კვირიკაშვილის ეკონომიკურ პოლიტიკაზე საჯარო დისკუსია გაიმართება

photo

European.ge-ს საჯარო დისკუსიები გრძელდება!

ხვალ, 30 ივნისს, საღამოს 19:00 საათზე, გელით ჩვენს მკითხველებს კავკასიურ სახლში, საჯარო დისკუსიაზე, რომელსაც ყოფილი პრემიერისა და მისი გუნდის ეკონომიკური პოლიტიკის განხილვას დავუთმობთ.

► 13 ივნისის შემდეგ, გიორგი კვირიკაშვილი უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრია. ჩვენ გვახსოვს მისი ეკონომიკური პოლიტიკა ჯერ ეკონომიკის მინისტრობის, შემდგომ კი პრემიერ-მინისტრის პოსტზე ყოფნის განმავლობაში.გადადგომის შესახებ სიტყვით გამოსვლაში, მან მკაფიოდ გაუსვა ხაზი მისი „მემარჯვენე ეკონომიკური პოლიტიკის“ ირგვლივ არსებულ კონფლიქტს, როგორც პოსტის დატოვების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზეზს.

► ორი წლის წინ, ჩვენმა მედია-პლატფორმამ ღია წერილით მიმართა ბატონ კვირიკაშვილს, სადაც მის მიერ დასახული ეკონომიკური განვითარების გზების შესაძლო სავალალო შედეგებს გავუსვით ხაზი (იხ. goo.gl/584SpB). დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ წერილში ჩვენს მიერ გამოთქმული პროგნოზები გამართლდა.

► მიგვაჩნია, რომ აუცილებელია ერთად შევაფასოთ კრიტიკულად, თუ როგორი იყო პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის ეკონომიკური პოლიტიკა, რა კონკრეტული შედეგები და გამოწვევები მოუტანა მან ქვეყანას. ამიტომ, გიწვევთ საჯარო დისკუსიაზე, სადაც ვისაუბრებთ რამდენიმე ძირითად პუნქტზე მისი ეკონომიკური პოლიტიკიდან:

1. ესტონური მოდელი – გადაჭარბებული მოლოდინი;
– თავისუფლების აქტის გავლენა; საბიუჯეტო დეფიციტი (რეალური დინამიკა და „ორმაგი აღრიცხვა“, „რეგრესული გადასახადების“ ზრდა).
– სავაჭრო დეფიციტის ქრონიკული პრობლემა; უცხოურ ინვესტიციებზე გაზრდილი ქართული „ჰოლანდიური დაავადება“;

2. უცხოური ინვესტიციების მოზიდვის “ჩემპიონობის” შედეგები:
– ეროვნული შემოსავლების სტაგნაცია;
– სოციალურ უთანასწორობაზე სავარაუდო გავლენა – მოხერხებული ინდიკატორებით შენიღბული პრობლემა.

3.საბანკო სისტემის გავლენის რადიკალური ზრდა ქართულ ეკონომიკაში: მიზეზები და საფრთხეები.

4.პრემიერის საჯარო გამოსვლები – ცრუ წარმოდგენები ფაქტების პირისპირ.

► მომხსენებლები:
პაატა გურგენიძე, როტერდამის უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკისა და მენეჯმენტის მაგისტრი.
ზურა კუკულაძე, ეკონომისტი; “ბანკებისა და ფინანსების” ყოფილი რედაქტორი

მოდერატორი:
ალექსანდრა აროშვილი, European.ge-ს მთავარი რედაქტორი

დეტალური ინფორმაციისათვის, იხილეთ ღონისძიების ბმული.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ