ეს იქნება პირველი თაობა, რომელიც გამოიმუშავებს უფრო ნაკლებს, ვიდრე მათი მშობლები

წარმოგიდგენთ 2016 წლის 19 ივლისს, ჯო მეიერსის მიერ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოქვეყნებული წერილის თარგმანს.

© European.ge 

მეტად სავალალო ინფორმაცია ათასწლეულის მიწურულს დაბადებული თაობისთვის. ახალი კვლევა ცხადყოფს, რომ ისინი შესაძლოა გახდნენ პირველი თაობა, რომლებიც უფრო ნაკლებ შრომის ანაზღაურებას გამოიმუშავებს, ვიდრე მათი წინამორბედები.

ბრიტანეთში ბაზირებული კვლევითი ცენტრის, Resulution Foundation-ის კვლევის მიხედვით, 35 წლამდე ადამიანებმა მათი 20-იანი წლების ასაკში გამოიმუშავეს £8,000-ით ნაკლები შრომის ანაზღაურება, ვიდრე წინა თაობამ.

რამდენად ცუდადაა საქმე?

„თაობათაშორისი კავშირის“ მონაცემები გვაფრთხილებს უფრო მდიდარ უფროს თაობასა და გაწვალებულ უმცროს თაობას შორის მზარდი უფსკრულის შესახებ.

ანგარიშის მიხედვით, ათასწლეულის მიწურულს დაბადებულებმა (1981-2000 წლებს შორის პერიოდში) ძლიერად იწვნიეს შრომის ანაზღაურების მკვეთრი ვარდნა (Recent pay squeeze), რომლის შედეგია ის, რომ მათი შემოსავლები მათივე ასაკის 20-იან წლებში უფრო ნაკლებია, ვიდრე მათი წინამორბედი „თაობა X”-ის რიგითი წარმომადგენლის (1966-1980 წლებს შორის პერიოდში დაბადებულის).

ყველაზე პესიმისტური გათვლებითაც კი, „თაობა X”-ის შემოსავლების მიხედვით რომ ვიმსჯელოთ, მათი ცხოვრების განმავლობაში გამომუშავებული შრომითი ანაზღაურება £825 000 იქნებოდა. რაც მეტყველებს იმაზე, რომ ათასწლეულის ბოლოს დაბადებული თაობა უფრო ნაკლებ შრომით ანაზღაურებას გამოიმუშავებს ცხოვრების მანძილზე, ვიდრე მათი წინამორბედები მთელი კარიერის განმავლობაში.

კარიერის დასაწყებად გაუარესებული სასტარტო პირობები ამ თაობისთვის „წარმოადგენს გამოწვევას, რომელიც მუდმივად შეამცირებს ანაზღაურების ოდენობას და ამასთანავე, მიმდინარე ეკონომიკური არასტაბილურობა მეტად გააუარესებს მათ სამომავლო შემოსავლებს.“

რას დავაბრალოთ?

შრომის ანაზღაურების შემცირების მნიშვნელოვან მიზეზს წარმოადგენს ფინანსური კრიზისი, რადგან ახალგაზრდების შრომის ბაზარზე შევიდნენ ეკონომიკური ვარდნის პერიოდში.

გრაფიკი 1. 1

მაგრამ, კვლევის ანგარიში იმასაც ცხადყოფს, რომ პროგრესი კრიზისამდეც მნიშვნელოვნად შეფერხდა. როგორც შემდგომ გრაფიკზეა ნაჩვენები, „თაობა X” განიცდიდა ნაკლებ ზრდას „ბეიბი ბუმერებთან“ შედარებით. 1981-1984 წლებში დაბადებულმა თაობამ (რომელიც შრომის ბაზარზე კრიზისამდე შევიდა) არანაირი შემოსავლების ზრდა არ განიცადა.

გრაფიკი 2.

2

„თაობათაშორისი უთანასწორობის რისკი წარმოადგენს ჩვენი დროების ახალი ტიპის უთანასწორობას, რომელიც არსად ისე ცხადად არ აისახება როგორც შრომით ანაზღაურებაზე,“ აცხადებს ტორსტენ ბელი, Resolution Foundation-ის დირექტორი პრესრელიზში.

რაც შეეხება დანარჩენ მსოფლიოს?

წლის დასაწყისში გამოცემა The Guardian-ის გამოკვლევის მიხედვით, დასავლურ ეკონომიკებში თაობათოშორისი უთანასწორობა სწრაფად მზარდია.

Luxembourg Income Study (LIS)-ის მონაცემების მიხევით, ათასწლეულის მიწურულს დაბადებულები საშუალო ეროვნულ შრომის ანაზღაურებაზე ბევრად ნაკლებს გამოიმუშავებენ: ეროვნებათაშორისი მონაცემების ცენტრი.

ავსტრალიის გამოკლებით, 25-დან 29 წლამდე მშრომელები შრომის ანაზღაურების საშუალო ეროვნულ შემოსავალზე 19%-ით ნაკლებს გამოიმუშავებენ. სანაცვლოდ, კეთილდღეობამ პენსიონერთა რიგებში მოიმატა.

გრაფიკი 3.

3

„ახალგაზრდებისათვის სიტუაცია ძალზედ სავალალოა. მათ განიცადეს დიდი რეცესიისგან გამოწვეული მნიშვნელოვანი წნეხი და რის შემდეგაც, მათი მდგომარეობა შრომის ბაზარზე მხოლოდ მცირედით გაუმჯობესდა“, ამბობს „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ (OECD) გენერალური მდივანი Angel Gurría, მარტში გამოცემა The Guardian-თან საუბარში.

 


-ინგლისურიდან თარგმნა მათე გაბიცინაშვილმა.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ