დენი ბრეჟნიცი: ინოვაციური პოლიტიკა და სახელმწიფო

გამოიწერეთ ჩვენი Facebook გვერდი: European.ge

📢 “ინოვაციებს შეუძლიათ უთანასწორობაზე გავლენის მოხდენა… ინოვაციურ პოლიტიკებს შეუძლიათ ტრადიციული ინდუსტრიული სექტორების პროდუქტიულობის გაზრდა. ინოვაციურ პოლიტიკებს ასევე შეუძლია მოწყვლადი სოციალური ჯგუფების, მაგალითად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების ჩართვაც მსგავსს შრომით სივრცეებში. სახელმწიფომ აუცილებლად უნდა იფიქროს ინოვაციურ პოლიტიკებზე, რომელიც რეგიონებში უზრუნველყოფს ეკონომიკურ ზრდას, რომელიც გადასახადების ტრანსფერების აუცილებლობასაც შეამცირებს.”

📢 “ყველაზე დიდი შეცდომა რაც შეიძლება რომელიმე ქვეყანამ დაუშვას არის ის, რომ მოინდომოს საკუთარი “სილიკონ ველის” შექმნა. თავად ამერიკასაც არ შეუძლია ქონდეს მეორე სილიკონ ველი თავისი 60 წლიანი სპეციფიკური ისტორიით. ქვეყნებიდან, რომლებიც წარმატებული არიან ტექნოლოგიების სფეროში: ფინეთი ისრაელი, კორეა, ტაივანი და ახლა უკვე ჩინეთიც, თითოეული კონცენტირირებულია ერთ რომელიმე სპეციფიკური დარგის განსაზღვრულ აქტივობაზე. მათი განათლების სისტემა, ფინანსური ინსტიტუტები თუ თამაშის წესები შემუშავებულია ისე, რომ დაეხმაროს კომპანიებსა თუ მეწარმეებს იმუშაონ და გააფართოონ საქმიანობა ტექნოლოგიური ინდუსტრიის სწორედ ამ კონკრეტულ საფეხურზე. ყველა ამ სახელმწიფომ ამერიკის ჩათვლით, უდიდესი როლი შეასრულა იმის გადაწყვეტაში თუ რომელი ტექნოლოგიები გაამართლებდა და ხელი შეუწყო მათ 40-50 წლის განმავლობაში, რათა მიეყვანა იმ საფეხურამდე, როცა მეწარმეები შეძლებდნენ ამით ფულის შოვნას. თუ ჩვენ ამას დავივიწყებთ, ვერასდროს გავიგებთ “სილიკონის ველის” სპეციფიკას. განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებში, სახელმწიფომ უნდა შეასრულოს აქტიური როლი და მისცეს ხალხს რისკის აღების სტიმული, მაგალითად მათი ფინანსური უზრუნველოფით (გრანტების მეშვეობით) და ასევე, დაეხმაროს ბაზართან კავშირების დამყარებაში. ყველა წარმატებული მაგალითის შემთხვევაში, სახელწიფომ სტიმული მისცა მეწარმეებს ემუშავათ განსაზღვრული ტექნოლოგიების სფეროში. ერთადერთი აქტორი რომელსაც შეუძლია ამის გაკეთება და საკმარისი კაპიტალის მიცემა (თუნდაც მხოლოდ ფულადი) მეწარმეებისთვის, რათა დაწიოს მათი რისკები, არის სახელმწიფო.”

– © პროფესორი დენი ბრეჟნიცი.

► ხშირად, ადამიანებს გამოგონება ინოვაციაში ერევა. მაგრამ როგორც ბრეჟნიცი აღნიშნავს ქვემოთ მოყვანილ ინტერვიუში, ინოვაცია გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე რაიმეს მხოლოდ გამოგონება. გამოგონება არ წარმოადგენს აუცილებლად იმ ფაზას, რომელიც გარდაიქმნება ეკონომიკურ ზრდაში და ქმნის სამუშაო ადგილებს. რაიმეს გამოგონების შემდეგ, იგი ბაზარზე უნდა გაიტანო. შიდა წვის ძრავის მექანიზმის გამოგონებას არ შეუქმნია ეკონომიკური ზრდა; ეკონომიკური ზრდა წარმოშვა მისმა მუდმივმა გაუმჯობესებამ, რამაც ახალ-ახალი ინდუსტრიები, სამუშაო ადგილები, ზრდა გამოიწვია; მაგალითად ავტომობილების ინდუსტრიამ.

► დენი ბრეჟნიცი (Dan Breznitz) გახლავთ მუნკის სახელობის გლობალური ურთიერთობების სკოლის ინოვაციების ინსტიტუტის დირექტორი და პროფესორი. ასევე ხელმძღვანელობს პოლიტიკური მეცნიერების დეპარტამენტსაც. ამას გარდა, მუნკის სკოლაში ის წარმოადგენს ინოვაციური პოლიტიკის ლაბორატორიის თანა-დირექტორს და აკადემიური კვლევის მიმართულების დირექტორს.

► პროფესორი დენი მსოფლიო მასშტაბით ცნობილია როგორც სწრაფი ინოვაციური განვითარების ინდუსტრიებისა და მათი გლობალიზაციის ექსპერტი. ბევრისგან განსხვავებით, მისი შეხედულებები გნასხვავდება სრული საბაზრო მიდგომისგან, რამეთუ მისი აზრით, ინოვაციური პოლიტიკების შექმნაში სახელმწიფოს მთავარი როლი გააჩნია, არა მხოლოდ ეროვნულ დონეზე ინოვაციის წახალისებაში, არამედ ისეთი აუცილებელი და გარდაუვალი პრობლემების გამოსწორებაში, როგორიცაა ეკონომიკური უთანასწორობა, რომელიც მნიშვნელოვნად აფერხებს განვითარებას.

ინტერვიუ სრულად:

ვიდეოს წყარო: Institute for New Economic Thinking

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ