პიტერ ფრეიზი: სოციალ-დემოკრატიის კრიტიკული ზღვარი

peter fraseწარმოგიდგენთ ამერიკულ გამოცემა Jacobin Magazine-ზე გამოქვეყნებული წერილის თარგმანს, რომლის ავტორი პიტერ ფრეიზი, ამავე გამოცემის სარედაქციო საბჭოს წევრია.

პიტერ ფრეიზი ავტორია წიგნისა – “Four Futures: Life After Capitalism“.

© European.ge

ჩვენ გვესაჭიროება პოლიტიკა, რომელიც აღიარებს, რომ სოციალ-დემოკრატიული კლასობრივი კომპრომისი არის არამდგრადი.

პატრიკ აიბერისა და მაიკ კონჩალი “Dissent“-ში გამოქვეყნებულ ესსეში იყენებენ ბერნი სენდერსის ფენომენს, როგორც საშუალებას კარლ პოლანის თეორიების ასახსნელად  და თუ რა მნიშვნელობა აქვთ მათ პროგრესული პოლიტიკის მომავლისთვის.

პოლანი, უნგრელი ემიგრანტი, ჯერ ვენაში, შემდეგ ლონდონსა და აშშ-ში, გახლდათ იმ ომებს შორის პერიოდის ვეტარენი, რომელმაც მოიტანა დიდი დეპრესია და რომელშიც აღზევდა ფაშიზმი.

მისი ყველაზე ცნობილი ნაშრომი “დიდი ტრანსფორმაცია” დაწერილია 1930-იან და 40-იან წლებში. იგი ცდილობს გაანალიზოს მისი პერიოდის თავისუფალი ბაზრის კაპიტალიზმის ჩავარდნები, რამაც, მისი აზრით, საშუალება მისცა რეაქციონერიზმსა და ომის აღზევებას.

მისი დედააზრი, რომელიც ყველაზე დიდი გავლენით სარგებლობს თანამედროვე მემარცხენე ლიბერალებში, არის  ის, რომ არასოდეს არსებობდა ჩაურეველი, გათავისუფლებული თუ “ბუნებრივი” თავისუფალი ბაზარი.

არამედ, რაც სინამდვილეში არსებობს არის სოციალური ფორმაციები, რომლებიც მოიცავს კომპლექსურ კავშირებს ადამიანებს შორის, დაფუძნებულს სხვადასხვა ნორმებსა და ტრადიციებზე. როგორც აიბერი და კონჩალი წარმოაჩენენ, ეკონომიკა საზოგადოების განუყოფელი ნაწილია. იგი არის ნაწილი სოციალური ურთიერთობების და არა განყენებულად მდგომი.“

ამ აზრის მიხედვით, ჩაურეველი და დაურეგულირებული ბაზრის შექმნის მცდელობა განწირულია:წმინდა თავისუფალ ბაზარზე დაფუძნებული საზოგადოების შექმნა უტოპიური პროექტია, მისი განხორციელება კი შეუძლებელი, რადგან ხალხი საქონლად გადაქცევის პროცესს შეეწინაღმდეგება.”

ეს მნიშვნელოვანი მიდგომაა და ამ  ნაწილამდე არაფერია, რაშიც არ დავეთანხმებოდი. თუმცა, პრობლემა მაშინ ჩნდება, როდესაც ამ ანალიზიდან მთლიანი პოლიტიკური სტრატეგიის გამოყვანის მცედლობას ვახდენთ. აქ იყრება ჩემი გზა პოლანისეულ ანალიზთან, რომელიც აიბერმა და კონჩალმა შემოგვთავაზეს.

მათ მიაჩნიათ, რომ პოლანისა და ბერნი სანდერსის მიერ შემოთავაზებული “სოციალიზმი”, საბოლოო ჯამში, მოაქცევს კაპიტალიზმს ადამიანურ და დემოკრატიულ ჩარჩოებში. ისინი ციტირებენ პასაჟს, სადაც პოლანი განსაზღვრავს სოციალიზმს როგორცინდუსტრიულ საზოგადოებაში არსებულ ხელშეუვალ ტენდენციას, რომელმაც უნდა გადალახოს თვითრეგულირებადი ბაზრის იდეა და დაუქვემდებაროს ის დემოკრატიულ საზოგადოებას.“

როგორც ჩანს, პოლანი ვერ იაზრებს იმას, რომ ბაზრები თუ კაპიტალისტური საკუთრების ურთიერთობები შესაძლებელია შეიცვალოს (თუმცა ამ კუთხით, “დიდი ტრანსფორმაციის” ბოლო თავები გარკვეულ ორაზროვნებას გვათავაზობს). კაპიტალიზმი შეიძლება გახდეს ადამიანური და მოხდეს მისი კონტოლი – დაახლოებით ამგვარ იდეას მიაწერენ აიბერი და კონჩალი ბერნი სანდერსს: ხალხი იყენებს დემოკრატიას, რათა შეცვალოს წესები, რომლებიც მართავს ჩვენს ეროვნულ პოლიტეკონომიას“.

არსებობს დიდი ტრადიცია, რომელიც განსაკუთრებით ასოცირებულია ლენინიზმთან, სადაც ხდება ამ პროგრამის “რეფორმიზმის” მიზეზით უარყოფა. ამ შეხედულების მიხედვით, პოლანი შეუსაბამოა, რადგან ის ირჩევს რეფორმებს კაპიტალიზმის გამოსასწორებლად.

ეს მიჩნეულია, როგორც ყურადღების გადატანა, იმ აუცილებლობიდან, რაც გულისხმობს რევოლუციური ძალის შექმნას, რომელსაც შეუძლია სახელმწიფო ძალაუფლების ხელში ჩაგდება, გადააგდოს მმართველი კლასი და გარდაქმნას საკუთრების ურთიერთობები. ესაა მიდგომა, რომელსაც აიბერი და კონჩალი სწრაფადვე უგულვებელყოფენ: ტრადიციულად მარქსისტული  იდეა, რაც გულისხმობს სახელმწიფოს მიერ წარმოების საშუალებების ხელში ჩაგდებას, ეს იდეა, უკვე სოციალისტებად თვითიდენტიფიცირებულების უმეტესობამ მიატოვა.”

მე თავს მივიჩნევ სოციალისტად და მარქსისტად, თუმცა ნაკლებ “ტრადიციულად”. პოლანისეული ანალიზის ჩემეული კრიტიკა განსხვავდება აიბერისა და კონჩალის წარმოდგენებისგან.

მე საკმაოდ “რეფორმისტი” ვარ, იმ გაგებით, რომ ჩემი ყოველდღიური პოლიტიკური აქტივიზმი გულისხმობს საყოველთაო ჯანდაცვისთვის თუ ძლიერი პოფესიული კავშირებისა და ნაკლებად კორუფციული მთავრობისთვის ბრძოლას. (უნდა აღინიშნოს, რომ ეს სინამდვილეს წარმოადგენდა ბევრი მებრძოლი ისტორიული კომუნისტისთვისაც, თუ ისინი პერსპექტივაში განიხალვდნენ ძალაუფლების ხელში ჩაგდებას.) სადაც მე ვშორდები პოლანისეულ მემარცხენობას და შესაძლებელია ითქვას, რომ გარკვეულ შემთხვევებში ტრადიციულ მარქსისტულ მემარცხენეობასაც, გამომდინაორებს იქედან, საითაც საბოლოო ჯამში ამგვარ ბრძოლებს მივყავართ.

ცოტა ხნის წინ, მე დავწერე თუ როგორ ახდენენ პოლანისეული იდეები კეთილდღეობის სახელმწიფოს ადვოკატებსა და დამცველებზე გავლენას. სოციოლოგ დანიელ ზამორას მიშელ ფუკოს თეორიაზე შეტევის საპასუხოდ, აღვნიშნე, რომ ნეოლიბერალური კაპიტალიზმის მრავალი კრიტიკოსისთვის, “მემარცხენეობის” პროექტი ჩასახულია პოლანისეული პირობებით და ამიტომაც, შეზღუდულია მხოლოდ ისეთი ბრძოლებით, რომლებიც იცავენ მუშებს ბაზრის კაპრიზებისგან და უგულებელყოფენ კერძო საკუთრებისა და ანაზღაურებადი შრომის მთავარ ინსტიტუტებს.“

ასე რომ, შეუძლებელია არსებობდეს რაიმე განსხვავებულიჩაურეველი ბაზრის მუშაობისგან კეთილდღეობის სახელმწიფოს მიერ მუშების დაცვისიდეის მიღმა.

მსგავსი ინტელექტუალური პროექტის საწინააღმდეგოდ ორ მკაფიო წინააღმდეგობას მინდა გავუსვა ხაზი. პირველი არსებითად ნორმატიულია: ადამიანური სახის დაქირავებული შრომის პირობები არ არის ის სამყარო, რომელშიც მინდა ცხოვრება. უფრო უკეთესიც რომ იყოს, ვიდრე ახლა ვცხოვრობთ, მაინც.

მისი საწყისები იმ ინტელექტუალურ ტრადიციაშია, რომელიც დაჟინებით ამტკიცებს, რომ სოციალისტური პოლიტიკური ბრძოლის საბოლოო მიზანი არა დაქირავებული შრომის მდგომარეობის გაუმჯობესება, არამედ მისი საბოლოო გაუქმებაა. გამომდინარე იქედან, რომ ხშირად ვწერ ამის შესახებ, თავიდან აღარ გავიმორებ ამ არგუმენტებს აქ.

მეორე წინააღმდეგობა ეხება პოლანისეული კეთილდღეობის კაპიტალიზმის სიცოცხლისუნარიანობის კრიტიკას, როგორც კაპიტალიზმის წონასწორობის გარანტს. ფუნდამენტური განსხვავება მარქსისტულ მიდგომასა და პოლანისეულ სოციალ-დემოკრატიას შორის, არ მდგომარეობს „რეფორმისა“ თუ „რევოლუციის“ გარშემო არსებულ დებატებში.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მე ვეთანხმები მოსაზრებას, რომ უახლოეს მომავალში სოციალისტური პროექტის განხორციელება მშრომელებს მატერიალურ სიკეთეს მოუტანს თავად კაპიტალიზმის კონტექსტში.

მაგრამ, პოლანისეული სოციალიზმის საბოლოო პუნქტი სწორედ ის რეჟიმია, რომელსაც კეთილდღეობის სახელმწიფოს თეორეტიკოსი ესპიგ ანდერსენი უწოდებს, „კთილდღეობის კაპიტალიზმს“.

ეს კვლავაც ისეთი საზოგადოებაა, სადაც წარმოების საშუალებები მცირე ელიტების კონტროლის ქვეშ რჩება და ხალხის უმრავლესობას უწევს საკუთარი შრომა გაყიდოს გადარჩენისთვის. ეს განსხვავდება ჩაურეველი კაპიტალიზმისგან, რადგან აქ არსებობენ პროფესიული კავშირები, მოქმედებს რეგულაციები და არსებობს სოციალური უსაფრთხოების პროგრამები, რაც ნაწილობრივად (და არასოდეს სრულად) ახდენს შრომის დეკომოდიფიკაციას.

სწორედ აქ, გთვაზობთ აღმოვაჩინოთ პოლანისეულ  და მარქსისტულ პერსპექტივებს შორის განსხვავებას. ყველაფერი დაიყვანება იმ შეკითხვამდე თუ რამდენად სიცოცხლისუნარიანია წყობა.

რა არის სიცოცხლისუნარიანობა? ეს შემოკლებული დეფინიცია მოდის სოციოლოგ ერიკ ოლინ ურაიტისგან – რომელიც მოდის მარქსისტული ტრადიციიდან, თუმცა მის ნამუშევრებს დაჰკრავს მკაფიო პოლანისეული გავლენა.

ის ბევრს მუშაობდა “ნამდვილი უტოპიების” განსაზღვრაზე, რომლებიც შესაძლებელია შემოთავაზებულ იქნას თანამედროვე სისტემის ალტერნატივებად. მას მიაჩნია, რომ ყოველი ამგვარი უტოპია უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ სამ კატეგორიას: სასურველობას, მიღწევადობას და სიცოცხლისუნარიანობას. პირველი ორი აღნიშნავს იმას, როგორაც გვესმის: სად გვსურს წასვლა და რამდენად შეგვიძლია იქ მოხვედრა?

როგორც ზევითაა აღნიშნული, ვფიქრობ პოლანისეული ხედვა მოიკოჭლებს სასურველობის კუთხით. თუმცა, მაინც წინ გადადგმული ნაბიჯია.

და რაც შეეხება მიღწევადობის საკითხს, სიმართლე გითხრათ, არანაირი შეპირისპირება არ მაქვს: მე მხარს ვუჭერ რეფორმისტულ ბრძოლებს კეთილდღეობის სახელმწიფოსთვის, რადგანაც ამგვარ ბრძოლებს მიღწევადად  მივიჩნევ სხვა ალტერნატიულ სტრატეგიებთან შედარებით, რომლებიც გულისხმობენ მეამბოხე კომუნისტური პარტიის შექმნას ან სექტარიანულ პოლემიკაზე წერას და იმის ლოდინს, თუ როდის დაემხობა კაპიტალიზმი თავისით.

სიცოცხლისუნარიანობა არის საკითხი, სადაც წარმოიქმნება ყველა პრობლემა. ურაიტი განმარტავს სისოცხლისუნარიანობის საკითხს შემდეგნაირად: თუ ჩვენ შევძლებთ ამ ალტერნატივის შექმნას, შევძლებდით კი იქ გაჩერებას? ექნებოდა მას უნებლიე შედეგები და თვით-გამანადგურებელი დინამიკა, რაც მას არამგრადს გახდიდა?”

გავიხსენოთ სოციალიზმის პოლანისეული განმარტება, სადაც ხალხი იყენებს დემოკრატიას, რათა შეცვალოს წესები, რომლებიც მართავს ჩვენს ეროვნულ პოლიტეკონომიას“.

არის კი ეს წონასწორობა მისაღები, როგორც კაპიტალისტების, ასევე, მუშებისთვისაც? თუ ეს არსებითად არასტაბილური სიტუაციაა, რომელიც უნდა დასრულდეს ან კაპიტალისტური კლასის ექსპროპრიაციით ან  მმართველი კლასის ძალაუფლებაში აღდგენით?

პოლანის მიმდევრებისგან განსხვავებით, მე კეთილდღეობის სახელმწიფოს, ურაიტის პირობებით, არასიცოცხლისუნარიანად მივიჩნევ. თუმცა, ურაიტისგან განსხავებით არ მგონია, რომ ამგვარი მიდგომა აბათილებს მას, როგორც მიზანს. პირიქით, მივიჩნევ, რომ სოციალისტური პოლიტიკები „კრიზისისთვის ხელის შეწყობის“ გარდაუვალი ამოცანაა.

მეორე მსოფლიო ომის შემდგომი სოციალიზმის ტრაგედია იყო პოლიტიკური სამუშაოს უზნეო (პერვერსიული) დაყოფა, როდესაც რევოლუციონერები უარს ამბობდნენ რეფორმისტული პოლიტიკით დაკავებულიყვნენ, ხოლო რეფორმისტებს არ შეეძლოთ ან არ სურდათ გამკლავებოდნენ იმ პრობლემებს, რომლებიც მათმა გამარჯვებებმა წარმოშვა.

ასე რომ, რა ქმნის სოციალ-დემოკრატიას, როგორც სტაბილურ სისტემას, არასიცოცხლიუნარიანს?  ამისათვის ჩვენ უნდა მივმართოთ პოლონელ ეკონომისტ მიხალ კალეცკის და მის 1943 წლის ცნობილ ესეს,სრული დასაქმების პოლიტიკური ასპექტები”.

მისი წერილის ძირითადი არსი არის ის, რომ მთავარი დაპირისპირება მუშებსა და უფროსებს შორის  არის არა ხელფასის სიდედე, ან სტაბილური დასაქმება, თუ სარგებლის სიუხვე, არამედ ეს დაპირისპირება არის ძალაუფლებაზე.

შესაძლებელია ჩამოყალიბდეს ისეთი არგუმენტებიც, რომლებიც გვაჩვენებენ, რომ დაუსაქმებელი მუშების სამუშაოზე დაბრუნება კაპიტალისტებისთვისაც კარგი იქნება, იმ მიგნებით, რომ ეს მიგვიყვანს უფრო სწრაფ ზრდამდე და უფრო მეტ მოგებამდე.

მაგრამ, როგორც ქრის მაისანო ხსნის თავის ეგზეგეზაში კალეცკის შესახებ, სრული დასაქმების შენარჩუნების მთავარი დაბრკოლებები, უფრო პოლიტიკური ხასიათისაა ვიდრე ეკონომიკური.”

ეს ასე ხდება, რადგან, დაბალი დასაქმების მდგომარეობაში, მუშებს ნაკლებად ეშიანიათ იმის, რასაც კალეცკი უწოდებს, “გაგდების ძალის” (power of the sack). რაც უფრო ნაკლებად ეშინიათ მუშებს თავიანთი უფროსის, ისინი იწყებენ კაპიტალისტებისგან უფრო მეტისა და მეტის მოთხოვნას.

პროფესიული კავშირები და სოციალ-დემოკრატიული პარტიები ძლიერდებიან; არასანქცირებული გაფიცვები იზრდება. საბოლოოდ, ამგვარი დინამიკა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს არამხოლოდ მოგებას, არამედ თავად კაპიტალიზმის საკუთრების ურთერთობებსაც.

კეთილდღეობის კაპიტალიზმი აღწევს, რასაც ვუწოდეთ, “კალეცკის წერტილს”, სადაც მის სიცოცხლისუნარიანობას ეთხრება ძირი.

ამგვარ პირობებში, დამსაქმებლები მიმართავენ მკვეთრ მეთოდებს მუშების სამუშაოზე დასაბრუნებლად, თუნდაც მოკლევადიანი მოგების ხარჯზე.

ამგვარ ქმედებებს შეუძლია მიიღოს მრავალი სახე, მათ შორის სახელმწიფოს მიერ განხორციელდეს შეტევები პროფესიულ კავშირებზე და კაპიტალისტებმა ინვესტირებაზე განაცხადონ უარი. მაგალითად, “კაპიტალის გაფიცა” – როდესაც ფულის გატანა ხდება საზღვარგარეთ ან უბრალოდ ფული რჩება ბანკებში, რათა გატყდეს მუშათა კლასი.

დევიდ ჰარვი, თავის ნაშრომში “ნეოლიბერალიზმის მოკლე ისტორია”, აღწერს 1980-იან წლები მემარჯვენე შემობრუნებას, როგორც კრიზისის რეაქციონერულ გადაჭრას: ეს გახლდათ ერთი ნაბიჯით დაშორებული კალეცკის წერტილიდან, რაც მოიცავდა კაპიტალისტური კლასის ძალაუფლების აღდგენას, ვიდრე ნახტომს სოციალიზმში.

ჯონა ბირჩი გვათვაზობს მნიშვნელოვან შემთხვევას საფრანგეთის მიტერანის მთავრობის პერიოდიდან, როდესაც სოციალ-დემოკრატიული კომპრომისის საზღვრებმა კიდევ უფრო გადაიწია და საბოლოოდ უკუდგებულ იქნა კაპიტალის ძალის მიერ.

მსგავს მაგალითად გვესახება ასევე რენ-მაიდნერის გეგმა შვედეთში, რომელიც უნდა ყოფილიყო გარდამავალი მექანიზმი წარმოების საშუალებების სოციალიზაციისთვის.

როგორც დავასაბუთე სოციალ-დემოკრატიული კლასობრივი კომპრომისი არის არსებითად არასიცოცხლისუნარიანი და მიილტვის კონფილქტისა და კრიზისისკენ. თუმცა, სხვა მხრივ რომ შევხედოთ კეთილდღეობის კაპიტალიზმი შესაძლებელია გავხადოთ სიცოცხლისუნარიანი, ოღონდ ამის ერთადერთი გზაა სოციალისტური პერსპექტივბის მოშლა.

ეს იმიტომ ხდება, რომ “გაგდების ძალის” რეკონფიგურაცია შესაძლებელია სხვა დისციპლინარული ძალის ფორმებით, რაც დამოკიდებულია კონკრეტული კეთილდღეობის კაპიტალიზმის რეჟიმზე.

ახლახან აღმოვაჩინე (მარიამ კაბას მეშვეობით) ელიზაბეთ ჰილტონის ნაშრომი. ჰილტონის ნაშრომი აქცენტირდება ლინდონ ჯონსონის 1960-იანი წლების კეთილდღეობის სახელმწიფოს “დიდი საზოგადოების” გაფართოებაზე და მის კარცერული სახელმწიფოს აშენებასთან კავშირზე – მასობრივი დაპატიმრებების ზრდა და მილიტარიზებული წესრიგის დაცვა.

ჰილტონი გვიჩვენებს, რომ მაშინ, როდესაც “დიადი საზოგადოება” ზრდიდა ხელმისაწვდომობას შემოსავლის დახმარებასა და ჯანდაცვაზე, ამავდროულად, “დანაშაულთან ბრძოლა”, გაზრდილი თვალთვალითა და სახელმწიფო რეპრესიით, ჩაგრავდა ღარიბებს და განსაკუთრებით შავკანიან ღარიბებს.

მისი ანალიზი მიუთითებს იმაზე, რომ ეს არ იყო შემთხვევითი შეპირისპირება, არამედ ეს იყო სახელმწიფოსა და შრომით კლასს შორის ურთიერთობების თანმიმდევრული აღდგენის პროცესის ნაწილი.

ეს ადვილად გასაგებია, თუ გავიაზრებთ კეთილდღეობის სახელმწიფოს წინააღმდეგობრივი ბუნებიდან და კალეცკის მოსაზრების პრობლემიდან გამომდინარე. კეთილდღეობის სახელმწიფოს არ არსებობის პირობებში, მშრომელები დისციპლინირებულნი არიან გაგდების ძალით – ან იმ შემთხვევებში, როდესაც ისინი საკმარისად ორგანიზებულები არიან და ძალუძთ გასწიონ თანმიმდევრული წინააღმდეგობა, მათ უკვე გაუსწორდება კერძო შეიარაღებული ფორმირებები.

კეთილდღეობის სახელმწიფოს ხანაში, შრომის ნაწილობრივი დეკომოდიფიკაცია საფრთხეს უქმნის კაპიტალს, რადგან ეს აძლიერებს დასაქმებული თუ დაუსაქმებელი მუშების ავტონომიურ მოძრაობას წამოაყენონ მოთხოვნები კაპიტალსა და სახელმწიფოზე.

სწორედ ამის შეცნობა იყო ბიძგი ფრანსის ფოხ პივენისა და რიჩარდ კლოვარდის მსგავსი ორგანიზატორებისათვის, რათა გვიან 1960-იანებში მოეხდინათ კეთილდღეობის მიმღებთა ორგანიზება.

კეთილდღეობის სახელმწიფოს ხანაში, როდესაც არ არსებობს გაგდების ძალა, პოლიციის ძალადობა, ნარკოტიკებზე ომი, მასიური პატიმრობები, მტანჯველი მოთხოვნები შეღავათის მიმღებთათვის, გათვლილია მუშების დისციპლინირებისთვის.

ეს იმასაც ნიშნავს, რომ პოლიციური ჩაგვრისა და მასობრივი დაპატიმრებების წინააღმდეგ ბრძოლა სოციალისტური მოძრაობისთვის არ არის პარალელური თუ სათადარიგო, არამედ წარმოდგენს ბრძოლის ფუნდამენტურ მეთოდს: ისინი უტევენ დისციპლინირებულ რეჟიმს, რომელიც ინარჩუნებს ჩვენი კაპიტალის აკუმულირების რეჟიმის სტაბილურობას.

პოლანის მიმდევართათვის, შესაძლებელია ჩვენ ყველამ ერთად ვიცხოვროთ ერთ მსოფლიოში, სადაც მშრომელები ცხოვრობენ კომფორტულად და უფროსები კვლავ აკეთებენ ფულს. ესაა ხედვა, რომელიც გამოხატავს აიბერისა და კონჩალის ახსნას.

ალეტერნატიული მარქსისტული არგუმენტი გვათვაზობს, რომ კაპიტალიზმი განისაზღვრება მუშებსა და კაპიტალს შორის ძალაუფლებრივი ბრძოლით, ხოლო პოლანისეული სოციალიზმის ვერსია ცდილობს ეს წინააღმდეგობა გამოტოვოს ჰარმონიული თანაცხოვრების ხედვის სასარგებლოდ.

ეს ხედვა განიცდის კრახს არა ახლო პერსპექტივაში, არამედ გრძელვადიანში. ამგვარი მიდგომა მემარცხენეობას ტოვებს ცუდად აღჭურვილს გარდაუვალ კრიზისთან გასამკლავებლად, რასაც წარმატებული რეფორმისტული პროგრამა წარმოქმნის და ასევე, დავძენდი, რომ კლასობრივი კოპმრომისის მუდმივ შესაძლებლობაში რწმენა დაეხმარა მემარცხენოების დამარცხებასა და ნეოლიბერალიზმის გამარჯვებას.

ასე რომ, პრობლემა არ არის ის, რომ ჩვენ არ შეგვიძლია მოვიგოთ რეფორმისტული ბრძოლები მშრომელთათვის. ისტორიამ ეს პირქით დაგვანახა, რომ ეს სავსებით შესაძლებელია. პრობლემაა ის, თუ რა მოსდევს გამარჯვებას და ამიტომაც, გვესაჭიროება სოციალიზმისა და სოციალ-დემოკრატიის თეორია, რომელიც მოამზადებს ჩვენს მოძრაობებს ამ ფაზისთვის.

 


-ინგლისურიდან თარგმნა რევაზ კარანაძემ.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ