მარკ საქსერი: ამბოხი გლობალიზმის წინააღმდეგ

marc-saxerგამოიწერეთ European.ge-ს Facebook გვერდი.

წარმოგიდგენთ ჟურნალ Social-Europe-ზე, “ფრიდრიხ ებერტის ფონდის” ინდოეთის ოფისის დირექტორის, მარკ საქსერის მიერ 11 ნოემბერს გამოქვეყნებული წერილის თარგმანს.

© European.ge

დონალდ ტრამპი აშშ-ის 45-ე პრეზიდენტად აირჩიეს. ამ შედეგს ბევრი ვერც კი წარმოიდგენდა. შედეგი საკმაოდ უცნაურია, თუ გავითვალისწინებთ იმ უარყოფით ტალღას, რომელიც ბოლო ათწლეულია საშუალო და მშრომელთა კლასებისაგან მოდის „გლობალიზაციის“ წინააღდეგ. წარმოგიდგენთ რამდენიმე მოსაზრებას პოსტ-ლიბერალურ დროზე:

1. არჩევნები ძირითადად ფოკუსირებული იყო დეინდუსტრიალიზაციით დაზარალებულ ადამიანებზე, სწორედ ამ კლასის ადამიანებზე დადო ტრამპმა ფსონი, რომლებიც აშშ-ის შუა-დასავლურ ნაწილში ცხოვრობდნენ და მათი შემოსავალი სერიოზულ კლებას განიცდიდა. ისევე როგორც გაერთიანებულ სამეფოში, ასევე შეერთებულ შტატებში, ეს არჩევნები ახალი ერის დასაწყისს ნიშნავს: დღეიდან გლობალიზაციისაგან დაზარალებულები უმრავლესობაში არიან, რომლებიც ეძებენ #strongman-ს, რომელიც შეძლებს მსოფლიოს გაუმჯობესებას და სწორ რელსებზე დაყენებას.

2. ვისაც სჯერა, რომ ის აგრესია რომელიც არსებობს განპირობებულია მხოლოდ არარაციონალური და ასაკოვანი ადამინების შიშით, ჯერაც ვერ გაუცნობიერებია ის, რომ მართალია გლობალიზაციამ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე უკეთესობისკენ შეცვალა მთელ მსოფლიოში, მაგრამ მან გავლენა არ იქონია ძველ ინდუსტრიულ საწარმოებში და ახალ სწრაფი კვების მომსახურების ინდუსტრიაში სამუშაოდან გათავისუფლებულ მუშებზე. თუ თქვენ არ გჯერათ, შეგიძლიათ ნახოთ მილანოვიჩის ცნობილი მრუდი (elephant curve). საშუალო და მუშათა კლასმა მთელ დასავლურ ქვეყნებში დაკარგა საკუთარი მდგომარეობა, კეთილდღეობა და სოციალური დაცვა და სწორედ ეს არის ის ალიანსი, რომელიც შეიქმნა გაბრაზებულ მშრომელთა კლასსა და საშუალო კლასს შორის, რომლებმაც ხმა მისცეს ტრამპს.

3. ეს ახალი უმრავლესობა ხშირად მემარჯვენე ფრთის გიჟურ ნაწილად მოიაზრება, ვინაიდან ისინი საკუთარ გაღიზიანებას და ბრაზს გამოხატავენ რასისტული, სექსისტური, ანტი-სემიტური და აგრესიული განცხადებებით. ვითარებას ართულებს ისიც, რომ გლობალიზაციისგან დაზარალებულ ადამიანებს ბრალს სდებენ მორალური პრინციპების ნაკლებობაში. ნეოლიბერალების განცხადებით, ამ ადამიანებმა პიროვნული კრახი განიცადეს და ისინი იმსახურებენ მარგინალიზაციას. როგორც „ბრექსიტის“, ისე ტრამპის მომხრეებს უნდოდათ, რომ ეჩვენებინათ პოლიტიკური, ეკონომიკური, მედია და აკადემიური ელიტისთვის: „ჩვენ ვართ უმრავლესობა და ჩვენ დავიღალეთ ამით!!!“ თითქოს ეს ქმედება საშუალო და მშრომელთა კლასის თვითმკვლელობის მუქარაა თუ არ მოხდება მათი გაჭირვების აღიარება. არ უნდა შევცდეთ: რადგან ეს გაჭირვება განიხილება კულტურულ ჭრილში, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას არ გააჩნია სოციალურ-ეკონომიკური ფესვები.

4. ეს არჩევნები იყო იმისთვის, რომ ჰილარის არჩევნები წაეგო და ჰილარიმ ის წააგო. საბოლოო შედეგების თანახმად ტრამპის ხმები ძალიან ახლოსაა რომნის 2012 და მაკკეინის 2008 წლის არჩევნების შედეგებთან. მართალია, კლინტონმა მიიღო ხმათა უმრავლესობა, მაგრამ დემოკრატების დასწრება არჩევნებზე წინა არჩევნებისაგან განსხვავებით საკმაოდ შემცირდა ობამას სტატისტიკასთან შედარებისას. როგორ შეეძლო კლინტონის დიდებულ მანქანას წაეგო არჩევნები სრულიად არაკვალიფიციურ რასისტთან, სექსიტთან და პოპულისტთან? როგორც ჩანს აქ არის კიდე სხვა ტრენდი. ამერიკელი დემოკრატები მწარედ განიცდიან სამხრეთის შტატების დაკარგვას, რომლებიც მათ თაობების განმავლობაში დაკარგეს. დღეს თეთრკანიანი ელექტორატისთვის ტრენდს წარმოადგენს ის ცვლილება, რაც ხდება დასავლურ ქვეყნებში. კლინტონები ყველაზე კარგად ასოცირდება მესამე გზასთან, რომელიც საკმაოდ დაშორდა მის ისტორიულ მემარცხენე-ცენტრისტულ ფესვებს. თუ რამდენად შორს წავიდა ეს დაშორება, ამას კარგად მოწმობს ის ფაქტი, რომ ანტი-ისტებლიშმენტის მიმართ დაწყებული მოძრაობის დროს პარტიის ლიდერებმა “უოლ-სტრიტის” კანდიდატს პროგრესული კანდიდატის წინააღმდეგ მხარი დაუჭირეს. ამ არჩევნებში დამარცხდა არამარტო ჰილარი კლინტონი, არამედ “მესამე გზა” – სოციალ დემოკრატია.

5. ამ ახალი უმრავლესობის შიში და აგრესია აუცილებლად იქონიებს გავლენას მემარჯვენე პოპულისტ პარტიებზე ევროპაში. სადაც არ უნდა ჩატარდეს არჩევნები მას ექნება პროტესტის გამოხატვის ნიშნები ისტებლიშმენტის წინააღმდეგ და ჩვენ სუნთქვის შეკავება გვმართებს. ეს სერიოზულ პრობლემას ქმნის ავსტრიასა და საფრანგეთში მოახლოებულ არჩევნებში.

6. ხელისუფლებებს განურჩევლად მათი პოლიტიკური იდეოლოგიისა არ აქვთ სხვა არჩევანი გარდა იმისა, რომ მოახდინონ რეაგირება ანტი-გლობალურ განწყობებზე. მთავარი კითხვა არ არის, გადაიხრება „ქანქარა“ პროტექციონიზმისაკენ თუ არა, არამედ ის თუ რამდენად შორს წავა ეს პროცესი. ლიბერალური მსოფლიო წესრიგი თავისუფალი ვაჭრობით, სერვისით, კაპიტალით და ხალხით განიცდის ზეწოლას. ამ პროცესის მთავარი მსხვერპლი უდავოდ განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებში მცხოვრები ადამიანები იქნებიან, რომლებიც დამოკიდებულნი არიან ღია საექსპორტო ბაზარზე, რაც მათი განვითარების მთავარი შესაძლებლობაა.

7. აჯანყებამ გლობალიზაციის წინააღმდეგ შეიძლება დაგვანოხოს თუ რა რეაქცია მოყვება ციფრული ტექნოლოგიებით საშუალო კლასის სამსახურების ჩანაცვლებას. ამ შემთხვევაშიც მნიშვენლობა არ ექნება თუ რამდენ პოზიტიურ სამუშაო ადგილს შექმნის ციფრული რევოლუცია. როგორც ვაჭრობის დროს, აქაც მთავრია იმის აღქმას თუ ვინ აგებს და ვინ იგებს.

8. მაშასადამე, დადგა დრო სოციალ დემოკრატებმა და პროგრესულმა მოძრაობებმა ისწავლონ ბოლო ათწლეულების შეცდომებზე და დაიწყონ დებატები იმის შესახებ თუ როგორ უნდა მოხდეს ციფრული კაპიტალიზმის ფორმირება. პირველ რიგში უნდა შეწყდეს გაჭირვებულების დემონიზაცია და მათი პრობლემების რასისტული კუთხით განხილვა. მემარცხენეებმა უნდა შეწყვიტონ საკუთარი თავის გაყიდვა როგორც კაპიტალიზმის შემკეთებლებმა, ამის ნაცვლად, უნდა დასახონ გზები თუ როგორი უნდა იყოს უკეთესი ცხოვრება ციფრულ სამყაროში. კაპიტალმა არა მხოლოდ თავისი წილი უნდა გაიღოს საზოგადოებრივი კეთილდღეობისათვის, არემედ გრძელვადიან პერსპექტივაში საჭირო იქნება დაედოს ფასი ახალ ვალუტას ცოდნის საზოგადოებაში: ესაა ინფორმაცია.

და ბოლოს, საჭიროა ახალი ნარატივი, რომელიც აერთიანებს უსაფრთხოებას და ინოვაციურ სულისკვეთებას. წარმატებას მხოლოდ მაშინ მივაღწევთ, თუ დავარწმუნებთ მათ, ვისაც საკუთარი მატერიალური და კულტურული სტატუსი ადარდებთ, რომ გაბედულად ჩაერთონ ციფრულ რევოლუციაში. ეს ყველაფერი ვერ იმუშავებს გაძლიერებული სოციალური უსაფრთხოების გარეშე. ხელახლა გადანაწილება ვერ შეუწყობს ხელს და არ არის საკმარისი, რომ მოახდინოს იმ ადამიანების რესოციალიზაცია, რომლებიც განიცდიან კულტურული აღიარების ნაკლებობას. საჭიროა პროგრესული იდენტობა, რომელიც იკისრებს წამყვან როლს თავბრუდამხვევ ცვლილებებში. ძველ მშრომელთა მოძრაობას ჰქონდა კარგი ქსელური კომუნიკაციები მასთან არსებულ ორგანიზაციებთან, რომლებიც ქმნიდნენ საკუთარ მყარ იდენტობას. დღეს პროგრესივისტები ძირითადად უმცირესობების იდენტობებთან აკავშირებენ თავს და როგორც ჩანს ვერ აცნობიერებენ პროგრესული ნარატივის აუცილებლობას მოსახლეობის უმრავლესობისთვის. ჩვენ გვჭირდება ახალი მექანიზმები იმისთვის, რომ შევიცნოთ ვის მოაქვს სარგებლობა საზოგადოებისთვის. ჩვენ გვჭირდება დაპირება კარგ საზოგადოებაზე, რომელიც გვთვაზობს უფრო მეტს, ვიდრე უბრალოდ წარსული მიღწევების ადმინისტრირებაა.


– ინგლისურიდან თარგმნა ზურა კვინტრაძემ.

– ილუსტრაცია გარეკანზე: © The Economist.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ