ლუი ალთუსერი: ფილოსოფია, როგორც რევოლუციური იარაღი

წარმოგიდგენთ ცნობილი ფრანგი მარქსისტი ფილოსოფოსის, ლუი ალთუსერის (1918-1990) ინტერვიუს თარგმანს. აღნიშნული ინტერვიუ პირველად გამოქვეყნდა 1971 წელს, ჟურნალ New Left Review-ში.

მან დიდი წვლილი შეიტანა მარქსისტული თეორიის განვითარებაში. არის ცნობილი ნაშრომის “იდეოლოგია და იდეოლოგიური სახელმწიფო აპარატების” ავტორი. მისი აკადემიური საქმიანობა დიდწილად დაკავშირებულია ENS-თან, საფრანგეთის ერთ-ერთ უძველეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და გერმანიის სამხედრო ტყვეების ბანაკიდან თავის დაღწევის შემდეგ კვლავ აქტიურად აგრძელებს აკადემიურ მუშაობას ENS-ში და ხდება ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა. 

 © European.ge

– შეგიძლიათ მოკლედ გვითხრათ როგორ გახდით მარქსისტი ფილოსოფოსი?

– 1948 წელს, როცა ვიყავი 30 წლის, გავხდი ფილოსოფიის მასწავლებელი და შევუერთდი საფრანგეთის კომუნისტურ პარტიას. ფილოსოფია იყო ჩემი ინტერესის სფერო და შევეცადე ის ჩემ პროფესიად მექცია. პოლიტიკა იყო ჩემი გატაცება, შევეცადე გავმხდარიყავი კომუნისტი მებრძოლი.

ჩემი ინტერესი ფილოსოფიის მიმართ აღძრა მატერიალიზმმა და მისმა კრიტიკულად ფუნქციონირებამ; მეცნიერული ცოდნა წინააღმდეგ იდეოლოგიური “ცოდნის” მისტიფიცირებისა, მითებისა და სიცრუის რაციონალური მკაცრი კრიტიკა. პოლიტიკისადმი ლტოლვა ჩემში წარმოშვა რევოლუციურმა ინსტიქტმა, სოციალიზმისთვის ბრძოლაში მშრომელთა კლასის მიერ გამოჩენილმა სითამამემ და გამბედაობამ. ომმა და ხანგრძლივმა ტყვეობამ უშუალოდ შემახვედრა მუშებს და გამაცნო მრავალი კომუნისტი მებრძოლი. პოლიტიკამ გადაწყვიტა ყველაფერი, არა პოლიტიკამ ზოგადად, არამედ მარქსისტულ-ლენინისტურმა პოლიტიკამ. პირველ რიგში, მე უნდა აღმომეჩინა და შემესწავლა ის, რაც იყო ძალიან რთული, განსაკუთრებით რთული 50-60-ან წლებში, იმ მიზეზიდან გამომდინარე, რაც ძალიან კარგადაა ცნობილი – შედეგები,  რაც კულტის შექმნამ მოიტანა; მე-20 კონგრესის შემდეგ საერთაშორისო კომუნისტური მოძრაობის კრიზისი. ასევე, რთული იყო მარქსიზმზე, გავრცელებული თანამედროვე “ჰუმანისტური” და სხვა ბურჟუაზიული იდეოლოგიების ერიშებთან გამკლავება.

მარქსისტულ-ლენისნისტური პოლიტიკის უკეთ შესწავლა შევძელი ფილოსოფიასთან მიდრეკილების პარალელურად და დავიწყე მარქსის, ლენინის და გრამშის მნიშვნელოვანი თეზისების გააზრება, რომ ფილოსოფია არის ფუნდამენტურად პოლიტიკური. ყველაფერი რაც დამიწერია თავდაპირველად მარტო, შემდეგ თანამებრძოლებთან და მეგობრებთან თანამშრომლობით ტრიალებს მსგავს კონკრეტულ საკითხთა ირგვლივ.

– შეგიძლიათ უფრო კონკრეტულად აგვიხსნათ რატომაა ძნელი იყო მარქსისტი ფილოსოფოსი?

– იყო კომუნისტი ფილოსოფიაში, არის იყო მომხრე მარქსისტულ-ლენინისტური ფილოსოფიის, დიალექტიკური მატერიალიზმის. ადვილი არაა იყო მარქსისტ-ლენინისტი ფილოსოფიაში. გარკვეულ წილად ყველა “ინტელექტუალი” ფილოსოფოსი არის ბურჟუა, როცა ის აღებს პირს და საუბრობს. ესაა წვრილ ბურჟუაზიული იდეოლოგია,  ამ იდეოლოგიის რესურსები და ხრიკები ამოუწურავია.

თქვენ იცით რასაც ამბობს ლენინი “ინტელექტუალებზე”. ინდივიდუალურად მათგან შეიძლება ვინმე წარმოჩინდეს რევოლუციონერად და გამბედავად, მაგრამ ფართო მასშტაბზე ისინი ინარჩუნებენ გამოუსწორებელ წვრილბურჟუაზიულობას იდეოლოგიაში. რომ გახდე “მუშათა კლასის იდეოლოგი” (ლენინი), “ორგანული ინტელექტუალი” (გრამში) საჭიროა განახორციელო იდეათა რადიკალური რევოლუცია შემეცნების რთულ და მტკივნეულ გზაზე. ესაა დაუსრულებელი შინაგანი და გარეგანი ბრძოლა. პროლეტარიატს აქვს “კლასობრივი ინსტიქტი”, რაც ეხმარება მათ “კლასობრივი პოზიციის” შექმნაში. ინტელექტუალებს, პირიქით, აქვთ წვრილ ბურჟუაზიული ინსტიქტი, რაც რადიკალურად ეწინააღმდეგება გარდამავალ ეტაპს.

პროლეტარული კლასობრივი პოზიცია უფრო მეტია ვიდრე კლასობრივი ინსტიქტი, ესაა რაც შეესაბამება პროლეტარული კლასობრივი ბრძოლის ობიექტურ რეალობას. კლასობრივი ინსტიქტი არის სუბიექტური და სპონტანური; კლასობრივი პოზიცია ობიექტური და რაციონალური. რომ დავდგეთ კლასობრივ პოზიციაზე, კლასობრივ ინსტიქტს ჭირდება შესწავლა. წვრილი ბურჟუაზიის და ასევე ინტელექტუალების კლასობრივ ინსტიქტს, პირიქით, რადიკალური გადატრიალება. შესწავლა და გადატრიალება უკანასკნელი ანალიზით არის დეტერმინირებული მარქსისტულ-ლენინისტური თეორიის საფუძვლებით წარმოებული კლასობრივი ბრძოლით. როგორც “კომუნისტური მანიფესტი” ამბობს ცოდნა ამ თეორიის არსებულ ინტელექტუალებს დაეხმარება დადგნენ მუშათა კლასის პოზიციაზე.

მარქსისტულ-ლენინისტური თეორია შეიცავს მეცნიერებას (ისტორიული მატერიალიზმი) და ფილოსოფიას (დიალექტიკური მატერიალიზმი).  მარქსისტულ-ლენინისტური ფილოსოფია არის ერთადერთი თეორიული იარაღი პროლეტარიატის, კლასობრივ ბრძოლაში. კომუნისტმა მებრძოლებმა უნდა გაითავისონ და გამოიყენონ ამ თეორიის პრინციპები მეცნიერება და ფილოსოფია. პროლეტარულ რევოლუციას ჭირდება მებრძოლები, რომლებიც ერთდროულად არაინ მეცნიერები (ისტორიული მატერიალიზმი) და ფილოსოფოსები (დიალექტიკური მატერიალიზმი).

ასეთ ფილოსოფოსად ჩამოყალიბება გადის ორ დიდ წინააღმდეგობას:

1- პოლიტიკური სირთულე. ფილოსოფოსი რომელიც უერთდება პარტიას ინარჩუნებს წვრილ ბურჟუაზიულობას, ამიტომ მან უნდა შეძლოს საკუთარ შეხედულებათა რევოლუციური გარდაქმნა, რათა დაიკავოს პროლეტარული კლასობრივი პოზიცია ფილოსოფიაში.

2- თეორიული სირთულე. ჩვენ ვიცით რა მიმართულებით და რა პრინციპებით უნდა ვიმუშაოთ ფილოსოფიაში პროლეტარული კლასობრივი პოზიციის დასაცავად, უნდა განვავითაროთ მარქსისტული ფილოსოფია, თეორიულად და პოლიტიკურად ეს უმნიშვნელოვანესია. ესაა დიდი და რთული საქმე. მარქსისტული თეორიისთვის ფილოსოფია არსებობს მეცნიერებასთან ერთად.

– ამგვარად თქვენ განარჩევთ ფილოსოფიას და მეცნიერებას მარქსისტულ თეორიაში? როგორც იცით ეს განსხვავება დღეს სადაოა.

– ვიცი, მაგრამ ეს დაპირისპირება მოძველებულია. მკაცრი სქემატიზაციისთვის შეიძლება ითქვას, რომ მარქსისტული მოძრაობის ისტორიაში ამ დაპირისპირებამ პირობითად გამოხატა მემარჯვენე და მემარცხენე გადახრა. მემარჯვენე ნაწილი უარყოფდა ფილოსოფიას და აღიარებდა მხოლოდ მეცნიერებას მემარცხენეობად (პოზიტივიზმი), მემარცხენე ნაწილი უაროფდა მეცნიერებას და აღიარებდა მხოლოდ ფილოსოფიას მემარცხენეობად (სუბიექტივიზმი) წარმატებული ლიდერები მარქსისტული მოძრაობის, მარქსიდან და ენგელსიდან მოყოლებული ყოველთვის აღნიშნავდნენ, რომ ეს გადახრები არის შედეგი მარქსიზმზე ბურჟუაზიული გავლენის და დომინიაციის.

– როგორ განიხილავთ მეცნიერებასა და ფილოსოფიას შორის განსხვავებას?

– ნება მომეცით ვუპასუხო ამ კითხვას სქემატურ თეზისთა ფორმულირებით.

1- მარქსისტული თეორიის და მუშათა მოძრაობის შერწყმა არის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი საკითხი, მთლიანდ, კლასობრივი ბრძოლის ისტორიაში, ესეიგი, მთლიანად კაცობრიობის ისტორიაში.

2- მარქსისტული თეორია (მეცნიერება და ფილოსოფია) წარმოადგენს რევოლუციას კაცობრიობის ისტორიაში.

3- მარქსმა აღმოაჩინა ახალი მეცნიერება ისტორიის მეცნიერება. მეცნიერებები რომელთანაც ჩვენ ახლოს ვართ, წარმოდგენილნი არიან რამდენიმე დიდ კონტინენტში. მარქსამდეო ორი ასეთი დიდი კონტინენტი გაიხსნა მეცნიერული ცოდნისთვის ესაა: მათემატიკისა და ფიზიკის კონტინენტი. პირველი გახსნეს ბერძნებმა , ხოლო მეორე გახსნა გალილეომ. მარქსმა გახსნა მესამე კონტინენტი მეცნიერული ცოდნისთვის, ისტორიის კონტინენტი.

4- ახალი კონტინენტის გახსნამ სტიმული მისცა რევოლუციას ფილოსოფიაში. ესაა კანონი ფილოსოფია ყოველთვის შერწყმულია მეცნიერებასთან. ფილოსოფია იშვა მათემეტიკის კონტინენტის გახსნასთან ერთად და ტრანსფორმირდა ფიზიკის კონტინენტის გახსნით. დღეს მოხდა მისი რევოლუცია ისტორიის კონტინენტის გახსნით, ეს რევოლუცია არის დიალექტიკური მატერიალიზმი. ფილოსოფიის ტრანსფორმაციას ყოველთვის განაპირობებს დიდი  მეცნიერული აღმოჩენების თანმდევი უკუქმედება, ამიტომ არის, რომ ფილოსოფია არის თანმდევი მეცნიერების მარქსისტულ თეორიაში. სხვა მიზეზებიც თუ რატომაა ასე ვიცით, მაგრამ ამჟამად ეს არის ერთ-ერთი დომინანტი მიზეზთაგანი.

5- მასობრივი თვალსაზრისით მხოლოდ პროლეტარიატის მებრძოლებმა გააცნობიერეს რევოლუციური სფერო მარქსის მეცნიერული აღმოჩენის, რითაც ტრანსფორმირდა მათი პოლიტიკური პრაქტიკა. რითაც აღმოვჩნდით თანამედროვე ისტორიის უდიდეს თეორეტიკულ სკანდალში. ინტელექტუალებმა საპირისპიროდ, მათშორის იმათაც ვის პროფესიასაც წარმოადგენდა სოციალური მეცნიერება და ფილოსოფია არ გაანალიზეს ან უარი თქვეს გაეცნობიერებინათ უპრეცენდენტო სფერო მარქსის მეცნიერული მიგნების. იშვიათი გამონაკლისების გარდა ისინი კვლავ არიან ზედაპირულნი პოლიტიკურ ეკონომიკაში, სოციოლოგიაში, ეთნოლოგიაში, ანთროპოლოგიაში, სოციალურ ფსიქოლოგიაში  და ა.შ.  დღეს დღეობითაც კი როცა უკვე ასი წელი გავიდა კაპიტალის დაწერიდან. მათი თეორიები არის იდეოლოგიური ანაქრონიზმები, განახლებული აუარება ინტელექტუალური მზაკვრობებით და ულტრა მოდერნული მათემატიკური ტექნიკით. მაგრამ ეს თეორეტიკული სკანდალი არ წარმოადგენს სკანდალს როგორც ასეთს, ესაა ეფექტი იდეოლოგიური კლასობრივი ბრძოლის, ესაა ბრძოლა ბურჟუაზიულ იდეოლოგიასთან, ბურჟუაზიულ კულტურასთან, რომელიც არის ძალაუფლების სათავეში და ახორციელებს საკუთარ ჰეგემონიას. მასობრივად ინტელექტუალები, მათშორის, კომუნისტი და მარქსისტი ინტელექტუალები განიცდიან ბურჟუაზიული იდეოლოგიის დომინაციას. იგივე ხდება ჰუმანიტარულ მეცნიერებებში.

6- იგივე სკანდალი არის ფილოსოფიაში. ვინ გააცნობიერა გასაოცარი ფილოსოფიური რევოლუცია მარქსის აღმოჩენებით? მხოლოდ პროლეტარიატის მებრძოლებმა და ლიდერებმა. მაშინ როცა პროფესიონალი ფილოსოფოსები არცკი დაეჭვდნენ ამით. როცა ისინი აღნიშნავენ მარქსს ეს ყოველთვის მიმართულია (ძალიან იშვიათი გამონაკლისების გარდა)  მისი დაგმობა დადანაშაულებისკენ. ისინიკი ვინც იცავენ დიალექტიკურ მატერიალიზმს ფილოსოფიაში უმნიშვნელოდ მიიჩნევიან.

7- თეორიაში გადამწყვეტი ამოცანები კომუნისტური მოძრაობისთვის არის შემდეგი:

ა- მარქსისტულ-ლენინისტური მეცნიერებისა და ფილოსოფიის რევოლუციური ჩარჩოების ცოდნა .

ბ- ბრძოლა ბურჟუაზიულ და წვრილ ბურჭუაზიულ მსოფლმხედველობასთან, რომელიც ყოველთვის საფრთხეს უქმნის მარქსისტულ თეორიას. ზოგადი ფორმა მსოფლხედველობის არის: ეკონომიზმი (დღესდღეობით ტექნოკრატია) და მისი “სპირიტუალური დაკომპლექტება”; ეთიკური იდეალიზმი (დღესდღეობით ჰუმანიზმი).  ეკონომიზმმა და ეთიკურიმა იდეალიზმა ბურჟუაზიის წარმოშობის დღიდან შექმნეს ძირითადი ოპოზიცია. ამჟამად კი არსებული ფილოსოფიური ფორმა ბურჟუაზიული მსოფლმხედველობის არის ნეო-პოზიტივიზმი და ფენომენოლოგიური სუბიექტივიზმი.

გ- ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების განთავისუფლება ბურჟუაზიული იდეოლოგიის დომინაციისგან.

დ- მთელი ძალისხმევით ახალი მეცნიერებისა და ფილოსოფიის განვითარება.

– თქვენ თქვით ორი ერთმანეთთან დაპირისპირებული რამ: 1 ფილოსოფია არის ფუნდამენტურად პოლიტიკური,  2. ფილოსოფია დაკავშირებულია მეცნიერებასთან. როგორ წარმოადგენთ ამ ორმაგ ურთიერთკავშირს?

– ჩემ პასუხს კვლავ სქემატურად წარმოვადგენ:

1- კლასობრივი პოზიციები, კლასობრივ ბრძოლაში წარმოდგენილია იდეოლოგიების (რელიგიური, ეთიკური, ესთეტიკური, სამართლებრივი, პოლიტიკური იდეოლოგიების) სიბრტყეში, მსოფლმხედველობათა მიხედვით ანტაგონისტურ იდეალისტურ და მატერიალისტურ ტენდენციებში.

2- მსოფლმედველობები წარმოდგენილია თეორიაში (მეცნიერებას + თეორეტიკული იდეოლოგია) ფილოსოფიის მიერ. ფილოსოფია ასახავს კლასობრივ ბრძოლას თეორიაში, ამიტომ არის ფილოსოფია ბრძოლა და ფუნდამენტურად პოლიტიკური ბრძოლა. სპონტანურად არავინაა ფილოსოფოსი, მაგრამ ყველას შეუძლია გახდეს.

3- ფილოსოფია არსებობს მაშინვე, როცა არსებობს თეორეტიკული სივრცე, მაშინვე როცა არსებობს მეცნიერება. უნდა განვასხვაოთ ერთმანეთისგან  ბრძოლის მიმართულება და ბრძოლის ველი. ბრძოლის მიმართულება ფილოსოფიურ ბრძოლაში არის ჰეგემონიისთვის ბრძოლა ორ დიდ, მატერიალისტურ და იდეალისტურ ტენდენციებს შორის. უმთავრესი ბღძოლის ველი კი, ამ ბრძოლაში არის მეცნიერული ცოდნა. იდეალისტური ფილოსოფია, რომელიც ახდენს მეცნიერების ექსპლუატაციას იბრძვის მატერიალიზმის წინააღმდეგ, რომელიც ემსახურება მეცნიერებას. ფილოსოფიური ბრძოლა არის კლასობრივი ბრძოლის სექტორი  მსოფლმხედველობათა შორის. უწინ მატერიალიზმი ყოველთვის იყო იდეალიზმის დომინაციის ქვეშ.

4- მარქსისი მიერ დაფუძნებულმა მეცნიერებამ მთლიანად შეცვალა ვითარება თეორეტიკულ სივრცეში. ესაა ახალი მეცნიერება, ისტორიის მეცნიერება. პირველად  მოგვეცა შესაძლებლობა გაგვეგო მსოფლმხედველობები, რომელთაც ფილოსოფია ასახავს თეორიაში, საშუალება მოგვეცა გაგვეგო ფილოსოფია, ამ მეცნიერებამ  უზრუნველყო საშუალება/მექანიზმები ფილოსოფიის ტრანსფორმაციისთვის. ფილოსოფია, აქედან გამომდინარე, არის ორმაგად რევოლუციური.  მექანიცისტური მატერიალიზმი შეცვალა დიალექტიკურმა მატერიალიზმმა, ბალანსი ძალებს შორის შეიცვალა. ახლა მატერიალიზმს შეუძლია იდეალიზმზე დომინაცია და თუ პოლიტიკური პირობები გაანალიზდება ამას შეუძლია კლასობრივი  ბრძოლის წარმართვა მსოფლმხედველობათა შორის ჰეგემონიისთვის.

მარქსისტულ-ლენინისტური ფილოსოფია ან იგივე დიალექტიკური მატერიალიზმი ასახავს პროლეტარულ კლასობრივ ბრძოლას თეორიაში. მარქსისტული თეორიის და მუშათა მოძრაობის შერწყმით (თეორიისა და პრაქტიკის შეერთებით) ფილოსოფია წყვეტს მსოფლიოს ინტერპრეტაციას და ხდება იარაღი მის შესაცვლელად.

– ეს არის ის რის გამოც თქვით, რომ აუცილებელია კაპიტალის წაკითხვა?

– დიახ, აუცილებელია კაპიტალის წაკითხვა და შესწავლა. იმისთვის რომ სწორად გავიგოთ მისი მასშტაბები, მისი მეცნიერული და ფილოსოფიური მნიშვნელობა; იმისთვის რომ შევქმნათ არსებითი მეცნიერული პროცესები, კალასობრივი ბრძოლის ანალიზი ჩვენ ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ. აუცილებელია კაპიტალის წაკითხვა და შესწავლა, მე ასევე დავამატებდი, რომ აუცილებელია ლენინის ყველა მნიშვნელოვანი ნაშრომის წაკითხვა, რაც გვიზიარებს კლასობრივი ბრძოლის გამოცდილებას. აუცილებელია მუშათა რევოლუციური ბრძოლის შესწავლა მათ რეალობაში. მათი პრობლემების შესწავლა წარსულსა და აწმყოში.

დღეისთვის ჩვენ ქვეყანაში არის დიდი პოტენციალი კლასობრივი ბრძოლის, მაგრამ ის უნდა ვეძებოთ იქ სადაც არის- ექსპლუატირებულ მასებში. ვერ აღმოვაჩენთ მას მათთან მჭიდრო კავშირის გარეშე, მარქსისტულ-ლენინისტური თეორიის იარაღის გარეშე. ბურჟუაზიული იდეოლოგიის ცნებები “ინდუსტრიული საზოგადოება”; “ნეო-კაპიტალიზმი”; “ახალი მუშათა კლასი” და “მდიდარი საზოგადოება” ანტი მეცნიერული და ანტი მარქსისტულია.

აქვე დავამატებდი ერთ მნიშვნელოვან საკითხს. იმისთვის რომ გავიგოთ რას ვკითხულობთ და ვსწავლობთ, ამ თეორეტიკულ, პოლიტიკურ და ისტორიულ ნაშრომებში, აუცილებელია მივიღოთ გამოცდილება ორი რეალობიდან : თეორეტიკული პრაქტიკა და რევოლუციურ კლასობრივი პრაქტიკა. თუ თეორია გვაძლევს საშუალებას გავიგოთ ისტორიის კანონზმიერებანი, ეს არ ხდება ცალსახად ინტელექტუალების და თეორეტიკოსების მეშვეობით, რადგან მასებია ის ვინც ქმნის ისტორიას. არსებითია ვისწავლოთ თეორია, მაგრამ ასევე არსებითია ვისწავლოთ მასებთან ერთად.

– თქვენ ანიჭებთ დიდ მნიშვნელობას სიზუსტეს, მათ შორის ლექსიკის სიზუსტეს, რატომ?

– ფილოსოფიური პრაქტიკის ფუნქციონირება მარტივად შეიძლება შეჯამდეს: ეს არის გამყოფი ხაზის გავლება ჭეშმარიტ და ყალბ იდეებს შორის. ამ სიტყვებითვე შიეძლება შეჯამდეს კლასობრივი ბრძოლის მიმართულება: გამყოფი ხაზის გავლება ანტაგონისტურ კლასებს შორის, ჩვენ კლასობრივ მეგობრებსა და კლასობრივ მტრებს შორის. იგივე სიტყვებით, თეორეტიკული გამყოფი ხაზები ჭეშმარიტ და ყალბ იდეებს შორის. პოლიტიკური გამყოფი ხაზი ადამიანებსა და ადამიანების მტრებს შორის.

ფილოსოფია ასახავს ხალხთა კლასობრივ ბრძოლას თეორიაში, რაც ეხმარება მათ განარჩიონ მცდარი და ჭეშმარიტი პოლიტიკური, ეთიკური, ესთეტიკური და ა.შ. იდეები. პრაქტიკულად ჭეშმარიტი იდეები ყოველთვის ემსახურება ხალხს; მცდარი იდეები ემსახუერება ადამიანების მტრებს.

რატომ ანიჭებს ფილოსოფია დიდ მნიშვნელობას სიტყვებს? კლასობრივი ბრძოლა რეალიზდება იდეებით, იდეებს კი სიტყვები გამოხატავენ. მეცნიერულ და ფილოსოფიურ მსჯელობაში სიტყვები (კონცეპტები და კატეგორიები) არიან ცოდნის ინსტრუმენტები. მაგრამ პოლიტიკურ, ფილოსოფიურ, იდეოლოგიურ ბრძლაში  სიტყვები არის იარაღი. ზოგჯერ მთლიანად კლასობრივი ბრძოლა შეიძლება წარმოვადგინოთ ბრძოლად, ერთი სიტყვის მეორის წინააღმდეგ. გარკვეული სიტყვები უპირისპირდებიან საკუთარ თავს როგორც მტრები, ასე მაგალითად : კომუნისტები იბრძვიან გააუქმონ კლასები და შექმნან კომუნისტური საზოგადოება, სადაც ადამიანები იქნებიან თავისუფლები. თუმცა კლასიკოსმა მარქსისტებმა მთლიანად უარყვეს მარქსიზმში სიტყვა ჰუმანიზმის გამოყენება. რატომ? იმიტომ რომ პრაქტიკულად ანუ ფაქტებში “მსოფლიო ჰუმანიზმი”  გამოიყენება იდეოლოგიის მიერ სხვა ჭეშმარიტების წინააღმდეგ, სხვა სიტყვით, პროლეტარიატის წინააღმდეგ, კლასობრივი ბრძლის წინააღმდეგ. მაგალითად: რევოლუციონერებმა იციან, რომ საბოლოო ჯამში ყველაფერი დამოკიდებულია არა ტექნიკაზე, არა იარაღზე და ა.შ. არამედ მებრძოლებზე, მათ კლასობრივ ცნობიერებაზე, მათ გამბედაობაზე და ერთგულებაზე. თუმცა მარქსისტულმა ტრადიციამ მთლიანად უარყო სიტყვა ადამიანის ხმარება, რომელიც ქმნის ისტორიას. რატომ ? იმიტომ რომ ფაქტებში ეს გამოხატულება გამოიყენება ბურჟუაზიული იდეოლოგიის მიერ სხვა ჭეშმარიტების, სხვა გამოხატულების, პროლეტარიატის წინააღმდეგ, მასები ქმნიან ისტორიას ამ გამოხატულების წინააღმდეგ.

ფილოსოფიის ბრძოლა ცრუ სიტყვების, ორაზროვანი სიტყვების წინააღმდეგ არის უაღრესად აბსტრაქტული და სირთულეებით აღსავსე. ფილოსოფიის ბრძოლა სიტყვების წინააღმდეგ არის ნაწილი პოლიტიკური ბრძოლის.


– მთარგმანელი საბა ტლაშაძე.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ