იოშკა ფიშერი: ჩვენ გვჭირდება ევროპის ახლიდან გამოგონება

Joschka Fischer, Bundesminister des Auswärtigen.გთავაზობთ იოშკა ფიშერის 2016 წლის 4 მაისს გამოცემა “Social Europe”-ზე გამოქვეყნებული წერილის თარგმანს.

იოშკა ფიშერი 1998–2005 წლებში იყო გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი და ვიცე–კანცლერი, აგრეთვე თითქმის 20 წლის განმავლობაში გახლდათ გერმანიის მწვანეთა პარტიის ლიდერი.

ინგლისურიდან თარგმნა გიგა ჭკადუამ.

© European.ge

2009 წლის შემდეგ, როდესაც ამერიკაში დაწყებული ფინანსური კრიზისი ევროზონასაც შეეხო, კრიზისების მენეჯმენტი ევროპის ახალი ნორმა გახდა. ნამდვილად, ევროპაში კრიზისს კრიზისი ემატებოდა და სამწუხაროდ რაიმე ცვლილებებს უახლოეს მომავალშიც არ უნდა ველოდოთ.

ევროპას უწევდა გამკლავება ფინანსურ კრიზისთან, საბერძნეთის კრიზისთან, უკრაინის კრიზისთან და 2015 წლის ზაფხულიდან მოყოლებული – ლტოლვილთა კრიზისთან. ახლა, როდესაც ევროკავშირის ერთ–ერთი ეკონომიკურად და სამხედრო თვალსაზრისით ძლიერი წევრი, დიდი ბრიტანეთი, 23 ივნისს გეგმავს ჩაატაროს რეფერენდუმი ევროკავშირიდან გამოყოფის საკითხთან დაკავშირებით, ევროპა შეიძლება შეეჩეხოს სეცესიის კრიზისს.

ნამდვილად, ევროპისა და მისი ინსტიტუციებისადმი ნდობის კრიზისი ევროკავშირის ყველა ქვეყანაში გაიზარდა, რაც აძლიერებს ნაციონალისტურ პოლიტიკურ პარტიებს, მათ იდეებს და ასუსტებს ევროპულ სოლიდარობას. ევროპის რე–ნაციონალიზაცია სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს, რასაც კრიზისი ყველაზე სახიფათო ფაზაში გადაჰყავს, რადგან ხელს უწყობს შინაგან დაყოფას.

ევროკავშირის პოლიტიკურმა ლიდერებმა – წევრი ქვეყნების მთავრობებმა და ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის ლიდერებმა – კრიზისის საწყის პერიოდში საბედისწერო გადაწყვეტილება მიიღეს. მათ ერთიანი ევროპული ხედვის განვითარების და მისი მიღწევის სტრატეგიების შემუშავების ნაცვლად, ყურადღება გადაიტანეს კრიზისის პერიოდის მენეჯმენტზე.

ევროპის სტრატეგიული მენეჯმენტი მოითხოვდა აუცილებელ კომპრომისებს, რომლებიც უეჭველად შეამცირებედნენ წევრ ქვეყნებში პოლიტიკურ რისკებს. ამის ნაცვლად, ევროკავშირის ლიდერებმა ამჯობინეს, რომ სხვადასხვა კრიზისებს მათთვის ემუშავათ, მათ გარემოებებისადმი რწმენა გამოიჩინეს. მაგრამ ამ ძალისხმევას, რომელიც გამოწვეული იყო სიმხდალით და ეშმაკობით, თავისი ფასი ჰქონდა: თავისი მოქალაქეებისთვის, ევროკავშირი, რომელიც მუშაობს კრიზისის რეჟიმში, ტოვებს არაკომპეტენტურობის სურათს, რომელიც ზრუნავს არა ძველი კონტიტენტის პრობლემებზე, არამედ უბრალოდ სხვა პრობლემაზე.

თითქმის ექვს დეკადიანი წარმატებული ინტეგრაციისა, ევროპა გახდა ყოველდღიური ცხოვრების ფართოდ ამსახველი ადგილი – პოლიტიკური, ეკონომიკური, ინსტიტუციური და სამართლებრივი რეალობით. მაგრამ, ევროპის ყველა მანიფესტაცია დამოკიდებულია მისი იდეის სიცოცხლისუნარიანობაზე – მის სულზე. თუ ეს იდეა მოკვდება ევროპის მოსახლეობაში, ევროკავშირის არსებობა დასასრულს მიუახლოვდება არა უცაბედი დასრულებით, არამედ გრძელი მტანჯველი სლუკუნით.

ამის ასე გაგრძელება არ შეიძლება; ეს მეტისმეტია – საქმე ეხება სწრაფი ცვლილებების სამყაროში ჩვენი კონტინენტის მომავალს. ბავშვური ნაბიჯების პოლიტიკა აღარ არის საკმარისი. ევროპის განახლებული ხედვებისა და კრიზისებთან გამკლავების ეფექტური მიდგომების გარეშე, კონტინენტის ახალი (ძველი) ნაციონალისტები გააგრძელებენ მომძლავრებას და საფრთხეს შეუქმნიან კანონის უზენაესობაზე დამყარებულ მშვიდობიანი ინტეგრაცის მთლიან პროექტს.

ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოყოფის რეფერენდუმი გვიჩვენებს გზას როგორც ბრიტანეთის, ისე მთლიანად ევროკავშირისთვის. მას მოჰყვება ტანჯვის შემსუბუქება (რისი იმედიც მაქვს) ან კატაკლიზმები, რაც წელში გადატეხავს ევროკავშირს და საშინელებას დამართებს თავად დიდ ბრიტანეთსაც. მაგრამ, როგორც არ უნდა გადაწყვიტონ ბრიტანელებმა, ევროპის უამრავ კრიზისს ყურადღების მიქცევა სჭირდება.

ფინანსური კრიზისი ჯერ არ დამთავრებულა, მან უბრალოდ ახალი პოლიტიკური გარეგნობა მიიღო. პორტუგალიის, ესპანეთისა და ირლანდიის დემოკრატიულ უმრავლესობებს აღარ სურთ ქამრების შემოჭერის პოლიტიკით შემოთავაზებული განკურნების ან სიკვდილის მკურნალობა, ხოლო საბერძნეთის კრიზისი კვლავ დუღილისთვის ემზადება.

ევრო შესაძლოა ვერ გადარჩეს. მიუხედავად ევროზონაში არსებული ზომიერი ეკონომიკური გამოცოცხლებისა, გერმანიასა და ევროზონის სხვა ქვეყნებს შორის არსებული ნაპრალი კვლავ იზრდება და ღრმავდება. მონეტარულ გაერთიანებაში დიდი ხანია აღარ მიმდინარეობს საუბრები ერთმანეთთან დაახლოებაზე.

ცხადია, რომ თუ ევრო ჩავარდება, მასთან ერთად ჩავარდება მთლიანი ევროპული პროექტი. ევროპის ლიდერებმა იციან, რომ ევროს არსებობა კვლავ არ წარმოადგენს კრიზისის მოგვარების დამადასტურებელ საბუთს, მიუხედავად უკანასკნელი კრიზისის დროს მიღწეული ტექნიკური გაუმჯობესებისა. ვიდრე განახლებული ფართო კომპრომისი არ იქნება მიღწეული გერმანიასა და ევროზონის სხვა ქვეყნებს შორის, ის ვერასდროს ვერ იქნება დამადასტურებელი საბუთი. პრაქტიკაში ეს გულისხმობს ევროზონის რეფორმირებას ღრმა პოლიტიკური ინტეგრაციის საფუძველზე – რა თქმა უნდა, ეს არ მოითხოვს გმირობას.

იგივე ეხება ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოების საკითხს, საგარეო საზღვრების დაცვას და ევროპის მიგრანტების რეფორმირებულ პოლიტიკას. აქაც, ეფექტური პოლიტიკური ლიდერობა მოითხოვს 21–ე საუკუნის გაერთიანებული ევროპისთვის განახლებულ ხედვას – რისი მოწოდება შეუძლია და რა უნდა მიაწოდოს აუცილებლად, როგორ უნდა იყოს ჩამოყალიბებული და რომელ ინსტიტუტებს და ძალაუფლების წყაროებს მოითხოვს ის.

ევროპას არ აქვს იმის მიზეზი, რომ შეუშინდეს კრიზისს. ისინი ქმნიან ევროპისთვის წინსვლის და გაძლიერების შესაძლებლობებს, რაც ხელს უწყობს გაუმკლავდნენ კრიზისს და არ შეეშინდეთ თანხმლები პოლიტიკური რისკების.

როდესაც დიდი ბრიტანეთი ამ ყველაფრის შესახებ ივნისში დაიწყებს საუბარს, ევროპას უნდა ჰქონდეს ამაზე თამამი და რეალური გამოსავლის მქონე პასუხი. ნაციონალიზმი არ არის პასუხი. მხოლოდ ნამდვილ ევროპელებს შეუძლიათ უზრუნველყონ მშვიდობიანი და წარმატებული მომავალი ევროპისთვის.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ