მზიურის ამფითეატრში წიგნების განხილვები იწყება. იხილეთ წიგნების სია

► 22 ივნისიდან ანალიტიკური მედია პლატფორმა European.ge უბრუნდება მზიურის ამფითეატრს, სადაც მთელი ზაფხულის განმავლობაში, კვირაში ერთხელ, გაიმართება ბოლო წლების საერთაშორისო ბესტსელერი წიგნების პრეზენტაცია/განხილვა. ჩვენ წარმოდგიდგენთ წიგნებს და ავტორებს, რომელთა იდეებმა და ნაშრომებმა დიდი გავლენა იქონია მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ დებატებზე, მათ შეძლეს და სრულიად ახალი პერსპექტივიდან დაგვანახეს მნიშვნელოვანი საკითხები. დისკუსიებისას ჩვენ ვისაუბრებთ ამ ავტორების იდეებზე, წიგნების შინაარსსა და კონტექსტზე. გვეყოლება საინტერესო მომხსენებლები სხვადასხვა სფეროდან. შემოგვიერთდი, დასწრება თავისუფალია. წიგნების მომხსენებლების შესახებ ინფორმაციას თითოეული დისკუსიისთვის გაკეთებულ ბმულზე შეიტყობთ.

► ქვემოთ წარმოგიდგენთ ბოლო წლების 5 საერთაშორისო ბესტსელერი წიგნის სიას, რომელთაც პირველი 5 კვირის განმავლობაში განვიხილავთ. წინასწარ წასაკითხად შეგვიძლია მოგაწოდოთ წიგნების PDF ვერსიები.

1. მარიკე დე ხოდეს წიგნი: “ღირსება, იღბალი და რწმენა – ფინანსური სფეროს გენეალოგია,”  (2005 წ).

marieke

მარიკე დე ხოდეს წიგნი ღირსება, იღბალი და რწმენა – ფინანსური სფეროს გენეალოგია  (2005) ფინანსური სფეროს იმ ისტორიას წარმოგვიდგენს, რომელზეც ხშირად არ წერენ და ამ საკითხს ისეთ კონტექსტში (კულტურულ, პოლიტიკურ და მორალურ) განიხილავს, რომელიც ასევე ხშირად უგულებელყოფილია. თუ დღევანდელი ფინანსური ბაზრების საქმიანობის დიდი ნაწილი მე-18 და მე-19 საუკუნეების ევროპასა და ამერიკაში სპეკულაციად, თაღლითობად მიიჩნეოდა და იკრძალებოდა, დღეს იგივე საქმიანობა ლეგიტიმურობით და დიდი რეპუტაციით სარგებლობს. სწორედ ფინანსური სფეროს რეპუტაციის ტრანსფორმაციის ამ გრძელ გზას იკვლევს ავტორი, აანალიზებს ფინანსური ბაზრების საწყისებს, მეთოდებს და კითხვის ნიშნის ქვეშ სვამს მის მორალურ საფუძველს. ეს წიგნი გვაფიქრებს ფინანსური მეცნიერების ობიექტურობაზე, ასევე ფინანსური ბაზრების საქმიანობის ლეგიტიმურობასა და ‘ნორმალურობაზე’.

წიგნის ავტორის შრომა ნამდვილად დასაფასელია. მან სრულად გამოიკვლია ფინანსების და ფინანსური ბაზრების ისტორია, თუ რა გზა გაიარა ფინანსურმა სფერომ სპეკულაციებიდან დღეს ლეგიტიმურ და სოლიდურ სფეროდ ჩამოყალიბებამდე და ამით თავი დაიმკვიდრა აკადემიაშიც. ეს წიგნი კითხვის ნიშნის ქვეშ სვამს ბევრ საკითხს. ეს საკითხები საქართველოს რეალობითვისაც ძალიან საინტერესოა იმის ფონზე, რომ ჩვენთანაც ფინანსური სფერო ფაქტიურად ყველაზე ძლიერი ძალა გახდა. ეკონომისტებს და ფინანსისტებს ხშირად ასეთ ისტორიებსს არ ასწავლიან, შესაბამისად პროფესორ მარიკეს შრომა კიდევ უფრო საინტერესოს ხდის მას.

მარიკე დე ხოდე ამსტერდამის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების დეპარტამენტის პროფესორია. მან დოქტორის ხარისხი პოლიტიკური მეცნიერებების სფეროში ნიუკასტლის უნივერსიტეტში დაიცვა 2001 წელს. მის შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ შემდეგ ბმულზე.

 

2. კოლინ კრაუჩის წიგნი: “პოსტდემოკრატია“, (2000 წ).

colin crouch

ბრიტანელი სოციოლოგის, ვორვიკის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების პროფესორის, კოლინ კრაუჩის 2000 წელს გამოცემულმა წიგნმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია დემოკრატიის შესახებ მსოფლიოში მიმდინარე დისკუსიებზე. მან საინტერესოდ აღწერა თანამედროვე დემოკრატიები, რომლებიც განიცდიან პოლიტიკურ კრიზისს. კოლინ კრაუჩი აღწერს თუ როგორ ხდება თანამედროვე წარმომადგენლობით დემოკრატიებში ძალაუფლების მცირე ელიტების ხელში თავმოყრა და დემოკრატიული ინსტიტუტების თანდათანობითი დაცლა პოლიტიკური შინაარსისგან.

წიგნში ავტორი შემდეგნაირად განმარტავს ტერმინ “პოსტდემოკრატიას”: “პოსტდემოკრატიული საზოგადოება ესაა პოლიტიკური საზოგადოება, რომელიც აგრძელებს დემოკრატიული ინსტიტუტების გამოყენებას, მაგრამ ასეთ საზოგადოებებში ეს ინსტიტუტები ფორმალურ სახეს იძენენ. ენერგია და ინოვაციური სულისკვეთება გასულია დემოკრატიული სივრციდან ვიწრო პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების ხელში.”

კოლინ კრაუჩის აკადემიური კარიერა დაიწყო 1969 წელს ლონდონის ეკონომიკური სკოლაში (LSE). 1995-2000 წლებში ის ასწავლიდა ოქსფორდის უნივერსიტეტში. 1995-2004 წლებში ასევე გახლდათ European University Institute-ის სოციოლოგიის პროფესორი და პოლიტიკური მეცნიერებების დეპარტამენტის დირექტორი. 2005 წელს პროფესორი კოლინ კრაუჩი არჩეულ იქნა ბრიტანეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრად.

 

3. დევიდ გრებერის წიგნი – “ვალი: პირველი 5000 წელი“, (2011 წ).

greberiდევიდ გრებერი არის ლონდონის ეკონომიკური სკოლის (LSE) ანთროპოლოგიის პროფესორი. მისი ყველაზე ცნობილი ნაშრომია „ვალი: პირველი 5000 წელი“ (გამოიცა 2011 წელს).

ეს წიგნი ხაზს უსვამს ვალისა და ისეთი სოციალური ინსტიტუტების ურთიერთობებს, როგორიცაა ბარტერი, ქორწინება, მეგობრობა, მონობა, სამართალი, რელიგია, ომი და მთავრობა. წიგნში დევიდ გრებერი აღწერს სხვადასხვა დიდი და პატარა ცივილიზაციების ისტორიას, ასევე ვალის წარმოშობის ეტაპებს ჯერ კიდევს ჩვ.წ. 3500 წლით ადრე ხანიდან.

წიგნის მთავარი არგუმენტი არის ის, რომ „ადამიანური ეკონომიკის“ არაფორმარული, არაზუსტი დავალიანებები ჩანაცვლებულია მათემატიკურად განსაზღვრული, კარგად განხორციელებული ვალის საშუალებით, რომელსაც ახოციელებს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სამხედრო და პოლიციური ფორმები. მეორე ძირითადი არგუმენტი არის ის, რომ ფულის სტანდარტული ისტორიისგან განსხვავებით, ვალი წარმოადგენს ვაჭრობის უძველეს საშუალებას. გრებერი ამტკიცებს, რომ მეორე არგუმენტი გამომდინარეობს პირველიდან, რადგან „ბაზარი დაფუძნებულია და შენარჩუნებულია სახელმწიფოს სისტემატიური ძალადობით“.

პროფესორი გრებერი წამყვან როლს თამაშობდა „დაიკავე უოლ-სტრიტის“ (Occupy Wall Street) მოძრაობაში და ხშირას მას მიაწერენ ცნობილ გამოთქმას – „ჩვენ 99% ვართ“.

 

4. ერიკ რეინერტის წიგნი: “როგორ გამდიდრდნენ მდიდარი ქვეყნები და რატომ რჩებიან ღარიბი ქვეყნები სიღარიბეში,” (2008 წ).

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ