ამერიკელი სოციოლოგის, გიორგი დერლუგიანის საჯარო ლექციები თსუ-ში

derlugianiკავკასიური სახლის ორგანიზებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამერიკელი სოციოლოგის, გიორგი დერლუგიანის საჯარო ლექციები იწყება. ლექციები ჩატარდება უნივერსიტეტის I კორპუსში. მის: თბილისი. ჭავჭავაძის გამზ. #1

ლექციების განრიგი და თემატიკა:

20 დეკემბერი

18:00

აუდიტორია 214,

I კორპუსი

დასავლეთის აღზევება 1500-2020 წ.წ.

 

21 დეკემბერი

18:00

აუდიტორია 214,

I კორპუსი

წესები მიმდევართათვის: მოდერნიზაციის პროცესის გამარჯვებულები და დამარცხებულები
22 დეკემბერი

18:00

აუდიტორია 214,

I კორპუსი

რუსეთი – მოდერნიზირებული იმპერია

სამუშაო ენა – ინგლისური.

დასწრება თავისუფალია!

ლექციების მოკლე აღწერა:

1. აღმოსავლეთის აღზევება ჩვ.წ .1500-2020.

შუა საუკუნეების გლობალიზაციაში (რომელმაც საქართველოს დავით აღმაშენებელი მოუტანა) დასავლეთ ევროპა აფრო-ევრაზიული სამყაროს მხოლოდ ერთ-ერთ ცენტრს წარმოადგენდა. თუმცა, ბოლო ოთხი საუკუნის განმავლობაში დასავლეთი სამყაროს იერარქიის მწვერვალზე მოექცა, მისი ტექნოლოგიური განვითარებით, სამხედრო სიძლიერით, პრესტიჟითა და დოვლათით. ადამ სმიტის, კარლ მარქსის და მაქს ვებერის დროიდან მოყოლებული მოდერნიზაციის პირველი განმარტება გახდა წმინდა გრაალი სოციალურ მეცნიერებებში. მაგრამ რა ვიცით ჩვენ ამის შესახებ 21-ე საუკუნეში? შეუძლია კი დასავლეთის პროგრესს იყოს კონკურენტუნარიანი და რამდენად სამუდამოა ის.

2. წესები მიმდევართათვის: მოდერნიზაციის გამარჯვებულები და დამარცხებულები

დიდი ხნით ადრე სანამ საქართველოში სიტყვა „რეფორმა“ ყველაზე პოპულარულ ტერმინად იქცეოდა, ის იყო დასავლეთთან დაკავშირებულ და დასავლეთის გავლენის ქვეშ მყოფი ქვეყნების მმართველებისთვის ლტოლვის საგანი. ოდესღაც პოლონეთ-ლიტვის სამეფო და ოტომანთა თურქეთი წარმოადგენდნენ უდიდეს სახმელეთო იმპერიებს ევროპაში, მაგრამ საბოლოდ ისინი გაქრნენ. გერმანიამ და იაპონიამ დაიწყეს განვითარება პერიფერიიდან და გაიმარჯვეს. შეგვიძლია თუ არა ამ ცნობილ მაგალითებში რაიმე ლოგიკა დავიჭიროთ?

3. რუსეთი, როგორც განვითარებადი იმპერია

1500 წლიდან მოყოლებული, რუსეთმა სამჯერ მოახერხა გამხდარიყო მსოფლიო მასშტაბის ძალა. თითოეულ შემთხვევაში იგი დაკავშირებული იყო უკიდურესად დესპოტურ მოდერნიზატორებთან: ივანე მრისხანესთან, პეტრე პირველთან და სტალინთან. რა იყო გორბაჩოვის „პერესტროიკა“ და საით მიდიოდა იგი? რატომ გახდა კომუნისტური ჩინეთი წარმატებული იმ სფეროებში, სადაც მოწინავე საბჭოთა კავშირმა წარუმატებლობა განიცადა? დაბოლოს, რა შედეგებამდე მიიყვანა საბჭოთა კავშირის დაშლამ, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, საქართველოდან დაწყებული რუსეთით და ესტონეთით დამთავრებული?

პროფესორ გიორგი დერლუგიანის შესახებ

გიორგი დერლუგიანი სწავლობდა აფრიკულ ენებსა და ისტორიას მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 80-იან წლებში მოზამბიკში ის პირველად გახდა სამოქალაქო ომის თვითმხილველი. 90-იან წლებში გადავიდა ამერიკაში, სადაც კითხულობდა ლექციებს, კორნელის, მიჩიგანის და ნორსვესტერნის უნივერსიტეტებში. პარალელურად გიორგი დერლუგიანი სწავლობდა საზოგადოების ევოლუციას, საველე პრაქტიკებს გადიოდა ძირითადად კავკასიის რეგინში.

ის ავტორია ნაშრომებისა „რატომ არაა აჭარა აფხაზეთი და თათრეთი ჩეჩნეთი“ (1994); „ჩე-გევარა ჩალმით“ (1999); „ბურდიეს იდუმალი თაყვანისმცემელი კავკასიაში“ (2005); „როგორაა ეს სამყარო მოწყობილი“ (2012); ,,რა იყო კომუნიზმი“, ამავდროულად, იმანუელ ვალერშტაინთან, რენდელ კოლინზთან, მაიკლ მანთან და კრეიგ ქელჰოუნთან ერთად თანაავტორია წიგნისა “აქვს თუ არა მომავალი კაპიტალიზმს?“ (ოქსფორდი, 2013), რომელიც თარგმნილია 17 ენაზე.

2011 წლიდან პროფესორი დერლუგიანი მუშაობს ნიუ-იორკის უნივერსიტეტში აბუ დაბიში (არაბთა გაერთიანებული საემიროები).

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ