ღარიბები უფრო ღარიბდებიან, მდიდრები კი მოიპოვებენ პოკემონებს

anukiგამოიწერეთ European.ge-ს Facebook გვერდი.

► წარმოგიდგენთ ამერიკულ გამოცემა The Washington Post-ზე 12 ივლისს გამოქვეყნებული წერილის თარგმანს.

► ავტორი ანა სვენსონი გახლავთ Wonkblog-ის რეპორტიორი. ეს არის ბლოგი გამოცემა “ვაშინგტონ პოსტზე”, რომელიც ფოკუსირებულია შიდა ეკონომიკურ და პოლიტიკურ საკითხებზე. ანა სვენსონი ასევე გამოცემა Forbes-ის კონტრიბუტორია, სადაც ის საერთაშორისო ეკონომიკურ თემებზე წერს. მისი ტვიტერია: @AnaSwanson

© European.ge

https://www.youtube.com/watch?v=eiV1JjtwxK0

“Pokemon go” მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული თამაშია. ეს არის მობილური თამაში, რომელშიც ადამიანები დაეხეტებიან რეალურ სამყაროში, რათა იპოვონ და დაიჭირონ პატარა ფანტასტიკური ცხოველები – პოკემონები. ეს თამაში აგზავნის უამრავ ადამიანს ცენტრალურ პარკში სახეტიალოდ. ასევე ბევრი არასრულწოვანი ამ თამაშის მეშვეობით პირველად მოინახულებს ადგილობრივ ფოსტის ოფისს, ზოგიერთი გზააბნეული მოხეტიალე კი საავადმყოფოსაც.

იმ საყოველთაო აჟიოტაჟის ფონზე რაც მის გამოჩენას მოჰყვა, ამ თამაშში არც თუ ისე ბევრი რამის გაკეთებაა შესაძლებელი. შენ უნდა შეაგროვო სხვადასხვა პოკემონები, მოიპოვო ნივთები, რომლებსაც შემდეგ გამოიყენებ “pokestop’’-ზე (ეს არის საზოგადოებრივი შეკრების ადგილები, მაგალითად ფოსტის ოფისი), ასევე შეგიძლია შენი პოკემონი აბრძოლო სხვების წინააღმდეგ ან დაუპირისპირო საკუთარი გუნდის წევრებს, პრაქტიკისთვის. სულ ეს არის.

თუმცა, მალე თამაშში სხვა ფუნქციებიც შემოვა, მაგალითად როგორიცაა პოკემონებით ვაჭრობა. ვაჭრობა ძველი ვიდეო თამაშის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია, ეს იყო ძირითადი მეთოდი ყველა პოკემონის ხელში ჩასაგდებად, მაგრამ “Pokemon Go”-ს მიმდინარე ვერსიაში ეს ასე არ არის.

რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? ედვარდ კასტრონოვა – ეკონომისტი, რომელიც თამაშების ეკონომიკის სფეროში მუშაობს, ამბობს რომ მიზეზი მარტივია – თუ ვაჭრობა არ ხდება განსაკუთრებული სიფრთხილით ეს არღვევს ვირტუალურ ეკონომიკას და ანგრევს მთლიანად თამაშს. უამრავი თამაში უკვე გახდა ამ პრობლემის მსხვერპლი. იმის მაგივრად, რომ თავიდანვე შემოეღოთ ვაჭრობა, “Pokemon Go”-ს შემქმნელები პირველ რიგში დააკვირდებიან, თუ როგორ ჩაერთვებიან ადამიანები თამაშში. მოგვიანებით კი ვაჭრობის ფუნქციასაც დაამატებენ.

ნიანტიკის (Niantic) პრესსპიკერმა კრის კრამერმა დაადასტურა, რომ ვაჭრობა მალე დაემატება თამაშს. „ვაჭრობა ამ თამაშის ძირითადი შემადგენელი ნაწილია და ნიანტიკს სურს დარწმუნდეს იმაში რომ ყველფერი სწორად გაკეთდება“ – აღნიშნა კრამერმა.

გამოდის, რომ ეკონომიკის შექმნა და რეგულაცია ამ თამაშში ისევე საფრთხილოა როგორც რეალური ეკონომიკის შემთხვევაში. ამ თამაშების ეკონომიკა მსგავსია და ახლოსაა რეალურთან. აქაც როგორც რეალურ ეკონომიკაში: ხდება საქონლის წარმოება, გაყიდვა და მოხმარება.

რა თქმა უნდა არსებობს განსხვავებებიც. მაგალითად, უმეტეს ონლაინ თამაშებში, მოთამაშეს არ აქვს ინოვაციის საშუალება, მას არ შეუძლია შეიტანოს სიახლე თამაშებში, ასევე აქ არ არსებობს ბრენდები. მაგრამ კვლევა, რომელიც ჩატარდა კასტრანოვასა და სხვების მიერ, გვეუბნება რომ ვირტუალური სამყარო ფუნქციონირებს რეალურის მსგავსად, რაც მას ხდის, ეკონომისტების, სოციოლოგებისა თუ პოლიტიკური მეცნიერებისთვის დაკვრივებისა და კვლევების ჩასატარებელ შესანიშნავ ადგილად. რეალურ სამყაროში, მკვლევარებს არ შეუძლიათ ჩაერიონ და რამე შეცვალონ ოჯახის შემოსავალებსა თუ ქვეყნის ეკონომიკაში, მაგრამ თამაშში მათ შეუძლიათ შეცვალონ ეკონომიკის პარამეტრები სხვადასხვა მოთამაშეებისთვის იმგვარად, რომ შექმნან რეალური ექსპერიმენტი.

“ყოველი ეკონომიკური თეორია, რაც რეალურია ეკონომიკის (მეცნიერების) ისტორიიდან, ასევე რეალურია თამაშის ეკონომიკაში,“ აცხადებს კასტრანოვა. ეს ნიშნავს იმას, რომ მკვლევარებს შეუძლიათ გამოიყენონ ეკონომიკური თეორიები რათა ახსნან თუ რა ხდება კონკრეტულ თამაშში ან გამოიყენონ თამაშები, რათა გამოცადონ სხვადასხვა თეორიები. თამაშები შეიძლება არარეალისტურად მოგვეჩვენოს, ამბობს კასტრანოვა, „მაგრამ „ვირთხის ლაბირინთიც“ (‘a rat maze) არ არის რეალური, თუმცა მისი დახმარებით შესაძლოა ბევრი რამ ისწავლო შემეცნებაზე’’.

washingtonმაგალითად, ჩიკაგოსა და ერასმუსის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ითანამშრომლეს ონლაინ თამაშების კომპანიასთან, რათა ჩაატარებინათ ექსპერიმენტი – თუ რა გავლენას ახდენს საქონლის ფასი გაყიდვებზე. ონლიაინ თამაშებმა საშუალება მისცა მათ, აეწიათ ფასები 14 მილიონი ადამიანისთვის და ენახათ თუ რა გამოხმაურება ექნებოდა ამ ყველაფერს. ეს იყო მასიური ექსპერიმენტი, რომლის ჩატარებაც რეალურ სამყაროში შეუძლებელია.

ერთ-ერთ კვლევაში კი მკვლევარები აკვირდებოდნენ თუ როგორ ჩამოყალიბდა უთანასწორობა თამაშში, რომელსაც ერქვა „Pardus“. მათ ამ თამაშში აღმოაჩინეს სიმდიდრის იმგვარი გადანაწილება, როგორიც ბევრ დასავლურ ქვეყანას ახასიათებს, ასევე ემთხვეოდა მიზეზებიც. მოთამაშეები, რომლებიც ადრე შემოუერთდნენ თამაშს, უფრო მდიდრები იყვნენ. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავდა მოთამაშის სიმდიდრეს, იყო მათი პოზიცია სოციალურ ქსელში, კერძოდ ის თუ რამდენ ადამიანთან ვაჭრობდნენ ისინი. რეალური სამყაროსგან განსხვავებით, მკვლევარებს შეეძლოთ თვალყური ედევნებინათ თუ როგორ ფორმირდებოდა უთანასწორობა წუთებისა და საათების განმავლობაში, ასევე დაკვირვებოდნენ თითოეულ მოქმედებას, რომელიც განაპირობებდა ამა თუ იმ მოთამაშის გამდიდრებას.

„თამაშები, რომელშიც უამრავი ადამიანია ჩართული, ფაქტიურად ოცნებების ახდენაა ეკონომისტებისთვის’’– ამბობს იანუს ვარუფაკისი, რომელიც გახლავთ საბერძნეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრი და მუშაობდა ონლაინ თამაშების სფეროში ეკონომისტად. მისი თქმით: „ვიდეო თამაშების სამყაროში ყველა ინფორმაცია სახეზეა. ეს ისეთი შეგრძნებაა თითქოს ღმერთი ხარ, რომელსაც აქვს წვდომა ყველაფერთან, მათ შორის იმასთან თუ რას აკეთებს სოციალური ეკონომიკის თითოეული წევრი.“

არა მხოლოდ ეკონომისტებს უყვართ ონლაინ თამაშები, ონლაინ თამაშებსაც სჭირდებათ ეკონომისტები. ძალიან ბევრი ცნობილი თამაში ქირაობს ეკონომისტებს, რომ შეიმუშაონ სისტემა და დარწმუნდნენ, რომ თამაშის შიდა ეკონომიკა მდგრადია.

ერთ-ერთი პრობლემა, რომლის მოსაგვარებლადაც ეკონომისტების დახმარებაა საჭირო, არის ინფლაცია – ფასების მკვეთრი და სწრაფი ზრდა. როდესაც მოთამაშეები პოულობენ ან ყიდულობენ ვალუტას თამაშში, ამ დროს ხდება ეკონომიკაში ფულის შემოდინება, როგორც ეს ხდება ამერიკაში, როდესაც მთავრობა ბეჭდავს დოლარებს. და როდესაც ზედმეტად დიდი რაოდენობით ფული შედის სისტემაში, ეს იწვევს ფასების მკვეთრ ზრდას, როგორც ეს ხდება რეალურ სამყაროში.

ალბათ, ყველაზე დიდი პრობლემა, რასაც თამაშების უმრავლესობა აწყდება, არის ე. წ. „ოქროს მოპოვება/ მეურნეობა“ (Gold farming). მოთამაშეები ძირითადად ასრულებენ გარკვეულ განმეორებით ამოცანებს, რათა მოიპოვონ ვირტუალური ფული და შემდეგ ამ ვირტუალურ ფულს ყიდიან რეალური ფულზე. ჩინეთში, დაახლოებით 100 000 ადამიანი მუშაობდა ვირტუალური ოქროს მოპოვებაზე, რათა შემდეგ გადაეცვალათ ის ვირტუალურ ვალუტაზე. ამის შემდეგ კი ყიდიდნენ მას რეალურ ფულზე „World of Warcraft“-ში, ერთ-ერთი უდიდეს ონლაინ თამაშში. მიუხედავად იმისა, რომ უამრავ თამაშში ეს აკრძალულია, მსგავსი ქმედებები მაინც ხდება შავ ბაზარზე.

„ოქროს მეურნეობის“ (Gold farming) ძირითადი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ის ზოგიერთ მოთამაშეს ანიჭებს უდიდეს უპირატესობას, რამაც შესაძლოა საერთოდ ჩაშალოს და დაანგრიოს თამაში. არსებობენ ადამიანები, რომლებიც იხდიან დიდი ოდენობით რეალურ ფულს, რომ შეიძინონ ვირტუალური ფული და ეს შემდგომში გამოიყენონ იარაღების და სხვა საჭირო ნივთების შესაძენად. რიგითი მოთამაშეები, რომლებსაც უბრალოდ გართობა სურთ და ამაში ბევრ ფულს ვერ გადაიხდიან, სწრაფადვე მარცხდებიან მდიდარ მოთამაშეებთან. ამის შემდეგ კი თამაში აღარ არის მათთვის საინტერესო და გასართობი და ისინი უბრალოდ წყვეტენ თამაშს.

ძირითადი მიზეზი, რამაც დაანგრია თამაშის ეკონომიკა, ეს არის მკვეთრი (მწვავე) უთანასწორობა. ყველა რესურსის ხელში ჩაგდებას, მხოლოდ ერთეულები ახერხებენ (ისინი ვინც მაღალ საეხურზე იმყოფებიან) დანარჩენი მოთამაშეები კი უბრალოდ ვერ უწევენ მათ კონკურენციას. თითქოს ისინი ვისაც რესურსები აქვთ და ისინი ვისაც არ აქვთ ორ სხვადასხვა თამაშს თამაშობენ, სადაც განსხვავებული თამაშის წესები მოქმოდებს. ნაცნობი სიტუაციაა არა?

“სამართლიანობის საკითხი მწვავედ დგას’’, განაცხადა კასტრონოვამ. “როგორც მოთამაშისთვის არაფერია იმაზე ცუდი, ვიდრე შეხვიდე თამაშში, სადაც ყველა ერთ დონეზე იწყებს, შემდეგ კი აღმოაჩენ, რომ ვიღაც შენზე წინაა მხოლოდ იმიტომ, რომ მისი მამა სტომატოლოგია’’.

თამაშის დიზაინის კუთხით მთავარი გამოწვევა მდგომარეობს იმაში რომ ის უნდა იყოს სახალისო. რაც როგორც წესი გულისხმობს ისეთი სამყაროს შექმნას სადაც თავდაუზოგავი შრომის ხარჯზე შენ შეგიძლია სწრაფად ახვიდე ეკონომიკური კიბის მაღალ საფეხურზე. თამაშის შექმნისას ფაქტიურად ბეწვის ხიდია გასავლლელი რომ ეს საფეხურები არ გამოვიდეს არც ძალიან სწრაფი და მარტივი და არც ზედმეტად რთული და ნელი, რათა თამაში არ გახდეს მოსაწყენი, როგორც დაბალ-ანაზღაურებადი სამუშაო რეალურ სამყაროში.

“თამაშების ეკონომიკური დიზაინი ძალიან რთულია, „ისეთივე რთულია როგორც რეალურ ცხოვრებაში’’, განაცხადა კასტრონოვამ. “აქაც დღის წესრიგშია ისეთი საკითხები როგორიცაა: სამართლიანობა, თავისუფლება და ჯილდო დამსახურებისთვის.” უთანასწორობას და ინფლაციას შეუძლია ჩამოანგრიოს როგორც მთავრობები, ასევე ონლაინ თამაშები.

თამაშების კომპანიების უმრავლესობა დღესდღეობით საკმაოდ დახვეწილია, ისინი ინარჩუნებენ ბალანსს და იგერიებენ ისეთ პრობლემებს როგორიცაა ინფლაცია და „ოქროს მეურნობა“. სხვა თამაშებთან შედარებით “Pokemon Go”-ს უფრო მეტად კონტროლირებადი ეკონომიკა აქვს. მსაგვსად ე.წ.  “freemium” თამაშებისა სადაც ვირტუალური ფული ხელმისაწვდომია მხოლოდ თამაშების კომპანიიდან, რაც ამცირებს „ოქროს მეურნეობის“ შესაძლებლობას. პოკემონ გოუს მოთამაშეები აცხადებენ რომ “ნიანტიკმა“ კარგი სამუშაო შეასრულა და თამაშის ისეთი დიზაინი შექმნა, სადაც იმ მოთამაშეებს ვინც რეალურ ფულს იხდის სხვადასხვა ნივთების მოსაპოვებლად, არ ენიჭებათ დიდი უპირატესობა იმ მოთამაშეებთან შედარებით, ვინც არ იხდის რეალურ ფულს.

თამაშში ვაჭრობის შემოსვლით გაჩნდება პოკემონების შავ ბაზარზე ყიდვა-გაყიდვის შესაძლებლობა. თუნდაც ეს არ მოხდეს შავ ბაზარზე, ვაჭრობის შემოტანა თამაშში ნამდვილად დააჩქარებს უთანასწორობის ფორმირებას.

ამ ეტაპზე “Pokemon Go”-ს ყველა მოთამაშე ერთნაირად ღარიბია, ვაჭრობის შემოღებასთან ერთად ზოგ მოთამაშეს მიეცემა საშუალება ბევრად სწრაფად დააგროვოს კაპიტალი. ყველაზე მეტ სარგებელს ის მოთმაშეები ნახავენ, ვინც რეალურ ცხოვრებაშიც მდიდრები არიან და აქვთ კავშირები სავაჭროდ.


– ინგლისურიდან თარგმნა ლევან ლაგვილავამ.

ილუსტრაცია გარეკანზე: The New York Times

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ