პოლონეთის დიდი ცვლილებების გაკვეთილები განვითარებადი ბაზრებისთვის

kolodkoგამოიწერეთ European.ge-ს Facebook გვერდი.

► ავტორი: გჟეგოჟ კოლოდკო,[1] პოლონეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი და ფინანსთა მინისტრი (1994-97; 2002-03), პოსტ-სოციალისტური პოლონეთის ეკონომიკური რეფორმების მთავარი არქიტექტორი, ამჟამად ვარშავის უნივერსიტეტისა და კოზმინსკის უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორი. მისი ეკონომიკური რეფორმების შედეგად, მისი ხელმძღვანელობის დროს პოლონეთის GDP per capita გაიზარდა 1/3-ით. კოლოდკო გახლავთ დამფუძნებელი და დირექტორი კოზმინსკის უნივერსიტეტში არსებული კვლევითი ცენტრის TIGER – Transformation, Integration and Globalization Economic Research. კოლოდკო ევროპის მეცნიერებათა აკადემიის წევრია; ის არის ავტორი არაერთი საერთაშორისო ბესტსელერი წიგნისა, მათ შორის: “Whither the World: The Political Economy of the Future (2014); “Truth, Errors and Lies. Politics and Economics in a Volatile World” (2011); “The Polish Miracle. Lessons for the Emerging Markets” (2005); “Emerging Market Economies. Globalization and Development” (2003);

► ფართოდ გავრცელებული აზრია, რომ პოსტ-სოციალისტური ტრანსფორმაცია პოლონეთში დაიწყო. ეს მხოლოდ ნაწილობრივაა მართალი. ეჭვგარეშეა, რომ პოლონეთი, დიდი ტრანსფორმაციისგან წარმოქნილ სხვადასხვა გამოწვევებს სხვებზე უკეთ გაუმკლავდა. ასე, რომ პოლონეთის მიერ განვლილ და მიმდინარე 15 წლიანი პოსტ-სოციალისტურ ტრანსფორმაციის პროცესს, რომლითაც მიმდინარეობს დემოკრატიული სახელმწიფოებრიობის, საბაზრო ეკონომიკისა და ძლიერი სამოქალალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება, მრავალი გაკვეთილის სწავლება შეუძლია სხვა ქვეყნებისთვის. პოლონეთის გამოცდილებისგან განსაკუთრებით ბევრის სწავლა შეუძლიათ ე.წ. ახლადაღმოცენებულ საბაზრო ქვეყნებს. აქედან გამომდინარე უპრიანი იქნება უკეთ განვიხილოთ თუ რა როგორ მუშაობს ან ვერ მუშაობს და რატომ.

აღნიშნული ტექსტი თარგმნილია ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით და ინდუსტრიული პოლიტიკის კვლევის ფარგლებში.

მთარგმნელი: თორნიკე ჩივაძე.

ტექსტის ორიგინალი.

© European.ge

ფართოდ გავრცელებული აზრია, რომ პოსტ-სოციალისტური ტრანსფორმაცია პოლონეთში დაიწყო. ეს მხოლოდ ნაწილობრივაა სიმართლე. მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთში ოთხმოციან წლებში მიმდინარე სხვადასხვა პროცესმა ძლიერად იმოქმედა დრამატულ გარდაქმნებზე, უნდა ითქვას, რომ უძრაობა არც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში იყო. “ცვლილების ქარმა” ასევე უნგრეთიდან და ყოფილი ჩეხოსლოვაკიისგან დაჰბერა. თუმცა პოლონეთი მაინც განახლების პიონერია, რომელმაც პირველმა მოახერხა ამ ურთულესი ცვლილებების გატარება.

სხვა გავრცელებული შეხედულება ისაა, რომ პოსტ-სოციალისტური ტრანსფორმაცია დაიწყო 1989 წელს, როდესაც “რეალურმა სოციალიზმა” კოლაფსი განიცადა ანდაც, როგორც ზოგიერთი ამჯობინებს, როცა “კომუნიზმი დამარცხდა” ჯერ პოლონეთში და შემდეგ ჯაჭვური რეაქციით სხვა რეგიონებში. მაშ გაანადგურა თუ არა, ევროპის და აზიის ზოგიერთ ქვეყნაში დეკადების განმავლობაში გაბატონებული სისტემა საკუთარმა უუნარობამ მოეხდინა ეფექტური ადაპტირება შიდა და გარე გამოწვევებზე (არამხოლოდ ეკონომიკურზე, კულტურულზე და პოლიტიკურზე არამედ ტექნოლოგიურზეც), თუ ის დამარცხებულ იქნა და თუ ეს ასეა, ვის მიერ: მხოლოდ შიდა ძალების მიერ თუ გარე ზეწოლის შედეგად? ერთი მეორეს არ გამორიცხავს. ეს ცალკე საკითხია, რომელიც კვლავ ღიად რჩება. მეეჭვება, მაგრამ შეიძლება ისტორიამ გამოარკვიოს სიმართლე. რაც შეეხება რეალურ სოციალიზმს, მან კოლაფსი განიცადა და დამარცხდა. ერთი მეორეს არ გამორიცხავს. ჩვენთვის კი უდავო ფაქტია, რომ ისტორია სწორედ 1989 წელს განიხილავს კაცობრიობის ისტორიაში გარდამტეხ თარიღად. მიუხედავად იმისა, რომ ეს წელი არ იყო რეალურად ცვლილებების დასაწყისი, რომელთა ძირიც პოლონეთში, უნგრეთში და ყოფილ იუგოსლავიაში უფრო ადრე განხორცილებელულ ცვლილებებშია, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ წელმა მონიშნა მთავარი გარდატეხა.

ეს დიდი პოსტ-სოციალისტური გარდატეხა გულისხმობდა ძველი სისტემის რეფორმირების მცდელობებზე უარის თქმას (კოლოდკო და ნუტი 1997; კორნაი 2001). რეალური სოციალიზმისთვის “ადამიანური სახის” მიცემის და ეკონომიკის საერთაშორისო კონკურენციაში ჩართვის მცდელობები კრახით დასრულდა. ამიტომაც ძველი სისტემის საფუძვლები რადიკალური გზით გაუქმდა. ნაცვლად იმისა, რომ გაგრძელებულიყო რთულად რეფორმირებადი სისტემის რეფორმირება, ძალისხმევა მიემართა ძველი სისტემის უარყოფის და მის ნაცვლად ახლის ჩამოყალიბებისკენ. ამჯერად სისტემას კაპიტალისტური საბაზრო ეკონომიკის ფორმა უნდა მიეღო. ამასთან ერთად ისე რომ შეენარჩუნებინა “ადამიანური სახე”.

ეს არის, პროცესი რომელიც უკვე 15 წელია მიმდინარეობს. პროცესი რომელშიც პოსტ-სოციალისტურმა ქვეყნებმა ბევრი წარმატება და უფრო მეტი ჩავარდნა განიცადეს. თუ არ ჩავთვლით ჩინეთს, რომელიც თანამედროვე სამყაროს უდიდესი ეკონომიკური წარმატების მაგალითია (ასევე ამის თქმა ვიეტნამზეც შეიძლება, რომელიც ჩინეთის ნაკვალევზე მიდის) (Lin, Cai and Li 2003), ყოფილი საბჭოთა კავშირის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 27 ქვეყანა, 400 მილიონზე მეტი მოსახლით, 2004 წლისთვის ნაწარმის გამოშვების და მოხმარების დონით 15 წლის წინანდელ მაჩვენებელს ჩამორჩება. საერთაშორისო სტატისტიკა ცხადად აჩვენებს, რომ სოციალური ექსკლუზიით მარგინალიზებული მოსახლეობის პროპორცია პოსტ-სოციალისტურ ტრანსფორმაციულ ქვეყნებში შესამჩნევად გაიზარდა (Kolodko 2000b; Stiglitz 2002). სიღარიბის და გაღატაკების არეალიც გაფართოვდა და ზოგ ქვეყანაში სიცოცხლის ხანგძლივობაც დაეცა. საშემოსავლო უთანასწორობა გაიზარდა ყველგან, ზოგ შემთხვევაში მკვეთრად, თუმცა სხვადასხვა ხარისხით. ადამიანური განვითარების ინდექსი (HDI), რომელიც განსაზღვრულია ამერიკის ეროვნული განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ დღეს პოსტსაბჭოურ საზოგადოებებში და ბალკანეთში, უფრო დაბალია ვიდრე ტრანსფორმაციის დასაწყისში.

გასაგები მიზეზების გამო, სიტუაცია სხვადასხვა ქვეეყანაში სხვადასხვაგვარია, და ამა თუ იმ ქვეყნის შიდა რეგიონებშიც განსხვავებული სურათია. ერთი შეხედვით ისეთი ჰომოგენური ქვეყნის შემთხვევაშიც კი, როგორიც პოლონეთია ჩვენ ვნახავთ, რომ მშპ ერთ სულ მოსახლეზე ექვსჯერ მეტია მის უმდიდრეს რეგიონში უღარიბეს რეგიონთან შედარებით. საერთაშორისო მასშტაბით, პოსტ-სოციალისტურ ქვეყნებს შორის ასეთი ტიპის სხვაობა კიდევ უფრო დიდია. ამაში ბრალი მიუძღვის მემკვიდრეობას, მაგალითად, ცენტრალურად დაგეგმარებულ სოციალისტურ ეკონომიკას, თუმცა უფრო მეტად ეს სისტემის ტრანსფორმაციის 15 წლიანი კურსის შედეგია. ზოგიერთმა ქვეყანამ გამოწვევებს უკეთ გაართვა თავი, ვიდრე სხვამ. პოლონეთი ერთპიროვნულად შედის მეტად წარმატებულთა ჯგუფში. ზოგიერთი კომენტატორი “ეკონომიკის პოლონურ სასწაულზეც” კი საუბრობს.

დავტოვოთ სასწაულები იქ სადაც მათი ადგილია და დავსვათ ლეგიტიმური კითხვა, არის კი პოლონეთი მართლაც ეკონომიკურად წარმატებული ქვეყანა? ეს დამოკიდებულია წარმატებულობის საზომზე. 15 წლიანი ტრანსფორმაციის შემდეგ, მშპ ერთ სულ მოსახლეზე 40%-ით გაიზარდა (Kolodko 2003).

თუმცა, ეს არც ისე დიდი პროგრესია, ჩინეთთან, ამერიკასთან და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან შედარებით, რომლებიც მდიდარ ქვეყნებს წარმოადგენენ და რომლებიც საშუალოდ უფრო სწრაფად ვითარდებოდნენ ამ წლებში, ვიდრე პოლონეთი და მითუმეტეს სხვა პოსტ-სოციალისტური ქვეყნები. ამავდროულად ეს უდიდესი ზრდაა ყველა ტრანსფორმაციულ ეკონომიკასთან შედარებით. ამ კუთხით პოლონეთმა რეგიონში ყველაზე მეტს მიაღწია – ყოველ შემთხვევაში მოცემულ დროში, რადგანაც რეალურ წარმატებაზე (ან წარუმატებლობაზე) მხოლოდ რაღაც პერიოდის, მაგალითად დეკად ნახევრის შემდეგ, შეგვიძლია ვისაუბროთ. საბოლოო განაჩენს მომავალი გამოიტანს.

მიუხედავად ამისა ეჭვგარეშეა, რომ პოლონეთი სხვა ქვეყნებზე უკეთ გაუმკლავდა დიდი ტრანსფორმაციის გამოწვევებს (თუმცა არა ყველას). ეს საკითხი დროულ-სივრცული გარემოებების სიღრმისეულ ანალიზსს საჭიროებს, რაზეც საკმაოდ ბევრი ითქვა, თუმცა კიდევ ბევრია საკვლევი. პოლონეთის შემთხვევის ზედაპირული ანალიზიც ცხადყოფს, რომ მისი უკეთესი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები ორი ფაქტორის შედეგია.

პირველი ფაქტორი ტრანსფორმაციული რეცესიის ყველაზე მოკლე პერიოდია. ის პოლონეთში მხოლოდ სამი წელი მიმდინარეობდა (1989 წლის შუიდან 1992 წლამდე), როდესაც უკრაინაში 10 წელი გაგრძელდა.

ეს იყო არა მიზანმიმართული სტრატეგიის შედეგი, რომელიც განხორციელდა პოლონური ტრანსფორმაციის დასაწყისში და ჩავარდა შოკური თერაპიის „გიჟური იდეის შედეგად“, არამედ იმ საბაზრო რეფორმების პოზიტიური ეფექტების შედეგი, რომლებიც უკვე იმპლიმენტირებული იყო სოციალისტური რეჟიმის დროს (Kolodko 2000a; Baka 2004). პოლონეთის გამოცდილების პირველი გაკვეთილი ცვლილებების დრამატული პერიოდიდან.

პირველი გაკვეთილი

ეკონომიკური რეფორმები, რომლებიც ზრდის ბაზრების მოქნილობას და ნაწილობრივ მაინც შეაქვს წვლილი იმ ინსტიტუტების განვითარებაში, რომელიც საჭიროა და საბაზრო ეკონომიკის განვითარების ეფექტური ფუნქციონირებისთვის, უფრო ხელსაყრელი გახდება მაშინ, როცა მათ განხორციელებას სხვა, უფრო საფუძვლიანი და მასშტაბური სტრუქტურული ცვლილებები მოყვება. მაშინაც კი როდესაც კონკრეტული მიზეზების გამო, იქნება ეს პოლიტიკური თუ კულტურული გარემოებები, ძლიერ ყოვნდება ცვლილებების ერთბაშად განხორციელება, ჯობს ცვლილებების ნელ ნელა დაწყება, რადგანაც ამან შესაძლოა სასურველ შედეგებამდე მიგვიყვანოს. ეს იმის თქმის საშუალებას არ გვაძლევს, რომ ამ ნაწილობრივი რეფორმების წარმატებები მოგვიანებით აღიარებული იქნება. სავარაუდოდ ეს ასე არ მოხდება, მაგრამ ეს არ ცვლის იმ ფაქტს რომ ისინი მნიშვნელოვან და დადებით როლს ასრულებენ გრძელვადიან პერსპექტივაში. პოლიტიკურად რომ ვთქვათ, ჯერ ვიღაც თესავს და შემდეგ სხვა სარგებლობს მიღებული პოლიტიკური ბენეფიტებით, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა რომ, საბოლოო ჯამში საზოგადოება, ეკონომიკა და სახელმწიფო იგებს.

მეორე ფაქტორი: წინა 15 წელი ერთგვაროვანი პერიოდი იყო არა მხოლოდ ზრდის დინამიკის არამედ ზრდის შედეგების განაწილების თვალსაზრისითაც (Tanzi, Chu and Gupta 1999) და ინსტიტუციების მშენებლობის (World Bank 2002) თვალსაზრისითაც, რამაც პოლონეთს მისცა შესაძლებლობა უფრო ადრე დაეწყო სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით ზრდა. წლები შეიძლება დაიყოს შემდეგ 4 ეპიზოდად:

  1. პირველ რიგში,,,უთერაპიო შოკის“ საწყისი ეტაპი (1989-1993), როდესაც მეტწილად წარუმატებელი სტაბილიზაციის პოლიტიკა, საბაზრო ეკონომიკის ინსტიტუტების მშენებლობისას დაშვებული უყურადღებობები, ვაჭრობის ფორსირებული ლიბერალიზაცია და რეალური ზრდის მასტიმულირებელი, სახელმწიფო ჩარევის უგულვებელყოფამ ტრანსფორმაციის ფასი იმაზე მეტად გაზარდა ვიდრე ეს თავიდან იყო ნაგულისხმევი (რაც ოფიციალურ დოკუმენტებშიც ფიქსირდებოდა), ხოლო შედეგი მოლოდინზე გაცილებით ნაკლები იყო.

მოქმედებები, რომლებმაც გამოიწვია კვაზი-ოპტიმალური შედეგები გადამეტებული ხარჯებით, აშკარად წინააღმდეგობაში მოდიოდა პრაგმატიზმის და რაციონალობის ძირითად პრინციპებთან. შესაბამისად ტრანსფორმაციის რეცესიის მასშტაბიც უფრო დიდი იყო ვიდრე ეს იქნებოდა სახელმწიფოს მიერ გატარებული სწორი პოლიტიკის შემთხვევაში; უმუშევრობამ მასიური ხასიათი მიიღო; ინფლაციის ერთნიშნა ციფრზე ჩამოყვანა შეუძლებელი გახდა და ბიუჯეტის სტრუქტურულმა დეფიციტმა დაგროვება დაიწყო.

  1. „სტრატეგია პოლონეთისთვის“ განხორციელდა 1994-97 წლებში, როდესაც ეკონომიკური ინსტიტუციები ძირეულად მოძლიერდა, რაც იძლეოდა იმის საშუალებას, რომ პოლონეთი ევროკავშირში შემავალი ქვეყანა გამხდარიყო 1994 წელს და 1996 წელს გაწევრიანებულიყო OECD-ში. ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო რომ ეკონომიკამ დაიწყო სწრაფი ზრდა თანმიმდევრული სტრუქტურული რეფორმისა და განვითარების პოლიტიკის წყალობით. ამ ოთხი წლის განმავლობაში, მშპ ერთ სულ მოსახლეზე იზრდებოდა საშუალოდ 6,4 პროცენტით წელიწადში, კუმულაციურმა ზრდამ კი მიაღწია 28 პროცენტს, რაც ნამდვილად შთამბეჭდავია იმ საერთო 40 პროცენტიან ზრდასთან შედარებით, რაც ქვეყანამ 15 წლიანი პოსტ- სოციალისტური გარდაქმნის შემდეგ ჯამურად მიიღო. შემოსავლების უთანასწორობის ზრდა შეკავებული იქნა როგორც ამას ჯინის კოეფიციენტი მოწმობს. 1996-97 წლებში ჯინის კოეფიციენტი დაახლოებით 33-ი იყო. ამის გამო „სტრატეგია პოლონეთისთვის“ შესაძლოა საინტერესო გაკვეთილი იყოს.

მეორე გაკვეთილი

მხოლოდ ორი პოლიტიკის სათანადო შერწყმას ( სისტემური ცვლილების პოლიტიკა და განვითარების პოლიტიკა, რომელიც ორიენტირებულია კაპიტალის აკუმულაციაზე და კაპიტალის ეფექტურ ალოკაციაზე ) შეუძლია მოგვცეს სწრაფი ეკონომიკური ზრდა. რომელიმე ამ კომპონენტის უგულებელყოფვა ხელს უშლის დადებითი შედეგის მიღწევას. პოლონეთის გარდა, ეს უდავოდ დადასტურდა ნეგატიური გაგებით რუსეთის და პოზიტიური გაგებით ჩინეთის შემთხვევაში.

  1. ეკონომიკის “გადახურების” პერიოდი 1998-2001 წლებში. თუმცა, სიტყვა “ჩაკვლა” უფრო შესაფერისია, რადგან “სტრატეგია პოლონეთის” გატარების ბოლო კვარტლებში ზრდის ტემპი დაეცა 7%-ზე მეტით, და 2001 წლის მეოთხე კვარტალში სტაგნაციურ 0,2%-მდე მივიდა. ეს იყო დოქტრინერული მიდგომის შედეგი, რომელიც ფინანსურ პოლიტიკას განიხილავს ინსტრუმენტალურად, და მას მხოლოდ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებისთვის და ინფლაციის დაძლევის ინსტრუმენტად იყენებს. ამგვარი პოლიტიკა ვერ მოიტანდა მოსალოდნელ მასტაბილიზებელ ეფექტს, რამდენადაც, ზრდის დაბრკოლებით აუცილებლად იწვევს რეალური სექტორის განადგურებას და კიდევ უფრო ამწვავებს უმუშევრობის პრობლემას. ასე რომ, მომდევნო გაკვეთილი.

მესამე გაკვეთილი

ეკონომიკური პოლიტიკის მიზნების და საშუალებების ერთმანეთში არევას არასახარბიელო შედეგები მოაქვს. განვითარების სოციალური ხარჯები იზრდება და მცირდება მისი შესაძლო მასშტაბები. ეს შეცდომა დამახსაიათებელი მხოლოდ პოლონეთისვის და მხოლოდ მოცემული პერიოდისთვის არაა: პოლიტიკის მიზნების და საშუალებების არევა არის გავრცელებული ფენომენი თანამედროვე სამყაროში (ეს ფენომენი განსაკუთრებით თვალსაჩინოდ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მომზადებულ მცდარ რეკომენდაციებში და მის არასწორ მოქმედებებში ჩანს). როდესაც საშუალებების განდიდება ხდება, ისინი აღქმულნი არიან როგორც მთავარი მიზნები, ასე მოხდა პოლონეთის შემთხვევაშიც, რამაც გვიან 90-იანებში ეკონომიკა სტაგნაციამდე მიიყვანა. ინსტიტუციური მშენებლობაში პროგრესის, პრივატიზაციის და ეკონომიკის გახსნის პროცესის მიუხედავად, პოლონეთმა ასეთი შედეგი მიიღო.

  1. 2002-4 წლებში ევროკავშირთან ინტეგრირება და სწრაფი განვითარების დაბრუნება   მიგვითითებს მეოთხე პერიოდზე, რომელიც წინა პერიოდებისგან განსხვავდება საკუთარი მახასიათებლებით და ცვლილებების დინამიკით სისტემაში და რეალურ სექტორში. ეს პერიოდი აღინიშნება პოლონეთის სწრაფი განვითარების გზაზე დაბრუნებით. გადამწყვეტი როლი პროგრამული ხასიათის ორმა ფაქტორმა ითამაშა, ესენია: ერთის მხრივ, ძირეული რეორგანიზაციის მცდელობები საჯარო ფინანსების სფეროში, რომელიც მიზნად ისახავდა სისტემის მორგებას სახელმწიფოს შესაძლებლობებზე და თანამედროვე საბაზრო ეკონომიკის მოთხოვნებზე, და მეორეს მხრივ ევროპული ინტეგრაცია.

ამ მხრივ, ძირითად პოლიტიკურ დოკუმენტს წარმოადგენს “საჯარო ფინანსების განახლების პროგრამა” (PNFR 2003), რომელშიც ინსტრუმენტული თვალსაზრისით იყო განხილული როგორც, საჯარო ფინანსების სისტემის შორსმიმავალი რესტრუქტურიზაციის პროცესი, ისე ევროკავშირში გაწევრიანების გეგმაც. მისი მთავარი ამოცანა აღედგინა სწრაფი ზრდის პროცესი, წარმატებით შესრულდა. 2002 წლის დასაწყისიდან მშპ-ს ზრდის ტემპი, რომელიც მაშინ 0.5 პროცენტს შეადგენდა, მკვეთრად გაიზარდა და 2004 წელს 6.5 პროცენტს მიაღწია[2].

აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ 1989-2004 წლებში პოლონური ტრასფორმაციის წარმატება შედგება მთელი რიგი აღმავლობების და დაცემებისგან. ამ კონტექსტში შეჩერებას და დაფიქრებას მოითხოვს, 1990-იანი წლების ბოლოსკენ მიღებული, საზარელი მდგომარეობა რეალურ და ფინანსურ სექტორებში. ბოლოს და ბოლოს, 1994-97 წლების ბუმი (“სტრატეგია პოლონეთისთვის” წლები) შეიძლებოდა გაგრძელებულიყო, მაგრამ არ გაგრძელდა. სხვა პერსპექტივიდან თუ შევხედავთ ასევე შესაძლებელი იყო ეკონომიკური “გადახურების” (1998-2001) შემდეგ მიღებული, ეკონომიკური წარუმატებლობაც გაგრძელებულიყო, მაგრამ არც ეს გაგრძელდა.

რაზეა დამოკიდებული ზრდის დინამიკაში ეს ძირეული ცვლილებები? ეჭვგარეშეა, რომ არანაირი მნიშვნელოვანი გარე შოკი არ მომხდარა, რომელსაც შეეძლო გამოეწვია 1994-97 წლების დიდი აჩქარება და 1998-2001 წლების დამუხრუჭება. 1998-2001 წლების რუსეთის კრიზისის გავლენა პოლონურ ეკონომიკაზე ბევრად მცირე იყო ვიდრე ამას იმ დროს პოლონური და უცხოური პროპაგანდა ქადაგებდა (ამის შესახებ ზოგიერთი მოსაზრება ინერციის ძალით დღესაც მუსირებს);

ანალოგიურად, არცერთი შემდგომი გარე შოკი (ამ შემთხვევაში პოზიტიური ბუნების) არ მომხდარა, რომელსაც შეეძლო ეკონომიკის ამოძრავება. ფაქტობრივად, 1994-97-ის 4 წლის განმავლობაში, რუსული ეკონომიკა ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო ვიდრე შემდეგი ოთხი წელი: 1998-2001, ამიტომ ვერცერთი პასუხისმგებლობის მქონე პირი ვერ მოიყვანს ამ “არგუმენტს” იმის ასახსნელად თუ რატომ არ იცვლებოდა საქმის ვითარება უკეთესობისკენ. მეორეს მხრივ კი, 1998-2001 წლებში, არსებობდა საჭიროება რომ ბევრი რამის გამო თავი გაემართლებინათ – კერძოდ საუბარია, ეკონომიკური პოლიტიკის ზემოთ აღნიშნულ შეცდომებზე. ეს ყველაფერი გვიბიძგებს შემდეგი დასკვნისკენ:

მეოთხე გაკვეთილი

დიდი სისტემური ცვლილებების დროს, როდესაც ეკონომიკის ლიბერალიზაცია და მისი გლობალურ სისტემაში ინტეგრაცია ერთდროულად ხდება, ინსტიტუციების მშენებლობა, საბაზრო ეკონომიკის თამაშის ახალი წესების და მათი იმპლემენტაციისთვის საჭირო ლეგალური და ორგანიზაციული ჩარჩოს შექმნა, ფუნდამენტური მნიშვნელობისაა (ნორსი 1997 და 2002; კოლოდკო 2000; შტიგლიცი 1998). თუმცა ასევე დიდი მნიშვნელობისაა საჯარო პოლიტიკა (policy). გაუმჯობესებული ინსტიტუციები თავისთავად არ იწვევენ, ყოველ შემთხვევაში მოკლევადიან პერსპექტივაში, გაუმჯობესებულ პოლიტიკას. სამწუხაროდ, ეს უკანასკნელი შეიძლება მუდმივად უარესდებოდეს, რამდენადაც ის სხვა ისეთ ფაქტორებზეცაა დამოკიდებული, როგორიცაა ეკონომიკური დოქტრინა, დომინანტური პოლიტიკური მოწყობა და იმ ადამიანების უნარები (ან უნარების და კვალიფიკაციის ნაკლებობა), რომლებიც ეკონომიკურ პოლიტიკას ატარებენ. ინსტიტუციები მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია პოლიტიკა.

სწორედ ეს მოხდა პოლონეთში: აშკარა ინსტიტუციონალური პროგრესის მიუხედავად (ევროინტეგრაციასთან დაკავშირებითაც) ეკონომიკური პოლიტიკა გაუარესდა. მისი განსაკუთრებით სუსტი წერტილი იყო ფისკალურ და მონეტარულ პოლიტიკას შორის არსებული სუსტი კოორდინაცია, ასევე სუსტი კოორდინაცია ინდუსტრიულ და სავაჭრო პოლიტიკას შორის. ამის ნაწილობრივ შეცვლის შესაძლებლობა მხოლოდ 2002 წლის შუაში გაჩნდა. არაა გასაკვირი, რომ ამის შემდეგ მალევე ეკონომიკამ სწრაფი ზრდა დაიწყო. თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ეს გზა გაგრძელდება, რადგან ეს დამოკიდებული იქნება ეკონომიკური პოლიტიკის ხარისხზე, რომელ სფეროშიც მუდმივად ახალი საფრთხეები წარმოიქმნება.

რთული იქნება ისეთი ქვეყნის მაგალითის მოყვანა, რომლის ეკონომიკური წარმატება დაფუძნებულია სხვა ხალხების დანაზოგების ინვესტირებაზე. მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ხდება რომ უცხოური ინვესტიციები, განსაკუთრებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, (რომელიც თანამედროვე სამყაროში და გლობალურ ეკონომიკაში არის ტექნოლოგიური ტრანსფერების, მენეჯმენტის ხარისხის გაუმჯობესების, საბაზრო შესალებლობების განვითარების და ექსპორტზე ორიენტირებული ეკონომიკური სფეროების, მთავარი გამწევი ძალა) თამაშობენ მნიშნველოვან (მაგრამ მაინც არა გადამწვეტ როლს) ეკონომიკური ექსპანსიის ფინანსირებაში. ასეთი იყო ირლანდიის შემთხვევა, რომელმაც ჭკვიანურად გამოიყენა, განსაკუთრებით ამერიკული ირლანდიური დიასპორისგან, შემოდინებული ინვესტიციები. პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთის ზრდის აჩქარებაში. საერთო ჯამში უცხოური ინვესტიციები უფრო მეტად საშინაო დანაზოგებისთვის დამატებით ფუქნციას ასრულებენ. რათქმაუნდა, ღირს უცხოური კაპიტალის შემოდინებაზე გათვლა, მაგრამ ამას ზედმეტად ოპტიმისტურად არ უნდა ვუყუროთ. ეს არის კიდევ ერთი გაკვეთილი პოსტ-სოციალისტური პოლონეთისგან რომლის მიხედვითაც შეუძლიათ ისწავლონ არა მხოლოდ პოლონელებმა, არამედ სხვა „განვითარებადმა ბაზრებმაც“.

მეხუთე გაკვეთილი

ეგრეწოდებული განვითარებადი ბაზრების განვითარების მთავარ წყაროს საშინაო კაპიტალის დაგროვება წარმოადგენს. ასე რომ, მისი ფორმირება უნდა იყოს პრიორიტეტული მაკროეკონომიკურ პოლიტიკაში და მიკროეკონომიკური სტიმულირების სისტემაში. უფრო კონკრეტულად კი აუცილებელია შესაბამისი ფინანსური პოლიტიკის (როგორ მონეტარული ისე ფისკალური) კონსტრუირება, რაც მაქსიმალურ გავლენას მოახდენს დაზოგვის ზღვრულ მიდრეკილებაზე და აქედან გამომდინარე ფუნდამენტურ გავლენას ახდენს კაპიტალის დაგროვების და ინვესტირების დონეზე, ისევე როგორც მის დინამიკაზე. რაღაც დონეზე შეიძლება სხვებს დაეყრდნო. თუმცა უმჯობესია საკუთარი თავის იმედად ყოფნა.

ზემოთ ნათქვამი არ უნდა გავიგოთ იმ მცდელობების საწინააღმდეგო არგუმენტად, რომელიც ცდილობს რაც შეიძლება მეტი უცხოური კაპიტალი მოიზიდოს (თუკი გლობალიზაციის ეპოქის შესაბამისად ვიტყვით, კაპიტალი, რომელიც უფრო და უფრო ინტეგრირებული მსოფლიო ეკონომიკის სხვადასხვა მხრებიდან მოდის). უბრალოდ იმის გამოკვეთას ვცდილობ, რომ ამის გაკეთება ნებისმიერ ფასად არ შეიძლება. პოლონეთის გამოცდილება, სხვა ქვეყნებთან ერთად, მკაფიო მაგალითია იმის, რომ არასათანადოდ კონტროლირებულმა კაპიტალის დინებამ, შესაძლოა გამოიწვიოს ზედმეტი დამოკიდებულება მასზე (განსაკუთრებით ფინანსურ სექტორებზე), რაც ხშირად არც თუ ისე სასარგებლოა გრძელვადიანი ზრდისთვის. ამის შედეგად ყალიბდება ისეთი ხარისხის დამოკიდებულება, რომელსაც ხანდახან “დამოკიდებულ კაპიტალიზმს” (dependent capitalism) უწოდებენ.

პოლონეთი ერთ-ერთი იშვიათი ქვეყანაა, რომელმაც საგარეო კაპიტალის მძლავრი ნაკადი მიიღო ძალიან რთულ პერიოდში, რაც იმ დროს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო მთლიან საბაზრო ტრანსფორმაციისთვის. ეს ყველაფერი განხორციელდა მეტად დიდსულოვანი პოლიტიკის ფონზე, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც დიდი საგარეო ვალის გამო ადგილი ექნებოდა პოლონეთიდან კაპიტალის უზარმაზარ გადინებას. თუმცა პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, პოლონეთის ვალის ნახევარის ანულირება მოხდა. სულ რამდენიმე ასეთი შემთხვევა ახსოვს მსოფლიოს.

ამის მიუხედავად იმედი უნდა ვიქონიოთ, ასეთი შემთხვევების რიცხვი გაიზრდება. ღარიბი ქვეყნები შეუპოვრები უნდა იყვნენ იმის მცდელობაში, რომ მდიდარი ქვეყნებისთვის რთულად გადასახდელი ვალების დიდი ნაწილი ეპატიოთ (ზოგჯერ მთლიანადაც). მათ უნდა გააგრძელონ ეს მცდელობები სანამ წარმატებას არ მიაღწევენ, რამდენადაც ეს მათთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. ამას ხელს მხოლოდ, მდიდარი ქვეყნების არაკეთილგონიერება, სიხარბე და მოკლე ვადიანი მზერა, უშლის. როცა ეს მოხდება, კაპიტალის გადინება უფრო განვითარებული ქვეყნებიდან ღარიბი ქვეყნებისკენ გაიზრდება. თუმცა ვალის პატიება სტრუქტურულ რეფორმებთან კომბინირებულად უნდა მოხდეს, როგორებიცაა ეფექტური ანტი-კორუფციული ზომები და ადეკვატური მაკროეკონომიკური პოლიტიკა. ზოგჯერ ვალის შემცირება გარდაუვალია თუ ქვეყანას არ შეუძლია საგარეო ვალდებულებების შესრულება, მაგრამ ამას ეკონომიკური მნიშვნელობა მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, თუ ძველ ეკონომიკური პოლიტიკის შეცდომებთან ერთად (გადამეტებული ჭარბვალიანობა) მათი გამომწვევი მიზეზებიც (მცდარი პოლიტიკები) ამოიძირკვება.

მსოფლიოს პოლიტიკოსები გაერთიანდნენ. ფართო მასებისგან მხოლოდ პოლიტიკოსები გაერთიანდენენ და არა მშრომელები (როგორც ეს დიდი ხნის წინ ვიღაცამ განაცხადა). როგორც მინიმუმ ისეთ მომენტებში, როდესაც მათივე შეცდომების პასუხისმგებლობის სხვებზე გადაბრალებაა საჭირო, სხვა მთავრობებზე და ქვეყნებზე გადაბრალების ჩათვლით. ძლევამოსილ აშშ-ში, რომლის სავაჭრო დეფიციტი, მიუხედავად იმისა, რომ ის სტრუქტურული ხასიათისაა, ბრალდება ჩინეთს და მის იუანის ფიქსირებულ სავალუტო პოლიტიკას, რომელიც უკვე წლებია ამერიკულ დოლარზეა მიმაგრებული. ნაკლებად გასაკვირია, რომ ეს ტრენდი თავს იჩენს ისეთ ღარიბ ქვეყნებშიც, როგორიცაა მალი, სადაც სირთულეები ბრალდება (ამ შემთხვევაში საფუძვლიანად) უფრო ძლიერი სავაჭრო პარტნიორების დისკრიმინაციულ სავაჭრო პრაქტიკას, რომლებიც ახდენენ საკუთარი ფერმერების (და ამომრჩევლების) სუბსიდირებას, რითიც პრესავენ ბამბის ფასებს და იმ საქონლის ფასებს, რომლებსაც ბევრი ქვეყნის სიღარიბის მანკიერი წრიდან თავის დაღწევისთვის გადამწვყეტი მნიშვნელობა აქვს.

ამით არც პოსტ-სოციალისტური ქვეყნები არიან განსხვავებულნი, მათ შორის პოლონეთიც. საკუთარი პრობლემების სხვაზე გადაბრალება სხვადასხვა ეროვნულ ეკონომიკებთან უფრო ძლიერი ტექნოლოგიური კომერციული და ფინანსური კავშირების დამყარების შემდეგ უფრო ადვილი გახდა. აქედან გამომდინარე უფრო მარტივია საკუთარი არაკომპეტენტურობით გამოწვეული პრობლემებისთვის „უცხოურ გავლენაზე და ინტერესებზე“ პასუხისმგებლობის დაკისრება. ასეთი რეაქცია ჰქონდათ პოლონეთში 1998 წლის საზიანო პოლიტიკის შემდეგ, რამაც ზედმეტად “გადაახურა” ეკონომიკა. ამ შეცდომების შედეგები ახსნეს რუსეთის კრიზისით, რომელიც სინამდვილეში სუსტი სავაჭრო ურთიერთობის გამო მხოლოდ მცირედით შეეხო პოლონეთს.

შემდეგომში პრობლემების გადაბრალების, ეს ტენდენცია გაგრძელდა (და ეს ტენდენცია გაგრძელდება). ამჯერად ევროკავშირთან მიმართებით. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი ახალ წევრ ქვეყნებს აშკარად, უფრო მეტს აძლევს ვიდრე მისგან სანაცვლოდ ითხოვს. მაგრამ ის არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პოსტ-სოციალისტურ ქვეყნებს ჰქონდათ საშუალება მიეღოთ მეტი უფრო დაბალ ფასად, მაგრამ მათ ვერ გამოიყენეს ეს შანსი ევროკავშირში შესვლის მოლაპარაკებების დროს. ეს გაკვეთილი უნდა ისწავლონ იმ ქვეყნებმა, რომლებსაც ევროკავშირში სურთ გაწევრიანება. ამ გაკვეთილის გათავისება გამოადგება ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატ ქვეყნებს: ბულგარეთს, ხორვატიას, მაკედონიას, რუმენთს და თურქეთს.

ეს ყველაფერი შემდეგნაირად შეგვიძლია შევაფასოთ: გლობალიზაცია, რომელიც ობიექტურად გარდაუვალი პროცესია, ეროვნულ ეკონომიკებს ახალ შანსებს და შესაძლებლობებს აძლევს, თუმცა ასევე აჩენს დამატებით რისკებსა და საფრთხეებს (კოლოდკო 2002). ეს ორივე ერთდროულადაა მოცემული, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ორივე ერთნაირი პროპორციით გვეძლევა. დამატებითმა ბენეფიტებმა (იმ ბენეფიტებმა, რომლებიც არ წარმოიშვებოდა გლობალიზაციის გარეშე) საკმაოდ ძლიერად შეიძლება გადაწონოს ხარჯები. თუმცა, სამწუხაროდ პირიქითაც შესაძლებელია. მთავარი ისაა, რომ მოხდეს ამ ურთიერთკავშირის მოხერხებულად გამოყენება სოციო-ეკონომიკური განვითარების ეროვნულ სტრატეგიასთან. ეს არის კიდევ ერთი გაკვეთილი, რომელიც უნდა გაითავისოს განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებმა ყოველმხრივ ურთიერთდაკავშირებული სამყაროსგან, იმ დროს როდესაც ისინი უფრო და უფრო ფართოდ იხსნებიან გარე ურთიერთობებისკენ.

მეექვსე გაკვეთილი

გლობალიზაცია ქმნის დამატებით შესაძლებლობებსა და საფრთხეებს უკლებლივ ყველა ქვეყნისთვის[3]. აქედან გამომდინარე ეკონომიკური პოლიტიკის შექმნის ხელოვნება დღეს არის იმ დილემებთან გამკლავება, რომლებიც ახალ ვითრებაში ჩნდებიან. საჭიროა დავემორჩილოთ საფრთხეების მინიმიზაციისა და შესაძლებლობების მაქსიმიზაციის წესს ანდა უფრო ზუსტად, შევამციროთ გლობალურ ეკონომიკურ თამაშში მონაწილეობის მისაღებად საჭირო აუცილებელი ხარჯები და გავზარდოთ ბენეფიტები.

ამ კონტექსტში პოლონეთის მაგალითის ილუსტრირება საკმაოდ მოსახერხებელია. საგარეო ვალის განახევრება, საერთაშორისო ვაჭრობის გეოგრაფიულ დანაწილებაში სტრუქტურული გადანაცვლება ყველაზე მაღალგანვითარებული ეკონომიკებისკენ, თავისუფალი კაპიტალის ჭარბი რესურსები და თანამედროვე ტექნოლოგიები (რომლის ათვისებაც პოლონეთს შეუძლია), საკმაოდ დიდი ზომის პირდაპირი საგარეო ინვესტიციები, რომლებმაც გამოიწვიეს სასურველი მიკროეკონომიკური რესტრუქტურიზაცია და გაზარდეს საწარმოების საერთაშორისო კონკურენტუნარიანობა, საბოლოოდ კი ევროკავშირში ინტეგრაცია. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ბენეფიტები, რომელთა უპირატესობებიც პოლონეთმა ჭკვიანურად გამოიყენა.

მეორე მხრივ, პოლონეთს ძვირად დაუჯდა მოკლევადიანი სპეკულატიური კაპიტალის შემოდინება, მსოფლიო ბაზარზე გასვლის საწყის ეტაპებზე (და ეს კვლავ ასეა). ეს კარგი ნამდვილად არაა და საფასურიც საკმაოდ დიდია, მაგრამ ამაში დამნაშავე არც გლობალიზაციაა და არც კაპიტალი (ხარბი თავისი ბუნებით და „სპეკულატიური“ განმარტებით), არამედ ცენტრალური ბანკის (NBP) მცდარი პოლიტიკა, რაც ისეთ სხვაობას ქმნის ქვეყნის შიდა და საერთაშორისო საპროცენტო განაკვეთს შორის, რომ „სპეკულატიურ უცხოურ კაპიტალს“ იზიდავს და საშუალებას აძლევს არიოს სიტუაცია პოლონეთში. ამან გამოიწვია მილიარდობით დოლარის დანაკარგი, რისი არიდებაც თავისუფლად შეიძლებოდა. არსებობს ქვეყნები, რომლებმაც სხვადასხვა გზებით ამ პრობლემას თავი გაართვეს, მაგალითად ჩილე და მალაიზია, ჩინეთსა და ინდოეთზე, რომ აღარაფერი ვთქვათ. აქედან გამომდინარე, პოლონეთის გამოცდილება, გვიჩვენებს არა მხოლოდ მოქმედების სწორ მიმართულებას, არამედ იმასაც, თუ რასთან მორიდებაა უმჯობესი. უმჯობესია თუკი არ გავიმეორებთ იმ შეცდომებს, რომლებიც სხვებმა დაუშვეს სხვადასხვა დროს და ადგილზე, მათ შორისაა პოლონეთის 90-იანი წლების ბოლო პერიოდში დაშვებული შეცდომებიც.

21-ე საუკუნის გასაყარზე, პოლონეთში მიმდინარე უმნიშვნელოვანესი ცვლილებები გვასწავლის რამდენიმე გაკვეთილს პოლიტიკისა და ეკონომიკის საზღვრის შესახებ. ეს გაკვეთილი აუცილებელია ყველასთვის, რადგან ზემოთ აღწერილი რთული ურთიერთმიმართებებით სავსე გზის გავლა ყველას უწევს. უგუნურება იქნებოდა სხვების გამოცდილების უგულვებელყოფა. პოლონეთის მაგალითი გვასწავლის, რომ თუ ეკონომიკური წარმატების მიღწევა გინდა, აუცილებელია ტექნოკრატიული და სოციალური მიდგომის გაერთიანება. პოლონელებმა ბევრი ისწავლეს, სხვების “საინტერესო მაგალითებიდან”, (თუმცა შესაძლებელია, ისინი არც ისე საინტერესო აღმოჩნდა როგორც პოლონეთში განვითარებული მოვლენები) თუმცა რამდენიმე საპასუხისმგებლო თანამდებობის პირს მართებდა ამისთვის მეტი ყურადღების დათმობა. კონკრეტულად, პოლონეთის ტრანსფორმაციის ზემოთ ჩამოთვლილი ოთხი ეტაპი (1989- 2004 წწ.) სათითაოდ მიანიშნებს იმას, რომ ეკონომიკური წარმატების მისაღწევად აუცილებელია ტექნოკრატიული და საზოგადოებრივი მიდგომების კომბინირება.

ეკონომიკური პოლიტიკა მოითხოვს მაღალ პროფესიონალიზმს. მოვლენათა არეულ მწყობრში, როდესაც “ყველაფერი ყველაფერზეა დამოკიდებული” ძალიან რთულია მკაფიოდ დავინახოთ თუ რა რაზეა დამოკიდებული. ამის გაგება აუცილებელია და უზარმაზარი რესურსების და კაპიტალის დინების სამართავად საჭიროა ფართო პროფესიონალური გამოცდილება და ტექნოკრატიული უნარები.

თუმცა ეს საკმარისი არაა. ეკონომიკა არ შედგება მხოლოდ ფინანსური და მატერიალური რესურსებისაგან და მათი დინებებისგან. ის უმეტესწილად შედგება, საზოგადოებრივი კაპი-
ტალისგან, ხალხისგან და მათი ურთიერთობებისგან, რომლებიც აკავშირებს (ან აცალკევებს) მათ. აქედან გამომდინარე, პოლიტიკური აქტივობა ეკონომიკის სფეროში თავისთავად გულისხმობს სოციალური ურთიერთობების ჩართვასაც, განსაკუთრებით იმ ურთიერთობების, რომლებიც ეკონომიკური ინტერაქციიდან წარმოიშვებიან. ეკონომიკურ პოლიტიკაში იყო მართალი მხოლოდ ტექნოკრატიული გაგებით, არ არის საკმარისი. ამავ-
დროულად უნდა იყო მართალი სოციალური გაგებითაც (Sen 2000). რაც ნიშნავს იმას, რომ მთავარ სოციალურ ჯგუფებს მთლიანობაში უნდა ესმოდეთ მთავრობის ფინანსური, ინდუსტრიული, კომერციული, რეგიონალური ან საინვესტიციო პოლიტიკის მიზნები. გარდა ამისა, იმ შემთხვაშიც კი თუკი ეს ჯგუფები აქტიურად არ გულშემატკივრობენ სახელმწიფოს მიერ ჩაფიქრებულ ღონისძიებებს, მათ პასიური თანხმობა მაინც უნდა მისცენ მათ განხორცი-
ელებას. საწინააღმდეგო შემთხვევაში, პოლიტიკოსები, როგორც ტექნოკრატები, შეიძლება მართლები იყვნენ, (მაგალითად, საკუთარ განზრახვაში შეამცირონ გადასახადები ანდაც გადა-
ხედონ სოციალურ დანახარჯებს), მაგრამ ამავდროულად საზოგადოებაც მართალი იყოს, როდესაც უარყოფს მათ იდეებს. ისეთ სიტუაციას, რომელშიც ორივე მხარე მართალია კონფლიქტი მოსდევს. როდესაც ორივე მხარე ჯიუტად ცდილობს საკუთარი უფლებების გა-
მყარებას, როგორც წესი ღია პოლიტიკური და სოციალური კონფლიქტი გარდაუვალი ხდება.

მეშვიდე გაკვეთილი

ეკონომიკური პოლიტიკას ერთდროულად გააჩნია ტექნოკრატიული და სოციალური განზომილება. რომელიმე ასპექტის უგულვებელყოფა ავტომატურად ამცირებს პოლიტიკის ეფექტურობას. მხოლოდ ის არ კმარა, რომ ექსპერტების მცირე წრემ იცოდეს რა უნდა გაკეთდეს – ეს ცოდნა უნდა ვრცელდებოდეს საზოგადოების ფართო წრეებზე. აქედან გამომდინარე ეკონომიკურ პოლიტიკაში საუკეთესო შედეგი მიიღწევა ფინანსური და სოციალური ინჟინერიის სათანადო ნაზავით, ტექნოკრატიული მაკროეკონომიკური მმართველობით და ღია სოციალური დიალოგით, პროფესიონალური პრაგმატიზმით და სოციალური მგრძნობელობით.

პოლონეთის განვლილი 15 წლიანი საბაზრო ტრანსფორმაცია, მისი ჩავარდნები და წარმატებები ნათლად აჩვენებს, რომ ეკონომიკა უკეთესად მუშაობდა, როდესაც ზემოთ აღნიშნული ორი მიდგომა თანიმდევრულად იყო კომბინირებული. ამ მხრივ რაიმე გადაცდომა უარყოფითად მოქმედებდა ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტურობაზე. როგორ იზომება ეს ეფექტურობა? ამაზე ერთ-ერთი ჩვენი გაკვეთილი პასუხობს. ადეკვატური საზომია სოციო-ეკონომიკური დინამიკა – მდგრადი ფინანსური, ეკონომოკური, სოციალური და ეკოლოგიური განვითარების ტემპი. როცა საშინაო დავალებას კარგად ვასრულებდით ზრდა უფრო სწრაფი იყო და პირიქით. აშკარაა, რომ ყველაზე მეტი ამ გამოცდილებიდან პოლონეთმა ისწავლა, თუმცა, სამწუხაროდ, არა ყველა პოლონელმა. უმეცრები არცთუ ცოტანი არიან, როგორც სკოლაში ისე პოლიტიკაშიც. მიუხედავად იმისა რომ, პოლონური ტრანსოფრმაცია ნამდვილად წარმატებული იყო, “პოლონური სასწაულის” მსგავსი არაფერი მომხდარა, რადგან სასწაულები არ ხდება, პოლონეთშიც კი.

დამატებით შეგიძლიათ გაეცნოთ:

რეკომედინრებული ლიტერატურა:

Baka, Władysław (2004), Economic Ideas of the „Round Table” After Fifteen Years. Lessons for the Future, No. 54 (May), Transformation, Integration and Globalization Economic Research at the Leon Kozminski Academy of Entrepreneurship and Management, Warsaw (www.tiger.edu.pl).

Kolodko, Grzegorz W. (2000a), From Shock to Therapy. Political Economy of Postsocialist Transformation, Oxford University Press, Oxford-New York.

______ (2000b), Post-Communist Transition. The Thorny Road, University of Rochester Press, Rochester, NY, USA, and Woodbridge, Suffolk, UK.

______ (2002), Globalization and Catching-up in Transition Economies, University of Rochester Press, Rochester, NY, USA, and Woodbridge, Suffolk, UK.

______ (2003), Structural Reform and Economic Growth in 2002-2003. The Opening and Closing Balance, TIGER – Transformation, Integration and Globalization Economic Research, Leon Kozminski Academy of Entrepreneurship and Management (WSPiZ), Warsaw (www.tiger.edu.pl/english/aktualnosci/report_en.pdf).

Kolodko, Grzegorz W. and D. Mario Nuti (1997), The Polish Alternative. Old Myths, Hard Facts and New Strategies in the Successful Transformation of the Polish Economy, Research for Action, 33, The United Nations University World Institute for Development Economics Research (WIDER) Helsinki
(www.tiger.edu.pl/kolodko/working/wider/wider_1997.pdf).

Kornai, Janos (2001), The Role of the State in a Post-socialist Economy, Distinguished Lectures Series, No. 6, Leon Kozminski Academy of Entrepreneurship and Management, Warsaw (www.tiger.edu.pl/publikacje/dist/kornai.pdf).

Lin, Justyn Yifu, Fang Cai and Zhou Li (2003), The China Miracle. Development Strategy and Economic Reform, The Chinese University Press, Hong Kong.

North, Douglass C. (1997), The Contribution of the New Institutional Economics to an Understanding of the Transition Problem, WIDER Annual Lectures, 1 (March), The United Nations University World Institute for Development Economics Research (WIDER), Helsinki (www.wider.unu.edu/publications/publications.htm).

______ (2002), Understanding Economic Change and Economic Growth, Distinguished Lectures Series, No. 7, Leon Kozminski Academy of Entrepreneurship and Management, Warsaw (www.tiger.edu.pl/publikacje/dist/nortg.pdf).

PNFR (2003), Public Finance Recovery Program, Rada Ministrów, Warszawa, June 3 (www.tiger.edu.pl/english/aktualnosci/Program_en.pdf).

Sen, Amartya (2000), Development as Freedom, Alfred A. Knopf, New York. Stiglitz, Joseph E. (1998). More Instruments and Broader Goals: Moving towards the PostWashington Consensus, WIDER Annual Lectures, 2 (January), The United Nations University World Institute for Development Economics Research (WIDER), Helsinki www.wider.unu.edu/events/annuell1998.pdf).

______ (2002), Globalization and Its Discontents, W. W. Norton & Company, New York – London.

Tanzi, Vito, Ke-young Chu and Sanjeev Gupta (ed.) (1999), Economic Policy and Equity, International Monetary Fund, Washington, DC.

14 World Bank (2002), Building Institutions for Markets. World Development Report 2002,
World Bank, Washington, DC.

[1] “TIGER”-ის (www.tiger.edu.pl) – ტრანსფორმაციის, ინტეგრაციის და გლობალიზაციის ეკონომიკური კვლევების დირექტორი, ლეონ კოზმინსკის სახელობის სამეწარმეო და მენეჯმენტის ვარშავის აკადემიიდან (WSPiZ), და ნიუ-იორკის როჩესტერის უნივერსტეტის ევროპის კვლევების პროფესორ ჯონ ევანსის წოდების პროფესორი. პოლონური ეკონომიკური რეფორმის მთავარი განმახორციელებელი. როგორც პოლონეთის პრემიერმა და ფინანსთა მინისტრმა 2002-3 წწ. ცენტრალური როლი ითამაშა პოლონეთის ევრო კავშირში გაწევრიანებაში. როგორც პრემიერ მინისტრი და ფინანსთა მინისტრი 1994-97 წლებში, ის წინ მიუძღვოდა პოლონეთის “ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაში” შესვლის პროცესს. უნივერსტეტის პროფესორი, მკვლევარი, მრჩეველი, საერთაშორისო ორგანიზაციების კონსულტანტი, სვეტების და მრავალი აკადემიური ნაშრომის ავტორი, რომელთა შორისაცაა წიგნი “შოკური თერაპიიდან”. მას ასევე ეკუთვნის შემდეგი ნაშრომები: “პოსტსოციალისტური ტრანსფორმაციის პოლიტიკური ეკონომია” (Oxford University Press 2000), “პოსტკომუნისტური გარდაქმნა. ეკლიანი გზა” (University of Rochester Press 2000), ასევე ის იყო რედაქტორი და თანაავტორი წიგნებისა “ახალი საბაზრო ეკონომიკები. გლობალიზაცია და განვითარება” (Ashgate 2003), “გლობალიზაცია და სოციალური სტრესი”(Nova Science 2005), “პოლონური სასწაული. გაკვეთილები ახალი საბაზრო ქვეყნებისთვის”(Ashgate 2005), “მსოფლიოს ეკონომიკა და დიდი პოსტ-კომუნისტური გარდაქმნა” (Nova Science 2006), და “გარდამავალი პერიოდის იქით” (Palgrave Mcmillan 2007).

[2]თუმცა, ერთის მხრივ, ცენტრალური ბანკის (NBP) ზედმეტად მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გამო, და მეორეს მხრივ არჩევნების წელს მიმდინარე კაპიტალის ფორმირების ასიმეტრიულმა პროცესმა და პროდუქტიულობის ზრდის პოლიტიკასთან ერთად, 2005 წლის პირველი ნახევრისთვის ხელი შეუწყო ზრდის ტემპების შემცირებას დაახლოებით 4% ით.

[3]ჯოზეფ სტიგლიცი: “გლობალიზაცია და მისი თანმდევი უკმაყოფილება” გამ, რადარამი.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ