ნაციონალიზმი, რომელმაც კულტურული იდენტობის გარეშე დაგვტოვა

არსებობდა საბჭოთა ცივილიზაცია, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემოქმედნიც ჩვენ, ქართველები ვიყავით. წარმოუდგენელია საბჭოთა ცივილიზაცია, ქართული კინოს, ხელოვნების და კულტურის გარეშე. ქართველები დიდ როლს ასრულებდნენ საბჭოთა კავშირში და ეს იმის დამსახურებაა, რომ საბჭოთა კავშირმა მისცა საშუალება ქართველებს მიეღოთ საბჭოთა ცივილიზაციის შექმნაში მონაწილეობა. ცივილიზაციაში ყოფნის პროცესში იქმნებოდა მნიშვნელოვანი კულტურული პროდუქტები და შემოქმედითობა შესაძლებელი იყო. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ კი სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა – დაინგრა საბჭოთა ცივილიზაცია და ქართველებს უნდა შეექმნათ სხვა ფასეულობები, სხვა ცივილიზაციის ნაწილნი უნდა გავმხდარიყავით (ევროპის, დასავლეთის) მაგრამ აღმოჩნდა ისე, რომ დასავლურ ცივილიზაციის მიღმა დავრჩით და ერთადერთი გზა, რომ წარმოგვედგინა ჩვენი თავი ცივილიზაციაში მყოფად, იყო დასავლური ცივილიზაციის სიმულაცია. სიმულაცია შედეგია, ცივილიზაციის მიღმა ყოფნის – ჩვენ ეხლა უფრო შეგვიძლია შევეხოთ დასავლურ ცივილიზაციას, მაგრამ მის შექმნაში მონაწილეობა რომ მივიღოთ, ეს კი არ შეგვიძლია.

მთავარი პროექტი ჩვენი ნაციონალისტების და შემდეგ ნაციონალისტ-ლიბერალების, იყოს ის, რომ საქართველო გამხდარიყო ანტისაბჭოთა, ანტირუსული ქვეყანა, ანუ ყველაფერი საპირისპირო გვეკეთებინა, რასაც რუსეთი აკეთებდა. მათი მთავარი მიზანი არ ყოფილა ჩვენი იდენტობის ძიება, მათი მიზანი რუსეთთან დაპირისპირება იყო. ამიტომ დავრჩით ყოველგვარ იდენტობის მიღმა, რადგან ის იდენტობა რაც გაგვაჩნდა, ნაციონალისტებმა და შემდეგ ლიბერალებმა დაანგრიეს, ხოლო ახალი არაფერი შემოგვთავაზეს სიმულაციის გარდა.

ჩვენ დღეს ვართ სიმულაციური რადგან ცივილიზაციურ კონტექსტის გარეშე ვართ. ჩვენ არ შეგვიძლია თუნდაც სექსუალობაზე (ლიბერალთა საყვარელი თემიდან), ჩვენ კულტურაზე ორიენტირებული ფასეულობები შევქმნათ, რადგან ეს კი არ არის ჩვენი მთავარი არსი, არამედ ის, რომ რუსეთს დავუპირისპირდეთ (ეს დაპირისპირება სიმბოლურ ხასიათს ატარებს, საბჭოთა სიმბოლიკის წინააღმდეგ გალაშქრებას და ა.შ) ჩვენი მართველობა დაცლილია იდეოლოგიებისგან, კულტურული კონცეფციებისგან და ის მხოლოდ და მხოლოდ ტექნოკრატიულ ხასიათს ატარებს. ჩვენი მეცნიერები კი ძირითადად მთარგმნელობით საქმიანობას ეწევიან, აცნობენ დასავლეთში არსებულ მეცნიერულ კონცეფციებს ქართველებს, მაგრამ შემოქმედითობაში, კვლევაზე არ არიან ორიენტირებულნი.. ეს ტექნოკრატია, თავის არსით წინააღმდეგობაში მოდის ჩვენს ყოველგვარ შემოქმედითობის, ის დასავლეთზე ორიენტირებულია, რადგან ხედავს ძალას. ტექნოკრატიას მხოლოდ ძალის დანახვა შეუძლია.. ამიტომ ის არ და ვერ იქნება ორიენტირებული შექმნას საკუთარი კონცეფციები..

არსებულ ელიტას არ შეუძლია ისაუბროს ქვეყნის შიგნით არსებულ რეალურ პრობლემატიკაზე და თუ საუბრობს, ეს პოპულისტურია – ის ძირითადად იმეორებს სხვა ქვეყნის დისკურსებს და ამ დისკურსებს ქმნის თვითონ საქართველოში..

ჩვენ რუსეთთან დაპირისპირებამ, კულტურულ იდენტობის გარეშე დაგვტოვა და დაგვიტოვა ტექნოკრატიული ელიტა. ეს კი იმის მანიშნებელია, რომ ჩვენი დამოუკიდებლობა ფასს კარგავს, რადგან ის არ არის შემოქმედითი, ის მხოლოდ გამმეორებელია, ის განწირულია იყოს კულტურულად ასიმილირებული და იყოს მუდმივად პროვინცია. მას სხვა მისია, ფუნქცია არ გააჩნია.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ