რეცესია აზიანებს, მაგრამ ქამრების შემოჭერის პოლიტიკა კლავს

JonHenleyგთავაზობთ 2013 წელს ბრიტანულ გამოცემა The Guardian-ზე გამოქვეყნებული წერილის თარგმანს

ავტორი ჯონ ჰენლი არის ჟურნალ “გარდიანის” ევროპული საკითხების კორესპონდენტი. წარსულში ის იყო უცხოეთის კორესპონდენტი პარიზში, სადაც ის ასევე საგაზეთო ბიუროს ხელმძღვანელობდა და გახლდათ უფროსი მწერალი დეკადების განმავლობაში.

ინგლისურიდან თარგმნა გიგა ჭკადუამ.

© European.ge

აშშ–ში 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დაკარგა ჯანდაცვაზე წვდომის შესაძლებლობა. საბერძნეთში, HIV–ით დაინფიცირებულთა რაოდენობა 200%–ით გაიზარდა. და ზოგიერთ განვითარებად ქვეყანაში (worst-hit countries) სუიციდის მაჩვენებელმა მოიმატა. დევიდ სტაკლერი, ახალი პოპულარული წიგნის ავტორი, აცხადებს, რომ ფაქტები ყველაფერზე თავად მეტყველებს.

2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის დროს, დასავლეთის ქვეყნების მთავრობების მიერ გატარებული ქამრების შემოჭერის პროგრამები მიმართული იყო, როგორც მკაცრი, მაგრამ აუცილებელი მკურნალობა ვალებისა და დეფიციტის აღმოსაფხვრელად და რეცესიისგან თავის დასაღწევად, მაგრამ როგორც დევიდ სტაკლერი ამბობს, თუ ქამრების შემოჭერის პოლიტიკა იქნებოდა კლინიკური მცდელობა (ანუ ერთჯერადად განხორციელებული აქტი), „ის აღარ გაგრძელდებოდა. მისი მომაკვდინებელი გვერდითი ეფექტები – ჯანმრთელობაზე მისი ღრმა ეკონომიკური ეფექტები – უამრავია.“

სტაკლერი, რომელიც არის ჯანდაცვის ეკონომიკის წამყვანი ექსპერტი, საუბრობს რბილად, მოზომილი ტონითა და კარგად შერჩეული აკადემიური ტერმინებით. ის ფლობს იელის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში, კემბრიჯის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხს და უფროსი მკვლევარის ტიტულს ოქსფორდის უნივერსიტეტში. მისი მესიჯი – განსაკუთრებით აქ (იგულსიხმება დიდი ბრიტანეთი), მაშინ როცა საერთაშორისო სავალუტო ფონდსაც კი გაუჩნდა კითხვები კანცლერ ჯორჯ ოსბორნის ენთუზიაზმით, საბიუჯეტო ხარჯების კიდე უფრო მეტად შემცირების შესახებ – ხმამაღალია, გამყარებულია დეკადების განმავლობაში ჩატარებული კვლევებით და დაფუძნებულია საჯარო მონაცემებზე. სტაკლერი პირდაპირ აცხადებს, რომ „რეცესია აზიანებს, ხოლო ქამრების შემოჭერა კლავს“.

მის ბრწყინვალე წიგნში – სხეულის ეკონომიკა (The Body Economic) – სტაკლერი და მისი კოლეგა სტენფორდის უნივერსიტეტის მედიცინის ასისტენტ პროფესორი და ეპიდემიოლოგი სანჯაი ბასუ, აჩვენებენ, რომ ქამრების შემოჭერის პოლიტიკას აქვს „გამანადგურებელი ეფექტი“ საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე ევროპასა და ჩრდილო ამერიკაში.

უამრავი მონაცემი, რომელიც მათ შეისწავლეს, აჩვენებს, რომ კრიზის შემდეგ განხორციელებული ქამრების შემოჭერის პოლიტიკის შედეგად ორივე კონტინენტზე სუიციდის 10,000–ზე მეტ და დეპრესიის დაახლოებით მილიონამდე ფაქტს ჰქონდა ადგილი.

აშშ–ში რეცესიის დაწყების შემდეგ 5 მილიონზე მეტმა ამერიკელმა დაკარგა ჯანდაცვაზე წვდომა, ძირითადად იმიტომ, რომ მათ დაკარგეს სამუშაო ადგილები და ჯანმრთელობის დაზღვევაც. დიდ ბრიტანეთში, საცხოვრებელი ბენეფიტების შემცირებით 10,000 ოჯახი უსახლკაროდ დარჩა.

სტაკლერის თქმით, ყველაზე მძიმე მაგალითს წარმოადგენს საბერძნეთი. „იქ, “ტროიკის” მიზნების მისაღწევად გატარებულ ქამრების შემოჭერის პოლიტიკას მივყავართ საზოგადოებრივი ჯანდაცვის კატასტროფისკენ. საბერძნეთმა ჯანდაცვის სისტემის დაფინანსება 40%–ზე მეტად შეამცირა. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, ეს მოხდა არა სკალპელით, არამედ ყასაბის დანით.“

უფრო უარესი ის არის, რომ „აღნიშნული შემცირებების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს არა ექიმებმა და ჯანდაცვის პროფესიონალებმა, არამედ ეკონომისტებმა და ფინანსურმა მენეჯერებმა. გეგმა მარტივი იყო, რომ ჯანდაცვის ხარჯები შემცირებულიყო მშპ–ს 6%–მდე. საიდან მოდის ეს ციფრი? ეს ციფრი არის იმაზე ნაკლები, ვიდრე დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და აშშ–ს მაჩვენებლებია.“

შედეგები დრამატული იყო. საბერძნეთში HIV ვირუსის წინააღმდეგ მიმართული ხარჯების შემცირებას შედეგად მოჰყვა ვირუსის 200%–იანი ზრდა. გარდა ამისა, ამას ემატებოდა ახალგაზრდული უმუშევრობის ფონზე არსებული ინტრავენური წამლების მოხმარებისა და დაახლოებით ერთი მეოთხედით უსახლკაროთა რაოდენობის ზრდა. სტაკლერის თქმით, მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციაა წელიწადის განმავლობაში თითოეული ინტრავენური წამლის მომხმარებლის უზრუნველყოფა 200 სუფთა ნემსით;

„ეკონომიკური“ სუიციდის კუთხით, „საბერძნეთი ერთი უკიდერესობიდან მეორე უკიდურესობაში გადავარდა. მას ჰქონდა ევროპის მასშტაბით სუიციდის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი; ეს მაჩვენებელი ახლა 60%–ზე მეტით არის გაზრდილი.“

ზოგადად, თითო სუიციდი შეესაბამება დაახლობით სუიციდის 10 მცდელობას – დამოკიდებულია ქვეყანაზეც – და 100–დან 1000–მდე დეპრესიის შემთხვევებს. „საბერძნეთში ეს ნაჩვენებია კვლევებში, რომლის მიხედვითაც დეპრესიის მაჩვენებლები გაორმაგებულია; ფსიქიატრიული სერვისები აცხადებენ, რომ ისინი პაციენტებს ვეღარ აუდიან, ხოლო საქველმოქმედო ცხელი ხაზები აღნიშნავენ შემომავალი ზარების რაოდენობის მკვეთრ მატებას.“

სტაკლერი ასევე შენიშნავს, რომ „ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა, რომელსაც თავი უნდა გაერთვა აღნიშნული წინააღმდეგობებისთვის, ჩავარდა. ბევრ ჰოსპიტალურ სექტორებში განხორციელდა მწვავე შემცირებები. ზოგიერთ ადგილებში არის სამედიცინო ქირურგიული ხელთათმანების ნაკლებობა, რაც ყველაზე საბაზისო ატრიბუტს წარმოადგენს. 200–ზე მეტი წამალი ამოღებულ იქნა აფთიაქების მიერ, რადგან არ შეეძლოთ მათი ყიდვა. როდესაც ყასაბის დანით ჭრი, შენ ჭრი როგორც ქონს, ისე კარგ მჭლე ხორცს. საბოლოოდ, დაზარალებული კი – პაციენტია.“

„მსგავსი ფენომენი და ეფექტები, რასაც ჩვენ ვხედავთ მხოლოდ რამდენიმეა უამრავიდან. ყველაფრის შეჯამებითა და ნათელი სტატისტიკით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ყველაფერი მიზეზ–შედეგობრივად კავშირშია ქამრების შემოჭერის პოლიტიკასთან. ეს საკითხები გამოაშკარავდა არა მხოლოდ მაშინ, როცა საბერძნეთი შეეჯახა რეცესიას, არამედ გამოწვეული იყო ქამრების შემოჭერის პოლიტიკის მიერ.“

მაგრამ საზოგადოებრივი ჯანდაცვის კატასტროფა, როგორიც საბერძნეთშია, არ არის გარდაუვალი ყველაზე ცუდი ეკონომიკური ვარდნის პერიოდშიც კი. სტაკლერმა და ბასუმ ამ ყველაფრის შესწავლა ეკონომიკური კრიზისის დადგომამდე დაიწყეს. ისინი სწავლობდნენ, თუ როგორ გავლენას ახდენდნენ პერსონალური ეკონომიკური შოკები – უმუშევრობა, საცხოვრებლის დაკარგვა, გადაუხდელი ვალები – ადამიანების ჯანმრთელობაზე.

წყვილმა განიხილა წარსულში მომხდარი ეკონომიკური არეულობების მონაცემები: აშშ–ს დიდი დეპრესია, პოსტკომუნისტური ქვეყნების მკაცრი გადასვლა საბაზრო ეკონომიკაზე, 1990–იანი წლების დასაწყისში შვედეთის საბანკო კრიზისი, აღმოსავლეთ აზიური ვარდნა დეკადის დასასრულს, საუკუნის დასაწყისში გერმანიაში განხორციელებული შრომის მტკივნეული რეფორმები. სტაკლერის აცხადებს, რომ „ჩვენ ვეძებდით კავშირს, თუ რა ზეგავლენა მოახდინა უმუშევრობის ზრდამ, რომელიც რეცესიის ერთ–ერთი ინდიკატორია, ადამიანების ჯანმრთელობაზე. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ სუიციდისკენ მიდრეკილებები გაიზარდა. ჩვენ გვინდოდა მოგვეძებნა გზები, რომლითაც სუიციდის პრევენციას შევძლებდით.“

„მალევე ცხადი გახდა, რომ ქვყენებს შორის არსებობდა უზარმაზარი ვარიაციები. ზოგიერთ ქვეყანაში პოლიტიკოსებმა კარგად მოახერხეს რეცესიის შედეგებთან გამკლავება, ხელი შეუშალეს სუიციდისა და დეპრესიის მაჩვენებლების გაზრდას. სხვა ქვეყნებში, ეკონომიკური აღმავლობა და დაღმასვლა ძალიან მჭიდროდ იყო დაკავშირებული სუიციდის რაოდენობის ზრდასა და შემცირებასთან.“

ინვესტირება ისეთ პროგრამებში, რომლებიც ხელს უწყობენ ადამიანების სამუშაოზე დაბრუნებას – ე.წ. აქტიური შრომითი საბაზრო პროგრამები, რაც კარგად არის განვითარებული შვედეთში (სადაც სუიციდის მაჩვენებელი რეალურად შემცირდა საბანკო კრიზისის დროს) და ეფექტურია გერმანიაშიც – იყო ის ფაქტორი, რომელსაც დიდი სხვაობა უნდა ეჩვენებინა.

გარდა ამისა, ხელშემწყობი აღმოჩნდა ფართო სოციალური დაცვისა და კეთილდღეობის პროგრამებზე ხარჯვის შენარჩუნებაც: 1930 წლებში აშშ–ში მომხდარი დიდი დეპრესიის შემდეგომი მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ „ამერიკული ახალი ხელშეკრულებით“ დამტკიცებულმა, ერთ სულ მოსახლეზე დახარჯულმა 100$–მა ხელი შეუწყო ყოველ 1000 დაბადებულზე 20–ჯერ ნაკლები სიკვდილიანობის, 100,000 მოსახლეზე 4–ჯერ ნაკლები სუიციდისა და 100,000 მოსახლეზე 18–ჯერ ნაკლები პნევმონიით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებლების შემცირებას.

„როდესაც ეს რეცესია დაიწყო, ჩვენ დავინახეთ რომ ისტორია მეორდებოდა. მაგალითად ესპანეთში, სადაც შრომით პროგრამებში ინვესტირება მცირე იყო, ჩვენ დავინახეთ სუიციდის მომატება (spike in suicides). ფინეთში, ისლანდიაში და იმ ქვეყნებში, სადაც მძიმე პერიოდში მოსახლეობის დასაცავად გადაიდგა ნაბიჯები, სუიციდისა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემები შესამჩნევლად არ გაზრდილა.”

„აქედან გამომდინარე, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს მიყენებული ზიანი არ იყო დაუძლეველი 2008 ან 2009 წლებში, როდესაც რეცესია საწყის ეტაპზე იმყოფებოდა. ჩვენ გავაცნობიერეთ, რომ რაც ხდება რეცესიის დროს, ძირითადად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ პასუხს სცემენ პოლიტიკოსები ამ მოვლენას.“

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სიმწირე არ არის ეკონომიკური დაღმასვლის დაუძლეველი შედეგი, ის დაკავშირებულია პოლიტიკურ არჩევანთან, თუ ვისი საზრუნავია ეს – ქვეყნის მთავრობების, თუ როგორც ევროზონის სამხრეთის მაგალითზე შეიძლება ითქვას ე.წ. ტროიკისა, ევროკავშირის, ევროპის ცენტრალური ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაწილეობით?!

სტაკლერი ისლანდიას ასახელებს, როგორც ალტერნატივის მაგალთს. „ის გაინცდიდა ისტორიაში არსებულ ყველაზე საშინელ საბანკო კრიზისს; სამმა ყველაზე დიდმა ბანკმა კრახი განიცადა, მისი ჯამური ვალი მშპ–ს 800%–ით გაიზარდა, რაც იმაზე უარესი შედეგია, ვიდრე რომელიმე ევროპულ ქვეყანას აქვს მის ეკონომიკურ მასშტაბებთან შესაბამისად. სახალხო პროტესტების ზეწოლით, ქვეყნის პრეზიდენტმა კრიზისიდან გამოსასვლელი გზების ძიება, საჯაროდ ხმის მიცემის პრინციპით გადაწყვეტაზე გამოიტანა. მოსახლეობის 93%-მა ბანკირების უგუნური საქციელის გამო ჯანდაცვისა და სოციალური დახმარებების ხარჯების შემცირების წინააღმდეგ მისცა ხმა.

და რა მოხდა შემდეგ? ისლანდიის უნივერსალური ჯანდაცვის სისტემის ფარგლებში არავინ დაკარგა ჯანდაცვაზე წვდომის საშუალება, პირიქით, უფრო მეტი თანხა ჩაიდო ამ სისტემაში. შედეგად არ გაზრდილა სუიციდისა და დეპრესიის მაჩვენებლები. მოსახლეობამ ადგილობრივი თევზის მოხმარება დაიწყო, ხოლო დიეტების მაჩვენებელი გაუმჯობესდა. შედეგად, 2011 წლისთვის, ისლანდია კვლავ დაუბრუნდა მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ერის სიის სათავეს.“

რაც ასევე ანცვიფრებს სტაკლერს – როგორც ეკონომისტს, ისე საჯარო ჯანდაცვის ექსპერტს – არის ის, რომ არც ისლანდიას და არც სხვა რომელიმე ქვეყანას, რომლებიც „ყველაზე საჭირო დროს იცავდნენ საკუთარ მოსახლეობას“, არ გაუტარებიათ აღნიშნული პოლიტიკები ეკონომიკური გაჯანსაღების ხარჯზე. „ამან არ შეუშალა ხელი მოსახლეობის დასახმარებელ პროგრამებში ინვესტიციების ჩადებასა და მოსახლეობის უსახლკაროდ დარჩენისგან დაცვაში. ისლანდია ახლა ბუმს განიცდის, უმუშევრობა დაუბრუნდა ძველ 5%–ზე დაბალ ნიშნულს და მშპ 4%–ზე მეტად იზრდება – ეს მაჩვენებლები მკვეთრად აღემატება რეცესიისგან დაზარებული ნებისმიერი ევროპული ქვეყნის მაჩვენებელს.“

ისეთმა ქვეყნებმა, როგორებიც მაგალითად სკანდინავიაში არიან და სტაკლერის თქმით ატარებენ „ბრძნულ, ხარჯ–ეფექტურ და ხელმისწავდომ პროგრამებს, რომლებსაც შეუძლით სხვაობის მოცემა“, დაინახეს უკეთესობა არა მხოლოდ ჯანდაცვის სტატისტიკის გაუმჯობესებით, არამედ ეკონომიკური მაჩვენებლებითაც. სწორედ ამიტომ არის, რომ მას (სტაკლერს) ქამრების შემოჭერის არგუმენტები ანრისხებს.

„თუ ნამდივლად იქნებოდა ფუნდამენტური ცვლილება, ეკონომიკის სიჯანსაღესა და საზოგადოებრივ ჯანდაცვას შორის, ანუ თუ რომელიმე ერთის ხარჯზე მოხდებოდა მეორის შენარჩუნება, შეიძლებოდა ნამდვილი დებატების წამოწყება და ამ საკითხის განსჯის საგნად ქცევა. მაგრამ, ეს ასე არ მომხდარა. ისეთ პროგამებში ინვესტირება, რომლებიც იცავენ ქვეყნის მოსახლეობის ჯანდაცვას არა მხოლოდ სწორი ნაბიჯია, არამედ ბიძგს აძლევს ეკონომიკურ გამოცოცხლებასაც. ჩვენ ეს დავინახეთ, მონაცემებიც ამასვე ადასტურებენ.“ – აცხადებს სტაკლერი.

მონაცემებში ჩაღრმავება გვიჩვენებს, რომ ფისკალური კოეფიციენტი – სხვა სიტყვებით ეკონომიკურ აფეთქებას, მთავრობის მიერ თითოეული დოლარის დახარჯვა, ან თითუეული დოლარის შემცირების საზღაური – ჯანდაცაზე, განათლებასა და სოციალურ დაცვაზე ხარჯვის შემთხვევაში ბევრად უფრო ძლიერი და შედეგიანია, ვიდრე ის ფინანსების მიმართვა მაგალითად საბანკო დახმარებებზე ან თავდაცვით ხარჯებზე.

„ჩემთვის, ეს არის ეკონომიკური ზიანის შემცირებისთვის აუცილებელი ცოდნა, რათა გავიგოთ რისი შემცირება იქნება ეკონომიკისთვის ნაკლებად საზიანო. მაგრამ, თუ შეხედავთ უკვე მომხდარი შემცირებების მოდელებს, ყველაფერი საპირისპიროდ აღმოჩნდება.“

ამჯერად, მიმდინარე ეკონომიკური კრიზისის ფონზე არსებობენ ქვეყნები, რომლებიც აჩვენებენ ჯანდაცვის პოზიტიურ ტრენდებს – ისლანდია, შვედეთი, ფინეთი – და არსებობენ ქვეყნები, რომლებიც აჩვენებენ საპირისპირო შედეგებს – საბერძნეთი, ესპანეთი და ახლა ალბათ იტალიაც. სტაკლერის აზრით, ბრიტანეთი ამ ორ მხარეს შორის მოძრაობს.

დიდი ბრიტანეთი წარმოადგენს ერთ–ერთ ყველაზე თვალსაჩინო მაგალითს, თუ როგორ კლავს ქამრების შემოჭერის პოლიტიკა. რეცესიამდე ამ ქვეყანაში სუიციდის მაჩვენებელი დაბლა მიდიოდა. 2008 და 2009 წლებში ამ მაჩვენებელმა უმუშევრობის ზრდასთან ერთად საგრნძობლად მოიმატა. 2010 წელს როცა უმუშევრობა შემცირდა, სუიციდების რიცხვმაც იკლო. მაგრამ აღცევნების შემდეგ, როცა კოალიციურმა მთავრობამ წარადგინა ქამრების შემოჭერის პოლიტიკა – ქვეყნის მასშტაბით შემცირდა საჯარო სამსახურებში მომუშავეთა რაოდენობა – სუიციდის ფაქტების კვლავ დაბრუნდა.

როგორც ჩანს, მინისტრები არ აქცევენ ყურადღებას სუიციდის მომატებულ შემთხვევევბს და აცხადებენ, რომ მონაცემებზე დაყრდნობით ჯერ ადრეა რაიმე დასკვნის გაკეთება. სტაკლერის მინიშნებით, ეს იმიტომ, ხდება, რომ ჯანდაცვის დეპარტამენტს ურჩევნია გამოიყენოს სამ–წლიანი მრუნავი საშუალო მაჩვენებელი, ვიდრე ერთ წლიანი რხევები მაჩვენებელი. მაგრამ, რეალურ მონაცემებზე დაფუძნებით, მას (სტაკლერს) ეჭვი არ ეპარება თავის სისწორეში. მისი განცხადებით, „ჩვენ ვნახეთ ქამრების შემოჭერით გამოწვეული სუიციდის მეორე ტალღა, რომლებიც უმუშევრობის ზრდის პარალელურად დაფიქსირდა ბრიტანეთის ჩრდილო და ჩრდილო–აღმოსავლეთ ნაწილებში, მაგალითად იორკშირსა და ჰამბერში. ხოლო ლონდონში … დიდი ბრიტანეთის მასშტაბით ჩვენ ვხედავთ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების პოლარიზაციას.“

ის ასევე მიანიშნებს უსახლკაროობის საშინელ შედეგებსა და ადამიანურ ტრაგედიებზე, რომლებიც გამოწვეული იყო მთავრობის მიერ სოციალური საცხოვრისებზე (social housing) გამოყოფილი ბიუჯეტის შემცირებით და სამუშაოსთვის მზადყოფნის შეფასებების დაწესებით (fitness-for-work evaluations), რომლებიც მიზნად ისახავედნენ შეზღუდული შესაძლებლობისთვის ბენეფიტების თაღლითურად მიღების შესაძლებლობის გაუქმებას.

„ყველაზე ტრაგიკულია ამ საკითხში არის ის, რომ მთავრობის მიერ გაკეთებული შეფასება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანის თაღლითობაზე იმაზე დაბალია, ვიდრე იმ კომპანიის მაჩვენებელი, რომელიც ატარებს ამ ტესტებს.“

ყოველ შემთხვევაში, ამის გამო, ჯერ ჯერობით არავისთვის შეზღუდულა ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა დიდ ბრიტანეთში. სტაკლერი სინანულით აღნიშნავს, რომ „გულგატეხილია“ იმით, თუ რა ხდება ეროვნული ჯანდაცვის სერვისის (NHS) ირგვლივ. „ბრიტანეთი გამოირჩეოდა როგორც რეცესიის დროს საკუთარი მოქალაქეების ჯანდაცვის დიდი დამცველი. ის ყველა საზომით – ადამიანების კმაყოფილებით, ხარისხით და ხელმისაწვდომობით – უმაღლეს პოზიციებს იკავებდა.

მაგრამ ეს ყველაფერი იცვლება, არ ვიცი რამდენად აცნობიერებს ხალხი მთავრობის მიერ ეროვნული ჯანდაცვის სერვისის ფუნდამენტურ ცვლილებებს, ხოლო როდესაც ეს მოხდება, ამის უკან დაბრუნება ძალიან ძნელი იქნება – თუ შეუძლებელი არა. ჩვენ აქ ჯერ კიდევ არ გვინახავს, თუ რა შეიძლება მოხდეს როცა მოსახლეობას არ ექნება ჯანდაცვაზე წვდომა, მაგრამ აშშ–ს სისტემა ძალიან ნათელ გამაფრთხილებელ სიგნალს გვაძლევს ამის თაობაზე.“

სტაკლერი ამ ყველაფერს ადარებს მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ბრიტანეთს, როდესაც მისი ვალის მოცულობა 200%–ით აღემატებოდა მშპ–ს (განუზომლად მაღალი მაჩვენებელია, ვიდრე რომელიმე ევროპულ ქვეყანას აქვს დღეს, ისლანდიის გარდა ისლანდიასაც), ხოლო ქვეყნის ლიდერებმა ხარჯვის შემცირების მაგივრად კეთილდღეობის სახელმწიფოს დაარსება გადაწყვიტეს – რამაც, ხელი შეუწყო აყვავების დეკადებს და დაახლოებით 10 წელიწადში ვალის რაოდენობა განახევრდა.“

სხეულის ეკონომიკა, მორალურად შეიარაღებულმა და მონაცემებით გამყარებულმა, ზედაპირზე უნდა ამოიწიოს. დებატები ქამრების შემოჭერის პოლიტიკის შესახებ საჯარო დისკუსიების საგანია, რომელიც უნდა მიმდინარეობდეს. პოლიტიკოსები გაუთავებლად საუბრობენ ვალებსა და დეფიციტებზე, თუმცა ყურადღებას არ აქცევენ მათი გადაწყვეტილებების ადამიანურ ფასს.“

რასაც მისი ავტორები იმედოვნებენ, არის ის, რომ პოლიტიკოსები სერიოზულად გაიაზრებენ იმ მესიჯს, რასაც მათ მონაცემები აწვდიან და საბაზისო პოლიტიკების გატარებას დაიწყებენ არა იდეოლოგიაზე, არამედ პრაქტიკულ მონაცემებზე დაყრდნობით. (ზოგიერთმა მათგანმა უკვე გააკეთა ეს. როდესაც სტაკლერმა და ბასუმ მათი ზოგიერთ მიგნება გაუზიარა შვედ პარალემტარებს, მათ უპასუხეს, რომ „ამას რატომ გვიყვებით? ჩვენ ეს ვიცით. ამის გამო შევიმუშავეთ ჩვენ ეს პროგრამები.“ სხვებმა კი, განსაკუთრებით საბერძნეთში, პასუხისმგებლობები აირიდეს.)

სტაკლერის განცხადებით, „ჩვენი წიგნი აჩვენებს, რომ ქამრების შემოჭერის საფასური შეიძლება გაიზომოს ადამიანების სიცოცხლით. ის გარკვევით აჩვენებს, რომ ქამრების შემოჭერის პოლიტიკა კლავს. ის აჩვენებს, რომ ქამრების შემოჭერის პოლიტიკა და ჯანმრთელობა ყოველთვის მცდარი ეკონომიკაა – არ აქვს მნიშვნელობა თუ როგორ პოზიტიურად უყურებენ ზოგიერთები ამას, რადგან მათთვის ის ამცირებს სახელმწიფოს როლს, ან ამცირებს დანახარჯებს იმ სისტემაში, რომელსაც ისინი მაინც არ იყენებენ.“

როდესაც ცუდი პერიოდი დგას, მთავრობამ უფრო მეტი ინვესტირება უნდა მოახდინოს – ან, ბოლოს და ბოლოს იმ სფეროში უნდა შეამციროს ხარჯები, საიდაც ყველაზე ნაკლებად დაზარალდება. ძალიან საშიშია და ეკონომიკურადაც დამაზიანებელია სასიცოცხლოდ აუცილებელი დახმარებების შემცირება იმ დროს, როდესაც ადამიანებს ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.

„ამიტომ, არსებობს ხანგრძილივი განსხვავებების გაკეთების შესაძლებლობა, რომ ჩვენი ეკონომიკა მივმართოთ ბედნიერი და ჯანმრთელი მომავლისაკენ, ისე როგორც ეს ომის შემდგომ პერიოდში გავაკეთეთ. მივმართოთ ჩვენი პრიორიტეტები საზოგადოების უფლებებისკენ. ჯერ კიდევ გვიანი არაა.“

 

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ