წარმოგიდგენთ ჟურნალ Evonomics-ზე გამოქვეყნებული ინტერვიუს თარგმანს. გამოცემის ჟურნალისტი ჯაგ ბალა (JB) ესაუბრება ცნობილ ამერიკელ საჯარო ინტელექტუალსა და ფილოსოფოსს რებეკა ნიუბერგერ გოლდსტეინს (RNG).
© European.ge
როგორც ჩემმა მკითხველმა იცის, თანა-აზროვნების მოყვარული ვარ, ასე რომ ჩემთვის დიდი სიამოვნებაა დავიწყო დიალოგის ფორმატის ბლოგი რებეკა ნიუბერგერ გოლდსტეინთან ერთად. ის გახლავთ ფილოსოფოსი, ნოველისტი, სერტიფიცირებული MacArthur-ის “გენიოსი“, National Humanities Medal-ის მფლობელი. ის დგას ყველაზე ახლოს იმასთან, რაც ჩვენი დროის პლატონი იქნებოდა. (იხ. Plato on a Googleplex, რაც შესანიშანვად ასახავს რა მოხდებოდა თუ პლატონს თანამდეროვე წიგნის ტურზე წასვლა მოუწევდა).
JB: „ჩვენ ვართ ძალზედ დემოკრატიული სახელმწიფო“ – აცხადებს ენდრიუ სალივანი და პლატონის ფილოსოფიაზე დაყრდნობით ცდილობს ახსნას დონალდ ტრამპის აღზევება. არის თუ არა სალივანი მართალი, როდესაც ამბობს, რომ პლატონს ეშინოდა ზღვარგადასული დემოკრატიისა, რამეთუ მას მივყავართ ტოტალურ ტირანიამდე?
RNG: პლატონის ეს სიტყვები ძალიან მნიშვნელოვანია და რელევანტური, მიუხედავად ამისა, სალივანი ძალზედ არასწორია იმის ახსნაში თუ რატომ ხდება ასე. პლატონის შეხედულებები დემოკრატიაზე ამოგლეჯილია კონტექსტიდან სალივანის მიერ, იგი წარმოგვიდგენს არასწორ სურათს და სავსებით არასწორად გადმოგვცემს იმას, თუ რას გულისხმობდა პლატონი, როდესაც ეხებოდა ელიტების თემას.
JB: და მაინც რაზე წუხდა პლატონი ასე?
RNG: სალივანი ამტკიცებს, რომ პლატონის აზრით, დემოკრატია საშიშია თავის ბუნებიდან გამომდინარე, ხოლო “ჰიპერ დემოკრატია”, რომელიც ასუსტებს ელიტების ძალაუფლებას კიდევ უფრო საშიშია. ჩვენმა წინამორბედებმა, რომლებიც პლატონის ფილოსოფიას სწავლობდნენ, იმგვარად მოახდინეს დემოკრატიის კონსტრუირება, რომ ელიტების ძალაუფლება მოათავსეს კრიმინალური ბანდების წინააღმდეგ ბრძოლის ფარად და ამის მაგალითია კრიმინალური მმართველობის (mob-rule) „შიშით“ შექმნილი თეთრკანიანთა დომინირება. მაგრამ, ელიტების დაცვის მექანიზმები ნელ-ნელა უძლურდება, ამიტომ ჩვენ სწორად უნდა გავიგოთ პლატონის საზარელი წინასწარმეტყველება – დემოკრატია შობს ტირანიას. სახეზეა ტრამპი.
JB: დიახ, დემოკრატიულ სახელმწიფოებშიც ხომ აურჩევიათ დიქტატორები? მართალია, რამდენიმე შემთხვევაში ამას რაციონალური მიზეზი ჰქონდა, (მაგ. უსამართლო ელიტების აღმოფხვრა)? როგორც ჯონ ადამსი შიშობდა, დემოკრატია არასდროსაა ხანგრძლივი, ის ყოველთვის განწირულია თვითმკვლელობისთვის.
RNG: დიახ, დემოკრატიულ სახელმწიფოებშიც აურჩევიათ დიქტატორები, მაგრამ ის ფაქტი, რომ დემოკრატია ამ საფრთხის წინაშე დგას არ ნიშნავს, რომ დემოკრატიის ბუნებრივი გზა არის ტირანია. კონტექსტი არის დამახინჯებული. პლატონს მოჰყავს ეს მტკიცებულებები, როგორც მანკიერი მხარე ამ დისკუსიაში, პოლიტიკურ ფატალიზმში ჩაშვებამ კი ეს ყველაფერი უფრო კრიტიკული გახადა და ამას პლატონი თავის ნაშრომში „სახელმწიფო“ კარგად აღწერს. პლატონის მიხედვით, არისტოკრატია თავისი ნამდვილი გაგებით, რაც ნიშნავს ყველაზე ფილოსოფიური განათლების მქონე მოქალაქეების მმართველობას, ესწრაფვის საერთო სიკეთეს (common good). პლატონის მტკიცებით, მხოლოდ ეს ადამიანები შეიძლება კლასიფიცირდნენ ელიტებად და მიეცეთ ძალაუფლება მართვისა, სწორედ იმიტომ, რომ მათ არ უნდათ მოცემული ძალაუფლება. (ამით იგი ამტკიცებს, რომ ფილოსოფიურ განათლებას მოაქვს ეს შედეგი).
JB: მართლაც, სახელმწიფო ზედმიწევნით დაკავშირებულია და ნიშნავს საჯარო ინტერესს, თუმცა არისტოკრატია ჩვენამდე მოვიდა მემკვიდრეობითი აზრით – 1570 წლიდან. დღესდღეობით, ძალზე ცოტა ადამიანი თვლის ფილოსოფიას, როგორც ლიდერობისთვის აუცილებელ თვისებას.
RNG: სამწუხარო უფრო მეტია. ნებისმიერ შემთხვევაში „თეთრკანიანთა საკუთრების“ კვალიფიკაცია გროტესკული დამახინჯებაა იმისა, რასაც პლატონი გულისხმობდა. პლატონის ელიტებს არ ჰქონდათ უფლება რაიმე კერძო ქონების ქონისა, რაც მთავარი შემაკავებელი ფაქტორი იქნებოდა მომხვეჭელი ადამიანების ხელისუფლებაში მოსვლისა.
JB: საინტერესო გამოსავალია მუდმივი, სახიფათო ლიდერობის მოტივაციის პრობლემისაგან. ის ლიდერები, რომლებიც არიან საჯარო ინტერესით შთაგონებულნი, განსხვავებით ხარბი და თვითდაინტერესებული ამბიციური ეგოისტი ადამიანებისგან, ყოველთვის გამარჯვებულები არიან.
RNG: პლატონი არ იყო იმდენად ოპტიმისტი, და ამიტომაც თავისი იდეალური სახელმწიფოს წარმოდგენისთანავე, კარგად აღწერა მისი დაცემაც. მოცემულ დაღმასვლაში, რომელსაც პლატონი გადმოგვცემს, აღწერილია, თუ როგორ გადადის ძალაუფლება მათზე ვისაც პერსონალური სტატუსი და სახელი აინტერესებთ (Timocracy), შემდეგ მათზე ვისთვისაც სიმდიდრის მოხვეჭაა მთავარი მიზანი ანუ პლუტოკრატები და შემდეგ დემოკრატია, რომელსაც ტირანია მოსდევს (რომელიც ცუდია ყველასთვის).
JB: სამწუხაროდ, დღესდღეობით ადამიანებს ავიწყდებათ საზოგადო სიკეთე – ის პირვანდელი განმარტება, როგორც ეს ამერიკის კონსტიტუციაშია მითითებული.
RNG: ერთადერთი სახის დემოკრატია, რომელიც აუცილებლად გადავა ტირანიაში, პლატონის მიხედვით, ეს არის პლუტოკრატიული წყობიდან წამოსული დემოკრატია. ამ სცენარით, უსამართლობა უკვე ჩაქსოვილია საზოგადოებაში. მკაცრი უთანასწორობა ნიშნავს, რომ სახელმწიფოში შეიძლება ორი ცალკეული ქალაქ-სახელმწიფო წარმოიშვას – მდიდრებისა და ღარიბების, რომლებიც მუდამ ომის პირობებში არიან ერთმანეთთან.
JB: მდიდრებისა და ღარიბების ომის შედეგად მიღებული დაძაბულობის გამო ეკონომიკური მდგომარეობა უარესდება.
RNG: ღარიბი ქალაქ-სახელმწიფოს მცხოვრებნი ჯანყდებიან. სამართლიანობის ის პრინციპები, რომელზეც პლატონი ლაპარაკობდა დიდი ხანია დავიწყებულია ასეთ სახელმწიფოში. მხოლოდ ასეთი დემოკრატია, რომელიც სიმდიდრეს, მომხვეჭელობასა და პლუტოკრატიის პრინციპებზეა აგებული, შობს ტირანიას და ამას ამბობდა პლატონიც. მხოლოდ ეშმაკი და ხარბი პოლიტიკოსი საკუთარი ინტერესების დასაკმაყოფილებლად მისცემს ხალხს არარეალურ დაპირებებს.
JB: მასობრივ სიბრაზესთან გამკლავებამ, მილიარდერ ნიკ ჰანუერს გაუჩინა შიში, რომ მათი მბზინავი გალავნებით ჩაკეტილ დასახლებებს გაბრაზებულ უპოვართა არმია შეესევა.
RNG: ასე რომ, დიახ დემოკრატიის ყველაზე უარყოფით მხარეებზე ტრამპსა და პლატონის შეხედულებებს შორის მართლაც აშკარა ანალოგიებია („სახელწმიფო“, წიგნი VIII). მაგრამ, ანალოგია ზუსტი ვერ იქნება, თუკი „ზედმეტი დემოკრატიის“ საკითხზე გაუთავებელ საუბარში, უგულვებელვყოფთ ეკონომიკურ უთანასწორობებს, რომელიც პლატონის პესიმიზმის სათავეა. პლატონის დამოკიდებულება არაფერ შუაშია ძველი ამერიკული ელიტების აღდგენასთან, რომლებიც მართავდნენ ამერიკას რასის, გენდერის, კლასისა და სიმდიდრის მიხედვით. ამ ელიტებს იმდენივე ჰქონდათ საერთო პლატონის მიერ აღწერილ ელიტებთა რამდენიც ტრამპის უნივერსიტეტს აქვს პლატონის აკადემიასთან.
JB: თქვენ რამდენიმე სიტყვით ჩამოაყალიბეთ პლატონის პოზიცია: „სრულყოფილი სახელმწიფო განსაზღვრავს სამართლიანობას.“ ხილული სამართლიანობა და მართლმსაჯულება ყველა სახელმწიფოს აუცილებელი ატრიბუტია, იმისათვის რომ როგორც, ადამსი ამბობდა, სახელმწიფომ სუიციდი არ ჩაიდინოს. უთანაწორობათა გამოვლენა საჭიროა.
– ინგლისურიდან თარგმნა ილია ჩხეიძემ.