ჯოზეფ სტიგლიცი: ეკონომიკური სისულელის პოლიტიკა

stiglitz-300x225წარმოგიდგენთ ჟურნალ Social-Europe-ზე ეკონომიკაში ნობელის პრემიის ლაურეატი ამერიკელი ეკონომისტის ჯოზეფ სტიგლიცის მიერ გამოქვეყნებული წერილის თარგმანს.

სტიგლიცის ბოლო წიგნია “The Euro: How a Common Currency Threatens the Future of Europe.”  Twitter: @JosephEStiglitz

გამოიწერეთ ჩვენი Facebook გვერდი: European.ge 

2014 წელს მსოფლიო ეკონომიკა ისევ იმ მდგომარეობაში აღმოჩნდა, როგორშიც ის იყო 2008 წლის მსოფლიო ფინანსური კრიზისის დასაწყისში. მიუხედავად ევროპასა და ამერიკაში შესამჩნევი ძლიერი სამთავრობო ქმედებებისა, ორივე მათგანის ეკონომიკები განიცდიდნენ ღრმა და გრძელვადიან დაღმასვლას. ნაპრალი იმისა, თუ სად არიან ახლა ისინი და სად იქნებოდნენ რომ არა კრიზისი, უდიდესია. ამ წლის განმავლობაში, ევროპაში, ეს ნაპრალი მკვეთრად გაიზარდა.

განვითარებადი ქვეყნები უკეთესად გამოიყურებოდნენ, მაგრამ მათთვისაც რთული პერიოდი იდგა. ამ ეკონომიკებიდან ყველაზე წარმატებულები, რომლებმაც ზრდა ექსპორტით მიაღწიეს, კრიზისის დაწყების დროსაც კი განაგრძნობდნენ ზრდას, მიუხედავად იმისა, რომ საექსპორტო ბაზრები პრობლემებს განიცდიდა. თუმცა, 2014 წელს, მათი ეს მდგომარეობა მნიშვნელოვნად შესუსტდა.

1992 წელს, ბილ კლინტონმა თავისი წარმატებული საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანია დააფუძნა მარტივ სლოგანზე: „ეს ეკონომიკაა, სულელო“. დღევანდელი პერსპექტივიდან, იმ დროის ვითარება არც ისე ცუდი ჩანდა; დღეს ტიპიური ამერიკული ოჯახის შემოსავალი გაცილებით დაბალია. მაგრამ, კლინტონის მცდელობებმა ჩვენც შეიძლება შთაგვაგონოს. დღევანდელი მსოფლიო ეკონომიკის არაჯანსაღი მდგომარეობა შეიძლება კარგად გამოიხატოს ორ მარტივ სლოგანში: „ეს პოლიტიკაა სულელო“ და „მოთხოვნა, მოთხოვნა, მოთხოვნა“.

თითქმის გლობალური მასშტაბი სტაგნაცია, რომლის მოწმენიც ჩვენ გავხდით 2014 წელს, არის ადამიანის ნახელავი. ეს არის რამდენიმე ძირითადი ეკონომიკური პოლიტიკის (Politics) და პოლისის (Policy) შედეგი – პოლიტიკები და პოლისები, რომლებმაც მოახრჩვეს მოთხოვნა. მოთხოვნის ნაკლებობის შემთხვევაში, ინვესტიციები და სამუშაოები ვერ მატერიალიზდება/განხორციელდება. ეს მარტივია.

ეს არსად ისე ცხადად არ ჩანს როგორც ევროზონაში. რომელმაც ოფიციალურად გაატარა ქამრების შემოჭერის პოლიტიკა (austerity) – სახელმწიფო ხარჯების შემცირება, რომელიც ზრდის კერძო ხარჯების სისუსტეებს. ევროზონის სტრუქურა ნაწილობრივ დამნაშავეა კრიზისით გამოწვეულ შოკებზე საპასუხო რეგულაციების დაწესების შეფერხებისთვის, ერთიანი საბანკო კავშირის არ არსებობის გამო, გასაკვირი არ იყო, რომ ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქვეყნებიდან მოხდა ფულის გადინება, შესუსტდა მათი ფინანსური სისტემები და შეიზღუდა სესხები და ინვესტიციები.

იაპონიაში, პრემიერ მინისტრ შინზო აბეს ეკონომიკური გამოცოცხლების პროგრამის ერთ–ერთი „ისარის“ განხორციელება არასწორი მიმართულებით დაიწყო. მშპ–ს ვარდნამ, რომელიც სამომხმარებლო გადასახადის ზრდას მოჰყვა აპრილში, უზრუნველყო კეინსიანური ეკონომიკის მხარდამჭერ მტკიცებულება – თითქოს აქამდე საკმარისი არ ყოფილიყო.

აშშ–მ განახორციელა ქამრების შემოჭერის პოლიტიკის მცირე დოზა და მან შედეგად მიიღო საუკეთესო ეკონომიკური აქტივობა. მაგრამ აშშ–იც კი, უხეშად რომ ვთქვათ, დღეს 650,000 ადამიანით ნაკლებია დასაქმებული საჯარო სექტორში, ვიდრე ეს იყო კრიზისამდე; როგორც წესი, ჩვენ ველოდებოდით 2 მილიონით მეტს. შედეგად, აშშ–ც კი იტანჯება ისეთი ანემიური ზრდით, სადაც ხელფასები ძირითადად სტაგნაციურ მდგომარეობაში რჩება.

განვითარებადი ქვეყნების ზრდის შემცირება ასახავს ჩინეთის დაღმასვლას. ჩინეთი დღეს წარმოადგენს მსოფლიოს ყველაზე დიდ ეკონომიკას (მსყიდველობითი უნარის პარიტეტით -PPP) და არის გლობალური ზრდის ძირითადი კონტრიბუტორი. მაგრამ, ჩინეთის აღსანიშნავმა წარმატებამ გამოიწვია მისი საკუთარი პრობლემები, რომლებიც მალე იჩენენ თავს.

ჩინეთის ეკონომიკის გადასვლა რაოდენობიდან ხარისხზე მისასალმებელია – თითქმის აუცილებელიც. პრეზიდენტ სი ძინპინის ბრძოლამ კორუფციის წინააღმდეგ შეიძლება ეკონომიკის ზრდის სამომავლო შეფერხება გამოიწვიოს, რადგან პარალიზებული ეჭიდება საჯარო კონტრაქტირებას, არ არსებობს სი ძინპინის დანებების მიზეზი. პირიქით, სხვა ძალებს, რომლებიც ძირს უთხრის მისი მთავრობის მიმართ ნდობას – ფართოდ გავრცელებული გარემოს დაცვითი პრობლემები, უთანასწორობის მაღალი და მზარდი დონე და კერძო სექტორის თაღლითობები – ყურადღების თანაბარი ძალით მიქცევა სჭირდება. მოკლედ, მსოფლიო 2015 წელს არ უნდა ელოდოს ჩინეთის მიერ გლობალური მოთხოვნის გამოსწორებას, შეიძლება უფრო მეტი ხვრელის ამოვსება გახდეს საჭირო.

ამავდროულად, ჩვენ უნდა ველოდოთ დასავლური სანქციებით რუსეთის ეკონომიკის შენელებას, რაც აგრეთვე ზეგავლენას ახდენს უკვე დასუსტებულ ევროპაზე. (ეს არ არის სანქციების საწინააღმდეგო არგუმენტი: მსოფლიომ უნდა უპასუხოს უკრაინაში რუსეთის შეჭრას, ხოლო დასავლელმა დირექტორებმა (CEO), რომლებიც საკუთარი ინვესტიციების დასაცავად სხვაგვარად ფიქრობენ, შემაძრწუნებელი ურპინციპობა გამოიჩინეს).

უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში, დასავლეთში სჯეროდათ, რომ მონეტარულ პოლიტიკას შეეძლო წარმატების მოტანა. კრიზისი წინ უსწრებდა ბიუჯეტის დიდ დეფიციტსა და მზარდ ვალებს, და ბერკეტების შესუსტება, ლოგილურად ნიშნავს, რომ ფისკალური პოლიტიკა გვერდზე უნდა გადაიდოს. პრობლემა ისაა, რომ დაბალი საპროცენტო განაკვეთი ვერ შეუქმნის ფირმებს ინვესტიციების მოტივაციას, თუ მათ პროდუქციაზე არ იქნება მოთხოვნა. აგრეთვე, დაბალი საპროცენტო განაკვეთი ვერც ინდივიდებს შთააგონებს ისესხონ მოხმარებისთვის, თუ ისინი ღელავენ საკუთარ მომავალზე (რაზეც უნდა ღელავდნენ კიდეც). რისი გაკეთებაც მონეტარულ პოლიტიკას შეუძლია, არის ის, რომ გაბეროს აქტივების ფასი. მან შეიძლება შეინარჩუნოს ევროპაში სამთავრობო ბონდების ფასები, აგრეთვე აკონტროლოს სუვერენული ვალის კრიზისი. მაგრამ, მნიშვნელოვანია ცხადი იყოს: ალბათობა იმისა, რომ მიშვებულ მონეტარულ პოლიტიკას შეუძლია გლობალური კეთილდღეობის აღდგენა, არის ნულის ტოლი.

ეს ყველაფერი უკან პოლიტიკებთან და პოლისებთან გვაბრუნებს. მოთხოვნა არის ის, რაც მსოფლიოს ყველაზე მეტად სჭირდება. კერძო სექტორი – მონეტარული მმართველების ძლიერი მხარდაჭერითაც კი – ვერ შეავსებს მას. მაგრამ, ამის გაკეთება ფისკალურ პოლიტიკას შეუძლია. ჩვენ გვაქვს საჯარო ინვესტიციების ფართო არჩევანი, რომელიც გამოიწვევს მაღალ მოთხოვნას – იმაზე გაცილებით მეტს, ვიდრე კაპიტალის რეალური ღირებულებაა – და რომელიც გააძლიერებს ქვეყნების საბალანსო მონაცემებს.

მთავარი პრობლემა, რასაც 2015 წელს მსოფლიო შეეჩეხება, არ არის ეკონომიკური. ჩვენ ვიცით როგორ გამოვასწოროთ ჩვენი სისუსტეები. პრობლემა ჩვენი სულელური პოლიტიკაა.


– ინგლისურიდან თარგმნა გიგა ჭკადუამ.

 

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ