დღეს თსუ-ში, საკვების ხელმისაწვდომობის შესახებ კვლევის პრეზენტაცია გაიმართება

უნივერსიტეტიგამოიწერეთ European.ge-ს Facebook გვერდი.

► რა მდოგომარებაა კვების პროდუქტების ხელმისაწვდომობის მხრივ საქართველოში?

► დღეს, 27 მარტს, 19:00 სთ-ზე, თსუ-ს პირველ კორპუსში, #214 აუდიტორიაში.

© European.ge

► ანალიტიკური მედია პლატფორმა European.ge აგრძელებს საჯარო მოხსენებათა სერიას თსუ-ს პირველ კორპუსში. ამჯერად შედგომი შეხვედრის თემაა ბრიტანული კვლევითი ორგანიზაცია Oxfam-ის მიერ 2016 წელს საქართველოში ჩატარებული კვების ეროვნული კვლევის პრეზენტაცია და განხილვა, რომელიც დააფინანსა ევროკავშირმა.

► საკვები ადამიანის საბაზისო მოთხოვნილებათაგან ერთ-ერთი უმთავრესია. ადამიანის ყოველდღიური საკვების რაოდენობა და შემადგენლობა პირდაპირ აისახება მის ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაზე, განსაკუთრებით ადრეული ასაკში. ამის გამო საკვებზე ხელმისაწვდომობა რიგი საერთაშორისო კონვენციების შესაბამისად, ადამიანის ერთ-ერთ ფუნდამენტურ უფლებადაა აღიარებული. გარდა ამისა, საკვებზე ხელმისაწვდომობის ხარისხი პირდაპირ აისახება ქვეყნის სამუშაო ძალის ჯანმრთელობასა და პროდუქტიულობაზე. განვითარებაზე ორიენტირებული და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ქვეყნები უდიდეს ყურადღებას უთმობენ მათი მოქალაქეების კვების საკითხს. სხვადასხვა კვლევების მიხედვით, საკვების ხელმისაწვდომობის მხრივ საქართველოში საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა. ეს მდგომარეობა განსაკუთრებით უარყოფითად ახალგაზრდა თაობის ფიზიკურ და ინტელექტუალურ განვითარებაზე აისახება. აუცილებელია საჯარო სივრცეში დაიწყოს ამ საკითხზე საუბარი და მსჯელობა.

► პრეზენტაციაში წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია კვლევის მიზნებისა და კვლევის შედეგად მიღებული მიგნებების შესახებ, რომლებიც უკავშირდება საქართველოს მოსახლეობის სხავადასხვა ჯგუფებს: ეკონომიკური მდგომარეობის, ასაკობრივი კატეგორიების და გენდერული კუთვნილების მიხედვით. ასევე იმ ძირითადი რეკომენდაციების თაობაზე, რომელთა გათვალისწინებაც მნიშვნელოვანია სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრის პროცესში ქვეყანაში ვითარების დარეგულირების მიზნით.

მოწვეული მომხსენებელი:

► თამარ მანჯავიძე, კვლევის კონცეფციისა და ანალიზის ავტორი 
მედიცინის დოქტორი.

► დისკუსიას მოდერაციას გაუწევს ლევან ასაბაშვილი.

დასწრება თავისუფალია!

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ