გამოიწერეთ European.ge-ს Facebook გვერდი.
წარმოგიდგენთ ლონდონის ეკონომიკური სკოლის (LSE) ვებგვერდზე გამოქვეყნებული წერილის თარგმანს კონკურენციის კულტის შესახებ.
წერილის ავტორი უილიამ დევისი გახლავთ ლონდონის გოლდსმიტის უნივერსიტეტის წამყვანი ეკონომიკის პროფესორი.
ის არის ავტორი წიგნისა: The Limits of Neoliberalism: Authority, Sovereignty & The Logic of Competition (2014).
მსოფლიოს მასშტაბით ეკონომიკური უთანასწორობის სწრაფი ზრდა დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი აკადემიური თემაა, მიუხედავად ამისა, უკვე რამოდენემე ათეული წლის განმავლობაში სიმდიდრესა და სიღარიბეს შორის არსებული სხვაობა ზრდის ტენდენციით ხასიათდება. რატომ გახდა მზარდი უთანასწორობა პოლიტიკურად და კულტურულად ასეთი მიმზიდველი, როგორც ეს იყო განვლილი წლების განმავლობაში?
აღსანიშნავია, რომ 2008 წლის საბანკო კრიზისმა ნათელი მოჰფინა არამარტო იმას, რომ კაპიტალიზმის ეს მოდელი არანორმალურად ზრდის მდიდრებსა და ღარიბებს შორის არსებულ ზღვარს, არამედ იმ ფაქტსაც, რომ მოსახლეობის ძალზედ პატარა უმცირესობები, მხოლოდ თავისი ინტერესებიდან გამომდინარე მართავენ მოცემულ პროცესებს. პოსტ-კრიზისულმა პერიოდმა საკუთარი სოციოლოგიური კატეგორია – 1% – შექმნა, რამაც თავის მხრივ, გამოიწვია გავლენიანი ახალი ეკონომიკური თეორიის ჩამოყალიბება თომას პიკეტის ნაშრომის – „კაპიტალი 21-ე საუკუნეში“ – სახით, სადაც არაჩვეულებრივადაა გადმოცემული ის ფაქტები თუ რატომ გრძელდება უთანასწორობის ასეთი უპრეცედენტო ზრდა კაპიტალისტურ ქვეყნებში.
თუმცაღა, ადამიანის უფლებების რღვევის პროვოცირებას, არამხოლოდ უთანასწორობა წარმოადგენს, რომელიც ბრიტანეთში 1979 წლიდან ძალზედ შესამჩნევად იზრდება (და ამის მაგალით ტონი ბლერის პრემიერობის მეორე ვადაცაა), არამედ ისიც, რომ მთლიანი ეკონომიკური პროცესი ამჟამად თაღლითური გზით ვითარდება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აღშფოთებას ცოტა ხნით გვერდით გადავდებთ, ჩნდება ორი მნიშვნელოვანი კითხვა: პირველ რიგში, რატომ გახდა მზარდი უთანასწორობა პოლიტიკურად და კულტურულად ასეთი მიმზიდველი, როგორც ეს იყო განვლილი წლების განმავლობაში? და მეორე: რატომ ჩამოიშალა სამართლიანობის ის მოდელი ახლა?
გარკვეულწილად, უთანასწორობის კონცეფცია ამ შემთხვევაში გამოუსადეგარია. მსოფლიოს ისტორიაში არ არსებობს ისეთი ბიზნესმენი ან პოლიტიკოსი, რომელსაც სახალხოდ ეთქვა, რომ „საზოგადოებას ჭირდება უფრო მეტი უთანასწორობა“, მიუხედავად იმისა, რომ 1970-იანი წლების შემდეგ განხორციელებული თითქმის ყველა პოლიტიკური და ეკონომიკური გადაწყვეტილებები, რომლებმაც უთანასწორობა ხალხთა შორის გააღრმავა, საჯაროდ იყო ცნობილი. დღევანდელ დღეს, უკვე ნათელია თუ რა მიზანს ემსახურებოდა ის პოლიტიკა, რომელსაც ატარებდნენ რიგი პოლიტიკოსები 2008 წლის კრიზისამდე და რითი იყო გამართლებული მათი ეს ნაბიჯები. უთანასწორობის რიტორიკისაგან თავის არიდების მიზნით, პოლიტიკოსებმა ხმარებაში შემოიტანეს სხვა ტერმინი, რომელიც ძალზედ ეფექტურად გამოხატავს ზემოთ აღნიშნულ ფრაზას და ეს გახლავთ: კონკურენცია.
ჩემი წიგნი, რომელსაც სახელად ჰქვია „The Limits of Neoliberalism: Sovereignty, Authority & The Logic of Competition“, არის მცდელობა იმისა, რომ დავინახოთ ის ცვლილებები, რაც პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ განიცადა კონკურენციის წახალისების პირობებში. კონკურენცია ძალზე საინტერესო კონცეფცია და პრინციპია, რაზეც დაფუძნებულია სოციალური და ეკონომიკური ინსტიტუციები დღესდღეობით. როდესაც ჩვენ რაიმე სიტუაციას ვუყურებთ როგორც კონკურენციას ადამიანებს შორის, ჩვენ ვაჩნევთ, რომ დასაწყისშივე ბუნდოვანია მონაწილეების თანაბარი შესაძლებლობები და პირობები, რასაც თან ერთვის, ჩვენი საღი აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემული კონკურენციის პირობებში ისინი მაქსიმალური უთანასწორობისათვის იბრძვიან საბოლოო ჯამში.
ამ ფაქტმა საკმაოდ დიდი ზეგავლენა იქონია ჩემზე, როდესაც მე შევუდექი ჩემი სადოქტორო ნაშრომის წერას სოციოლოგიის სფეროში (რაზეც საკუთრივ ჩემი წიგნია შექმნილი), ვინაიდან კონკურენცია თანამედროვე კულტურის ერთ-ერთ უდავო დადებით თვისებად არის წარმოჩენილი დღესდღეობით, განსაკუთრებით დიდ ბრიტანეთში. ჩვენ ვადიდებთ ლონდონს, ვინაიდან ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი ქალაქია; ჩვენ თაყვანს ვცემთ ჩვენს სპორტსმენებს იმიტომ, რომ ისინი იგებენ; ვუყურებთ გადაცემებს, სადაც ერთმანეთს სამზარეულოში ეჯიბრებიან საჭმლის კეთებაში; ხოლო ისეთ სატელევიზიო პროგრამებში, როგორიცაა “Dragons Den” და სპორტულ შეჯიბრებებში, როგორიცაა “Premier League” სხვაობა გასართობ კონკურენციასა და კაპიტალიზმში მთლიანად შთანთქმულია. სწორად ამიტომაც, არანაირად გასაკვირი არ არის იმის აღმოჩენა, რომ თუ საზოგადოება, რომელიც კონკურენციას ყველაზე უზენაეს ღირსებად და მონაპოვრად თვლის, იგი ამასთანავე საგრძნობლად ზრდის უთანასწორობის დონეებს ადამიანთა შორის.
თუ ადამიანს არ უნდა რომ ბიოლოგიურ რედუქციონიზმში გადავარდეს, აუცილებლად უნდა დაისვას კითხვა: რამ მოგვიყვანა ამ მოცემულ მდგომარეობამდე? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად კი უნდა დავბრუნდეთ უკან 1930-იანი წლების ნეოლიბერალურ აზროვნებაში. ლონდონში ფრიდრიხ ჰაიეკისთვის, ფრაიბურგში ორდოლიბერალებისათვის და ჰენრი სიმონსისათვის ჩიკაგოში კონკურენცია არ იყო მხოლოდ ერთადერთი სახასიათო ნიშანი თავისუფალი ბაზრისა, სხვა ბევრ თვისებათა შორის, არამედ ის გახლდათ ფუნდამენტური მიზეზი იმისა, თუ რატომ იყო თავისუფალი ბაზარი მიმზიდველი პოლიტიკურად, ინარჩუნებდა რა გაურკვევლობას მომავალში. ჰაიეკის აზრით, ის რაც აერთიანებდა ტოტალიტარიზმისა და დაგეგმვის ეკონომიკას იყო შეხედულება, რომ ისინი არ აღიარებდნენ კონკურენციას და მას შემდეგ ნეოლიბერალური სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი მიზანი გახდა ყველა ძალაუფლების გამოყენება იმისათვის, რათა დაცული ყოფილიყო კონკურენტული გარემო. სწორედ ამ მიზნისათვის მოხდა ანტიმონოპოლიური სამსახურებისა და სხვა ინსტიტუტების ჩამოყალიბება.
ერთ–ერთი გზა ნეოლიბერალიზმის გაგებისა, როგორც ფუკო იტყოდა, არის კონკურენტული პრინციპების გავრცელება ადამიანური ცხოვრების ყველა სფეროზე, სახელმწიფო აპარატის იძულების გზით. ასე რომ, მონარქიულ სისტემას არ დაუხევია უკან და არც სახელმწიფო მმართველობით (governance) ჩანაცვლებულა. მან უბრალოდ კონფიგურაცია განიცადა და ისეთ საზოგადოებად გადაიქცა, რომელიც თამაშს ჰგავს, თამაშს, რომელიც გამარჯვებულებსა და დამარცხებულებს „აწარმოებს“. ჩემი მიზანი კი წიგნში – „The Limits of Neoliberalism” გახლავთ გავიგო ის მიზეზები, რატომაც ხდება ასე.
კერძოდ, მე ვიკვლევ, თუ როგორ მოახდინა ჩიკაგოს სამართლისა და ეკონომიკის ტრადიციულმა სკოლამ ბაზრის რეგულირების მნიშვნელობის ასეთი მკვეთრი უარყოფა დაკვირვების შემდგომ. ასევე ყურადღებით ვმუშაობ იმაზე, თუ როგორ მიაღწია მაიკლ პორტერის თეორიამ „ეროვნულმა კონკურენციამ“ პოლიტიკური ორიენტაციის ახალ ფორმას. ორივე ზემოთ მოყვანილ პროცესს თავისი ინტელექტუალური ფესვები გააჩნდა ომის შემდგომი პერიოდიდან, მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანი პოლიტიკური ზეგავლენა გვიან 1970–იან წლებში მოიპოვეს. სწორედ ეს პროცესები გახლავთ თანამედროვე ნეოლიბერალიზმის შემადგენელი კომპონენტები.
ამ ინტელექტუალური ტრადიციების შესწავლის შედეგად, შესაძლებელი ხდება დავინახოთ თუ როგორ განვითარდა მთელი მორალი და ფილოსოფიური მსოფლმხედველობა, რომელიც თავის მხრივ, გვიმტკიცებს, რომ უთანასწორობა სამართლიანი და უფრო მეტიც, კაპიტალისტური პროცესის არაჩვეულებრივი მონაპოვარია პოლიტიკური ხელისუფლების უშუალო მონაწილეობით. ამრიგად, ხელისუფლება მუდმივი თანამონაწილეა მზარდი უთანასწორობისა, მაშინ როდესაც კორპორაციები, მათი მენეჯერები და მოწილეები უშუალო ბენეფიციარებად გვევლინებიან. ლუკ ბოლტანსკის ნაშრომიდან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ჩვენთვის საჭიროა პირველ რიგში გავიგოთ, თუ როგორ გახდა კონკურენცია, კონკურენტუნარიანობა და საბოლოო ჯამში, უთანასწორობა მისაღები და დასაშვები – სხვა შემთხვევაში მათი მდგრადი არსებობა საჯარო და კერძო სექტორში უბრალოდ აუხსნელია.
ეს მიდგომა ასევე გვეხმარება გავიგოთ, თუ კონკრეტულად რა მოხდა უახლეს წარსულში, რაც ჩემი გადმოსახედიდან ასე აიხსნება: ნეოლიბერალური აზროვნების მთავარ მომენტში, ამ იდეოლოგიის მატარებლებმა, სხვადასხვა ბაზრის კონკურენციის ასპარეზების დაცვიდან დაწყებული გადაწყვიტეს, რომ მთელი საზოგადოება კონკურენტული ბაზრის ასპარეზია. ამ უკანასკნელი მოდელის მიხედვით, არავითარი განსხვავება არაა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ კონკურენტულ ასპარეზებს შორის. ფულის „ინვესტირება“ პოლიტიკური ძალაუფლების მოსაპოვებლად, ან თუნდაც მედიის ზეგავლენის ხელში ჩასაგდებად ამ სასტიკი კაპიტალისტური ნეოლიბერალური მოდელით გამართლებულია. ხოლო იმ პრობლემას, რომელიც ასე აქტუალურია ამერიკაში და ჩვენ „1% „–ს ვუწოდებთ, სინამდვილეში ოლიგარქია ჰქვია.
მთავარი გახლავთ ის, რომ აღარ არსებობს არანაირი საგარეო, ან ცალკეული უმაღლესი ნორმები, რომელიც მიესადაგება ოლიგარქების შეჯიბრების გზების სამართლიანობას. ყველა ლეგიტიმურ ძალაუფლებას ჭირდება სხვა ძალა, რომელიც ლეგიტიმაციას დატესტავს. ეს არის მთავარი პრინვიპი რაზეც სასამართლო, აღმასრულებელი და საკანონმდებლოს ხელისუფლებები დგანან.
მარეგულირებლები, ბუღალტრები, გადასახადის ამკრეფი ინსპექტორები, იურისტები, საჯარო ინსტიტუტები ჩათრეულნი აღმოჩნდნენ ეკონომიკურ შეჯიბრში და მათი ყიდვა ხელმისაწვდომი გახდა. ასე ვთქვათ სპორტული მეტაფორა, რომ მოვიყვანოთ (ბიზნეს ლიდერებისათვის ესოდენ პოპულარული): დღევანდელი სიტუაცია ჰგავს იმ შეთხვევას, როდესაც წამყვანი ფეხბურთის გუნდი ყიდულობს არამხოლოდ საუკეთესო მწვრთნელებსა და აღჭურვილობას, არამედ მსაჯებს და უფრო მეტიც ჟურნალისტებსაც. ეკონომიკური კონკურენციის პასუხისმგებელმა ორგანოებმა დაკარგეს თავიანთი ძალაუფლება, რამაც ოცნება მერიტოკრატიული მმართველობის შესახებ მთლიანად ჩამოშალა?? პოლიტიკური შეფასებით ამან გამოიწვია არამხოლოდ ლეგიტიმაციის ჩამოშლა, არამედ მატერიალური უთანასწორობისა ერთგვარი სპირალური სისტემა შექმნა.
შედეგი ამ ყველაფრისა არის მდგომარეობა, რომელსაც მე ვეცადე ტერმინი Contingent Neoliberalism დამერქმია. იმ გაგებით, რომ სამართლიანობის არცერთი პრინციპით აღარ ხდება მოქმედება. ერთადერთი მიზანი არის მისი დაცვა ნებისმიერ ფასად. თუ ხალხი ირაციონალურია, მაშინ ხელი ვკრათ მათ. თუ ბანკები ფულს არ გაასესხებენ, მაშინ გავბეროთ მათი საბალანსო ანგარიშები ხელუვნურად. თუ ვალუტა საერიოზულად აღარ აღიქმება, მაშინ პოლიტიკურმა ლიდერებმა განმეორებით უნდა უზუნველყონ მისი უმაღლეს პრიორიტეტად გამოცხადება. თუ ხალხი გააპროტესეტებს იყიდე წყლის ჭავლი. ეს არის სისტემა, რომელიც მუდმივად იშლება ნაწილებად და რომელიც მუდიმვად საჭიროებს მთავრობების მიერ შეკეთებას.
რამოდენიმე წელია ჩვენ გვიყალიბდება ისეთი მსოფლხედველობა, რომელშიც მხოლოდ გამარჯვებულია დაფასებული.
უნდა მივესალმოთ აზრს ”1%”-ის (უფრო ზუსტად 0.1%-ის) თავგასულობის შესახებ, რომ ცოტა ნაკლებად მდიდრებიც კი ვეღარ სარგებლობენ პრივილეგიებით. ეს დაგვიანებულიც კი არის. რამდენიმე წელია ჩვენ გვაქვს მსოფლმხედველობა, რომელიც აღიარებს ერთადერთ ღირებულებას – ”გამარჯვებულს”. ჩვენი ქალაქები ”მსოფლიო ლიდერები” უნდა იყოს, იმისათვის რომ რაიმე მნიშვნელობა ჰქონდეს. ჩვენი უნივერსიტეტები უნდა იყოს ”ჩინებული”, სხვა შემთხვევაში იღუპებიან. ესაა ფილოსოფია, რომელიც სივრცეების, ადამიანების და ორგანიზაციების უმრავლესობას ”შეუმდგარის” სტატუსს ანიჭებს. ასევე, ის უკვე სრულიად უძლურია საიმისოდ, რომ თავისივე მერიტოკრატიული იდეალი დააკმაყოფილოს. აღმოჩენამ იმის შესახებ, რომ თუკი ”გამარჯვებულს” არ განსჯი და უფრო მეტ თავისუფლებას მისცემ, ის ეცდება სამუდამოდ დაამთავროს თამაში, კონკურენტულობის მიმართ ჩვენი აკვიატება კითხვის ნიშნის ქვეშ უნდა დააყენოს. და ამის შემდეგ, შეგვიძლია ვიფიქროთ თუ როგორ ვიპოვოთ ღირებულება საგნებში სხვასთან უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენების მიღმა.
– ინგლისურიდან თარგმნა ილია ჩხეიძემ.
– ილუსტრაცია გარეკანზე: © Robert G. Fresson