მედია გაყიდვები თუ მომხმარებლის ცნობიერებაზე პასუხისმგებლობა?

გამოიწერეთ European.ge-ს Facebook გვერდი.

%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a9%e1%83%98%e1%83%9a-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%96%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%93%e1%83%98%e1%83%90

ავტორი: არჩილ გამზარდია.

ის გახლავთ საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი და ანალიტიკოსი. ამჟამად არის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტ „ალმა მატერის“ მოწვეული პროფესორი. 2007-2016 წლებში მუშაობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორად ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაში. სხვადასხვა დროს მუშაობდა საზოგადოებრივ მაუწყებელზე – მარკეტინგის კოორდინატორად (2005), ტელეკომპანია „მზე“-ში კრეატივ პიარ ხელმძღვანელად (2003), რადიო სადგურ „მწვანე ტალღაში“ მარკეტინგისა და პიარის დეპარტამენტის დირექტორად; ასევე ტელეკომპანია „ჯი დი ეს“-ში, საავტორო პროექტ „კვირის 2030“ მთავარ პროდიუსერად და წამყვანად. 

© European.ge

როგორ უნდა იქცეოდეს მედია, როდესაც დგება ისეთი დილემის წინაშე, რაც შემზარავი მკვლელობების გაშუქება და დეტალების გავრცელებაა? არსებობს გავრცელებული შეხედულება, რომ მედიამ, ერთი მხრივ, ინფორმაცია მაქსიმალურად ამომწურავად უნდა გაავრცელოს, მეორე მხრივ, კი დეტალების ექსკლუზივებისა თუ სამომხმარებლო ინტერესების კუთხით ამბის ის მხარე წარმოაჩინოს, რომელიც ყურებას, ნახვას ან მოსმენას შეუწყობს ხელს (შესაბამისი მედიასაშუალებით). არსებობს გაყიდვაზე ორიენტირებული პროცესი და არსებობს პროფესიული ეთიკის სტანდარტები. თემა ძირითადად, სადაოა, თუმცა მე ერთ მნიშვნელოვან თემაზე გავმახვილებდი ყურადღებას.

ცნობილი ფაქტია, რომ ზოგიერთ საკითხზე ზედმეტი ფიქსაცია ქცევის განმეორებას იწვევს. ხშირ შემთხვევაში, სწორედ ეს ხდება დილემა მედიის დანიშნულებასა და არასწორი საზოგადოებრივი ქცევის ფორმირების თემებს შორის. ბოლო დღეების ამბის, სადაც მძიმე გარემოებებში მკვლელობის დეტალების (არ დავაზუსტდებ, რას ვგულისხმობ, ადვილად მივხვდებით ყველა) ამდენი აქცენტირება ხდება, პარადოქსია, მაგრამ საზოგადოების ისეთ ფიქსაციას იწვევს, სადაც პირველ ეტაპზე მიუღებლობა, მეორეზე კი შესაძლო შეგუებადობაც შეიძლება მოხდეს, მეტიც, პარადოქსულად შეიძლება ჟღერდეს, მაგრამ განმეორებითი ქცევის წახალისებაზეც კი მუშაობს. ამიტომ, იქნებ, თავი შევიკავოთ ისეთ დეტალებზე ზედმეტი ფიქსაციისგან, რომელიც ადამიანური ყოფის რადიკალური საწინააღმდეგო ქცევის დეტალებზე ყურადღების გამახვილებას ითხოვს და ჩვენს ცნობიერებას მიეწოდება.

ჩნდება შეკითხვა: უნდა ვახსენოთ თუ არა მსგავსი დეტალები? – ცალსახა პასუხი არ არსებობს ფორმულის სახით, არის დარგები, რომლებიც ერთმანეთს ეწინააღმდგებიან და დილემის სახეს იღებენ – მედიაპროდუქტის გაყიდვების ინტერესი და მომხმარებლის უფლებები და ზემოქმედების რისკების ინტერესი. არსებობს შემთხვევები, როდესაც ერთი მიმართულებით შეიძლება გადაწყდეს ამოცანა, არსებობს შემთხვევები, როდესაც მეორის სასარგებლოდ გადაწყდეს… მეტიც, ალბათ ზოგჯერ რაღაც დეტალები შეიძლება რომ არც კი გამოჩნდეს. მაგ, ეს მკვლელობა ისედაც საკმაოდ საზარლად მოჩანს, რომ დეტალიზაცია არ სჭირდება.

დეტალის ჩვენება მედიისგან მიზნობრივი მაშინ არის, როდესაც ან გაცნობიერებას უწყობს ხელს ან ზისუსტე და დეტალები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. მაგალითად, თუ მოხდა ავტოავარია, მსხვერპლის რაოდენობა დეტალურად ძალიან მნიშვნელოვანია, თუ ავიაკატასტროფა მოხდა, კონკრეტულად რა მოხდა, ამის სიზუსტე ძალიან მნიშვნელოვანია,მაგრამ როდესაც დეტალი მნიშვნელოვანია იმ დონეზე, რა დონეზეც ხაზს უსვამს მოვლენის გაცმობიერების სიღრმეს, იქ შესაძლოა არსებითი ნაწილის თქმა საკმარისი იყო. როდესაც შვილი კლავს დედას თუ დედინაცვალს დამამძიმებელ გარემოებებში, მაშინ აღარ უნდა იყოს აუცილებელი ზოგიერთ დეტალზე ყურადღების გამახვილება… თუმცა, არსებობს თავისებურებებიც, მაგალითად, როდესაც საქმე რეზონანსული ხდება და იძულებითია ნაბიჯი დეტალიზაციისკენ, მაგ, მაგდა პაპიძის საქმე, ამ ამბავს სხვადასხვა დამოკიდებულება მოჰყვა და რეზონანსულობის გამო იძულებითიც გახდა დეტალების ჩვენება, ან პირიქით, როდესაც სხვა მიზეზების გამო ზოგჯერ მიზნობრივად ხდება თავის გარიდება,მაგ. ზურაბ ჟვანიას სიკვდილის თემა, სადაც არსებობს ვერსია, რომ გარკვეული თემების გასაჯაროების საჭიროება შეიძლება დადგეს, რის გამოც არასასურველი უკურეაქციის საფრთხე შეიძლება დიდი იყოს და ა.შ. ანუ არსებობს გარკბეული სახელმძღვანელო, როდის რაზე გაკეთდეს აქცენტი. წეღან ვახსენე ერთი ძველი სიუჟეტი რუსთავი 2-ზე, სადაც დეტალურად იყო აღწერილი საოჯახო პირობებში ნარკოტიკის გაკეთების შესააძლებლობა და შედეგმაც არ დააყოვნა; წლების წინ გაკეთდა სიუჟეტი ე.წ. “მათხოვრების ბიზნესზე”, რომელმაც ასევე იქონია გავლენა და რამდენიმე თვის შემდეგ დააკავეს ადამიანი, რომელმაც სწორედ მედიით გახმაურების შემდეგ მიიღო იდეა მსგავსი “ბიზნესის” წარმოებისა და ა.შ. საინტერესოა კიდევ ერთი შესაძლებლობა, არსებობს მთელი რიგი გარემოებები, როდესაც სატელევიზიო სიუჟეტებში გარკვეული დეტალები გაბუნდოვანებულია, მაგალითად, სახე, სასქესო ორგანო, სისასტიკის შემცველი სცენები და სხვა. სწორედ ასეთივე მოცემულობა  უნდა ჰქონდეს ტექსტობრივ ნაწილსაც.

ჟურნალისტები ზოგჯერ სვამენ შეკითხვას, თუ კონკრეტულ საქმეზე ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია, შესაბამისად, რატომ არ უნდა გაშუქდეს დეტალურად და არგუმენტად დღეს ინფორმაციის მიწოდება-გავრცელების სრულიად განსხვავებული წესების დამკვიდრებას ასახელებენ; საქმე იმაშია, რომ კომუნიკაციების მართვაში არსებობს მიმართულებები, რომლებიც ურთიერთწინააღმდეგობრივია, მაგ. კლასიკურ ბიზნესში ერთსა და იმავე კომპანიაში არსებობს მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამსახური და გაყიდვების სამსახური, მათი მამოძრავებელი და საწარმოო პროცესი ხშირად ურთიერთწინააღმდეგობრივია, ასევეა საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის მიმართულებითაც. ამიტომ… აქ პრიორიტეტებზეა საუბარი, არსებობს ორგანიზაცია, რომლისთვისაც ერთია პრიორიტეტული, არსებობს ორგანიზაცია, რომლისთვისაც – მეორე.  ასე, რომ რაც დავწერე, ეს დირექტივები კი არა ალტერნატივებია და საინფორმაციო საშუალება თავად განსაღვრავს რა უფრო მნიშვნელოვანია მისთვის, რაც შესაბამისად  ამ მედიასაშუალების იმიჯსა და სოლიდურობაზე მეტყველებს.


– © ილუსტრაცია გარეკანზე: დავით კუხალაშვილი.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ