წარმოგიდგენთ 2016 წლის 27 ივნისს გამოცემა Social Europe-ზე დიმიტრის პაპადიმოულისის მიერ გამოქვეყნებულ წერილს.
დიმიტრის პაპადიმოულისი არის ევროპარლამენტის ვიცე–პრეზიდენტი, ევროპარლამენტარი და პარტია სირიზას დელეგაციის ხელმძღვანელი.
© European.ge
რეფერენდუმზე ამომრჩეველთა რაოდენობა და ბრექსიტის მომხრეების გამარჯვება გაერთიანებული სამეფოსთვის დიდი დამარცხებაა, რამაც შოკური ტალღები გამოიწვია ევროზონაში და ევროკავშირში გატარებულ ნეოლიბერალურ ფინანსურ პოლიტიკებში. ყველა ჩვენგანმა პატივი უნდა ვცეთ შედეგებს, რადგან ის ამტკიცებს, რომ დიდი ბრიტანეთი, ისევე როგორც ევროკავშირი განიცდიან იდენტობის დიდ კრიზისს. ახალი დემოკრატიული ხედვები ისე აუცილებელია ახლა, როგორც არასდროს აქამდე, რათა თავიდან ავირიდოთ რასისტული, ქსენოფობიური პარტიების მომძლავრება და გამარჯვება.
ევროპული ისტებლიშმენტი უნდა ამოვიდეს ამ პრობლემიდან პროგრესული პოლიტიკური ძალების მიერ ეროვნულ და ევროპულ დონეებზე ლიდერობის მოპოვებით. ევროპას სჭირდება კონკრეტული, ზრდაზე ორიენტირებული მოდელი, თანასწორობა და სოციალური სამართლიანობა, ეფექტური კონვერეგენციული პოლიტიკები, რომლებიც შეეწინააღმდეგებიან ჩრდილო და სამხრეთ პერიფერიებს შორის მზარდ ნაპრალებს. უმუშევრობა და სიღარიბე, ახალგაზრდების გაღიზიანება და ნაკლები გამჭირვალეობა ევროკავშირის ჩამოშლის ძირითადი კომპონენტებია.
უკანასკნელ წლებში კონსერვატიული პოლიტიკური პარტიების მიერ გატარებული სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკები აძლიერებს ულტრა–მემარჯვენე პარტიებს. საფრანგეთში – ლე პენის, გერმანიაში – AfD–ის ლიდერების და ჰოლანდიაში ვილდერსის ენთუზიაზმი რეფერენდუმის შედეგების მიმართ იმის ნათელი დადასტურებაა, რომ ევროპა შედის ძალიან სახიფათო გზაზე.
ბალანსის ფართო სპექტრისა და ალტერნატიული პოლიტიკების აუცილებლობის გაცნობიერეიბა არის იმის განმსაზღვრელი, რომ მემარცხენეებმა ჯერ კიდევ ვერ შესძლეს ევროპელი მოსახლეობის დარწმუნება, მათ ვერ მოახერხეს ძლიერი ალტერნატივის არტიკულირება, რომელიც გამოიყვანდა ევროკავშირს იმ ღრმა სისტემური კრიზისიდან, რომელშიც ის იმყოფება. პროგრესული ძალები, როგორებიც არიან საბერძნეთში – სირიზა, ესპანეთში – პოდემოსი ან ირლანდიაში სინ ფეინი, არ არიან საკმარისად ძლიერები, რათა მარტოებმა შექმნან ძლიერი ფრონტი. პოლიტიკურ და ეკონომიკურ ძალთა ბალანსის უკეთესისკენ შესაცვლელად საჭიროა ევროკავშირის ქვეყნების ყველა მემარცხენე პარტიის აქტიური მონაწილეობა და ჩართულობა, იმ სოციალ–დემოკრატიულ ნაწილებთან ერთად, რომლებიც ჯერ კიდევ უპირისპირდებიან ნეოლიბერალურ დოქტრინას.
მომდევნო თვეები გადამწყვეტი იქნება დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირისთვის. მემარცხენეებმა უნდა ჩამოაყალიბონ პოლიტიკური დღის წესრიგი, იმუშავონ ევროპაში სოციალური და ეკონომიკური ცვლილებებისთვის. ამავე დროს, ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია და ჯერემი კორბინი აუცილებლად უნდა იყვნენ მხარდაჭერილნი ევროკავშირის პროგრესული ძალების მიერ, რათა თავიდან ავირიდოთ ორ პოლუსს – ბორის ჯონსონსა და ნაიჯელ ფარაჟს შორის გაჭყლეტვა, რომლებიც მზად არიან ბრიტანეთის ამომრჩეველს შესთავაზონ ილუზორული გადაწყვეტილებები. მემარცხენეები მტკიცედ უნდა დადგნენ, შექმნან ფართო ალიანსები, იყვნენ რეალისტები და დაიკავონ მოწინავე პოზიციები.
ინგლისურიდან თარგმნა გიგა ჭკადუამ.