედეგად და ვიწრო კერძო ინეტერესების ძიებით.

ბაზრის, როგორც „ბაღის“ ხედვა: სიმდიდრე იქმნება ნდობის და თანამშრომლობის შედეგად.

მაშინ როდესაც ტრადიციონალისტები ინდივიდუალურ ეგოიზმს მორალურ საყრდენზე აყენებენ, კომპლექსურობის ეკონომისტები ამტკიცებენ, რომ გადაუმოწმებელი ეგოიზმი კლავს იმ ერთადერთ რამეს, რაც განსაზღვრავს საზოგადოების შესაძლებელობას რომ შექმნას (რომ არაფერი ვთქვათ სამართლიანად განაწილებაზე) დოვლათი და შესაძლებლობა – ნდობა. ნდობა წარმოშობს თანამშრომლობას, ხოლო თანამშრომლობა არის ის რაც ქმნის ყველასთვის მომგებიან შედეგს. მაღალი ნდობის კავშირები იმარჯვებს, ხოლო დაბლის კი წაგებულია. როდესაც გაუამაძღარობა და კერძო ინტერესები დგას ყველაზე მაღლა, მაღალი ნდობის კავშირები გარდაიქმნება დაბალი დონის კავშირებად. ამის მაგალითია ავღანეთი.

ბაზრის, როგორც „მანქანის“ ხედვა: სიმდიდრე = ინდივიდები აგროვებენ ფულს.

ბაზრის, როგორც ბაღის ხედვა: სიმდიდრე = საზოგადოება ქმნის გადაწყვეტილებებს.

ყველაზე მარტივი და შემზღუდველი ფაქტორი ტრადიციული ეკონომიკისა არის ის რომ, მას არ შეუძლია ახსნას თუ როგორ იქმნება სიმდიდრე. ის უბრალოდ მოიაზრებს სიმდიდრეს. ის ფულს განიხილავს, როგორც სიმდიდრის ერთადერთ საზომს. ამის საპირისპიროდ, კომპლექსურობის ეკონომიკა აცხადებს, რომ სიმდიდირე არის გამოსავალი: პრობლემების გადასაჭრელად მიმართული ცოდნა. დოვლათი იქმნება როდესაც ახალი იდეები, როგორიცაა ბორბლის ან კიბოს წამლის გამოგონება, წარმოიშვება კონკურენტურ ევოლუციურ გარემოში. იგივე შეიძლება ითქვას ბაღზეც, ბაღის სიდიადე მდგომარეობს არ მხოლოდ მცენარეების რაოდენობაში, არამედ მის მრავალფეროვნებასა და ნარგავებში, რომლებსაც ის შეიცავს.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მდიდრების მიერ ფულის დაგროვება განსხვავდება საზოგადოების მიერ დოვლათის შექმნისაგან. თუ ჩვენ მართლა გვსურს დოვლათის შექმნა, ჩვენი ყურადღება არ უნდა იყოს მდიდრებზე მზრუნველობისკენ მიმართული რომ მათ არ შეუმცირდეთ ფული, არამედ იმისკენ რომ ყველას ქონდეს განათლების მიღების, ჯანდაცვის, სოციალური კაპიტალის გამოყენების თანაბარი შანსი, ფინანსური კაპიტალზე წვდომის შესაძლებლობა – რათა შექმნან ახალი ინფორმაცია და იდეები. ინოვაცია წარმოიშვება ნაყოფიერი გარემოდან რომელიც, თანამშრომლობის გზით ინდივიდუალური ნიჭის რეალიზაციის შესაძლებლობას იძლევა, იმისათვის რომ საზოგადოების მოგება მოუტანოს. სიმდიდრის უკიდურესმა კონცენტრაციამ შეარყია თანასწორი შესაძლებლობები და შეზღუდა ჩვენი საერთო ეკონომიკური პოტენციალი.


-ინგლისურიდან თარგმნა გიგა ჭკადუამ და ანა ნაცვლიშვილმა.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ