ეტიენ ბალიბარი: არსებობს თუ არა ‘ნეორასიზმი’?

balibarგამოიწერეთ European.ge-ს Facebook გვერდი.

► წარმოგიდგენთ ცნობილი ფრანგი ფილოსოფოსის, კალიფორნიის უნივერსიტეტის (ირვინი) პროფესორის, ეტიენ ბალიბარის წიგნის I თავის თარგმანს.

პროფესორი ბალიბარი ავტორია არაერთი ფართოდ აღიარებული წიგნისა, მათ შორისაა ნაშრომი იმანუელ ვალერსტაინთან თანაავტორობით: “Race, Nation, Class: Ambiguous Identities” (1991). ეს თავიც სწორედ ამ წიგნიდანაა.

© European.ge

ნეორასიზმზე საუბრისას რა მასშტაბებთან შეხება იქნება სწორი? ეს კითხვა სხვადასხვაგვარად დგას სხვადასხვა ქვეყნებში, მაგრამ წარმოადგენს ტრანსნაციონალურ ფენომენს. კითხვა შეიძლება გავიგოთ ორგვარად: ერთიმხრივ, ვდგავართ, ახალი მზარდი რასისტული მოძრაობის წინაშე, რაც აიხსნება კრიზისების ერთბლიობითა თუ სხვა მიზეზებით? მეორემხრივ, ის რის წინაშეც ჩვენ ვდგავართ არის მხოლოდ ახალი რასიზმი თუ უბრალო ტაქტიკური ადაპტაცია? აქ გავმახვილდები შეკითხვის მეორე ნაწილზე.

უპირველეს ყოვლისა უნდა გაკეთდეს შემდეგი დაკვირვება. ნეორასისტული ჰიპოთეზები უმთავრესად აღმოცენდა თეორიათა შინაგანი კრიტიკისა და იმ დისკურსის საფუძველზე, რომელიც ლეგიტიმურს ხდის განდევნის პოლიტიკას, ანთროპოლოგიისა და ისტორიის ფილოსოფიაზე დაყრდნობით. ცოტა რამ გაკეთდა ახალ დოქტრინებს, ახალ პოლიტიკურ სიტუაციებსა და სოციალურ ტრანსფორმაციებს შორის არსებული კავშირების აღმოსაჩენად. მე ამ მომენტისთვის წარმოვადგენ არგუმენტს, რომ თეორეიული განზომილება რასიზმის, როგრც წარსულში, ასევე დღეს არის ისტორიულად მნიშვნელოვანი, მაგრამ ეს არაა არც ავტონომიური და არც პირველსაწყისი. რასიზმი – ჭეშმარიტად “ტოტალური სოციალური ფენომენი” – ავლენს საკუთარ თავს პრაქტიკებში (ძალადობის, ზიზღის, დამცირების ფორმებში), დისკურსებში, რომელსაც ავითარებენ ინტელექტუალები და სადაც წარმოდგენილია ილუზიური თავდაცვის მექანიზმები ან აშკარა სეგრეგაციის ელემენტები (სოციალური სხეულის გაწმენდის საჭიროება, რომ დაიცვას ჩვენი იდენტობა სხვა ფორმების გავლენისგან, აღრევისგან ან გადაფარვისგან) და სადაც არის არტიკულაცია განსხვავებულთა სტიგმატიზაციაზე (სახელის, კანისფერისა თუ რელიგიური მრწამსის მიხედვით). ყოველივე ეს ქმნის სტერეოტიპულ ფორმებს, როგორც მათი ობიექტის ასევე სუბიექტის მიმართ. ეს არის, იმ პრაქტიკების, დისკურსებისა და რეპრეზენტაციების კომბინაცია, ეფექტური სტერეოტიპების ქსელში, რაც საშუალებას გვაძლევს ავხსნათ რასისტული საზოგადოების ფორმაცია (ან რასისტთა საზოგადოების ფორმაცია მათ შორის, სადაც არსებობს ძლიერი იმიტაციური ხუნდები), და ასევე, ავხსნათ ის გზები (სარკისებული იმიჯი), სადაც ინდივიდები და კოლექტივები, როგორც რასიზმის მსხვერპლნი, იძულების ძალით საზოგადოებად სახავენ საკუთარ თავს.

რამდენად ყოვლისმომცველი და აბსოლუტურიც არ უნდა იყოს ამგვარი იძულება, ის ყოველთვის იარსებებს საკუთარი მსხვერპლისთვის. მისი ინტერნალიზება შეიძლება იყოს როგორც კონფლიქტური, ასევე წინააღმდეგობრივი, სადაც ინდივიდი როგორც საზოგადოების ნაწილი ეკუთვნის კოლექტივს, სადაც, ამასთანავე, კოლექტივს მთლიანად აქვს წართმეული თვითგამორკვევის უფლება და რომელსაც არ შეუძლია თავიდან აიცილოს პერმანენტული ძალადობა, მუდმივად განმეორებადი დისკურსებისა და თეორიების გავლენის ქვეშ. მოქმედებათა ისეთ კატეგორიებს როგორიცაა: ფიზიკური ძალადობა და დისკრიმინაცია, ასევე ვერბალური ძალადობა, როგორც აქტი ძალადობისა და სიძულივილის, აქვს უპირატესი მნიშვნელობა, ვიდრე რასისტულ დოქტრინებს, რითაც იქმნება მნიშვნელოვანი არასიმეტრიულობა რასისტულ კომპლექსში. მოქმედებათა ამგვარი კატეგორიებით, ჩვენ გადავდივართ პირველ ფაზაში, დოქტრინებისა და ენის, როგორც შესაბამისად ნიშანდობლივი ელემენტების შიგნით. უნდა მივანიჭოთ თუ არა დიდი მნიშვნელობა იმ გამამართლებელ არგუმენტებს, რომლებიც ინარჩუნებენ არსებულ სტრუქტურას (უფლებათა უარყოფას), როდესაც ხდება რელიგიის ენიდან მეცნიერებაში გადასვლა, ან როცა ბიოლოგიის ენიდან გადასვლა ხდება კულტურის და ისტორიის დისკურსში, როცა პრაქტიკაში ასეთი გამამართლებელი არგუმენტები ასტიმულირებელ იმავე ძველ ქმედებებს?

ეს მნიშვნელოვანი რამაა, მაგრამ არ კმარა ყველა არსებული პრობლემის გადასაჭრელად. რასისტული კომპლექსურობის განადგურება გულისხმობს არა მხოლოდ რასიზმის მსხვერპლთა ამბოხებას მის წინააღმდეგ, არამედ რასისტთა ტრანსფორმაციას და რასისტულ საფუძვლებზე შექმნილი საზოგადოების შინაგან დაშლას. ამ მხრივ, სავსებით ანალოგიური სიტუაციიაა სექსიზმთან დაკავშირებით, რისი დაძლევაც უნდა მოხდეს ერთდროულად, როგორც ქალების ამბოხით, ასევე პატრიარქალური საზოგადოების რღვევით. რასისტული თეორიები აუცილებელია რასისტული საზოგადოების ფორმაციისთვის, აქედან გამომდინარე ფაქტობრივად არ არსებობს რასიზმი თეორიის (ან თეორიების) გარეშე. თუ რასისტული თეორიები უმთავრესად არ გამოდის ელიტებიდან ან მასებიდან, დომინანტი ან დომინირებული კლასებიდან ის იქნება სავსებით უშედეგო. სავსებით აშკარაა, რომ მათი “რაციონალიზება” ხდება ინტელექტუალთა მხრიდან. ძალიან მნიშვნელოვანია, აკადემიური რასიზმის მიერ შექმნილი თეორიული კონსტრუქციის ფუნქციონირების გამოკვლევა საზოგადოების კრისტალიზაციის პროცესში.

ეს ფუნქცია სრულდება, არა მხოლოდ ინტელექტუალთა ორგანიზაციული შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ან იქიდან, რომ აკადემიური რასისტული თეორიები ქმნიან საზოგადოების, განსაკუთრებული იდენტობის იმიჯს, სადაც ყველას, ნებისმიერი საოციალური კლასიდან, აქვს საკუთარი თავის შეცნობის საშუალება. მის შესრულებას ხელს უწყობს აკადემიური რასიზმის თეორიათა მიერ ხელშესახებ “მტკიცებულებებზე” დაფუძნებული ფსევდომეცნიერული დისკურსი, ან უფრო ზუსტად “ხელშესახებ ფაქტებზე” არტიკულირებული ფსევდომეცნიერული დისკურსი. ამდენად, ვითარდება რასისტული მასებისთვის თანმდევი სპონტანური პროცესი. აქედან გამომდინარე უფლებას ვაძლევ საკუთარ თავს გამოვთქვა აზრი, რომ რასისტული კომპლექსი მჭიდროდ აერთიანებს კრიტიკულად მნიშვნელოვან ილუზიური საკუთარი თავის შემეცნებისა (რის გარეშეც ძალადობა მისაღები ვერ იქნება მასებისთვის) და სწავლის სურვილის (იძულება, რაც სოციაური ურთიერთობების ზედაპირულ სწავლებას ისახავს მიზნად) ფუნქციებს. ესენი არიან ფუნქციები, რომელთა გავლენასაც როგორც ინდივიდები, ასევე სოციალური ჯგუფები თანაბრად განიცდიან, ამ ფუნქციათა კოლექტიური ძალადობა არის საზარელი ენიგმა, ამიტომ აუცილებელია მისი დაუყოვნებლივ ახსნა. ხსენებული ფუნქციები, დამატებით უნდა ითქვას, რომ ინტელექტუალურად შეფერილ რასისტულ თორიებს ხდის სინგულარულს, რამდენად სოფისტურადაც არ უნდა მოჩანდნენ ისინი. მაგალითად თეოლოგები, რომლებიც ინარჩუნებენ დისტანციას ეზოთერიკულ სპეკულაციებსა და პოპულარული მოხმარებისთვის შექმნილ დოქტრინებს შორის. ისტორიულად ეფექტური რასისტული იდეოლოგიები ყოველთვის ავითარებენ ისეთ ფსევდოდემოკრატიულ დოქტრინებს, რომლებიც მარტივად გასაგებია მასებისთვის და სრულიად შეესაბამება მათი ინტელექტის დაბალ დონეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათ მიერ წარმოებულ დოქტრინებს შეუძლია უსწრაფესად უზერუნველყოს იმგვარი ინტერპრეტაციული საკვანძო ინსტრუმენტები, რომლებიც ახსნის არა მხოლოდ იმას, რასაც ინდივიდები განიცდიან, არამედ იმასაც თუ რას წარმოადგენს ისინი სოციალურ სამყაროში, ეს ისტრუმენტები იძენს ადამიანთა ყოფის “საიდუმლოებათა” გამორკვევის ფუნქციებს.

უნდა აღინიშნოს ისიც, თუ რატომაა რთული აკადემიური რასიზმის შინაარსისა და უმთავრესად, მისი გავნელის კრიტიკა. აკადემიური რასიზმის თეორიათა ჩამოყალიბებისას, არსებობს წინაპირობა, რომ “ცოდნა” რომელიც იქმნება მასებისთვის არის ელემენტარული ცოდნა, რაც ამართლებს მასების სპონტანურ გრძნობებს ან არწმუნებს მათ საკუთარი ინსტიქტების ჭეშმარიტებაში. როგორც ცნობილია, ბაბელმა ანტისემიტიზმს უწოდა “ცრუთა სოციალიზმი”, ხოლო ნიცშემ განიხილა ის, მეტნაკლებად, იმგვარ პოლიტიკად, რაც უსუსურად მოაზროვნეთაგან მოდის. როცა ჩვენ კრიტიკულად ვახასიათებთ რასისტულ დოქტრინას, როგორც დემაგოგიურ თეორიულ ნაწარმს, რომლის ეფექტურობაც გამომდინარეობს მასებისთვის სწავლის სურვილის უზრუნველყოფით, შეგვიძლია იმავე ბუნდოვან პოზიციებს დავაღწიოთ თავი? ამ ბუნდოვანებიდან თავის დაღწევისთვის ცხადია უმნიშვნელოვანესია იმის ახსნა თუ რა გზით ახდენს რასისტული მითები მასებზე დომინაციას. რასისტული მითები ( “არიული რასა”, “რჩეული რასა”) არის, არა მხოლოდ რასისტული ფსევდომეცნიერული შინაარსით მხარდაჭერილი მითები, არამედ მასებისგან ინტელექტუალურობის გამოცალკევების ფორმები. ფორმები, რომლებიც განუყოფელია უხილავი ფატალიზმისგან, დაატყვევოს მასები ვითომდაც ბუნებრივ იმფანტილიზმში.

ახლა შეგვიძლია ვკონცენტრირდეთ ნეორასიზმზე. ის, რაც აქ პრობლემას წარმოადგენს არ უკავშირდება რასიზმის ფაქტს, როგორც უკვე აღვნიშნე გამოცდილება არის მნიშვნელოვანი კრიტერიუმი (თუ არ გვსურს მოვიტყუოთ საკუთარი თავი რასიზმის უარყოფით, რასაც პოლიტიკური კლასის საკმაოდ ფართო სპექტრში ვხვდებით, რითაც ისინი ამჟღავნებენ, მხოლოდ და მხოლო, საკუთარ თვითკმაყოფილებასა და სიბრმავეს), თუმცა აუცილებელი გაინისაზღვროს ის თუ რა მასშტაბებს გამოხატავს სიტყვა ახალი, ასევე საჭიროა მკაცრი არტიკულაცია სოციალურ პრაქტიკაზე, კოლექტიურ რეპრეზენტაციებზე, აკადემიურ დოქტრინებსა და პოლიტიკურ მოძრაობებზე. გრამშიანული ენის გამოყენებით, მოკლედ შეგვიძლია განვსაზღვროთ, რომ ვითარდება რაღაც მსაგავსი ჰეგემონიისა*.

იმიგრაციის კატეგორიის ფუნქციონირებით რასის ცნების ჩანაცვლება და კლასობრივი ცნობიერების დაშლა, გვაძლევს პირველ მნიშვნელოვან გასაღებს პრობლემის გადასაჭრელად*. ცხადია, ჩვენ არ ვეხებით მხოლოდ შემნიღბველ ოპერაციას, რისი აუცილებლობაც მოიტანა ტერმინ რასის დაკნინებამ და მისი დერივატივების ჩავარდნამ, ეს რათქმაუნდა არ ყოფილა, მხოლოდ, ფრანგული საზოგადოების ტრანსფორმაციის შედეგი. იმიგრანტი მუშების მასები მრავალი წლის მანძილზე განიცდიდნენ ჩაგვრასა და ქსენოფობიურ ძალადობას, რაშიც რასისტული სტერეოტიპები არსებით როლს ასრულებდა. ომთაშორის პერიოდში გამწვავებულმა კრიზისმა გააღვივა კამპანია უცხოელების, ებრაელების და სხვათა წინააღმდეგ. კამპანიები, რომლებიც ვითარდებოდა ფაშისტური მოძრაობების ჩარჩოებში და რისი ლოგიკური კულმინაციაც ჰიტლერულ წამოწყებაში ვიშის რეჟიმის მიერ შეტანილი წვლილით გამოიხატა. რატომ ვერ შევამჩნიეთ, რომ ამ პერიოდში ‘სოციოლოგიურმა” მნიშვნელობამ შეცვალა “ბიოლოგიური” და რომ სწორედ “სოციოლოგიურ” ჭრილიში მოხდა სხვათა მიმართ შიშისა და სიძულვილი რეპრეზენტაცია? მკაცრი ფრანგული ანთროპოლოგიური მითის   ტრადიციისგან გამოცალკევება, შესაძლოა მნიშვნელოვნად განაპირობა ერთი მხრივ, ინსტიტუციურმა და იდეოლოგიურმა განხეთქილებამ იმიგრაციის აღქმასა და კოლონიურ გამოცდილებას შორის, ხოლო მეორე მხრივ, მსოფლიო მასშტაბით სახელმწიფოებს, ხალხებსა და კულტურებს შორის არტიკულაციის ახალი მოდელის უქონლობამ. ახალი რასიზმი არის ერთ პოლიტიკურ სივრეში საზოგადოების დაყოფა, რაც მოჰყვა დეკოლონიზაციის პროცესს, პოპულაციის ძველი კოლონიებიდან ძვენ მეტროპოლიებში გადენის პერიოდს. საფრანგეთში არსებული რასიზმი, იდეოლოგიურად, კონცენტრირდება იმიგრაციის კომპლექსზე და ჯდება ე.წ. “რასიზმი რასის გარეშე” ჩარჩოებში, ამგვარი მიდგომა ფართოდაა განვითარებული მსოფლიოს სახვა ქვეყნებშიც. ეს არის რასიზმი, სადაც საკვანძო საკითხი არის, არა ბიოლოგიური მემკვიდრეობითობა, არამედ გადაულახავი კულტურული განსხვავებულობა, რასიზმი, რომლის პოსტულატიც არის არა კონკრეტული ჯგუფების ან ხალხები აღმატებულობა სხვების მიმართ, არამედ “უბრალოდ” მტკივნეული საზღვრების მოშლა, ცხოვრების სტილისა და ტრადიციების შეუთავსებლობა, ეს არის რასიზმი, რასაც პიერ ანდრე ტაგიეფმა დიფერენციალისტური რასიზმი (Differentialist Racism) უწოდა.

საკითხის მნიშვნელობის ხაზგასასმელად, ჩვენ აუცილებლად უნდა მოვიხმოთ მომხდარი ცვლილების პოლიტიკური შედეგები. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს ტრადიციული ანტირასისტული ძალების დესტაბილიზაცია, რისი მიზიეზიც იყო მათი არგუმენტაციის შეუსაბამობა მომხდარ ცვლილებებთან. ცხადია რასები არ ქმნიან იზოლაციურ ბიოლოგიურ ერთობებს. გასაზიარებელია ისიც, რომ ინდივიდების ქცევები ან მათი “უნარიანობა” ვერ აიხსნება მათი სისხლის ან გენების ტერმინებში, მაგრამ წარმოადგენს ისტორიულ ‘კულტურათა’ მათი მიკუთვნების შედეგს. ანთროპოლოგიური კულტურალიზმი, ძირითადად, ორიენტირებულია ცნოს კულტურათა მრავალფეროვნება და თანასწორობა – კაცობრიობის ცივილიზაცია, რასაც ქმნის მხოლოდ და მხოლოდ პოლიფონიური ერთობა. ანთროპოლოგიური კულტურალიზმის საზოგადო მნიშვნელობას ავლენს, არსებული სტანდარტიზირებული იმპერიალიზმის ჰეგემონიის და დომინანტ ცივილიზაციათა წინააღმდეგ ბრძოლაში, მის მიერ შეტანილი კონტრიბუცია. ერთ-ერთი უდიდესი ფიგურა ანთროპოლოგიაში, კლოდ ლევი სტროსი, ვინც, არცთუ ისე დიდიხნის უკან, გამოიჩინა თავი იმის დემოსტრირებით, რომ ყველა კულტურა თანაბრად კომპლექსურია და აუცილებელია კაცობრიობის აზროვნების განვითარებისთვის, “რასა და კულტურაში” ნათლად ასაბუთებს აზრს, რომ კულტურათა აღრევა და კულტურულ განსხვავებულობათა დათრგუნვა გამოიწვევს კაცობრიობის ინტელექტუალურ კვდომას, რაც იქნება სახიფათო ბიოლოგიური გადარჩენისთვის აუცილებელი კონტროლის მექანიზმისთვისაც. ხსენებული ‘დემონსტრაცია’ უშუალოდ არის დაკავშირებულია ადამიანთა ჯგუფის სპონტანურ ტენდენციასთან, შეინარჩუნოს საკუთარი ტრადიციები და საკუთარი იდენტობა. ჩვენ აქ ვამჩნევთ, რომ ბიულოგიური ან გენეტიკური ნატურალიზმი არ არის ის ერთადერთი საშუალება, რითაც ადამიანთა ქცევა ან სოციალური თვისება აიხსნება. იერარქიული მოდელის უგეულებელყოფის სანაცვლოდ, კულტურას შეუძლია წარმოჩინდეს, როგორც შინაგანი ბუნება და ამით შეასრულოს იმგვარი ფუნქცია, რითაც ინდივიდებს და ჯგუფებს მოამწყვდევს აპრიორი გენეალოგიის ჩარჩოებში.

ზემოთქმულის გარდა, არსებობს დიფერენციალისტური რასიზმის მეორე მნიშვნელოვანი ეფექტი: თუ გადაულახავი კულტურული განსხვავებულობა წარმოადგენს ჩვენს ჭეშმარიტ ‘ბუნებრივ გარემო პირობას’ , ჩვენთვის აუცილებელ ატმოსფეროს, თუკი ვსუნთქავთ ისტორიის ჰააერს, მაშინ, განსხვავებულობათა გაუქმება აუცილებლად წარმოშობს თავდაცვით რეაქციას, ‘ეროვნებათაშორის’ დაპირისპირებასა და აგრესიას. რეაქციაზე, რომელზეც ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ არის ‘ბუნებრივი’, თუმცა, ამავედროს, სახიფათო.

ფაქტობრივად, ჩვენ ვდგავართ პრობლემათა გადანაცვლების პირისპირ. ბიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ პრინციპეპზე დაფუძნებული რასისტული თორიებიდან, გადავდივართ საზოგადოების შიგნით “ერებს სორის ურთიერთობის” თეორიებში, რაც ნატურალიზებას უკეთებს არა ეროვნულ კუთვნილებას, არამედ რასისტულ ქცევას. ლოგიკური თვალსაზრისით, დიფერენტალისტური რასიზმი, არის მეტა რასიზმი, სადაც დაგროვილია რასიზმსა და ანტი რასიზმს შორის დაპირისპირებით მიღებული გამოცდილება. თუ გვსურს თავიდან ავიცითოლ რასიზმი, თავიდან უნდა ავიცილოთ “აბსტრაქტული’ ანტი რასიზმი, სადაც არ არსებობს, სოციალურ მოძრაობათა სოციოლოგიური და ფსიქოლოგიური კანონზომიერებების, სწორი ხედვა; უნდა შევინარჩუნოთ კულტუტათა შორის განსხვავებულობა, ან, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უნდა მივიღოთ ის პოსტულატი, რომ ყველა ინდივიდი არის მატარებელი და მემკვიდრე ერთი კონკრეტული კულტურის. ამით შევძლებთ სპეკულაციური სივრციდან გამოსვლას და პოლიტიკურ სივრცეში გადანაცვლება. ბუნებრივია “აბსტრაქცია” არაა ეპისტემოლოგიური კატეგორია, არამედ არის შეფასებითი მსკელობა, რაც უფრო მეტი ენთუზიაზმით გამოიყენება, როცა პრაქტიკებს, რომელთაც ის შეესაბამება, არის უფრო მეტად კონკრეტული და აეფექტური: ურბანული განახლების პროგრამები; ანტი დისკრიმინაცილი ბრძოლა, მათ შორის პოზიტიური დისკრიმინაცია სკოლებასა და სამუშაო ადგილებში (რასაც ამერიკელი ახალი მემარჯვენეები უწოდებენ ‘რევერსულ დისკრიმინაცია”, საფრანგეთშიც სულ უფრო მეტი სიხშირით გვესმის, რომ ესაა ანტი რასიზმი, რაც ქმნის რასიზმს, თავისი აგიტაციით და მასათა ეროვნული სენტიმენტების პროვოცირებით).

შემთხვევითი არაა, რომ დიფერენციალისტური რასიზმი (რომელიც ისწრაფვის, წარმოადგინოს საკუთარი თავი, ჭეშმარიტ ანტირასიზმად), მარტივად ერწყმის “ბრბოს ფსიქოლოგიას”, ამით ახიხსნება ირაციონალური მოძრაობები, აგრესიული/კოლექტიური ძალადობა და ქსენოფობია.* ზემოთქმულიდან ჩვენ ვხედავთ ორმაგ თამაშს: მასები არიან წარმოდგენილნი, მათი საკუთარი სპონტანურობის ახსნით და ამავედროს ირიბად კნინდებიან, როგორც ‘პრიმიტიული’ ბრბო. ნეონაცისტური იდეოლოგია არაა მისტიკური მემკვიდრეობითი თეორიები, არამედ სოციალური ფსიქოლოგიის ‘რეალისტური’ ტექნიკა.

“რასიზმი რასის გარეშე”, არ არის რევოლუციური იდეა, როგორც ეს შეიძლება ვინმემ წარმოიდგინოს. სიტყვა რასის მნიშვნელობის გასაგებად, რისი ისტორიოსოფიული გამოყენებაც წინ უსწრებს გენიალოგიის გენეტიკით აღწერის ნებისმიერ მცდელობა, უყოყმანოდ უნდა მივიღოთ მრავალი ისტორიული ფაქტი, რაოდენ საძნელოც არ უნდა იყოს ეს.

რასიზმი, რომელსაც არ ქონდა ფსევდო ბიოლოგიური კონცეპტი, როგორც მისი მთავარი მამოძრავებელი ძალა, ყოველთის არსებობდა და არსებობს თეორიათ განვითარების, ზუსტად, ამჟამად არსებულ საფეხურზეც. მისი პროტოტიპი არის ანტი სემიტიზმი. თანამედროვე ანტი სემიტიზი- ფორმა, რომლის კრისტალიზებაც დაიწყო განმანათლებლობის პერიოდის ევროპაში, თუ არ ჩავთვლით რეკონკისტისა და ინკვიზიციის პერიოდს, ნაციონალისტური გადახრები გადავიდა თეოლოგიურ ანტი-იუდაიზმში, რაც წარმოადგენდა უკვე კულტურალისტურ რასიზმს. უნდა აღინიშნოს, ფიზიკური სტიგმა დიდ როლს ასრულებს ილუზიური წარმოდგენების შექმნაში, მაგრამ ამხრივ უფრო მეტად მნიშვნელოვანი არის ფსიქოლოგიური და სპირიტუალური წარმოდგენების როლი, ვიდრე ბიოლოგიური მემკვიდრეობა. ანტისემიტიზმი არის უაღრესად დიფერენციალისტური და ძალიან ბევრ ასპექტში, მთლიანად დიფერენციალისტური რასიზმი, ფორმალური თვალსაზრისი, შესაძლებელია, მივიჩნოთ განზოგადებულ ანტისემიტიზმად. ეს მიდგომა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თანამედროვე არაბოფობიის ინტერპრეტაციისთვის, რომელშიც ისლამი წარმოდგენილია, როგორს ‘მსოფლიო კონცეფცია”, რაც შეუთავსებელია ევროპულობასთან და უნივერსალურ იდეოლოგიურ დომინაციასთან.

ეს გზას გვიხსნის, ყურადღება მივმართოთ, მისაღებად რთულ და მტკივნეულ ისტორიული ფაქტებზე, ფრანგული ნაციონალიზმის რასისტული ტრადიციის ჩათვლით. ეჭვგარეშეა, რომ არსებობს ფრანგული არიანული დოქტრინების, ანთროპომეტრიისა და ბიოლოგიური გენეტიზმის სპეციფიკური განშტოება, მაგრამ ნამდვილი “ფრანგული იდეოლოგია” მასში არ მოიძიება, ის უფრო მეტად გამოისახება იდეით, რომ “ადამიანის უფლებათა მიწის” კულტურა დავალებულია უნივერსალური მისიით, გაანათლოს ადამიანთა რასა. რასაც ესადაგება დომინანტი პოლულაციის ასიმინაციის პრაქტიკა და შესაბამისად, საჭიროება, ასიმილაციისადმი რეზისტენტუნარიანობის თვალსაზრისით ინდივიდებისა და ჯგუფების დიფერენცია. ეს იყო ერთ დროულად დახვეწილი და უხეში ფორმა გადარჩევის, რაც თანსდევდა კოლონიზაციის პროცესს.

რთული არაა იმის დანახვა, რომ ნეორასისტულ დოქტრინებში იერარქიული მოდელის უგულებელყოფა, უფრო მოჩვენებითია, ვიდრე რეალური. ფაქტიურად, იერარქიის იდეა, რასაც ნეორასიზმის დოქტრინათა თეორეტიკოსები აბსურდად რაცხენ, არის რეკონსტრუქცია, ერთი მხრივ დოქტრინების პრაქტიკულ და მეორე მხრივ კულტურათა განმასხვავებელი, სპეციფიური კრიტერიუმების გამოყენებაში.

რასათა აღრევის საწინააღმდეგო მოქმედებები ვითარდება იქ, სადაც მკვიდრი კულტურა ერწყმის სახელმწიფოს ძალაუფლებას, დომინანტ კლასს და ბოლოს, “ნაციონალურ” მასებს, რომელთა ცხოვრებისა და აზროვნების სტილი ლეგიტიმურია ინსტიტუციათა სისტემით. არც ერთი თეორიული დოქტრინა კულთურათა თანასწორობაზე, ვერ ანაზღაურებს იმ ფაქტს, რომ ინტეგრაციის, “შავების” ინგლისში ან ჩრდილო აფრიკელების საფრანგეთში, საზოგადოებებში სადაც ისინი უკვე ცხოვრობენ, დამოკიდებულება მათ ასიმილაციაზე წარმოდგენილია როგორც პროგრესი, როგორც ემანსიპაცია. ამ სიტუაციის მიღმა, არსებობს აშკარად გადამუშავებული ვარიანტები იდეის, რომ კაცობრიობის ისტორიული კულტურები, შეიძლება დაიყოს ორ ძირითად ჯგუფად: პირველი მიისწრაფვის უნივერსალურობისა და პროგრესულობისკენ, ხოლო მეორე პარტიკულარიზმისა და პრიმიტიულობისკენ. ‘განსხვავებულ’ კულტურებს წარმოადგენენ, ის კულტურები, რომლებიც ქმნიან წინააღმდეგობებს ან თავად წარმოადგენენ წინააღმდეგობას. ამის საპირისპიროდ კი დომინაციური კლასის ‘კულტურული უპირატესობა’ წარმოდგება, როგოც ცხოვრების უნივერსალური წესი, რასაც, ცხადია, თანსდევს აღრევის გამანადგურებელი ეფექტი. იერარქიული თემის, ეს შეფარული არსებობა, თავის გამოხატულებას პოულობს ინდივიდუალისტური მოდელის პრიორიტეტულობაში: აღმატებულია ის კულტურა, რომელიც აფასებს და ხელს უწყობს ‘ინდივიდუალურ’ საწყისებს, სოციალურ და პოლიტიკურ ინდივიდუალიზმს. ესენი არიან კულტურები რომელთ ‘საზოგადოებრივი სული’ იქმნება ინდივიდუალიზმის მიერ.

ამ გზით, ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ ხდება კულტურული რასიზმის ჩარჩოებში, ბიოლოგიური თემის კვლავ გაზიარება და ბიოლოგიური ‘მითის’ ახალი ვარიანტების განვითარება. როგორც ვიცით, არსებობს განსხვავებული ეროვნული გარემოებები, სადაც ეს საკითხები სხვადასხვა გვარად წარმოჩინდება. ეთნოლოგიურ და სოციობიოლოგიურ თეორიულ მოდელებს უფრო მეტი გავლენა აქვთ ანგლო-საქსურ ქვეყნებში, სადაც ვითარდება სოციალ-დარვინიზმის ტრადიცია, რაც ზუსტად ემთხვევა აგრესიულ ნეოლიბერალურ პოლიტიკურ მიზნებს. ამ შემთხვევაში მიზანს წარმოადგენს არა ‘რასების’ გამოყოფა, არამედ ინდივიდუალური მისწარაფებებისთვის, ქსენოფობიისა და სოციალური აგრესიის აკუმულაციისთვის კულტურული ჩაკეტილობის მნიშვნელობის ხაზგასმა. აგრესია არის ფიქტიური არსი, ნეორასიზმის ყველა ფორმისთვის, სადაც შესაძლებელია ბიოლოგიზმის უმნიშვნელო გადანაცვლება შემდეგნაირად: რა თქმა უნდა, არ არსებობს ერები, არსებობს მხოლოდ პოპულაცია და კულტურები, მაგრამ არსებობს კულტურის განმაპირობებელი ბიოლოგიური და ბიოფიზიკური ეფექტებიც.

სავსებით შესაძლებელია რომ, არსებული ნეორასიზმის ვარიანტები, დაახლოებით, წარმოადგენდნენ გარდამავალ იდეოლოგიურ ფორმაციას, რაც მიმართულია სოციალური ტექნიკებისა და დისკურსების იმგვარ განვითარებაზე, რითაც გენეოლოგიურ მითებს, მეტ-ნაკლები მასშტაბით, კვლავ გაეხსნება გზა. მჯერა სოციალური ურთიერთობების და ეროვნული სახელმწიფოს სისტემის ჩარჩოებში საზოგადოებრივი მოძრაობების ინტერნაციონალიზება, მზარდი ტენდენციით მოახდენს ეროვნული საზღვრების ცნების გადააზრებას. ეს კი მას მიანიჭებს სოციალური პროფილაქტიკის ფუნქციას, ხოლო ტექნოლოგიური ტრანსფორმაციები, ინდივიდთა ტექნო-პოლიტიკური შერჩევის პერსპექტივაში, გაზრდის საგანმანათლებო უთანასწორობისა და ინტელექტუალური იერარქიის მნიშვნელობას კლასობრივ ბრძოლაში.


– ინგლისურიდან თარგმნა საბა ტლაშაძემ.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ