საერთაშორისო სავალუტო ფონდი აბსოლუტურად მართალია იმაში, რომ უთანასწორობა ცუდია სტაბილურობისთვის, თუმცაღა სანამ საერთაშორისო სავალუტო ფონდი დოკუმენტირებულად დაადასტურებდა, ,,გაეროს ექსპერტთა კომისიამ საერთაშორისო სავალუტო რეფორმებისა და ფინასური სისტემის” შესახებ, მზარდი უთანასწორობა 2008 წლის დიდი რეცესიის გამოწვევის ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად განსაზღვრა.
წიგნში ,,უთანასწორობის ფასი” მე ვსაუბრობ იმ არხებზე, რომლითაც უთანასწორობა ჩვეულებრივ იწვევს არასტაბილურობას, რაც ცხადად გამოჩნდა თანამედროვე კრიზისის დროსაც.
პირველი არის ის, რომ უთანასწორობა ასუსტებს ერთობლივ მოთხოვნას – ან მოთხოვნა, რომელიც იქნებოდა სუსტი წინააღმდეგობრივი მოქმედებების არ არსებობის შემთხვევაში, ნათქვამია ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ. მიზეზი მარტივია: დაბალი და საშუალო კლასი მოიხმარს არსებითად მთლიან შემოსავალს, ხოლო ისინი, ვინც განეკუთვნებიან მაღალ კლასს, ინახავენ შემოსავლების 15 ან 20 ან კიდევ უფრო მეტ პროცენტს. როდესაც ხდება ფულის ქვევიდან ზევით გადანაცვლება – როგორც ბოლო ათწლეულების განმავლობაში მოხდა ამერიკის შეერთებულ შტატებში – დაბალ მოთხოვნას უნდა გამოეწვია უმუშევრობის ზრდა და ანემიური ეკონომიკა. ფედერალური სარეზერვო ფონდი მხოლოდ დაბალი საპროცენტო განაკვეთისა და სუსტი რეგულაციის დაწესებით ჩაერია. ამან იმუშავა, წარმოიქმნა ბუშტი, რომელმაც ხელი შეუწყო მოხმარების ბუმს, მაგრამ ცხადი იყო, რომ ეს მხოლოდ დროებითი პალიატივს წარმოადგენდა.
მეორე არის კავშირი ეკონომიკურ უთანასწორობას (როგორც მინიმუმ, ისეთი უკიდურესი ფორმით, რომელსაც მან ამერიკის შეერთებულ შტატებში მიაღწია) და პოლიტიკურ უთანასწორობას შორის, რაც იწვევს დისბალანსს, რამაც საშუალება მისცა კორპორაციებს მეტისმეტად გაეზარდათ გავლენა ჩვენი კანონმდებლობისა და რეგულაციების ფორმირებაში, განსაკუთრებით ფინანსურ ბაზრებთან დაკავშირებით.
კრიზისამდე მსოფლიოში არსებობდა საკმარისი გამოცდილება იმისა, რომ ფინანსური ბაზრის დერეგულაცია სისტემურად ასოცირებული იყო არასტაბილურობასთან, ამ პრინციპით ვხელმძღვანელობდი როგორც მსოფლიო ბანკის მთავარი ეკონომისტი, სწორედ ასე იყო აშშ-თან მიმართებაშიც. დერეგულაციის მეშვეობით გამოწვეული დამატებითი სარგებლის მიღების ცდუნება ბანკებისთვის აღმოჩნდა დაუძლეველი. ბენეფიტები რომლებიც მათ მიიღეს პოლიტიკური ინვესტიციებისთვის – დერეგულაციისა და ,,ბეილ აუთების” (პირდაპირი ფინანსური დახმარება ბანკებისთვის) სახით – უფრო მაღალი იყო ვიდრე მათი ჩვეულებრივი ინვესტიციებით მიღებული ბენეფიტები. ფინანსური ბაზრის დერეგულაციამ გამოიწვია მეტი არასტაბილურობა, ვიდრე უფრო მაღალი ხანგრძლივი ზრდა.
პოლიტიკის კალათა, რომელიც დაკავშირებულია უთანასწორობასთან, მრავალფეროვანია. მასში მნიშვნელოვანი კომპონენტი უნდა იყოს მეტი სამართლიანი საგადასახადო სისტემა – რაც ასევე გულისხმობს საგადასახადო შეღავათების შეკვეცას, რომელსაც სარგებელი მოაქვს უმდიდრესისთვის, ასევე გულისხმობს შემოსავლების დაბეგვრას გამომუშავებული სახელფასო დონის მიხედვით – განაკვეთი, რომელსაც ადამიანები თავიანთი სამსახურიდან იღებენ. მდიდარ კლასში არსებული ბევრი გადაცდომა კონკურენციის შესახებ კანონის ნაკლები ზემოქმედების, არაადექვატური კორპორატიული მმართველობისა და ფინანსური ბაზრის ნაკლები რეგულირების შედეგია. აუცილებელია უკეთესი და თანაბრად ხელმისაწვდომი განათლება – მეტი ფინანსური მხარდაჭერა (pell grants) და უკეთესო სტუდენტური სესხების პროგრამა, რათა ხელი შევუწყოთ შემოსვლების ზრდას საშუალო და დაბალ კლასში. შესაბამისად ძლიერია (პროფესიული) გაერთიანებებიც და უკეთესია ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობის ზემოქმედების ხარისხიც. და ასევე საჭიროა უფრო ძლიერი სოციალური დაცვის სისტემები თუ ჩვენ ვაპირებთ სიღარიბის შემცირებას.
გარდამტეხი გადაწყვეტილებები მიიღება პოლიტიკურ არენაზე – ამიტომაც, ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა ჩვენი დემოკრატიის უკეთესად დაცვაა, რომელიც მიმართულია ფულის პოლიტიკაზე არაპროპორციული გავლენის წინააღმდეგ.
სამწუხაროდ, ამ არჩევნებში ერთ-ერთი კანდიდატის მიერ გახმოვანებული ხედვები უთუოდ გაზრდის უთანასწორობას. ამასობაში, რეცესიის შედეგად უკვე გაიზარდა უთანასწორობაც, შემოსავლებისა და სიმდიდრის კუთხით. ეს კარგს არაფერს უქადის ჩვენს მომავალს.
ჯოზეფ სტიგლიცი
2012 წლის 24 ოქტომბერი
გამოცემა New York Times