მარიანა მაცუკატო : სახელმწიფო – ინვესტორი, რისკების ამღები, ინოვატორი

ebb15ee3007ae1c62e87864df18a6e26da254573_1600x1200

► მარიანა მაცუკატო ეკონომიკის პროფესორია ბრიტანეთის სასექსის უნივერსიტეტში; ასევე, ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, ჯერემი კორბინის ეკონომიკურ მრჩეველთა საბჭოს წევრია. მისი საქმიანობა ძირითადად ინოვაციებსა და ინდუსტრიულ განვითარებას უკავშირდება. მაცუკატო ავტორია წიგნისა:  “სახელმწიფო როგორც მეწარმე: მითი  ჩამორჩენილი სახელმწიფოსა და კერძოს სექტორის წინააღმდეგობის შესახებ“, რომელიც მსოფლიოში სახელმწიფოს როლის შესახებ მიმდინარე თანამედროვე დებატებს ეხმიანება. მისი უკანაკსნელი წიგნი  – “გადავიაზროთ კაპიტალიზმი – ეკონომიკური პოლიტიკები მდგრადი და ინკლუზიური ზრდისთვის” – 2016 წელს გამოვიდა. 

► ჩვენს პორტალზე შეგიძლიათ იხილოთ მაცუკატოს შემდეგი წერილები და ინტერვიუები:

“შემოქმედებითი სახელმწიფო”
” მწვანე ახალი კურსისაკენ”
“როგორ ახალისებს სახელმწიფო ინოვაციებს”
“თუ ჩვენ გვინდა სილიკონ ველი ევროპაში, ვნახოთ რა მოხდა რეალურად სილიკონ ველში”

► გთავაზობთ მარიანა მაცუკატოს TED-ის გამოსვლას : “სახელმწიფო – ინვესტორი, რისკების ამღები, ინოვატორი” – ქართული სუბტიტრებით.

► თარგმნა და მოამზადა ვანო აბრამაშვილმა

► მედია-პლატფორმა მადლობას უხდის ვიდეოს ავტორს ვებ-გვერდის განვითარებაში შეტანილი მოხალისობრივი წვლილისათვის.

 © European.ge

  • “ვენჩურული კაპიტალი” – ინვესტიცია ზრდის პოტენციალის მქონე ახალ და მცირე საწარმოებში, რომელიც ჩვეულებრივ აქციათა პაკეტის მნიშვნელოვანი წილის ინვესტორის საკუთრებაში გადასვლის სანაცვლოდ ხორციელდება. ვენჩურული კაპიტალის ძირითადი დამახასიათებელი ნიშანია დიდი რისკი – საქართველოს სამოქალაქო განათლების ლექსიკონი.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ