დასაქმება, სოციალური უსაფრთხოება და პიროვნული კავშირები პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში

საქართველოს მაგალითი

ეველინ ბაუმანი

ეს სტატია 2007 წელს გამოქვეყნდა “საზოგადოების კვლევის ცენტრის” კრებულში, ვფიქრობთ, რომ ჩვენი მკითხველისთვის საინტერესო და აქტუალურია დღესაც, რათა შევძლოთ საკუთარი წარსულიდან დასკვნების გაკეთება და მომავლის სწორად განსაზღვრა.

პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში ზომებმა, რომელიც მოწოდებული იყო მოეხდინათ დაგეგმილი ეკონომიკის გარდაქმნა ნეო-ლიბერალურზე, გამოიწვიეს ღრმა ცვლილებები შრომის ბაზარზე. საბჭოთა რეჟიმის დროს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობისთვის, დასაქმების გარანტიამ – გარანტია, რომელიც განიცდებოდა როგორც უფლება და გულისხმობდა აგრეთვე უსაფრთხოებას ისეთი ცხოვრებისეული უბედურებისას, როგორიცაა ავადმყოფობა, შრომის უუნარობა, სიქვრივე, და ა.შ. – ადგილი დაუთმო სტატუსთა სიმწირეს, გაღარიბებას და სოციალურ გარიყვას. საქართველო, რომელზეც აქ ლაპარაკი იქნება Doing Business სააგენტოს მიხედვით კლასიფიცირებულია ისეთი “სამაგალითო” ქვეყნების რიგში, რომლებსაც აქვთ განსაკუთრებით მოქნილი კანონმდებლობა დასაქმების სფეროში, კანონმდებლობა, რომელიც საშუალებას იძლევა მოხდეს საწარმოთა ხელმძღვანელთა მიზიდვა და ხელი შეუწყოს სამუშაო ადგილების შექმნას. მაგრამ ნეო-ლიბერალური რეფორმები აფერხებენ ამას. მშრომელთა ძალიან მცირე ნაწილს აქვს სამუშაო, რომელიც შედარებით მყარია და რეგულარული ხელფასის მომცემი. ყველა დანარჩენი ცხოვრობს შემთხვევითი დასაქმებით და ეს სამსახური დიდწილად არასტაბილურია. 2006 წელს დაახლოებით ათიდან ოთხი ქართველი ითვლებოდა ღარიბად იმ განსაზღვრებით, რომელიც მოცემულია პოლიტიკური წრეებით. სოლიდარობა და გადანაწილება (რედისტრიბუცია), რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს მინიმალურია, სოციალური დახმარება მიეცემა მარტოოდენ სრულიად უსახსროებს. იმისთვის, რომ მოხდეს ღირსეული ცხოვრების დონის უზრუნველყოფა დღევანდელ საქართველოში, იყენებენ ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც გამართლებული იყო საბჭოთა რეჟიმში. მაგრამ კიდევ უფრო მეტად, ვიდრე წარსულში, ცენტრალურ როლს სტრატეგიებში თამაშობენ პიროვნული კავშირები.

დასაქმება ეკონომიკური და სოციალური ტრანსფორმაციის პერიოდში

საბჭოთა კავშირში დასაქმების სფეროში კოორდინაცია ხორციელდებოდა ერთგვარად იმის მიხედვით, როგორი იყო კაპიტალისტური ეკონომიკები (სიმონ 1999). მიუხედავედ მთავრობის მცდელობისა დაეგეგმათ შრომის ანაზღაურება, მშრომელები მეტ-ნაკლებად თავისუფალნი იყვნენ იმ მხრივ, რომ შეეძლოთ სამსახურის შეცვლა და რაც შეეხება დამქირავებლებს, მათ თავისუფლად შეეძლოთ ამოერჩიათ ის მოსამსახურე, რომელიც სჭირდებოდათ. მიუხედავად მცირე ანაზღაურებისა, შრომა იყო ძირითადად სოციალური და ეკონომიკური ჩართულობის საშუალება და გარდა ამისა, სამუშაო ადგილზე ხდებოდა სწორედ სოციალური იდენტურობის ჩამოყალიბება. ასრულებენ რა მათთვის მიჩენილ სოციალურ როლს, საწარმოები მონაწილეობდნენ შეჯიბრებაში და ამით იზიდავდნენ და ერთგულების გრძნობას უნერგავდნენ მშრომელებს მატერიალური უპირატესობებისა, თუ სიმბოლური წახალისების გზით. აქედან გამომდინარე, დასაქმების მობილურობა ძალიან მსგავსია იმ მობილურობის, რომელიც ოდესღაც არსებობდა ევროპულ ქვეყნებში. მაგრამ მიუხედავად ამისა `შრომის ბაზარი~ ხასიათდება თავისი ინსტიტუტების სისუსტით.

ამგვარად, პოსტ-საბჭოთა პერიოდში მარეგულირებელი ინსტიტუტების დაარსება წარმოადგენს უპრეცედენტო გამოწვევას, რომელიც პრინციპში უნდა წამოაყენონ პასუხისმგებელმა პირებმა.

სტანდარტული ეკონომიკა დიდი ხნის მანძილზე ამტკიცებდა, რომ ნეო-ლიბერალური ეკონომიკის შემოღების გამო, რესურსების ახალი დაყურსება აისახება პირველ ხანებში დასაქმების შემცირებაზე, რასაც თან ახლავს უმუშევრობის ზრდა, რის გამოც ხდება თვითდაფინანსება მუშახელის მიზიდვით ახლად გახსნილ კერძო საწარმოებში. ამ პროცესში რეფორმების გატარების სისწრაფე, ისევე როგორც ფისკალური დაწოლა, რომელსაც განიცდის ეს წარმოება, გადამწყვეტ როლს ასრულებს (Aghien et Blanchard 1994, Andreff 2003). აღმოჩნდა, რომ სამუშაო ადგილების შექმნა ძირითადად რჩება შემდეგი ფაქტორების იმედად: დსთ-ს უმრავლეს ქვეყნებში სრულებით არ ხდება “რეგისტრირებული” – სამუშაო ადგილების ზრდა და გარდამავალი დროის უმუშევრობამ მუდმივი ხასიათი მიიღო, რაც გაგრძელდა ეკონომიკის აღდგენის შემდეგაც, თუნდაც ეს ზრდა უმნიშვნელო იყოს. ამ უმუშევრობას აქვს “დამდგარი წყლის” ყველა თვისება (Boeri 2001). უმუშევრობის განსაკუთრებით შემზღუდავი განსაზღვრება, როგორც ამას ადგილი აქვს საქართველოში ცხადად ავლენს ამ ფენომენის ადგილობრივ ხასიათს. სამაგიეროდ “არაფორმალური ეკონომიკა” იზრდება, ეს ეკონომიკა, რომელიც არის “unregulated by institustions of society, in a legal and social environment where similar activities are regulated” (არ რეგულირდება საზოგადოებრივი ინსტიტუტებით, ლეგალურ და სოციალურ გარემოში მსგავსი მოქმედებები, აქტივობები რეგულირებადია) (Portes et al. 1991:12) ეს ასპექტი, რომელიც ძირითადია შრომის სამყაროში, არასაკმარისად არის შეფასებული “კლასიკურ” ეკონომიკურ მოდელებში. (Bauer 2004).

ეს მცირე სავაჭრო აქტივობები – სწორედ ასეთი საქმიანობა იგულისხმება, როდესაც საკითხი დგას არაფორმალურ ეკონომიკაზე – შეეხება ძირითადად არარეგისტრირებულ მიკრო-საწარმოებს, რომლებიც გაურბიან ნებისმიერ ნორმებს და მოვალეობებს ძირითადად ფისკალურ სფეროში. საქართველოში ეს აქტივობა ეხება საქმიანობის ექვს-შვიდ სახეობას, იქნება ეს კომერცია, მომსახურეობა, ხელოსნების ნაკეთობები, თუ სოფლის მეურნეობა. საქართველოს მოსახლეობის 48% არის რა სოფლის მოსახლეობა, მცირე სასოფლო-სამეურნეო მეურნეობები იქცევიან ერთგვარ თავშესაფრად იმათთვის, ვინც გამოვიდა კოლმეურნეობებიდან, საქართველოს დამოუკიდებლობის მეორე დღესვე, 1991 წელს – თითოეულ გლეხს საკუთრებაში მიეცა 1,25 ჰექტარის ოდენობის მიწის ნაკვეთი (სუმბაძე, 2003) – მეტიც, ეს გახდა ერთგვარი გადაწყვეტა პრობლემის ყოფილი მაღაროების მუშებისთვის და საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად დანგრეული სამრეწველო კომპლექსების თანამშრომლებისთვის. აქ საუბარია ძირითადად თვითგადარჩენაზე სოფლის მეურნეობით, რისი წყალობითაც ხდება მეურნეობის სასურსათო რაციონის შევსება, მაშინ როცა შემოსავლების შემოტანა ხდება ძირითადად არა სასოფლო-სამეურნეო აქტივობით. (Bezemer & Davis 2003).

მთლიანობაში ამ ერთობების უდიდესი უმრავლესობა წარმოადგენს უფრო მეტად თვითგადარჩენისკენ მიმართულ აქტივობას, ვიდრე გზას მეწარმეობისკენ, თუ შუმპეტერის მიდგომას დავესესხებით. ამდენად, როგორც ჩანს, შეცდომა იქნებოდა დროში მის მომავალ განვითარებაზე საუბარი, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ ნაკლებად სარწმუნო ეკონომიკურ და პოლიტიკურ კონტექსტებს. აქვე აღსანიშნავია, რომ შედარებით დიდი საწარმოებიც ხშირად ფუნქციონირებენ ლეგალურობის ზღვარზე, ანუ ისე, რომ არა აქვთ გაცხადებული თავის საქმიანობასა და პერსონალის შესახებ. სარწმუნო მონაცემების მიხედვით, არაფორმალურმა ეკონომიკამ მიაღწია სარეკორდო მაჩვენებელს – PIB (შიდა ეროვნული პროდუქტი) 67%-ს. (Schneider 2002) – და ამ თვალსაზრისით, საქართველო უახლოვდება ლათინური ამერიკის ზოგიერთ ქვეყანას.

არსებობს მთელი რიგი ხელობები, რომლებიც ფასდება როგორც უმუშევრობა. სტანდარტული ეკონომიკა აცხადებს, რომ ეკონომიკური ზრდის კონტექსტში, თანდათანობით ეს ხელობები გარდაიქმნება საწარმოებში, მოხდება მათი რეგისტრაცია და ამის შემდეგ ისინი შეასრულებენ თავის მოვალეობებს კანონის მიხედვით. ამასთან, სხვა ქვეყნების გამოცდილება, რომლებიც კლასიკურად სამხრეთის ქვეყნებია, დიდწილად ეწინააღმდეგება ამ იდეას ასეთი გარდაქმნის კვაზი ავტომატურობის თაობაზე. (ჰაუტიერ 1994). სინამდვილეში, არაფორმალური (ჩრდილოვანი) პრაქტიკა ნარჩუნდება და არარეგისტრირებული მცირე საწარმოები კვლავ განაგრძობენ ძველებურ არსებობას ეკონომიკური ზრდის პერიოდშიც. იღებენ რა თავისუფლებას და განსაზღვრულ მოვალეობებს გადასახადების თვალსაზრისით, შრომითი კანონმდებლობის უსაფრთხოების და ხარისხის ნორმების დაცვით, მცირე მეწარმეები უპირველეს ყოვლისა ცდილობენ “თავი გადაირჩინონ”, შეინარჩუნონ კონკურენტუნარიანობა და შესაძლებლობისდაგვარად, ჩაერთონ მარტოოდენ ეკონომიკური აკუმულაციის (დაგროვების) მარტივ პროცესში. ამისათვის ისინი მოქმედებენ ლეგალურიბის ზღვარზე, ამართლებენ რა თავის ქცევას დაგეგმილი ეკონომიკის დროინდელი პრინციპებით. (Shlapentokh 1989), ოღონდაც უკეთებენ სხვა ინტერპრეტაციას, იმისდა მიხედვით, როგორია ახალი კონტექსტი. თავის მხრივ, წარმოადგენენ რა თავს, როგორც არარეგისტრირებული მიკრო-ერთეულები, საწარმოებს, რომლებიც გახსნილია ქუჩაში, შეუძლიათ შეამცირონ თავისი პროდუქციის ღირებულება. მიეცემა რა განსაზღვრება და განირჩევა რა ფორმალური ტიპის საწარმოები პატარა ერთეულებისგან, რომლებიც ყიდიან პროდუქციას, საზღვრები ფორმალურად წოდებულ ეკონომიკასა და არაფორმალურად წოდებულ ეკონომიკას შორის ქრება, თუმცა ეს საზღვრები განიხილება ზოგიერთ ნაშრომში, რათა უფრო მოხერხებული იყოს ანალიზი. ეს ფენომენი აგრეთვე ცნობილია სხვა ეკონომიკურ კონტექსტებში.

რაც შეეხება პასუხისმგებელ პირებს, ისინი ამრავლებენ ინიციატივებს, რათა ქვეყანა უზრუნველყონ კანონმდებლობით, რომელიც გულისხმობს საბაზრო ეკონომიკის ნორმებს. ეს მცდელობა მით უფრო კანონიერია, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ (ნოემბერი, 2003), საქართველო უშუალოდ დაემორჩილა (დაექვემდებარა) მეზობლობის ევროპულ პოლიტიკას. ამ პოლიტიკის თანახმად, უნდა შეიქმნას ევროკავშირის მეზობელ ქვეყნებში ერთგვაროვანი ეკონომიკური სივრცე, სადაც დაცული იქნება საბაზრო ეკონომიკასთან დაკავშირებული ნორმები. რასაკვირველია, პასუხისმგებელი პირები ბრიუსელში მიმართულნი არიან ამ ქვეყნებისკენ, გამსჭვალულნი ჰუმანური გრძნობებით, მაგრამ კარგი იქნება ისიც – და ლეგიტიმური – რომ ისინი დაინტერესდნენ იმ შესაძლო შედეგებითაც, რომელსაც იწვევს ევროკავშირის ტერიტორიაზე ამ წესების დამკვიდრება ამ ქვეყანაში, ანუ დაუცველობის მეტისმეტად მაღალი დონით ევროპის კარებთან. რაც შეეხება განსაკუთრებით შრომის სამყაროს, ლეგიტიმურია აგრეთვე ისინი დაინტერესდნენ ასეთი გადატანის ეფექტით ევროპისთვის, როდესაც მის გარშემო არსებულ ქვეყნებში ისეთი შრომის პირობებია, რომლებიც არ ექვემდებარებიან არანაირ რეგულირებას.

ამგვარად, მოხდა ისე, რომ ულტრა-ლიბერალური შრომის კოდექსი მიღებულ იქნა 2006 წელს (Antadze 2007a, International Center for Human Developmant et al. 2006), რამაც მოუტანა თბილისს კმაყოფილება საერთაშორისო სააგენტოების მხრიდან, ამასთან პარადოქსალურად, ანიჭებს რა ყველაზე დიდ უპირატესობას შრომის უფლებების უსაფრთხოებას, კანონში მარტოოდენ ასახულია ზოგიერთი მოქმედება, რომელიც ნაკლებად არის მიმართული მშრომელთა ყველაზე უფრო ელემენტარული უფლებების უზრუნველყოფაზე, როგორიცაა მაგალითად, შესაძლებლობა კონტრაქტის შედგენისა სამსახურზე ზეპირი მოლაპარაკების შედეგად. (თავი 2. მუხლი 6). ასე გამოიყურება საამაყო კანონმდებლობის ძირითადი ნაწილი, რომელიც ახასიათებს ვარდების რევოლუციის შემდგომ პერიოდს, ეს შრომის კოდექსი ძალიან ცოტა ხანია, რაც არსებობს, ამოტომ ჩვენ არ შეგვიძლია წინასწარ დავგმოთ მისი მოქმედების შესაძლო შედეგი ეკონომიკისთვის, რომელიც მთლიანობაში მკაცრია. სამართლიანია აგრეთვე, რომ შრომის კოდექსის გარდა, დასაქმების პოლიტიკაც აკეთებს მეტად ცოტას, რათა მასზე ვილაპარაკოთ. შრომის ინსპექცია თითქმის აღარ არსებობს, და შრომის, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამინისტროში თანამშრომელთა რაოდენობა, რომელთაც ევალება საკუთრივ შრომის საკითხები, თავმოყრილია ერთ ხელში. თუ შევაჯამებთ დაწვრილებით ზომებს სამუშაო ადგილების შექმნისთვის, ზომებს, რომელთა დაკანონება მოხდა ადგილობრივი არჩევნების წინ 2006 წლის მესამე ნაწილში, ჩვენ ვერ ვისაუბრებთ დასაქმების ნამდვილ პოლიტიკაზე, საკუთარი ოპერაციონალური ინსტიტუტებით, თავისი პრიორიტეტებითა და თავისი კალენდარით.

“სოციალისტური უსაფრთხოების კვალდაკვალ”

ევოლუცია, რომელიც გაიარა შრომის სამყარომ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში აი უკვე თხუთმეტ წელზე მეტია, ხასიათდება უპირველეს ყოვლისა შრომითი შემოსავლების შეგროვებით – საშუალო თვიური ხელფასი აღწევს დაახლოებით 200 ლარს, თითქმის 90€ _ და მეტისმეტად მწირი სტატუსით. ასეთი ვითარების გადასალახავად ქართველები არა მარტო იძულებულნი გახდნენ შეექმნათ თავისთვის დასაქმება – სფერო, სადაც მიკროფინანსები, სულ უფრო და უფრო აღწევს დასახულ წერტილს, არამედ თავად იზრუნონ თავის სოციალურ დაცვაზე. ჩვენ დავინახავთ უფრო მოგვიანებით, რომ იმისთვის რომ `ვუპასუხოთ ამ ორმაგ მოთხოვნას, ისინი ახდენენ თავისი პიროვნული კავშირების მობილიზაციას.

საბჭოთა რეჟიმის დროს სოციალური დაცვა lato sensu შეზღუდული იყო დაგეგმარების პროცესებით (Andrews & Ringold 1999), განიცდებოდა როგორც უფლება. თეორიულად თითოეული მოქალაქე როგორც მინიმუმ, სარგებლობდა ერთი მხრივ, ერთგვარი მატერიალური უსაფრთხოებით დასაქმების წყალობით, და მეორე მხრივ, მას უზრუნველყოფილი ჰქონდა ჯანდაცვა, პენსია და დახმარებები შრომის უუნარობის შემთხვევაში,. ამგვარად, უსაფრთხოების ბადე მიმართული იყო მარტოოდენ სპეციფიურ ჯგუფებზე, როგორიცაა მაგალითად, ოჯახები, რომელთა შემადგენლობაშია ხეიბრები, ომის ვეტერანები და ა.შ. სხვა სიტყვებით, რისკი შემცირებული იყო და შენელებული გარანტირებული დასაქმების პოლიტიკისა დასაგანგებო დახმარებების წყალობით, რომლებიც ეძლეოდა ადამიანებს შრომის უუნარობის შემთხვევაში. რამდენადაც ხელისუფლება ძირითადად მისდევდა პოლიტიკას, როდესაც გადაწყვეტილებები მიიღება ეხ ანტე, არ ხდებოდა რისკების პრევენციის სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავება. თეორიულად ოჯახებს მით უფრო ნაკლებად შეეძლოთ სიღარიბეში ჩავარდნილიყვნენ, რომ ფასები კვების პროდუქტებზე, საწვავზე, ისევე როგორც ბინის ქირა დიდწილად ანაზღაურებული იყო სახელმწიფოს მიერ. მეტიც, ყველა და თითოეული ცდილობდა გაქცეოდა ღარიბის სტატუსს, რაც გარკვეულ დაღს ასვამს ადამიანს: სრული დასაქმების პოლიტიკის მაღალ შეფასებას თან სდევდა ასიმილაცია “სოციალურ შემთხვევითობებთან” ყველა იმათი, ვისაც არ შეელო მუშაობა.

ამდენად, ეს პოლიტიკა იწვევდა ფასების შეუსაბამობას, რაც ეწინააღმდეგებოდა საბაზრო ეკონომიკას, რომელიც გამოცხადებული იყო ხელისუფლებაში მოსული ადამიანებით დამოუკიდებლობის მიღების მეორე დღესვე. მართლაც, იმ მომენტში, როდესაც ადმინისტრირებული ეკონომიკა იძულებით დაინგრა, არადამაკმაყოფილებელი ფულადი გადარიცხვები – რომელთა შორისაა არასაკმარისი დასაქმება – ხდებოდა სულ უფრო და უფრო თვალსაჩინო, რაც იწვევდა ნებაყოფლობით გადენას, და განსაკუთრებით სამუშაოდან დათხოვნის ტალღებს. არსებობდა რა ძლიერად გამოხატული განსხვავება დასაქმებას, სოციალურ დაცვას და სოციალურ ჩართულობას შორის, სამსახურის დაკარგვა დამოუკიდებლობის მეორე დღეს გახდა მით უფრო მძიმე და ჰქონდა იმდენად მძიმე შედეგები, რომ მშრომელები არც მატერიალურად და არც ფსიქოლოგიურად მზად არ იყვნენ ამისთვის. ფაქტობრივად საქმე ეხებოდა გადასვლას შედარებით ეგალიტარული (თანასწირი) სისტემიდან – რაც, რასაკვირველია სრულებითაც არ გამორიცხავდა პრივილეგიებს, რომელიც მინიჭებული ჰქონდა მოსახლეობის ზოგიერთ კატეგორიას, სისტემიდან, რომელიც ხასიათდებოდა ქალთა აქტივობის მაღალი ხარისხით და ცხოვრების განსაზღვრული დონით, რომელიც საბოლოო ჯამში, რასაკვირველია, საკმაოდ მოკრძალებულიც იყო, ისეთ სისტემაზე, სადაც ძალიან მაღალია რისკის შესაძლებლობა: რისკი ავადმყოფობისა და შრომის უუნარობისა, რისკი სამუშაოს დაკარგვისა და უმუშევრობის, რისკი იმისა, რომ ოჯახმა დაკარგოს ფინანსური დახმარება და ა.შ. მეორე მხრივ, _ და უეჭველია სწორედ ამაში მდგომარეობს განსაკუთრებული ცხოვრებისეული სიმძიმე _, საბაზრო ეკონომიკაში, სამსახურის დაკარგვა ხშირად ტოლფასია სოციალური სტატუსის დაკარგვის, მეტიც, ტოლფასია სოციალური გარიყულობის რისკისა. ასეთი ვითარება დაატყდა განსაკუთრებით მათ, ვინც შეადგენს ნომენკლატურის ნაწილს, მაგალითად მკვლევარებს, მაღალი ფუნქციონერებს (ჩინოვნიკებს), სამხედროებს.

ოთხმოცდაათიანი წლების პირველ ნახევარში, საქართველოს ეროვნული მრეწველობა დაინგრა _ ზოგიერთი წყაროს მიხედვით, 75%-ით, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ეს პროცენტი გადაჭარბებულია, ინფლაცია ყოველთვიურად შეადგენდა 60%-ს, ხელფასები გაიცემოდა რამდენიმე თვის დაგვიანებით და ამავე დროს სამოქალაქო ომმაც მოახდინა ქვეყნის დესტაბილიზაცია. სწორედ ამ პირობებში შემოღებულ იქნა ერთგვარი დახმარებები, რომელთაც ძირითადად ჰქონდათ სიმბოლური ღირებულება. შოკს, რომელიც დაკავშირებული იყო `კლასიკური~ დაცვის სისტემის დანერგვასთან, დაემატა რისკები, რომელიც აუცილებლობით თან სდევს საბაზრო ეკონომიკას, სადაც ინდივიდებს ძირითადად ეძლევათ იმდენი, რამდენსაც ისინი აწარმოებენ, სწორედ ამ დროიდან საქართველომ იწვნია ღარიბი მშრომელების ფენომენი (working poor). საიდანაც წამოვიდა სიღარიბესთან ბრძოლის რამდენიმე პოლიტიკის შემუშავება, რაც სოციალური პოლიტიკის ცენტრალური ნაწილია.

ინდივიდის პასუხისმგებლობის მცდელობა

პოლიტიკა, რომელიც იწარმოება სოციალური დაცვის სფეროში, ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისიდან, და რომელიც მოწოდებულია შეამციროს სოციალური დაუცველობა, შეიძლება ასე შევაჯამოთ: ჯანდაცვის სტრუქტურების გაჯანსაღება, მედიცინის ლიბერალიზაცია და სამედიცინო მკურნალობის ფინანსებაზე გადასვლა, ხელშეწყობა ნაბაყოფლობით დაზღვევაზე და კაპიტალიზაციის შექმნა პენსიონერებისთვის, დახმარება (შემწეობა) სახელმწიფოს მხრიდან ყველაზე უმწეოებისთვის. მაშინ როცა ასეთ კონტექსტში სწორედ ინდივიდმა უნდა დაიცვას თავი ცხოვრებისეული შემთხვევითობებისგან, სოციალური უზრუნველყოფა თანდათანობით გადაიქცევა ერთგვარად ეროვნული სოლიდარობის გამოვლინებად და ნაკლებად არის განხილული, როგორც უფლება.

საზოგადოებრივად მიღებულია, რომ დამოუკიდებლობამდე ჯანდაცვის მომსახურება საქართველოში იყო საუკეთესო ხარისხის, უკეთესი, ვიდრე სხვაგან საბჭოთა კავშირში. (ლომაშვილი 2003). მაგრამ როგორც სხვა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში, სოციალური უსაფრთხოების ძველი მოდელი არ აღმოჩნდა მისაღები ნეო-ლიბერალურ კონტექსტში, და უპირველეს ყოვლისა, სისტემური რიგის მიზეზების გამო. დამოუკიდებლობის მიღებისთანავე და უახლოეს პერიოდში, ჯანდაცვის სამსახერებმა იწვნიეს ეკონომიკის დანგრევის და სამოქალაქო ომის შედეგების მთელი სიმწარე. დევნილები შეფარებულ იყვნენ საავადმყოფოებში, რომლებშიც ისინი იკავებდნენ შენობის დაახლოებით 90%-ს. ეს პირობები, ისევე როგორც სახალხო რესურსების მკვეთრი შემცირება, აქაც დაკავშირებულია სამოქალაქო ომთან, და კიდევ უფრო, ეროვნული ეკონომიკის ნგრევასთან, რაც გამოწვეული იყო ტრადიციული ბაზრების დაკარგვით და უნდა დაბოლოებულიყო ძველი სისტემის დაშლით. ჯანმრთელობის ინდიკატორებზე ეს ვითარება განსაკუთრებით დრამატულად აისახა. პასუხისმგებელმა პირებმა აირჩიეს რა ეკონომიკური პოლიტიკა, როგორც პრიორიტეტული, ჯანმრთელობაზე ზრუნვა სულ უფრო და უფრო დამოკიდებული ხდება გადახდაზე, რასაც შედეგად მოჰყვა მოთხოვნის დაცემაც. შედეგები ყველაზე ნათლად თავს იჩენდენ ჯანდაცვის სფეროში, ეს სულ უფრო ცხადი ხდებოდა. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სამედიცინო პერსონალის შემცირების თაობაზე. მაგრამ ეს ზომები უნდა შეჯახებოდნენ უპირველეს ყოვლისა იმ დიდ პრესტიჟს, რითაც სარგებლობდა ქართველ საზოგადოებაში ექიმის პროფესია და, შემდეგ, მოხდა ისე, რომ შრომის ბაზარზე მასობრივად გამოვიდნენ ჯანდაცვის ახალგაზრდა პროფესიონალები, მათი მომრავლება დაკავშირებული იყო მთელი რიგი მრავალრიცხოვანი კერძო მოსამზადებელი ინსტიტუტების გახსნასთან იმის შედეგად, რომ მოხდა განათლების ლიბერალიზაცია. და ბოლოს, კლიენტელიზმი არ აძლევდ საშუალებას პოლიტიკურ წრეებს მიეღოთ მეტისმეტად მკაცრი ზომები ამ სოციო-პროფესიული კატეგორიის მიმართ, რომელიც შეადგენდა ქვეყნის ელიტას.

თუ გავითვალისწინებთ ძალიან მწირ დახმარებებს, რომელიც ამიერიდან გაიცემოდა სახელმწიფო სტრუქტურების მიერ, მოსახლეობა სულ უფრო მეტად მიმართავდა კერძო მედიცინას. დღეს-დღეობით, ითვლება, რომ საქართველოში სამედიცინო მომსახურების 80% ხორციელდება კერძო სექტორში და ამ მომსახურების გადახდას აწარმოებენ უშუალოდ პაციენტები. დახმარებები, რომლებიც ა პრიორი უფასოს ხდის მკურნალობას, რითაც სარგებლობენ ზოგიერთი განსაკუთრებით მძიმედ დაავადებული ადამიანები, ხდება საკამათო, რამდენადაც შესაბამისი განკარგულებები (რეგლამენტაციები) არის ძალიან ბუნდოვანი, მათ შორის ხშირად თვით ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის, და ამდენად ქართველები სავსებით “ნორმალურად” მიიჩნევენ, რომ გადახდა მოხდეს პირისპირ მათ მკურნალ პერსონალთან. (Belli et al. 2002).

სადაზღვევო სისტემა სულ ახლახან თუ იდგამს პირველ ნაბიჯებს. მართლაც, 2004 წ. საქართველოს სახელმწიფომ ხმის მისაცემად გამოიტანა რამდენიმე კანონი ამ მიმართულებით, მაგრამ ეს კანონები უკან იქნა გამოძახებული. ამდენად აღმოჩნდა, რომ წლების მანძილზე სადაზღვევო სისტემის დამკვიდრებაზე ზრუნვა ატარებდა შემთხვევით ხასიათს16: ამ ვითარებას თუ უშლიდა რამე, ეს პირველ რიგში იყო ფინანსური საშუალებების ნაკლებობა და, განსაკუთრებით, პოლიტიკური ნების სიმტკიცე არ მიიღონ ისეთი ზომები, რომლებიც შეიძლება შეეჯახონ მწვავე უკმაყოფილებას მოსახლეობის მხრიდან. ამისდა მიუხედავად, სოციალური უსაფრთხოების სფეროში ექსპერიმენტები მიმდინარეობს. ეს ექსპერიმენტები ეხება მშრომელთა პროფკავშირებს, რომლებიც ხელს უწყობენ ნებაყოფლობით დაზღვევის მსურველებს კერძო ჰოლდინგების გზით. ეს ექსპერიმენტები მოიცავს აგრეთვე მთელ რიგ სასოფლო ერთობებს (კავშირებს), გამგეობებს, რომლებსაც მხარს უჭერს USAID. დაბოლოს, ზოგიერთი მიკროფინანსური ინსტიტუტი უკვე ცდილობს დააარსოს მიკროდაზღვევა არსებულ ქონებაზე დაყრდნობით (Matul).

თანხის პრობლემები დგება განსაკუთრებით პენსიების სფეროში. 2006 წელს 950000 ქართველი, რაც მეტია, ვიდრე მოსახლეობის მეხუთედი, და ეს ტენდენცია მატულობს _ სარგებლობდა პენსიებით, რომელთა 58% წარმოადგენს პენსიას ხანდაზმულობის გამო. ხანდაზმულობის პენსია დაბალია: 38 ლარი (დაახლოებით 17€), რაც სხვანაირად შეიძლება წარმოვადგინოთ როგორც საშუალო ხელფასის 13%. პენსიონერთა მესამედი, რომელსაც ეხება ზემოთქმული, ცხოვრობს უკიდურეს სიღარიბეში. გარდა ამისა, დიდია ისეთ ადამიანთა რიცხვი, ვინც მიაღწია რა საპენსიო ასაკს, კვლავ განაგრძობს აქტიობას, რათა, მოიპოვოს რაიმე შემოსავალი. მთელს მოსახლეობაში, რომელიც დასაქმებულია 16%-ს შეადგენენ ადამიანები, რომლებმაც მიაღწიეს საპენსიო ასაკს (GEPLAC 2006). თუ გავიხსენებთ, რომ საბჭოთა დროს პენსიაზე გასვლისას ხანდაზმულობის პენსია შეესაბამებოდა განსაზღვრულ ოდენობას _ ანუ იმის გაუთვალისწინებლად, თუ რამდენ ხანს გრძელდებოდა ადამიანის პროფესიული საქმიანობა და როგორი იყო მისი ხელფასი _, ამდენად თანამედროვე პენსიები სავსებით შეესაბამება წინა რეჟიმის ეგალიტარულ ხედვას. ძალიან ფრთხილად ხდება კარის გამოღება პროფესიული კარიერის ხანგრძლივობის გასათვალისწინებლად, მაგრამ ამ მცდელობებს ადგილი აქვს მარტოოდენ დედაქალაქის პენსიონერების მიმართ. მაგრამ მთლიანობაში, ხანდაზმულობის პენსიები კვლავ რჩება ნორმირებული და ამით წინააღმდეგობაში მოდის ნეო-ლიბერალურ ეკონომიკურ სისტემასთან, რომელიც ეფუძნება მერიტოკრატიას. მაშასადამე, ამჟამად, სახელმწიფო, როგორც ჩანს, უარს ამბობს საპენსიო სისტემის ნებისმიერ სიღრმისეულ რეფორმაზე, რეფორმაზე, რომელიც გახდებოდა მეტი, ვიდრე მარტო სოციალური რეფორმა და შეეხებოდა თვით სოციალური სახელმწიფო სტრუქტურებს.

ნორმირებულია აგრეთვე უმუშევრობის დახმარება, რაც მოიხსნა 2006 წლის ივნისში. ამჟამად სხვა კატეგორია განაგრძობს ნორმირებული დახმარებით სარგებლობას, ესენია შიგა დევნილები, რომლებიც შეადგენენ ქვეყნის მოსახლეობის მეათედს. მიუხედავად ამისა, თანდათანობით ქართული სახელმწიფო სცილდება სპეციფიური კატეგორიების მოხაზვას, და უპირატესობას ანიჭებს სიღარიბის განსაზღვრას ინდივიდუალურ დონეზე. სიღარიბის დონის მიხედვით – არსებობს სამი დონე, რომელთა თავიდან განსაზღვრა სისტემატიურად ხდება სახელმწიფოს რესურსებისდა მიხედვით, ინდივიდები სარგებლობენ უფასო სამედიცინო მომსახურებით, შეღავათიანი საწვავით, ფულადი დახმარებებით.

სახელმწიფო დახმარებები შეადგენს სამართლიანობისთვის რომ ვთქვათ, მეტად მცირე ნამატს საოჯახო ბიუჯეტისთვის და თანდათანობით ხდება ნაკლული (სტიგმატიზირებული) განწყობების განმტკიცება ღარიბთა მიმართ. იმისთვის, რომ მოხდეს გაღატაკების რისკის და სოციალური გარიყულობის აცილება, მეტიც, იმისთვის რომ ებრძოლონ სიღარიბეს, ქართველები იშველიებენ ძალიან უხვად თავის დიდსულოვნებას, თანაცხოვრობენ რამდენიმე თაობით ერთ ბინაში, რომელიც `გადაურჩა~ საბჭოთა ეპოქას, მათ აგრეთვე შეუძლიათ სასარგებლო კავშირების განმტკიცება და ასეთი კავშირების შექმნა კი მათ ხელეწიფებათ თავისი ცხოვრების მანძილზე.

“პარალელური ეკონომიკიდან” “არაფორმალურ ეკონომიკაზე”

ქართული ეკონომიკის დანგრევა და მასობრივი გათავისუფლება სამსახურიდან დამოუკიდებლობის მიღებისთანავე აიძულა მოსახლეობა მიემართა სავაჭრო აქტიობისკენ, რათა გადარჩენილიყო უპირველეს ყოვლისა სამოქალაქო ომის წლებში (1991 – 1995), შემდეგ რათა შეენარჩუნებინათ ცხოვრების განსაზღვრული დონე. კლიენტებს რასაკვირველია სთავაზობდნენ დაბალი ხარისხის პროდუქციას, მაგრამ ეს პროდუქცია მისაწვდომი იყო საყიდლად შეზღუდული ყიდვისუნარიანობის მქონე ხალხისთვის. მცირე მეწარმეობა წაახალისეს იმისთვის, რომ მოეხდინათ ინსტიტუციონალური რეფორმები – როგორიცაა Shadow Economy Legalization Department ეკონომიკის სამინისტროსთან – და პოლიტიკური დისკურსის მეშვეობით, რომელიც ქადაგებდა საწარმოების და სამუშაო ადგილების შექმნას, გამხნევებას რომელიც მოგვიანებითაც უარყოფილი არ იყო.

“… Each enterprise that is providing new jobs needs encouragement from the state. We need those people who provide new jobs – those who who provide new jobs are our friends and friends of the country. And I want to create an new medal with which those people who havec employed the most people will be awarded …”

მცირე მოვაჭრეების საქმიანობა თანამედროვე საქართველოში უცხო და განსაკუთრებული რამ არ იყო პოსტ-საბჭოთა სივრცეში. მათი არსებობა არ წარმოადგენს რაღაც მარტივ და ხელოვნურ გამოგონებას. პირიქით, ეს წარმოებები თავის ცხოვრებისუნარიანობას იმტკიცებენ იმ უეჭველი ცოდნით, რომ საბჭოთა ოკუპაციამ ხელი შეუწყო მათ არსებობას. მთელს საბჭოთა კავშირში გავრცელებული იყო `პარალელური~ პრაქტიკა:

“‘Black’ and `’grey’ economies were significant parts of the economy of shortage of Soviet systems. Popolar images still prevail of the illegal street selling in the Soviet union, or the black market exchange of foreign currency.” (Smith & Stenning 2006 :8)

ზოგიერთ შემთხვევაში, სახელდობრ პენსიონერების შემთხვევაში, ასეთი საქმიანობა იძლეოდა საშუალებას საგრძნობლად გაზრდილიყო ცხოვრების დონე (Grossman 1991). აგრეთვე, კორუფცია, სხვადასხვა დონეზე წარმოადგენდა სახელმწიფო სისტემის ნაწილს, მაგალითად, თავისი წრის, ქსელის გამოყენება ძალაუფლების მიზნით, სხვადასხვა “საჩუქრების” მირთმევა, განსაზღვრული უპირატესობის მისაღებად და სხვა. რაც შეეხება საქართველოს, რომლის სასოფლო-სამეურნეო რესურსები ოდესღაც მაღალი რეპუტაციით სარგებლობდა მის იმდროინდელი რესპუბლიკის საზღვრებს გარეთ, მან მოახდინა მნიშვნელოვანი კომერციის წარმოება სახელმწიფოს გარეთ, ეს იყო ღვინისა და სასურსათო პროდუქტის კომერცია. მაგრამ პარალელური ეკონომიკა (shaow economy, second economy) დამახასიათებელი იყო აგრეთვე ეკონომიკის სხვა განხრებისთვის, როგორიცაა კომერცია და ტრანსპორტი. ამ მხრივ ის პასუხობდა დაუკმაყოფილებელ მოთხოვნას პროდუქციაზე და კარგი ხარისხის მომსახურეობაზე. (Mars & Altman 1987 a et b). ცხოვრების დონემ უფრო მაღალმა საქართველოში იმ დროს, ვიდრე საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებში, ძირითადად განამტკიცა shadow economy-ს სიცოცხლისუნარიანობა საბჭოთა ეპოქაში.

საბჭოთა ეპოქაში პარალელური აქტიობები და პრაქტიკები გახდა მოუცილებელი, სიღარიბის ეკონომიკისთვის. ეს იყო, ერთგვარად, პოლიტიკურად არასწორი პასუხი, მაგრამ ამასთან ტოლერანტული იმ წინააღმდეგობების მიმართ, რომელიც წარმოიშვა ქონების ბიუროკრატიული გადანაწილებისას და ხელს უწყობდა საბაზრო ურთიერთობების დამკვიდრებასა და საკუთრების უფლებების ექსპანსიას სოციალისტური საწარმოს წიაღში (Stark 1989).

სამაგიეროდ, პოსტ-საბჭოთა ქვეყნების საბაზრო ეკონომიკაში ეს ქვეყნები გადადიან პარალელური ეკონომიკიდან არაფორმალური ტიპის ეკონომიკაზე. ეკონომიკის ეს ორი ტიპი ერთმანეთისგან განსხვავდება თვისებრივი თვალსაზრისით, განსხვავება, რომელიც აიხსნება იმ პრინციპების განსხვავებით, რომლებითაც ხელმძღვანელობენ. (Campos 2006, Sik, 1992, Turmanidze 2000). წარმოადგენს რა პროდუქციაზე დაუკმაყოფილებელი მოთხოვნის შედეგს _ იქნება ეს იაფი ბაზარი, რომელიც `მოგვიანებით~ მოვა, თუ მარტოოდენ ილუზია, რომელსაც ქმნიან, თანამედროვე არაფორმალური ეკონომიკა გვერდს უვლის კანონმდებლობას, რათა შესთავაზოს სიკეთეები და სამსახურები, რომლებიც პასუხობს მოსახლეობის მოთხოვნილებებსა და ყიდვისუნარიანობას, თუმცა მუდმივად ბაზრის ხაზგასმით. ამ თვალსაზრისით, არამყარმა აქტიობებმა შეიძლება მოახდინონ ზეწოლა ქვევიდან იმ აქტივობებზე, რომელიც რეგისტრირებულია იმ პირობებში, როდესაც საკუთრების უფლებები არ არის საკმარისად დაცული, ეკონომიკურ აქტორებს არასაკმარისი ნდობა აქვთ სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ. (სუმბაძე 2006) _ ორი მომენტი, რომელიც განსაკუთრებით აქტუალურია დღევანდელ საქართველოში _ და მაგალითის სახით, ჯანდაცვის სამსახურების მომხმარებლები არ იცნობენ საკმარისად თავის უფლებებს, პრაქტიკები, რომელიც ლეგალურობის ზღვარზეა მშვენიერად ხორციელდება კანონის არსებობის დონეზე, არსებობს რა რისკი, გამწვავდეს უთანხმოება და დაიწყოს `ეკონომიკური ენვოლუციის~ პროცესი (Burawoy 1996). საიდანაც გამომდინარეობს სოციალური კავშირების მნიშვნელობა, რომელთა მობილიზება შეიძლება აუცილებლობის შემთხვევაში.

სოციალური კავშირების მნიშვნელობა

როგორც მსოფლიოს სხვა ნაწილებში, არაფორმალური ტიპის პრაქტიკები თანამედროვე საქართველოში იკვებება მათი განდევნით საზოგადოებაში. სხვა სიტყვებით, თუ პრაქტიკები, რომელიც აპრიორი ეწინააღმდეგება “ოფიციალურ” ეკონომიკას, შეიძლება შენარჩუნდნენ, ეს ხდება იმიტომ, რომ ისინი ეყრდნობა სოციალურ ქსელებს, კავშირებს, რომლებიც პოტენციურად შემქმნელია როგორც მატერიალური, ისე არამატერიალური უპირატესობების. ეს ქსელები იხლართება ვითარების მიხედვით და წუთიერი მოთხოვნის შესაბამისად. ამ თვალსაზრისით ადამიანები მიყვებიან ტრადიციას, რისი ბევრი საბუთია საბჭოთა წარსულში.

ცნობილია სოციალური ქსელების მნიშვნელობა საბჭოთა რეჟიმისთვის, რამდენადაც ისინი ანელებდნენ ეკონომიკურ და სოციალურ დაძაბულობებს, და აგრეთვე ეს იყო იმდროინდელი რეჟიმის ოპოზიციის კერები20. და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ეს საბჭოთა საქართველოსთვის, სადაც სოციალური სტრუქტურები, რომლებიც დადაღულები არიან ერთგვარი ღირსების კოდით, რომელიც აიძულებს მათ გამუდმებით ამტკიცონ თავისი ღირებულება, თუნდაც მაგალითად სტუმართმოყვარეობით და ხელგაშლილობით, რაც ვლინდება სუფრაზე. საბჭოთა სისტემა თავისი ცენტრალიზებულად მოწყობილი იერარქიით იწვევდა წინააღმდეგობებს საზოგადოებაში, რომელიც ნათესაურობას (ახლობლობას) განიხილავს როგორც მორალურ მოვალეობას, საზოგადოებაში, სადაც ურთიერთობები პერსონალიზებულია და სადაც ფორმალური სტრუქტურები `ადაპტირებულია~, რათა შესაძლებელი გახდეს მათი გამოყენება პიროვნული და ოჯახური მიზნით (Mars & Altman 1987 a et b). დანახული ამ კუთხით, `სასარგებლო~ კავშირების ქსელი წარმოადგენდა უმნიშვნელოვანეს რესურსს.

ეს კავშირები კიდევ უფრო აუცილებელია საბაზრო ეკონომიკაში, სადაც კოლექტივი სულ უფრო და უფრო იცავს ინდივიდს, სადაც ამ უკანასკნელს მით უფრო ადვილად ემუქრება გარიყულობა, რომ საბანკო ანგარიში უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე წარსული. ასეთი კავშირების სიკეთე უფრო წარმოჩინდა საქართველოში ოთხმოცდაათიან წლებში: ასეთი კავშირები მნიშვნელოვნად ამცირებენ ოჯახების მოწყვადობას, ხელს უწყობს მომარაგებას საკვებით, საშუალებას იძლევა გაუმჯობესდეს საბინაო პირობები და უზრუნველყოფენ უფრო ზოგადად გარკვეულ ეკონომიკურ უსაფრთხოებას (Dershem 1998). ისინი განსაკუთრებით სასარგებლოა მარტოხელა პენსიონერისთვის ან მარჩენალს მიკლებული ოჯახებისთვის. ამ ჯგუფებისთვის, სოციალური კავშირები წარმოადგენენ სოციალურ კაპიტალს, რომელიც საშუალებას იძლევა დაცულ იქნას კაპიტალის სხვა ფორმები _ სამუშაო ხელი მიწის ნაკვეთის დასამუშავებლად, სამუშაო იარაღები, ფინანსური სუბსიდიები _ და მოპოვებულ იქნას ესა თუ ის სასარგებლო ინფორმაცია.

ზოგადად შეიძლება ვიფიქროთ, პატარ-პატარა ხელობები თანამედროვე საქართველოში თავის სიცოცხლისუნარიანობას ინარჩუნებენ ძლიერი პერსონალური კავშირების წყალობით, რომელიც საშუალებას იძლევა, მაგალითად, შეგროვდეს სასტარტო კაპიტალი პატარა კომერციისთვის, მოინახონ მომმარაგებლები, რომლებიც ნდობას იმსახურებენ და კლიენტები, რომლებიც მზად არიან დაიცვან სავაჭრო თამაშის წესები. მაგრამ ეს კავშირები შეიძლება გახდეს სასარგებლო, როდესაც საქმე ეხება პროდუქტებით მომარაგებას, როდესაც ფული აღარ არის, შემცირდეს გაზის ღირებულება გასათბობად22, მოხდეს ბავშვების მიბარება ისეთ სკოლაში, რომელიც a priori განკუთვნილია შედარებით დახურული წრისთვის, და ბოლოს უბრალოდ შესაძლებელი გახდეს მკურნალობა.

მართლაც, ჯანდაცვის სფეროში, თუ ადამიანს სურს თავიდან აიცილოს თვითმკურნალობა, გადაწყვეტილება ხორციელდება ისე, რომ ტელეფონით ეკითხებიან კონსულტაციას ექიმს, რომელიც სარგებლობს ოჯახის ნდობით; განსაკუთრებულ შემთხვევებში ცდილობდნენ საკითხის მოგვარებას ასე: თამაშობენ პათოლოგიის განსაზღვრით, დაავადებას აფორმებენ ისეთი სახელწოდებით, რისთვისაც პაციენტს მკურნალობისთვის მინიმალური ფასის გადახდა მოუწევს.

გლობალიზაციის კონტექსტში, კავშირების ბუნება, რომელთა მობილიზება შეიძლება აუცილებლობის შემთხვევაში, აგრეთვე იცვლება. იმისთვის, რომ შესაძლებელი გახდეს ღირსეული ცხოვრების შენარჩუნება, ყველაზე დიდი მნიშვნელობა დღეს შეიძინა საქართველოში, ისევე როგორც სხვაგან, ინფორმაციის მისაწვდომობამ და ახალმა ცოდნამ. ძალაუფლების წყაროები, პრესტიჟი, სიმდიდრე და პრივილეგიები თანდათანობით დამოკიდებული ხდება სიახლოვეზე პოლიტიკური გადაწყვეტილების ცენტრებთან, როგორც ამას ჰქონდა ადგილი საბჭოთა რეჟიმის დროს. იმისთვის, რომ გახდე `მომპოვებელთა~ ნაწილი, სინამდვილეში, რომელიც ხასიათდება დღემდე არნახული ეკონომიკური და სოციალური ცვლილებებით, ძალიან მომგებიანია ფლობდე ცოდნას, კომპეტენციას, რომელიც შეესაბამება საბაზრო ეკონომიკას და ცოდნის საზოგადოებას.(Eyal da al. 2000). მაშასადამე, მაშინ, როდესაც საბაზრო ეკონომიკა საშუალებას იძლევა მოხვდე სოციალური იერარქიის შუაგულში, საქართველოში თხუთმეტი წლის შემდეგ მნიშვნელოვანია, ისევე როგორც სხვა პოსტ-კომუნისტურ ქვეყნებში, სპეციფიური კულტურული კაპიტალი, სასარგებლო თანამედროვე საზოგადოებაში.

ეს გამოიხატება იმაში, რომ სწავლობენ ინგლისურს და ინფორმატიკულ ხელსაწყოს _ კომპიუტერს, ეს ორივე იძლევა საშუალებას შეაღწიო ახალ ინფორმაციულ სივრცეში (მუსხელიშვილი 2007). რათა გამოიყენო ეს კულტურული კაპიტალი, აუცილებელია იცნობდე პიროვნებებს, რომელთაც შეუძლიათ გააღონ ისეთი საწარმოების (დაწესებულებების) კარები, რომელთაც კონტაქტი აქვთ უცხოეთთან, უცხოური ფონდების წარმომადგენლებთან და საერთაშორისო გაქანების NGO-თან. თუ შევხედავთ ამ კუთხით, იხატება განაწილების ახალი ხაზი, რომელიც ერთმანეთისგან მიჯნავს მათ, ვისაც აქვს გასავალი გარე სამყაროში, იმათგან, ვინც ამას მოკლებულია. ინტერესი, რომელსაც იწვევს მსჯელობა მეზობლობის ევროპულ პოლიტიკაზე მომდინარეობს აგრეთვე აქედან.

* * *

წლებმა, რომელიც საქართველომ გაიარა დამოუკიდებლობის შემდეგ, ღრმად შეცვალეს შრომის სფერო, და ამასთან სოციალური შეფასებები მშრომელებსა და არამშრომელებზე. საბჭოთა რეჟიმის დროს სამუშაო იძლეოდა ცხოვრების განსაზღვრულ დონეს, რომელიც მეტ-ნაკლებად მისაღები იყო, თანაც არც იმდენად უშლიდა ხელს მისწრაფებებს მატერიალური კეთილდღეობისკენ, მისწრაფებებს, რომლებსაც შეიძლება ხელი შეეწყოთ “პარალელური” ეკონომიკისთვის, იმ პროპორციით, რომელიც მჭიდროდ ეფარდებოდა არსებულ სასარგებლო კავშირებს, სოციალურ პლანში, სამუშაო საშუალებას იძლეოდა იდენტურობის ჩამოყალიბების, ის იყო ერთგვარი სტუმრიანობის კერა (რასაკვირველია ორგანიზებული იერარქიის მიხედვით!), იძლეოდა დარწმუნებულობის განცდას დროსთან მიმართებაში _ სამუშაოს `შემდეგ~ და `უიმისოდ~. მოკლედ, საბოლოო ჟამში სამუშაო (შრომა) იყო გარანტი ერთგვარი სოციალური ჩართულობის, მაშინაც კი, თუ მოქმედებდნენ ცენტრისკენა ძალები, რომლებიც ინდივიდებს აიძულებდნენ სულ უფრო და უფრო მოეხდინათ თავის რეალიზაცია პირად ცხოვრებაში (Shlapentokh 1989).

გადასვლამ საბაზრო ეკონომიკაზე გააქარწყლა ყოველივე ის, რასაც შეიძლება ერთგვარი დარწმუნებულობის იერი ჰქონოდა. სამყაროში (საზოგადოებაში), რომელიც იმართება საბაზრო კანონებით, უთანასწორობის შექმნით და გარიყულობით, უნდა ამოქმედდეს სხვა მექანიზმები, რათა უხრუნველყოფილ იქნას ღირსეული ცხოვრების დონე, რათა თავიდან იქნას აცილებული სოციალური დეკლასიფიკაცია. ეს არის საბაზრო ლიგიკა, რომელიც დომინირებს, ლოგიკა, რომელიც გულისხმიბს ინდივიდუალური აქტორების ჩართვას, რომელთაც ძალუძთ შექმნან თავისი საკუთარი საქმე და შეუძლიათ თვითონ დაიცვან თავი მთლიანად იმ რისკებისგან, რომელიც შეიძლება თავს დაატყდეს როგორც მას, ისე მის ახლობლებს.
ქვეყანამაც იწვნია თავისი კომპეტენციების შეცვლა. ის აკონტროლებს, რომ ნეო-ლიბერალური თამაშის წესები კიდევ უფრო დამკვიდრდეს ეკონომიკურ სფეროში და ამისათვის ახორციელებს უპრეცედენტო საკანონმდებლო აქტიობას. სოციალური პრობლემების გადასაჭრელად, ის სულ უფრო და უფრო თავიდან იცილებს მზრუნველობის მოვალეობებს და ამით ამწვავებს დაპირისპირებას ერთი მხრივ, საბაზრო ლოგიკასა და მეორე მხრივ, მზრუნველობით ლოგიკას შორის (Althabe 2003). რაც შეეხება ეროვნულ სოლიდარობას, რომლის ერთადერთი გარანტი შეიძლება იყოს სახელმწიფო, რასაც ის ახორციელებს როგორც ზედმეტ პრობლემას: უნდა იცხოვრო უკიდურეს სიღარიბეში, რათა რაიმე დახმარება მიიღო, ამასთან ეს დახმარება აღიქვა როგორც საჩუქარი. და მაინც, თუ გავითვალისწინებთ დღევანდელ მოცემულობას, ექვსიდან ერთი ქართველი ამ მდგომარეობაშია და ხშირად ეს ეხება პიროვნებას, რომელმაც მიაღწია პენსიის თეორიულ ასაკს! მაშინ, როცა სახელმწიფო მოქმედებს რა ზერელედ გადანაწილებაში, ის ამკვიდრებს უთანასწორობას, იმდენად, რამდენადაც ის გამოდის ნეო-ლიბერალური პოლიტიკის გატარებიდან. გამორიცხა რა სოლიდარობა თავისი მოქმედების ველიდან, სახელმწიფო თანდათანობით კარგავს თავის ლეგიტიმურობას მოსახლეობის თვალში და მასთან ერთად ლეგიტიმურობას კარგავს მისდამი დაქვემდებარებული ყველა ინსტიტუტი.

ასეთი ვითარება დღეს იწვევს ინდივიდის მხრიდან ჩაკეტვას კერძო სფეროში, რელიგიაში, `ახლადშექმნილ ტრადიციაში~ _ან გასვლას `გარეთ~, რომელსაც გადაჭარბებული ღირებულება ენიჭება და რომელზედაც ოცნებობს ბევრი ახალგაზრდა.

“საზოგადოების კვლევის ცენტრის” მიერ გამოქვეყნებული კრებულის – “გლობალიზაციის ახალი გამოწვევები მემარცხენეობისთვის: ზოგადი ტენდენციები და საქართველო” – ელექტრონული მისამართი: http://cssge.ge/site/globalizaciis-axali-gamowvevebi-memarcxeneobistvis/

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ