პასუხი არის ხელფასები და არა კაპიტალი

jordi_augusto2-640x300► წარმოგიდგენთ  ბარსელონას უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორის, წარსულში ქ. ბარსელონას მერიისა და ესპანეთის წამყვანი უნივერსიტეტების მიერ დაფუძნებული ტექნოლოგიური ცენტრის დირექტორისა (1988-2010) და ამჟამად ინდოეთის ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის ინსტიტუტის (CTAE, Udaipur) გენერალური დირექტორის ჯორდი ანგუსტოს წერილის თარგმანს. ჯორდი ანგუსტო წლების განმავლობაში მუშაობდა ეკონომიკურ მრჩევლად ქალაქის საკრებულოში, კატალონიის მთავრობასა და ევროპის პარლამენტში.

► მთარგმნელი: გიგა ჭკადუა. ჩვენი მედია პლატფორმა მადლობას უხდის მთარგმნელს ვებგვერდის განვითარებაში შეტანილი მოხალისეობრივი წვლილისთვის.

© European.ge

როგორც ყველა რელიგიაში, კაპიტალიზმი დგას რწმენებზე. რწმენაზე, რომ კაპიტალი ყოველთვის პანაცეაა, ყველა სიტუაციაში იწვევს ეკონომიკურ ზრდას ან ეხმარება ნაკლებად განვითარებად ქვეყნებს გამდიდრებაში. თუმცა, ფაქტია რომ ევროკავშირის ის წევრები, რომლებიც აღმოსავლეთით გაფართოებამდე იღებდნენ დაფინანსებას, ბოლოს და ბოლოს გადარჩნენ – ხოლო ჩვენ, ისტორიის განმავლობაში, არასდროს გვქონია ასეთი მოჭარბებული კაპიტალი ზრდის ასეთ დაბალ მაჩვენებელთან ერთად.

მსგავსი ფაქტები კი საკმარისი უნდა იყოს კაპიტალისადმი რწმენის დანგრევისთვის, სულ მცირე მისი შესაძლებლობათა ლიმიტების გაცნობიერებისთვის. მოდით ვნახოთ ეს ლიმიტები აღნიშნულ შემთხვევებთან მიმართებებში. კაპიტალის ტრანსფერის სარგებელი – დაეხმაროს ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებს – დაფუძნებულია მარშალის გეგმის ისტორიაზე, რომელიც აღადგინა და გამოაცოცხლა გერმანია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს სესხები მათ დაეხმარა, თუმცა, გერმანელებს გააჩნდათ აუცილებელი ცოდნა და განათლება, ხოლო კაპიტალის (სესხი) ტრანსფერმა  ხელი შეუწყო მიწოდების/წარმოების შესაძლებლობის აღდგენას. საპირისპიროდ, ევროკავშირის გადარჩენილ ქვეყნებში, ადგილობრივი მიწოდების შესაძლებლობების დანგრევა, შუმპეტერული გაგებით, განხორციელდა გაწევრიანებასთან ერთად, რის გამოსასწორებლადაც გამოყოფილი ფინანსები არ იქნებოდა საკმარისი. შედეგად, მათმა შიდა მოთხოვნამ გადაასწრო შიდა მიწოდებას, ხოლო სავაჭრო დეფიციტი, ფინანსურ კრიზისამდე, პერიოდულად მეორდებოდა.

ორივე შემთხვევაში, საკვანძო ნაწილია ცოდნა და არა კაპიტალი, ანუ ის რაც ყველასთვის ცხადი, მაგრამ ხშირად დავიწყებული იყო. თუკი რაიმე სიკეთის მოტანა შეუძლია კაპიტალს, ეს მოდის მისი საწყისებიდან: შესაძლებლობა აწარმოოს ჩადებულ ინვესტიციებზე მეტი პროდუქტი, დააკმაყოფილოს მოხმარების საჭიროებები და სამომავლო ინვესტიციებისთვის შეინახოს ფინანსების ნაწილი, რომელიც კვლავ გაზრდის მოგებას. ეს ნიშნავს, რომ სარგებელი არის არა დანაზოგებში/კაპიტალში, არამედ მის გამომუშავებაში. ამის გამო, კაპიტალის ტრანსფერები, რომლებმაც უბრალოდ, პროდუქციის გაზრდის – ან სისტემის ეფექტურობის – გარეშე, გაზარდეს მიმღებების საინვესტიციო შესაძლელობები, საბოლოოდ აღმოჩნდა წყალში გადაყრილი ფული. ამის თავიდან ასარიდებლად, აუცილებელი უნდა ყოფილიყო მიმღებების ეფექტურობის ამარლება, რაც უფრო მეტად დაკავშირებულია განათლების დონის საკითხებთან, ვიდრე კაპიტალიზაციასთან. კვლავ გავიმეორებ, ცოდნა არის საკვანძო საკითხი.

უფრო მეტიც, თვითონ კაპიტალი არა მხოლოდ უძლურია დაეხმაროს ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებს მდიდარ თანატოლებთან გაუთანაბრებაში, არამედ უძლურია ეკონომიკური ზრდის  წახალისებაშიც, რისი მომსწრენიც ახლა ვართ. წლების განმავლობაში, ხელფასების ხარჯზე მოგების ზრდას იმ იმედით ვუწყობდით ხელს, რომ გაზრდილი კაპიტალი მოიტანდა უფრო მეტ ზრდას, თუმცა დღეს კომპანიებისგან ვისმენთ, რომ ისინი მეტ ინვესტიციას არ განახორციელებენ, რადგან საზოგადოების მხრიდან არ გააჩნიათ საკმარისი მოთხოვნა, რომელიც გაამართლებდა მათი მხრიდან ინვესტიციების გაზრდას. ამ პრობლემიდან გამოსავალი იქნებოდა ხელფასების მატება, მაგრამ ამ ნაბიჯს არცერთი კომპანია არ გადადგამს, რადგან არ არიან დარწმუნებულნი სხვა კომპანიებიც გაიმეორებენ თუ არა ამ ნაბიჯებს. რეალურად, ყველა კომპანია იმედოვნებს, რომ მის გარდა ყველა სხვა კომპანია გაზრდის ხელფასს. სწორედ ამიტომ წარმოიშობა გლობალური აგენტის საჭიროება: პროფესიული კავშირები და საჯარო ადმინისტრირება! ეს უკანასკნელი საჭიროა, იმისთვის რომ გაზრდილი ხარჯვებით მივაღწიოთ სრულ დასაქმებას, ხოლო პირველმა მათგანმა [პროფესიული კავშირებმა] სრული დასაქმებისგან მიღებული მოგებების საფუძველზე ივაჭრონ დასაქმებულების ანაზღაურებების გაზრდით.

ეს არის გზა, რომელიც მუშაობს, გზა რომელიც ისტორიულადაც მუშაობდა. ყოველგვარი პროდუქტიულობის მატება პირდაპირპროპორციული იყო ხელფასების მატებასთან, რათა შთაენთქა გაზრდილი წარმოება. რადგან გადაჭარბებული დანაზოგი წყალში გადაყრილი დანაზოგია! ეკონომიკური ზრდის მისაღწევად, დანაზოგები არასაკმარისია, რადგან აუცილებელია საკმარისი რაოდენობის მოხმარება, რათა ინვესტიციებმა გაამართლოს. დღევანდელი პარადოქსი კი შემდეგია: სიღარიბე და წყალში გადაყრილი დანაზოგები; რეალური მოთხოვნის ნაკლებობა და არადამაკმაყოფილებელი პოტენციური მოთხოვნები; უმოქმედო კაპიტალი და მაღალი უმუშევრობა.

ძალიან მაღალი უმუშევრობა, რეალურად, თუ დავუმატებთ „მინი სამუშაოებს“ და უცხოური მოთხოვნით გამოწვეულ დასაქმებას, წარმოშობს უხილავ უმუშევრობას, რადგან საგარეო მოთხოვნაზე დამოკიდებულება სუსტია და მოითხოვს ფინანსებსა და დეფიციტურ მომხმარებლებს.

რამდენი ხანი უნდა ვიცადოთ სიტუაციის შემოსაბრუნებლად? რა დროს დასჭირდება გერმანიას, ევროპაში უხილავი უმუშევრობის ჩემპიონს, რეაგირებისთვის? ალბათ, უპირველესად, აუცილებელია მათ დაკარგონ რწმენა კაპიტალის მიმართ და უარყონ ის აბსურდული იდეა, რომ სავაჭრო ნამატი ნიშნავს ქვეყნის რეალურ დანაზოგებს, როგორც ეს დოიჩე ბანკის კვლევითმა ცენტრმა (Deutsche Bank Research centre) განაცხადა. ამის მიხედვით, მსოფლიოს ეკონომიკა, სადაც შეუძლებელია ნამატი ან დეფიციტი, არ ახდენს დაზოგვასა და ინვესტირებას! საპირისპიროდ, სავაჭრო ნამატი ნიშნავს საგარეო ინვესტიციას იქ, საიდანაც მოდის მოთხოვნა და არა ინვესტირებას ქვეყნის შიგნით, რომელიც წარმოქმნიდა საშინაო მოთხოვნას. რამდენიმე მცირე გამარჯვებულის სრული აბსურდულობა მდგომარეობს შემდეგში, რომ ნამატის მქონე ქვეყანას ექსპორტზე გააქვს კომპანიები, რომლის მოგებები შემცირდება, თუ საშინაო ხელფასები გაიზრდება.

მაგრამ, არიან ეს კომპანიები იმდენად ძლიერები, რომ მოკლან საკუთარი ქვეყნები და სხვა ყველა ჩვენგანი?

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ