გამოიწერეთ European.ge-ს Facebook გვერდი.
***
► გამოცემა TIME-ის ერთ-ერთი რედაქტორი Rana Foroohar თავის წიგნში „Makers and Takers” (“შემქმნელები და მიმღებები”) აჟღერებს ძალზედ მნიშვნელოვან მესიჯს აშშ-ს ეკონომიკის ფინანსიალიზაციის საფრთხეებზე. მან აღმოაჩინა, რომ ფინანსური სისტემა აღარ აფინანსებს ახალ იდეებსა და პროექტებს, ფინანსური ინსტიტუტებიდან გამოსული ფულის მხოლოდ 15 პროცენტის ინვესტირება ხდება ბიზნესში, დანარჩენი კი ფინანსურ სპეკულაციებს ხმარდება. სწორედ ამიტომ 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდგომ 4 ტრიოლიონის ოდენობის მონეტარული სტიმულიც კი არ აღმოჩნდა საკმარისი გამოეღო რაიმე შედეგი, გარდა სუსტი ზრდისა. წინამდებარე ვიდეოში ის ეკონომისტ Robert Johnson-თან ერთად საუბრობს თავის წიგნზე და ეკონომიკური პოლისების იმ გამოწვევებზე, რის წინაშეც ამერიკაში გადაწყვეტილების მიმღები პირები დგანან.
► „ფინანსიალიზაცია ეს გახლავთ ტერმინი, რომელსაც უკვე დიდი ხანია განიხილავენ აკადემიურ სივრცეებში და რომელიც აღწერს ფინანსური სექტორის ზომასა და ძალაუფლებას ეკონომიკაში. ამ ძალაუფლებამ მთლიანად შეცვალა ეკონომიკაში ფინანსური ნაკადების მიმოქცევა. მხოლოდ მცირე ნაწილი ინვესტირდება ეკონომიკის პროდუქტიულ სფეროებში და ინოვაციებში.”
► “მაშინ როდესაც ფინანსური სექტორი, მთლიანი ეკონომიკის დაახლოებით 7%-ს წარმოადგენს, ის სამუშაო ადგილების მხოლოდ 4%-ს ქმნის და რეალურად მთელი კორპორატიული მოგების 25% მიაქვს. ეს ნიშნავს, რომ ფინანსური სექტორი კი არ ამდიდრებს ხალხს, არამედ პირიქით, ხალხი ამდიდრებს ფინანსურ სექტორს.”
► იხილეთ სრული ინტერვიუ.