გამოიწერეთ European.ge-ს Facebook გვერდი.
წარმოგიდგენთ ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, ჯერემი კორბინის განცხადების თარგმანს აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებასთან დაკავშირებით. ჯერემი კორბინის ბრიტანეთის პარლამენტის წევრია 1983 წლიდან. ის პარტიის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა 2015 წელს. იდეოლოგიურად, ის საკუთარი თავის იდენტიფიკაციას ახდენს დემოკრატიულ სოციალიზმთან.
“გასაგებია, რომ ბრიტანეთში და მთელს მსოფლიოში ხალხი შოკირებულია დონალდ ტრამპის გამარჯვებით, მის გარშემო არსებული რიტორიკით და ღელავს იმ შედეგებზე, რაც დადგება, როგორც ამერიკისთვის ისე მსოფლიოსთვის.
ტრამპის არჩევა არის იმ პოლიტიკური ესტაბლიშმენტის და ეკონომიკური სისტემის ნამდვილი უარყოფა, რომელიც უბრალოდ არ მუშაობს ხალხის უმრავლესობისთვის. ეს ის პოლიტიკაა, რომელმაც გამოიწვია უთანასწორობის ზრდა, მოახდინა ხელფასების სტაგნაცია და ცხოვრების სტანდარტის შემცირება უმრავლესობისთვის, როგორც ამერიკაში ისე ბრიტანეთში.
ეს არის ჩავარდნილი ეკონომიკური კონსესუსის და მმართველი ელიტის უარყოფა, რომლებიც ამას ხედავდნენ მაგრამ არ ისმენდნენ. ეს არის დიდი საზოგადოებრივი აღშფოთება, რამაც უბიძგა ხალხს ტრამპის მხარდასაჭერად და გამოიხატა პოლიტიკური არეუოლობებით მთელს სამყაროში.
მაგრამ, ტრამპის ზოგიერთი პასუხი და რიტორიკა დიდ გამომეწვევეაბთან, რომელიც ამერიკის წინაშეა, აშკარად მცდარია.
მიუხედავად ამისა ეჭვი არ მეპარება, რომ ამერიკელი ხალხის შეგნებულობა და სახალხო სიბრძნე გაიმარჯვებს, და ჩვენ გამოვხატავთ სოლიდარობას ამ ქვეყნის მიგრანტების და დემოკრატებისადმი.
ბოლო საერთაშორისო გლობალური გამოღვიძების შემდეგ, ჩავარდნილი ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემის ალტერნატივის აუცილებლობა აშკარაზე აშკარაა.
ალტერნატივა უნდა ეფუძნებოდეს ერთად მუშაობას, სოცლიალურ სამართლიანობას, ეკონომიკურ განახლებას და არა შიშის დათესვას და დაქსაქსვას. ჩვენს მიერ შემუშავებულმა გამოსავალმა უნდა გააუმჯობესოს ყველას ცხოვრება, და არ უნდა გააღრმავოს ერთი ჯგუფის სიძულვილი მეორე ჯგუფისადმი .
ამერიკელებმა გააკეთეს საკუთარი არჩევანი. ახლა, ჩვენთვის გადაუდებელი აუცლილებლობაა საერთო გლობალური გამოწვევებზე აქტიური მუშაობის დაწყება. ჩვენ უნდა ვიმუშავოთ, მშვიდობის დაცვისთვის, კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგოდ, და ვიმოქმედოთ ეკონომიკური აყვავებისა და სამართლიანობისთვის”.