მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია უკვე სახეზეა. რატომ არის რეგულირება მნიშვნელოვანი?

hadfield_g2010გამოიწერეთ European.ge-ს Facebook გვერდი.

► წარმოგიდგენთ ინტერვიუს თარგმანს სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის სამართლისა და ეკონომიკის პროფესორთან გილიან ჰედფილდთან მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ვებგვერდიდან, რომელიც გამოქვეყნდა 2016 წლის 11 ნოემბერს.

© European.ge

revolution

მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია სახეზეა. რა კანონები გვჭირდება რათა უზრუნველვყოთ სარგებელი ყველასთვის.

მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია უკვე სახეზეა, მაგრამ პროცესის სწორად წარმართვის გარეშე მისი სრული ეკონომიკური და სოციალური პოტენციალი ვერ განხორციელდება. როგორ შევქმნათ სამართლებრივი ინფრასტრუქტურა იმისთვის, რაც სრულიად ახალი და კომპლექსურია, კითხულობს გილიან ჰედფილდი, სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის სამართლისა და ეკონომიკის პროფესორი და ავტორი პუბლიკაციისა „წესები ბრტყელი მსოფლიოსთვის“: რატომ გამოიგონეს ადამიანებმა კანონები და როგორ უნდა განვაახლოთ ისინი, რათა მოვარგოთ გლობალურ კომპლექსურ ეკონომიკას.

რატომ არის რეგულირება მნიშვნელოვანი მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციისთვის?

თუ ჩვენ არ ვმართავთ მას, ის საერთოდ ვერ განხორციელდება.

არსებობს გავრცელებული მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ეკონომიკური პროგრესი გაგრძელდება მიუხედავად იმისა, თუ როგორია მართვის გარემო და რომ მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია გარდაუვალია. თუ ჩვენ შევძლებთ და ჩამოვყალიბდებით როგორ უნდა ვმართოთ ეს პროცესი, ის უკეთესი შედეგის მომტანი იქნება. მართვა (Governance) აღქმულია როგორც დამატებითი სარგებელი. მე ვფიქრობ, რომ მსგავსი დამოკიდებულება არასწორია.

მართვა უნდა წარმოვიდგინოთ როგორც ინფრასტრუქტურის ფორმა – სამართლებრივი ინფრასტრუქტურა. ეს არის თითქმის უხილავი პლატფორმა იმ წესებისა და პრაქტიკისა, რომელიც საფუძვლად უდევს ყველა ჩვენს ეკონომიკურ აქტივობას და სოციალურ ინტერაქციას და გვაძლევს დაგეგმვისა და თანამშრომლობის საშუალებას. სხვა ტიპის ინფარსტრუქტურების მსავსად ის ეკონომიკური პროგრესის აუცილებელი პირობაა.

დაბალ შემოსავლიან ქვეყნებში დაახლოებით 4 მილიარდ ადამიანს არ აქვს შესაბამისი სამართლებრივი ინფრასტრუქტურა, რაც ერთ-ერთი მიზეზია იმის თუ რატომ რჩებიან ეს ქვეყნები ისევ დაბალ შემოსავლიან ქვეყნებად.

სამართლებრივმა ინფრასტრუქტურამ საკმაოდ კარგად იმუშავა მოწინავე ქვეყნებში მათ კომპიუტერიზაციამდე, მაგრამ ვეღარ ინარჩუნებს სტაბილურობას მჭიდროდ შეკავშირებულ და სწრაფად ცვალებად მსოფლიოში.

ვინ შეასრულებს მთავარ როლს მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის სამართლებრივი ინსფრასტრუქტურის შექმნაში?

ეს კითხვა ხშირ შემთხვევაში იგნორირებულია. არსებობს ტენდენციური მოსაზრება იმის შესახებ, რომ მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის მართვასთან დაკავშირებულ მთავარ სირთულეს წარმოადგენს საერთო წესებზე შეთანხმება, მაგრამ შემდეგ დგება უფრო რთული საკითხი – ამ წესების რალური აღსრულება იმ სევრცეში, რომელიც ასეთი ახალი და კომპლექსურია.

მთავრობებს როგორც წესი არ აქვთ საკმარისი ექსპერტული ცოდნა. ინოვატორები ამ ცოდნას ფლობენ, მაგრამ თვით-რეგულაციასაც გააჩნია თავისი ლიმიტები. ისტორია გვასწავლის, რომ ბაზარი მაშინ მუშაობს ყველაზე კარგად, როდესაც სათანადოდ არის რეგულირებული პასუხისმგებელი ინსტიტუციების მიერ.

არსებობს თუ არა ახალი ტენდენციები ამ თავსატეხის ამოსახსნელად?

ბოლო რამოდენიმე ათწლეულია არსებობს „ახალი რეგულირების თეორია“, რომლის თანახმადაც  მთავრობები თვითონ არ ქმნიან წესებს, მაგრამ განსაზღვრავენ იმას თუ რას უნდა მიაღწიონ ამ წესების მეშვეობით და სთხოვენ ორგანიზაციებს/კომპანიებს თავად შექმნან ის წესები, რომელსაც შემდეგ თავადვე უნდა დაემორჩილონ.

„უფლება იყო დავიწყებული“ (The “right to be forgotten”) ამის კარგი მაგალითია. ევროპის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ხალხს უნდა ქონდეს უფლება დაიფაროს მათი მონაცემები ონლაინ ძიებისას. მაგრამ, როგორ უნდა მოხდეს ეს? ამ შემთხვევაში “გუგლმა” ნებისმიერ მთავრობაზე უკეთ იცის თუ როგორ. ასე რომ სასამართლომ “გუგლს” შემდეგნაირად მიმართა: “ეს არის შედეგი, რომლის მიღწევაც ჩვენ გვსურს და თქვენი გადასაწყვეტია თუ როგორ გააკეთებთ ამას“.

ჩვენ შეგვიძლია უფრო შორსაც წავიდეთ, მაგალითად მთავრობებმა მიმართონ კერძო სექტორს: „გაარკვიეთ თუ რა რისკებია მოსალოდნელი და შემოგვთავაზეთ გამოსავალი“. მაგრამ ჩემი აზრით, ამ პროცესში საჭიროა გარკვეული ტიპის კონკურენციისა და ინოვაციის დანერგვა.

robotiროგორ შეიძლება გაკეთდეს ეს?

ლეგალური ინფრასტრუქტურის უზრუნველსაყოფად, მე გთავაზობთ საქმეში მესამე მხარის ჩართვას. აი მაგალითად თვითმართვადი ავტომობილები, რომელზეც დღესდღეობით სხვადასხვა იურისდიქციის ფარგლებში მიმდინარეობს დებატები, თუ როგორ უნდა დარეგულირდეს ეს ინდუსტრია. იკვეთება უამრავი საკითხი, რომელზეც დღემდე არასდროს გვიფიქრია. რა ტიპის რისკების გაწევა გვიწევს, სანამ თვითმმართვად ავტომობილებს დავუშვებთ გზებზე? ვინ იქნება პასუხისმგებელი, როდესაც რაღაც ისე არ მოხდება, როგორც დაგეგმილი იყო.

ნაცვლად იმისა, რომ მთავრობები ცდილობდნენ წესების შედგენას ან სთხოვდნენ თვითმართვადი ავტომობილების მწარმოებლებს იგივეს გაკეთებას, მე გთავაზობთ რომ არსებობდეს სამი, ოთხი, ხუთი კერძო ინსტიტუცია, რომელიც იტყვის: „აქ არის წესების კრებული თვითმართვადი ავტომობილებისთვის, რომლებიც დადებენ იმ შედეგებს, რა შედეგების მოლოდინიც აქვთ მთავრობებს“. მათ უნდა დაარწმუნონ თვითმართვადი ავტომობილების მწარმოებლები დათანხმდნენ წესებს და ამავდროულად მთავრობები, რათა სანქცირება მოახდინონ ამ წესების. მსგავსი მიდგომა ქმნის უფრო მეტ სტიმულს ინოვაციისთვის და ნაკლებ დანახარჯებს მიზნების მისაღწევად, რათა მიღებული შედეგები სრულად უზრუნველყოფდეს საზოგადოებრივ ინტერესებს.

ამ წესებზე დასათანხმებლად, თვითმართვადი ავტომობილების მწარმოებლებისთვის, რა იქნებოდა სტიმული?

მთავრობებს შეუძლიათ კომპანიებს მოსთხოვონ დათახმდნენ წესებს, უფრო მეტიც: თავად ამ კომპანიებს უნდათ წესები. არსებობს მცდარი მოსაზრება იმის შესახებ, რომ კერძო კომპანიებს სურთ მთავრობებმა მისცენ იმის კეთების უფლება, რასაც თვითონ მოისურვებენ. ეს არ შეესაბამება სიმართლეს. თუ თქვენ ხართ თვითმართვადი ავტომობილის მწარმოებელი და გინდათ, რომ საზოგადოებას ჰქონდეს რწმენა თქვენს მიმართ შეიძინონ აღნიშნული ავტომობილები. თქვენ გინდათ, რომ ინვესტორებს ჰქონდეთ ნდობა, რათა ინვესტირება განახორციელონ აღნიშნულ ბიზნესში. ეს ასე არ მოხდება, თუ წესების ნაკლებობის გამო, თქვენ მიდიხართ გაუთვალისწინებელი შემთხვევისა და ცუდი რეპუტაციის შექმნის რისკზე.

მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის მიმდინარეობისას წავაწყდებით უამრავ მსგავს სიტუაციას, სადაც მოთამაშეებს ახლად აღმოცენებულ სფეროებში უნდათ განსაზღვრონ შეზღუდვები, რადგან ეს შეზღუდვები შესძენს უფრო მეტ ფასს. კითხვა მდგომარეობს შემდეგში: რა არის საუკეთესო გზა ლეგალური ინფრასტრუქტურის განსაზღვრისთვის, რომელიც შექმნის ყველაზე მეტ ღირებულებას.

როგორ წარმოგიდგენიათ მეოთხე ინდისტრიული რევოლუციის რეგულირება 2030 წლისთვის?

არსებობს უამრავის წინააღმდეგობა გლობალურად ჰარმონიზებულ წესებთან მიმართებაში და ამის მიზეზი მარტვად გასაგებია _ თუ გლობალური კომპანია ხარ   გიწევს ასობით სხვადასხვა წესსა და რეგულაციასთან გამკლავება რაც საკმაოდ რთულია. კომპანიებს სურთ თქვან რომ მაგალითად “ჩვენ გერმანიაში ვამტკიცეს“ და იაპონიის, ამერიკისა და ინგლისისთვის ეს საკმარისი აღმოჩნდეს.

ჩემი აზრით 2030 წლისთვის ჩვენ ამ იდეას შემდეგ დონეზე ავიყვანთ, როგორც ემს წიგნში აღვნიშნავ: უნდა მოხდეს ბაზრის სტიმულირება რომელიც შექმნის გლობალურად კონკურენტუნარიან კერძო მარეგულირებლებს მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის რეგულირებისთვის. მთავრობებს შეეძლებათ აირჩიონ თუ რომელი მარეგულირებელი დაამტკიცონ და კომპანიებს უნდა შეეძლოთ აირჩიონ თუ რომელ მარეგულირებელს დაემორჩილონ.

ეს ნამდვილად დაეხმარება მოწინავე ეკონომიკებს მიიღონ მაქსიმალური მოგება და გაუმკლავდნენ მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის რისკებს, მაგრამ ასევე ღირებული იქნება იმ ოთხი მილიარდი ადამიანისთვის, ვინც სამართლებრივი ინფრასტრუქტურის სიმცირის გამო ჯერ კიდევ სიღარიბეში ცხოვრობს და სავარაუდოდ ვერ მიიღებს იმ სარგებელს რასაც მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია მოიტანს.


– ინგლისურიდან თარგმნა ირაკლი წულაიამ.

– ილუსტრაცია გარეკანზე: © The Economist.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ