რა არის საჭირო განვითარებისათვის?

georgia► ავტორი: ბადრი მეფარიშვილი.

© European.ge

ლოგიკური ანთროპოლოგია

„მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი“ – აწ განსვენებული ზურაბ ჟვანიას მიერ, ევროსაბჭოს სხდომაზე წარმოთქმული ეს ფრაზა, ლაიტმოტივად გასდევს საქართველოს დღევანდელ პოლიტიკურ ცხოვრებას. რატომ არის განვითარებისათვის ევროპელობა აუცილებელი პირობა ან საერთოდ, არსებობს „ევროპული არჩევანი“? ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად მივმართოთ დასაბამს.

1. ადამიანი – ვინ არის იგი?

ადამიანი, ქართული სახელი ჰომო-საპიენსისა, დაკავშირებულია ბიბლიურ ადამთან, რომლის შთამომავლობასაც ეწოდება ადამი­ანები ანუ კაცობრიობა. პი­რადად მე, მიმაჩნია, რომ განსხვავება ადამსა და ადამის მოდგმისა, დედამიწაზე არსებული სხვა დანარჩენი სულიერი არსებებისაგან , არის გასაღები ადამიანობის არსისა და კაცობრიობის ისტორიის ასახსნელად.

აი, ერთი განსხვებაცისტორია. ისტორია არ გააჩნია დედამიწაზე არსებულ სულიერთა არც ერთ სახე-ობას. რადგან არც ერთი მათგანი (ინდივიდი) დროში კვალს არ ტოვებს. ადამიანი კი, თავისი არსებობის  სხვადასხვა ეტაპზე, თავის ნამოქმე­დარით კვალს აჩნევს სამყაროს და სწორედ ამ კვალს ჰქვია ისტორია.

ვინ არის ადამიანი და კვალის დაჩნევის რა უნარი აქვს, რომელიც სრულიად განასხვავებს მას დანარჩე-ნი სამყაროსაგან? ძველი ბერძენი ფილოსოფოსებიდან დღემდე, უმრავლესობა თანხმდება, რომ ადამიანობა არის გონის განსაკუთრებული მდგომარეობა, აღმატებული გონი. მაგრამ, ვფიქრობ, გონებრივ შესაძლებ-ლობათა სხვაობა ვერ იქნება საკმარისი პირობა ადამიანსა და სხვა ცოცხალ არსებათა შორის პრინციპული განსხვავებულობისა. საკითხავია, რამ გამოიწვია ეს გონებრივი განსხვავება?

დავიწყოთ უმთავრესით:-„ღმერთმა შექმნა ადამიანი მსგავსად სახედ და ხატად თვისა” (ბიბლია).

ხოლო, ვინ არის ღმერთი? – “რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა.” (რუსთაველი)

ღმერთი სამყაროს შემქმნელია. ე.ი. შემოქმედი და ადამიანის მისდამი მსგავსებაც, მის მიერ ბოძებულ შემოქმედების უნარში უნდა ვე­ძიოთ. ადამიანის ტრანცედენტულ ბუნებას ბევრი აღიარებს, მაგრამ მას აპრი-ორულად, გონების „ამძრავ“ მიზეზად, ვფიქრობ არავინ მიიჩნევს. არადა, შემოქმედების უნარი არის ის ერ-თადერთი მახასიათებელი, რომელიც ადამიანის გარდა, სხვა არც ერთ არსებას არ გააჩნია და ეს არის სწო-რედ ის მამოძრავებელი ძალა, რაც ადამიანს აქცევს ადამიანად.

მაგ: თუ ჩავთვლით საპირისპიროს, რომ შემოქმედებაა გონის თანამდევი უნარი, მაშინ განვითარებული გონის ადამიანისათვის შემოქმედების ნებისმიერი სფერო მიღწევადი უნდა იქნეს, როგორც შემოქმედებითი ასპარეზი. მაგრამ რაც უნდა მაღალი გონებრივი IQ-ს მქონე იქნეს ადამიანი, შესაბამისი შემოქმედებითი ნიჭის გარეშე ცალკეულ დარგებში, ვერავითარ ღირებულს ვერ შექმნის. რაც უნდა კარგად შევისწავლოთ ნოტები, როიალის აგებულება, დაკვრის ტექნიკა, მუსიკის ნიჭის გარეშე ვერც კომპოზიტორი გახდები და ვერც შემ-სრულებელი. განვითარებული გონით არ არსებულ შემოქმედებით ნიჭს ვერ შეიძენ, ხოლო არსებული შემოქ-მედებითი ნიჭით, გონს კი განავითარებ. ამიტომაც მიმაჩნია, რომ შემოქმედების უნარი არის გონის განვითა-რების ერთადერთი სტიმულატორი. ადამიანი არის ერთადერთი არსება ბუნებაში, რომელიც ღმერთის მსგავსად შემოქმედია და ამ უნარმა შვა ადამიანში ადამიანი.

2. ადამიანი–შემოქმედი

არ არსებობს ბუნებაში ადამიანი შემოქმედებითი მუხტის გარეშე. ზოგიერთში იგი ძალიან სუსტია და მის მოძიებასა და განვითარებას უდიდესი ძალისხმევა ჭირდება. ზოგიერთში კი ისეთი სიმძლავრი­საა, როგორც

იტყვიან-„მთებს შესძრავს“. ზოგიერთისთვის გარემო არ არის შესაბამისი. უმრავლესობა კი საერთოდ ვერ პოულობს თავის თავში შემოქმედს. ცხოვრებაში, ადამიანის მიერ თავისი თავის მარადიული ძი­ება, საკუთარი შემოქმედებითი უნარების აღმოჩენისა და შეძლების­დაგვარად რეალიზების პროცესია.

შემოქმედება არ არის უბრალოდ შრომა, სწავლება, სასიცოცხლო აზროვნება, რაც აგრეთვე ახასიათებს ცოცხალ სამყაროს. შემოქმედება- ეს არის სიახლის ძიება, კრიტიკული მიდგომები, აღმოჩენები, არ არსებუ-ლის შექმნა. მოკლედ, ღვთისა დარი ქმედება, რაც ადამიანის გონს არ აჩერებს „უძრაობის“ მდგომარეობაში და უბიძგებს მას ცნობიერების განვითარებისაკენ. შესაბამისად, ყველაფერი ეს აისახება მეცნიერებაში, კულ-ტურაში, ეკონომიკაში და ადამიანის ყოფიერების ყველა სფეროში, მატერიალურსა თუ სულიერში.

ადამიანის შემოქმედებითი აზროვნება ორიენტირებულია შექმნაზე, შედეგზე, რომელიც ყოველთვის ვერ მიიღწევა. მაგრამ უშედეგობა არ ნიშნავს, რომ შემოქმედი არ არსებობს. შემოქმედება ძიების პროცესია, ხოლო შედეგი მაძიებლის „დაფნის გვირგვინი“, რომელიც შეიძლება ყველას არ ერგოს.

ადამიანის შემოქმედებითი პროცესი გამორიცხავს მიზნის მიღწევის ძალადობრივ ფორმებს. იგი ემყარება მხოლოდ საკუთარ ინტელექტუალურ შესაძლებლობებს. ამიტომ, დროთა განმავლობაში, ადამიანმა უარყო მონური და ბატონყმური დამოკიდებულება. გასაქანი მისცა შემოქმედებითად მოაზ­როვნე ინტელექტუალებს, ნოვატორებს. მათი დამსახურებით, კიდევ უფრო იზრდება შემოქმედე­ბითი შრომის მასშტაბები და მათში ჩარ-თული ადამიანების რაოდენობა. ადამიანის მექანიკურ, არაშემოქმედებით შრომას პერსპექტივა არ გააჩნია, ვინაიდან არ შეესაბამება ადამიანობის არსს, ამიტომ იგი ყოველთვის ცდილობს რუტინული შრომითი პრო-ცესები, ჩაანაცვლოს ამ პროცესების მომსახურე რობოტული, კონვეირული და სხვა ტექნიკური საშუ­ალებებით.

ეს არის განსხვავება არსში, გავარკვიოთ, რით განსხვავდება ადამიანის ყოფა დანარჩენთა ყოფისაგან?

3. რა არის საჭირო შემოქმედი ადამიანისათვის

იმისთვის, რომ ადამიანი შედგეს როგორც სრულფასოვანი შემოქ­მედი, ამისათვის საჭიროა სამი ძირითადი პირობა: I- თავისუფლება, II-ეკო­ნომიკური კეთილდღეობა და III- ინტელექტუალური (ცნობიერების) ზრდა-განვითარება. განვიხილოთ თითოეულის საჭიროება ცალ-ცალკე.

1.თავისუფლება. დავიწყოთ იმით, რომ ადამიანმა ნიჭის და უნარების მიხედვით თვითონ უნდა აირჩიოს თავისი შემოქმედებითი მოღვაწეობის სფე­რო. ამის შემდეგ იგი სწავლობს და იწყებს დაგროვილი ცოდნის გა­მოყენებას შემოქმედებითი საქმიანობით. ადამიანში ეს პროცესი შინაგანი ვულკანური ამოფრქვევაა და გა­რედან მოხვეული ყოველგვარი წინაღობა ან კლავს ადამიანში შემოქ­მედს, ან შემოქმედებას ემჩნევა ხელოვ-ნურობის, მკვდრადშობილობის კვალი. თავისუფლება ორგვარია, ფიზიკური და ინტელექტუალური. შემოქ-მედისათვის ორივე საჭიროა. ფიზიკურად დამონებული ადა­მიანი ვერ შეარჩევს მისი უნარის მიხედვით მოღ-ვაწეობის სფეროს, ხოლო ინტელექტუალურად შებოჭილი ადამიანი ვერ გასცდება იმ ჩარჩოებს, რომელშიც მას ამყოფებს რაიმე იდეოლოგია, ვინმე „დამკვეთი“ ან საკუთარი „მე“. შემოქმედი ადამიანი ვერ შეიბოჭება რელიგიური, პარტიული, თემობრივი იდეებით და დრომოჭ­მული მორალით. მისთვის თავისუფალი ნება უპირველესია, რითაც იგი მიისწრაფის შემოქმედებითი მწვერვალებისაკენ

2. ეკონომიკური კეთილდღეობა. შემოქმედი ადამიანისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ეკონო­მიკურ მდგომარეობას. უპირველესად, შემოქმედებით დაკავებულ ადამიანს უნდა გააჩნდეს საშუალება ელე-მენტალური ფიზიოლო­გიური და საყოფაცხოვრებო მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებ­ლად. დაწყებული საკვებიდან, საცხოვრებლიდან, ჯანმრთელობის დაცვიდან და სხვა. და მისმა შემოქ­მედების შედეგმა უნდა მის-ცეს ადამიანს ზემოთ აღნიშნული პირობე­ბის დაკმაყოფილების საშუალება.უნდა შეეძლოს სა­თანადო განათ-ლების მიღება და მისი სრულყოფა, რაც დღეისათვის, განსაკუთრებით დიდ ფინანსურ სახსრებს მოითხოვს. ხოლო ადამიანის შემოქმედების ყველა სფერო მოითხოვს უდიდეს კაპიტალდაბანდებებს. ეკონომიკური სა-შუალებების არ ქონის გამო, ბევრი ნიჭიერი შემოქმედი ვერ შემდგარა და „დაკარგულა“ ცხოვრებაში. ამიტომ ადამიანი ყოველთვის მიისწრაფის თავისი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესობისაკენ. რათა იყოს უფ-რო დამოუკიდებელი და შეძლოს თავისი პიროვნების, როგორც შემოქმედის რეალიზება და განვითარება.

3.ინტელექტუალური (ცნობიერის) განვითარება. ინტელექტით ხდება შემოქმედებისათვის საჭირო ცოდნის დაგროვება, მისი გაანალიზება და შედეგის მიღწევა, მიღწეულის შემდგომი განვითარება. მისი ცხოვ-რებაში გადატანა და გამოყენება. შევთანხმდეთ, რომ გონის ჩემეულ გაგებაში ვგულისხმობ: ინფორმაციის მიღების, დაგროვებისა და განსჯის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღების პროცესს.

ხოლო ინტელექტი = გონი + შემოქმედების უნარი + მორალი.

ბუნებაში ყველა სულიერ არსებას გააჩნია მეტ-ნაკლებად განვი­თარებული დონის გონება. ცხოველთა გო-

ნება ემსახურება მხოლოდ მათ, მათში ჩადებული ინსტიქტე­ბის მოთხოვნების შესრულებას. ისინი კარგი მშობ-

ლებიც არიან, მასწავლებლებიც, მონადირეები, შემგროვებლები, ბუდის მშენებლები და სხვა. მათი „საწყი-სისა“ და გონის ერთობლიობა ბუნებაში ქმნის ძალადობაზე დამყარებულ ბალანსს, ჰარმონიას, სადაც ერთის არსებობა დამოკიდებულია მეორეზე და შეკრულია ერთი, მთლიანი სასიცოცხლო ჯაჭვი.

ერთადერთი, ამოვარდნილი ამ ჰარმონიიდან ადამიანია, ვინაიდან იგი არ არის მხოლოდ საკუთარი „მეს“ (ეგო, „საწყისი“) მომსახურე არ­სება. ადამიანის ინტელექტი, პირიქით, ებრძვის მასში არსებულ „საწყისს“ და ცდილობს მისი გამოვლინება დაარეგულიროს. რაც უფრო განვითარებულია ადამიანი ინტელექტით, მით უფრო ეფექტურია მასში ჩადებული ბუნებრივი „საწყისის“ მართვა შემოქმედი ადამიანის სასარგებლოდ, ვინა-იდან შემოქმედების პროცესი ინტელექტის პროდუქტია და არა ცხოველური ძალადობისა. ცხოველის ეგოცენ-ტრიზმის შემაკავებელი ერთად-ერთი ფაქტორი არის შიში, შიში მასზე ძლიერის მიმართ. ხოლო, განვითა-რებული ადამიანისათვის, ეგოცენტრიზმის მუხრუჭს შემოქმედის თანამდევი მორალი წარმოადგენს.

რისთვის სჭირდება ადამიანს მორალი?

შემოქმედების უნარი, ეს არის ყველაზე დიდი ძალა სამყაროში. მან შექმნა სამყარო და მასვე შეუძლია მისი განადგურებაც. ადამიანისათვის ბოძებული შემოქმედების უნარის კონტროლი, ასევე მინიჭებული, ადამი-ანური მორალით ხდება. მორალი თავისუფალი, გარედან შეუზღუდავი, შინაგანად რეგულირებადი, მაღალ-განვითარებული, ინტელექტუალი ადამიანისა, რომელსაც ანდობ ამ უძლიერეს ფენომენს, რასაც შემოქმე-დება ქვია. შემოქმედი მორალის გარეშე სამყაროს მტერია. დღეს კაცობრიობის ხელში ისეთი უდიდესი ენერ-გიაა თავმოყრილი, რომ თუ არა მორალი, სხვა ვერაფერი ვერ გაუწევს მას კონტროლს და დაიცავს პლანე-ტას განადგურებისაგან. ადამიანში მორალის განმტკიცებას რელიგია და ხელოვნება ემსახურება. აქვე ჩნდება კითხვა; არის თუ არა შემოქმედი გონი ადამიანის ნებელობის, თავისუფალი არჩევანის გამოხატულება?

თუ, ადამიანების ჯგუფს დავუსვამთ კითხვას: რამდენია 3×3- ყველა გვიპასუხებს-9. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ციფრთა უსასრულო რაოდენობა, მათი პასუხი ნამრავლის მეცნიერულ შედეგს ეყრდნობა. ე.ი. ინ-ტელექტუალი ადამიანის აზროვნება ეძებს შემოქმედებით ლოგიკას და არა მისი არჩევანის თავისუფლებას.

ყოველივე ზემოთქმულიდან შეგვიძლია   დავასკვნათ: რომ ადამიანის ინტელექტი არის ცნობიერების განვითარების უსასრულობა, შემოქმედებითი ლოგიკისა და ადამიანური მორალის საზღვრებით.

არ არსებობს ადამიანის მოქმედების სფერო, რომელიც არ საჭიროებდეს შემოქმედის აზროვნებას და არ იყოს გამოყენებული შესაბამი­სი ცოდნა. გუთნისდედა იქნება, მეღვინე, მზარეული, ფიზიკოსი, მხატვარი და ა.შ. ყველა მათგანისთვის შრომა შემოქმედებითი მოღვაწეობაა და მოითხოვს შესაბამის პროფესიულ ცოდნას. მევენახისათვის ვაზის მოვლა და ღვინის დაწურვა შემოქმედებითი პროცესია და საჭიროებს მუდმივ ინტე-ლექ­ტუალურ–ნოვაციურ მიდგომებს. რის შედეგად შეიქმნა ვაზისა და ღვინის ამდენი ნაირსახეობა.

ადამიანის ინტელექტუალურ განვითარებას გააჩნია პირობითი ეტაპები: ბავშვობა, ყრმობა, ახალგაზრ-დობა და სიბრძნე. ეს ეტაპები ცვალებადობს არა ასაკით, არამედ ცნობიერების განვითარების დონით. ინტე-ლექტის დონე არის ადამიანში „ადამიანობის“ ზრდის ძირითადი მახასიათებელი.

 IV.შემოქმედი და შემოქმედებითი გარემო

ადამიანი სოციალური არსებაა და იგი რეალიზდება საზოგა­დოებაში. შესაბამისად, იგი როგორც შემოქმედი, ყალიბდება მხოლოდ საზოგადოებაში და მხოლოდ საზოგადოებისათვის. ამიტომ ადამიანის­თვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს არა მარტო პირადი შემოქმედებითი პირობების შექმნას, არამედ მისი გარემომცველი საზოგადოების, რო­გორც ინდივიდის შემოქმედების დამფასებლის, მომხმარებლის და გან­მავითარებელის არსებობასაც. ასეთი საზოგადოება იქმნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა თვითონ საზოგადოება არის შე-მოქმედებითი მუხტის მატარებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში საზოგადოებისათვის შემოქმედი ადამიანი რჩება

გაუგებარი, არასაჭირო და დაუნდობლად სპობს შემოქ­მედსაც და შემოქმედების ნაყოფსაც. მაგ: ჯორდანო ბრუნო. რაც არ უნდა უსასრულოდ განვითარდეს ერთეულ ადამიანთა ცნობიერება, ისინი ყოველთვის კონ-ფლიქტში იქნებიან განუვითარებელ საზოგადოებასთან. ვინაიდან შემოქმედი გონის შექმნილს, მხოლოდ შე-მოქმედი გონი შეიცნობს და მოიხმარს. ამიტომ პიროვნული განვითარებისათვის აუცილებელი პირობაა საზო-გადოების განვითარებაც. შემოქმედებისთვის საჭირო სამი პირობა, არა მარტო ინდივიდისთვის არის საჭი-

რო, არამედ ინდივიდის გარშემო არსე­ბული სოციუმისათვისაც, რომელიც უნდა იზიარებდეს შემოქმედების შედეგს, მოიხმარდეს და ავითარებდეს მას, რის შემდეგაც, თვით საზოგადოება ხდება შემოქმედი და შესაბამისად განვითარებადი.

  1.  ისტორიის ფილოსოფია

-„რას წარმოადგენს ადამიანი? ამის გაგება შესაძლებელია არა საკუთარ თავში ჩაღრმავებით ან ფსიქო-ლოგიური ექსპერიმენტებით, არამედ მხოლოდ ისტორიის მეშვეობით“. (ვილჰემ დილთაი)

„ისტორია თავისუფლების დრამაა, რომელშიც ყოველი წერტილი ქაოსითაა მოსილი“ (მ.მამარდაშვილი).

მარქსიზმ-ლენინზმი კაცობრიობის ისტორიას კლასთა ბრძოლის ისტო­რიად განიხილავს.

და, აი, აქ მივადექით ჩემი სათქმელის დედააზრს:

სამოთხედან გაძევებული ადამიანის ისტორია, საკუთარი სამოთ­ხის შენების ანუ შემოქმედებისათვის საჭირო გარემოს შექმნის პრო­ცესია. გარემოსი, რომელშიც ადამიანიშემოქმედი სრულფასოვნად შეძლებს რეალიზებას და რომლის პარამეტრებიც განისაზღვრება: თავისუფლების ხარისხის, ინტელექტის განვითარების და ეკონომიკური კეთილდღეობის, გამუდმებული ზრდის დონით.

აქედან გამომდინარე,ისტორიაში მომხდარი ყველა მოვლენა უნდა განვიხილოთ მხოლოდ ამ სამი ღერძის გარშემო, ვინაიდან სწორედ ეს სამი ვექტორი წარ­მოადგენს ისტორიის ხერხემალს.

  1. ისტორიულ მოვლენათა განხილვა სამი ღერძის მიხედვით

 1) ეკონომიკური კეთილდღეობის გარემოს შექმნა. „საწყისიდან“ მომავალ ადამიანში, როგორც სხვა არსებებში, ჩადებული იყო და არის, არსებობისათვის ბრძოლის ძირითადი პრინცი­პი–„ძლიერი იმარჯვებს სუსტზე“. ამ პრინციპით მოქმედებდა და დღესაც მოქმედებს უამრავი ადამიანი. კაცობრიობის ისტორიაში წარ-მოებული ომებისა და ქმედებათა აბ­სოლუტური უმრავლესობა, ემსახურება ადამიანი-ერი-სახელმწიფოს ეკო-ნომიკურ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებას. ისტორიაში, როგორც კი რომელიმე ჯგუფი, ერი ან სა-ხელმწიფო ოდნავადაც კი რაიმე უპირატესობას მოიპოვებ­და სხვებზე, მაშინვე თავს ესხმოდა სხვას და მათ ხარჯზე ცდილობდა ეკონომიკური პრობლემების გადაჭრას. შესაბამისად ერთი ძლიერდებოდა და თანდათან ყალიბდებოდა იმპერიები, რომლებიც აკონტ­როლებდნენ გარკვეულ სივრცეებს, გარკვეულ დროში. ისინი წყვეტდნენ საკუთარ ეკონომიკურ პრობლემებს დაპყრობი­ლი ქვეყნების კოლონიური ძარცვის, შეწერილი ხარკის, ტერიტორი­ების ანექსიით და სხვა ძალადობრივი მეთოდებით. გარკვეული დროის შემდეგ, არსებულ ძლიერს სხვა უფრო მეტად ძლიერი გამოუჩნდე­ბოდა და ახლა ის ხდებოდა მძარცველი და მოძალადე. ასე გრძელ­დებოდა მთელი ისტორიის განმავლობაში და დღესაც არ არის გარანტია, რომ არ მოხდება შემ-დგომში. რაც უფრო პრობლემურია პიროვნება, ერი, სახელმწიფო, ეკონომიკურად და ინტელექტუალუ­რად, მით მეტია საშიშროება, რომ მან თავისი ეკონომიკური პრობლემები სხვის ხარჯზე გადაჭრას. სახელმწიფო-ებრიობის ყველა ატრიბუტი: ტერიტორია, ეკონომიკა, შეიარაღება, პოლიტიკა და სხვა, უპირველესად მიმარ-თულია ქვეყნის ეკონომიკური ძლიერების გაზრდისა და შემდგომ მისი დაცვისაკენ. ადა­მიანის ინტელექტუ-ალურ ზრდასთან ერთად, ეკონომიკური განვითა­რების მეთოდებიც იცვლება დროში. ტექნოლოგიების განვი-თარებასთან ერთად მისი წარმართვა განიცდის სახეცვლილებას. განვითარებულმა ერებმა შესძლეს წარმო-ების ისეთ დონეზე აყვანა, რომ სხვისის მითვისება კი არა, ჭარბი დოვლა­თის სხვებზე რეალიზაციის პრობ-ლემა შეექმნათ. ამ ეტაპზე კოლო­ნიებმა გასაღების ბაზრის ფუნქცია შეიძინეს. XX საუკუნის II ნახევრიდან ცივი-ლიზაცია ახალი ეკონომიკური რე­ალობის წინაშე დადგა. ურთიერთთანამშრომლობით ისე განავითარეს ეკონომიკა, რომ ვერავითარი ომით ასეთ შედეგს ვერ მიაღწევდნენ. ცივილიზაციაში იმპერიები და კოლონიე-ბი ეკონომიკური განვითარების მუხრუჭებად გადაიქცნენ, ამიტომ ყველა განვითარებულმა ქვეყანამ, თითქმის ნებაყოფლობით აიღო ხელი იმპერიულ პოლიტიკაზე და დაადგა ურთიერთ თანამშრომლობის გზას.

თანდათან წარსულს ბარდება მსხვილ კაპიტალზე დაფუძნებული საქმიანობაც. დღევანდელი მსოფლიო ეკონომიკური კრიზისები, გამოწვეულია მსხვილი კორპორაციული და მონოპოლიური კომპანიების მიზეზე-ბით, რომელთაც მონოპოლიზირებული აქვთ ინტელექტუალური, სასაქონლო და საკრედიტო რესურსების დიდი ნაწილი. მათ მიერ დაქირავებული ადამიანები, მიუხედავად მატერიალური უზრუნველყოფისა, ვერ ახდენენ საკუთარი შესაძლებლობების სრულყოფილად რეალიზებას. ეკონომიკას უნდა ქმნიდნენ თანასწორი უფლებების მქონე, ერთნაირად დაინტერესებული, თავისუფალი ყოველგვარი იძულებებისაგან, ადამიანთა პატარა ჯგუფები. მსხვილი ეკონომიკური იმპერიები, მსგავსად პოლიტიკური იმპერიებისა, დღეს უკვე ეკონო-მიკის განვითარების მუხრუჭებად გვევლინებიან. აქედან გამომდინარე, საჭიროა ხელი შეეწყოს მცირე და სა-შუალო ბიზნესის განვითარებას, არა ეკონომიკური „მონსტრების“ რევოლუციური ნგრევით, არამედ ტექნო-ლოგიების განვითარებითა და აქტიურ ადამიანთა ინიციატივების ხელშეწყობით.

 ცივილიზებული ადამიანისათვის, მატერიალური უზრუნველყოფა საჭიროა არა კომფორტისათვის, არამედ პიროვნული რეალიზაციისათვის.

2) თავისუფალი გარემოს შექმნა. პყრობით ძალადობას, არა მხოლოდ ეკონომიკური ძარცვა, არამედ ფიზიკური თავისუფლების დაკარგვა მოყვებოდა. დამპყრობელი ცდილობდა დაპყრობილები სრულ მორჩი-ლებაში ჰყოლოდათ. ისინი იძულებულები იყვნენ ემსახურათ მოძალადეთა სასიკეთოდ, ეხადათ ხარკი, მიე-ღოთ მათ ომებში მონაწილეობა. ხოლო საკუთარი პიროვნული და ეროვნული განვითარებისათვის არავი-თარი შანსი აღარ რჩებოდა. ისინი შეიძლება საერთოთ შეწირვოდნენ სხვათა კეთილდღეობას და გამქრა-ლიყვნენ როგორც ერი, რისი მაგალითებიც ძალიან ბევრია ისტორიაში. დრო და დრო დაპყრობილი ერები და სახელმწიფოები ცდილობდნენ დამპყრობელისაგან თავის დახსნას, იწყებოდა აჯანყებები და განმა­თავისუფლებელი ომები. ყოველი ადამიანი-ერი ცდილობს გარედან თავსმოხვეული მოძალადის თავიდან მოცილებას, რათა მან საკუთარი საარსებო გარემო შეინარჩუნოს, სადაც იგი უნდა განვითარდეს როგორც შემოქმედი. ანალოგიური დამოკიდებულება ჩნდება, ერთ დროს საჭირო, დღეს უკვე ანაქრონიზმად ქცეული ბელადებისადმი. სსრკ-ს დაშლამ, დაანონსე­ბულმა „არაბულმა გაზაფხულებმა“ და არჩევ­ნების გზით დიქტა-ტორებისა და ავტოკრატიული რეჟიმების თავიდან მოცილების დაწყებულმა პროცესებმა, კიდევ უფრო განამტკიცა ერების სწრაფვა ფიზიკური გათავისუფლებისაკენ, რათა თითოეულს მიეცეს საშუალება საკუთარი შემოქმედებითი გარემოს შექმნისა და ეროვნული განვითარებისა.

თავისუფლება არის ადამიანის -ერის რეალიზაციისთვის სრული შესაძლებლობის გარემო და ცნობიერება.

3) ინტელექტუალური განვითარებისათვის გარემოს შექმნა ისტორიაში მომხდარი ყველა დანარჩენი მოვლენა, გარდა ეკონომიკურისა და თავისუფლებისა, უნდა განვიხილოთ, როგორც ინტელექტუალური. ის-ტორიული განვითარების სხვადასხვა ეტაპზე, ადამიანთა ერთი ჯგუფი, ერი ან სახელმწიფო აღწევდა ინტელე-ქტუალური განვითარების გარკვეულ დონეს. ისინი აარსებდნენ საგანმანათლებლო კერებს. სამეცნიერო აკა-დემიებს, ბიბლიოთეკებს. ამავე დროს ცდილობდნენ მის გარშემო არსებულ არეალში შეძლებისდაგვარად გაევრ­ცელებინათ და თავს მოეხვიათ მათი აზრები. იქნებოდა ეს ცხოვრების წესები თუ რელიგიური შეხედუ-ლებები. ხოლო პატარა ერები, „ინტელექტუალურ სატელიტებად“ გვევლინებოდნენ. დიდი იყო მათზე „იმპე-რიული ინ­ტელექტის“ ძალადობა. ისინი ცდილობდნენ მათ „გადაყლაპვას“, სა­კუთარი გონების ნაწილად ქცევას, მაგრამ პატარა ერები ყოველთვის ცდილობდნენ საკუთარი იდენტობის, თვითმყოფადობის შენარჩუ­ნებას და შემდგომ განვითარებას. დღეისათვის, მძლავრი სასკოლო-საუნივერსიტეტო და სამეცნიერო კერე-ბის არსებობა ყველა ცივილიზებული სახელმწიფოს პრესტიჟისა და ძლიერების საქმეა, რისი განვითარებისა-თვისაც უზარ­მაზარი სახსრები იხარჯება. ხოლო განათლების თანამედროვე სისტემა უნდა მიემართოს არა მხოლოდ განათლებული, არამედ შემოქმედებითად მოტივირებული ადამიანის აღზდისაკენ.

ინტელექტის ერთ-ერთი ძლიერი გამოვლინებაა რელიგია. რელიგია არის ადამიანის ინტელექტუა-ლურ-ზნეობრივი ყავარჯე­ნი შემოქმედებითი განვითარების, ღმერთისაკენ მიმავალ გზაზე.

რელიგია, ადამიანების გონებაში, თავიდანვე იკავებს გაბატონებულ მდგომარეობას. მაშინ როდესაც განათ-ლების მიღების საშუალება მხოლოდ ერთეულებს გააჩნდათ, რელიგიური ლოცვების ცოდნა თითქმის ყვე-ლასათვის სავალდებულო იყო. რელიგიური კერები სა­ყოველთაო განათლების ცენტრებად გადაიქცა. მათი ამოცანა იყო მასათა ზნეობრივი ჩარჩოების განსაზღვრა და ამ ჩარჩოებში მათი მოქცევა. ადამიანი ყოველ-თვის აღიარებდა ამ ჩარჩოების საჭიროებას რადგან მასში „საწყისის“ თვითრეგულაციის უნარი ძალიან მცირე

იყო. ნებით თუ ძალით ემორჩილებოდა მას. აქედან გამომდინარე, განუზომლად დიდია რელიგიის როლი

განუვითარებელი ადამიანის სულიერი და ზნეობრივი აღზრდის პროცესში.

ცივილიზაციის განვითარებასთან ერთად, ადამიანის ცნობიერში, რელიგიური დოგმების ადგილს თანდათან იკავებს მომძლავრებული სამოქალაქო ცნობიერება. რაღაც ეტაპზე, ადამიანმა საერთოდ უარყო ღმერთის არსებობა, მაგრამ ადამიანი და ღმერთი – ეს მარადიული კავშირია, იგი თანდათან უბ­რუნდება მას, არა ადრინდელი შიშითა და თაყვანისცემით, არამედ ინტელექტით, ღმერთის შეცნობის და „ღმერთად ქცევის“ დაუოკებელი სურვილით. შეშინებული, შებოჭილი ადამიანი ვერასოდეს ვერ მივა ღმერთთან. ასეთი ადამიანისათვის ზნეობა გარედან მოხვეული მარწუხია. მხოლოდ განვითარებულ, თავისუფალ ადამიანს შეუძლია ღმერთისაკენ სვლა, რითაც იგი ხდება მართლა ზნეობრივი. მიუხედავად იმისა, რომ თავისუფლების რაღაც ეტაპზე, შეიძლება მას უმნიშვნელო გადახვევებიც კი ჰქონდეს. მაგრამ შემოქმედი ბუნება, ადამიანს არასოდეს მისცემს უზნეობაში ყოფნის საშუალებას.

ადამიანი დაიბადა იმისთვის, რომ ადამიანს დავალებული აქვს თვით გახდეს ღმერთი“. (იოანე ოქროპირი)

ხოლო, ჩემის მხრივ, ამ სიტყვებს დავამატებ:-ერთი ადამიანი ვერასოდეს გახდება ღმერთი. ვინაიდან ღმერთი უნივერსალური შემოქმედია. ხოლო უნივერსალური შემოქმედი, მხოლოდ კრებსითი ადამიანია-კაცობრიობა.

ვფიქრობ, სწორედ ამ აზრს უნდა ეფუძვნებოდეს ქრისტესმიერი სწავლება:- „გიყვარდეს მტერი შენი“.

VII. ეროვნული, რეგიონალური, ზოგადსაკაცობრიო

ისტო­რიაში, ცალკეულ ინდივიდთა შთამომავლების, ერთობრივი შემოქმე­დებითი საქმიანობის პროცესში, ყალიბდება ადამიანთა გაერთიანება, ერი.

ერი, ადამიანთა ნებაყოფლობითი, ისტორიული გაერთიანებაა, გარკვეულ გეოგრაფიულ ტერიტორი-აზე, სადაც ცალკეული პიროვნებები ერთად იღწვიან მათთვის შესაბამისი შემოქმედებითი გარემოს შე-საქმნელად და ახდენენ თავისი უნარების რეალიზაციას, რის შედეგადაც ყალიბდება გარკვეულ იდენტობის მატარებელ საზოგადოებად.

ისტორიაში ერს, როგორც ბუნებაში ინდივიდს, უხდება თავის დამ­კვიდრებისათვის საჭირო ქმედება. რაც უფრო ძლიერია ერის შემადგენელი ინდივიდთა შემოქმედები­თი მუხტი, მით უფრო ძლიერია ერის შე-მოქმედებითი პოტენციალიც. ერებიც, ადამიანებივით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან შემოქმედე­ბითი უნა-რებით. როგორც ადამიანის ერზე, ისე ერთა შემოქმედებითი პოტენცი­ალის განვითარება მეტ-ნაკლებად და-მოკიდებულია იმ რეგიონზე, სა­დაც გეოგრაფიულად სახლობს ერი. ვინაიდან არსებობს ერის ინტელექტუა-ლური დონე, შესაბამისად არსებობს რეგიონის ინტელექტიც. დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე იდენტური რეგიონალური აზროვნება დაახლოებით ასე ჯგუფდება: დასავლეთ ევროპული და ჩრდილო ამე-რიკული, აღმოსავლეთ ევროპული, ევრაზიული, ახლო აღმოსავლური, შუა აზიური და ა.შ. რეგიონები ერთიანდებიან კონტინენტებზე და მთავრდება საერთო, ზოგადსაკაცობრიო ინტელექ­ტით. დღეს აშკარად გამოკვეთილია, რომ შემოქმედებითი აქტივობა ყველაზე მაღალია დასავლეთ ევროპაში და ჩრდილო ამერიკაში. რაც უფრო ვინაცვლებთ აღმოსავლეთისაკენ, ეს მუხტი შესამჩნევად მცირდება, ხოლო წყნარი ოკეანის ნაპირებთან კვლავ მატულობს. შე­საბამისად ცივილიზაციის განვითარებაც ამ ვექტორს მიჰყვება.

ერისა და კაცობრიობის ცნობიერების განვითარების პროცესს გააჩნია საფეხურები: არსებობა შიშით, დოგმატური აზროვნება, შემოქმედებითი ცხოვრება, სამყაროს შემეცნება და ბოლოს…  დღეს კაცობრიობა იმყოფება დოგმატური აზროვნებიდან, შემოქმედებით ცხოვრებაში გარდამავალ ეტაპზე.

განუვითარებელი ადამიანისათვის დოგმატური ყოფიერება ბევრად იოლი და კომფორტულია, ვიდრე შე-მოქმედებითი ცხოვრება, სადაც ადამიანი პირადად არის პასუხისმგებელი პირადსა და საყოველთაოზე. სწო-

რედ, ამიტომ ძალიან მძიმედ ვითარდება გარდამავალი ეტაპი, რასაც მსოფლიოში მიმდინარე პროცესებიც ადასტურებს. განვითარების ამ ეტაპზე, თანდათან იკვეთება იმპერიების რღვევის, ეროვნულ სახელმწიფოთა აღმოცენების და განმტკიცების ტენდენციები, რაც მომავალშიც გარდაუვალი პროცესია, ვინაიდან ადამიანის პიროვნული განვითარებისათვის, ეროვნული არეალის შექმნა და განვითარება აუცილებელი პირობაა.

VIII. ხალხის ნება და პიროვნება (მასის როლი ისტორიაში)

განვითარების საწყის ეტაპზე, ადამიანის ცნობიერებაში უპირველეს ადგილს იკავებს „საზოგადოებრივი წესრიგის“ საჭიროება, რათა მან დაარეგულიროს თითოეული ადამიანის მონაწილეობა „საზოგადოებაში“ და აქ ჩნდება პირველი ბელადი, რომელიც ძალი­თ და გონებითაც აღმატებულია სხვებზე. იგი, ლიდერი, თავის თავზე იღებს ჯგუფის დაცვისა და საყოფაცხოვრებო პირობების შექმნის ორგანიზებას. დანარჩენები მათ მონუ-რად ემორჩილებიან. ასეთი სტრუქტურა ახასიათებს ცხოველთა „საზოგადოებებსას“, მაგრამ „საწყის­თან“ ახ-ლად გამიჯნულმა შემოქმედმა ადამიანმა, ეს სასტარტო მოდე­ლი გონივრულ აქტად აქცია, რომელიც შემდ-გომ თანდათან განავი­თარა დროში. ბელადებისგან წარმოიშვნენ მეფეები, იმპერატორები, დიქტატორები, ბოლოს დემოკრატიები. პარალელურად, ადამიანთა ჯგუფები­დან და ტომებიდან- ერები და სახელმწიფოები.

აქედან გამომდინარე: ერების და პიროვნებების თანხვედრა, ორ­მხრივად შეთავსებული აქტია. ერის, ხალ-ხის ნება გამოიხატება, თი­თოეული წევრის ნების ჯამის აბსოლიტური სიდიდით. თუ ამ ნებას პიროვნება გამო-უჩნდება, მასა ნებაყოფლობით აბარებს საკუთარ თავს, ემორჩილება მას და ერთად ახორციელებენ დასა-ხულ მიზნებს. ხოლო, ბელადების მეტ-ნაკლებ გადაცდომებზე მას რეაქცია არ გააჩნია, რადგან აქ უმთავრესი შედეგია. თუ პიროვნების და მასის ნებათა თანხვედრა არ მოხდა, პიროვნე­ბა ვერ აიძულებს მასას გააკეთოს ის, რაც მის ნებაში არ არის, გარდა იმ შემთხვევისა თუ პიროვნებას გვერდით, მასის ძალაზე აღმატებული სხვა ძალა არ უდგას. ამ შემთხვევაში მასა „მომლოდინე რეჟიმში“ გა­დადის და ხელსაყრელი მომენტის გაჩენის-თანავე, ცდილობს თავი­დან მოიცილოს იგი, როგორც მოძალადე. აქედან გამომდინარე, მაგ. ჰიტლერი ან სტალინი არ შეძლება განვიხილოთ როგორც მასის სათავეში შემთხვევით მოხვედრილი უზურპატორები. ჰიტლერი წარმოადგენდა I მსოფლიო ომში დამარცხებული გერმანელი ერის რევანშიზმის სიმბოლოს. ხო-ლო სტალინი-„აღმოსავლური კეთილდღეობის“-სოციალიზმის მშენებელს. რევანშიზმი არ შედგა და დასავლეთისათვის ჰიტლერი და დიქტქტურა ანაქრონიზმად იქცა. ხოლო პოსტსაბჭოთა სივრცის უდიდეს ნაწილში, „სტალინებზე“ მოთხოვნა ჯერაც არ განელებულა და ვინც ეძებდა, „გაბედნიერდა“ კიდეც…

ამიტომ, „ბელადომანია“, ვიღაც ბელადის დანაშაული კი არ არის, არამედ პასიური, განუვითარებელი ადამიანის, ერის მონური ფსიქოლოგიისა, რომელთა კეთილდღეობაც დამოკიდებულია არა საკუთარ შემოქმედებით აქტიურობაზე, არამედ ისევ ბელადის არსებობაზე.

ისტორიის მსვლელობაში განვითარებულმა ადამიანის ინტელექტ­მა, შეცვალა მმართველობის ფორმები. ბელადები კი აღარ უდგენენ მასებს ცხოვრების კანონებს, არამედ მმართველები აღასრულებენ მასათა ნებას. ისინი წარმოადგენენ მასათა მიერ, დროებით დაქირავებულ უფლე­ბამოსილ პირებს, რომლებიც იმყოფებიან მუდმივი კონტროლის ქვეშ (იდეალური ვარიანტი). ცივილიზებული ერი მთავრობას იმიტომ კი არ ქმნის, რა-თა მან უკარნახოს რა გააკეთოს, არამედ იმიტომ, რომ მან, ერის შემოქმედებით გასაკეთებელს ხელი შეუწყოს, სტიმული მისცეს მა­სათა შემოქმედებით უნარებს და დაიცვას მათი მონაპოვარი.

დღეს, მასის შემოქმედებითი აქტიურობა განსაზღვრავს ქვეყნის მდგომარეობას. დემოკრატიულ ქვეყნებში მასა თანდათან ხელში იღებს ცხოვრების ყველა ბერკეტს. პოლიტიკას- არასამთავროები, მასმედია, სახალხო დიპლომატია. ეკონომიკას- საშუალო და მცირე ბიზნესი. მუსიკა, მხატვრობა, თეატრი. სპორტი ყველაფერი თანდათან მასობრივი ხდება, რაც ერის-ქვეყნის განვითარების საძირკველი და გარანტია.

დემოკრატიული წყობის სახელმწიფოთა უმთავრესი, თანამდევი წარმონაქმნია სამოქალაქო საზოგა-დოება. იგი შედგება ცალკეული პიროვნებების, მასმედიის, პროფკავშირების, ოპოზიციური პარტი­ების, არა-სამთავრობო ორგანიზაციების და სხვა აქტიური პერსონა­ლიებისაგან. მათი მთავარი დანიშნულებაა შე-მოქმედი ადამიანის მიღწევების სადარაჯოზე დგომა, მთავრობების გამუდმებით კონტ­როლი, ქვეყანაში წარ-მოქმნილ პრობლემებზე დროული რეაგირება, საკანონმდებლო ინიციატივები და ა.შ. ისინი წარმოადგენენ ალტერ­ნატიულ, სახალხო მთავრობებს. არადემოკრატიულ ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების არსებობა შეუძლებელია, ვინაიდან ქვეყნის არადემოკრატიულობა უკვე ნიშანია იმისა, რომ იქ საზოგადოება პასიურია და შემოქმედებითი ცხოვრებაც არ დგას იმ დონეზე, რომ ვინმესაგან დასაცავი იქნას. აქ ადამიანები უფრო მეტად ერთიანდებიან იდეური, რელიგიური ან ვიწრო კლა­ნური მიზნებით, რაც არ იძლევა სამოქალაქო ცხოვრების გააქტიურე­ბის საბაბს.

ადამიანმა, მონური არსებობიდან დემოკრატიამდე, ურთულესი გზა გაიარა. რაც დღეისათვის დამთავრდა „ადამიანის უფლებების დეკლარაციით“. მაგრამ წინ, კიდევ მრავალი საფეხურია გასავლელი. წინა პლანზე, უკვე, თანდათან მკვიდრდება ახალი პოსტულატი: „ყველაზე დიდი ღირებულება თავად ადამიანია“.

რეზიუმე: ისტორიაში ადამიანი, როგორც შემოქმედი, სულ უფრო და უფრო ანვითარებს მისთვის, შემოქ-მედებით სამყაროს და ეს განვითარება შემდგომშიც გარდაუვალი პირობაა, ვინაიდან, შემოქმედებით ხდება: I.-ადამიანის რეალიზება. II.- ერების ჩამოყალიბება და თვითდამკვიდრება. III.- კაცთა შორის ურთიერთობის განმტკიცება. IV.- პიროვნების და კაცობრიობის სვლა უნივერსალური შემოქმედისაკენ-ღმერთისაკენ.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე ვასკვნით:

ადამიანი არის, ძალადობრივი არსებობის შემოქმედებითი ცხოვრებით ჩანაცვლების პროცესი.

…არ არსებობს ევროპული ან დასავლური ღირებულებები. იგი არის ცივილიზებული, შემოქმედი ადამიანის ცხოვრების წესი, რომელსაც პირველად ევროპამ, ზოგადად დასავლეთმა მიაღწია. დანარჩენი ერები კი, რიგში დგანან, ყველაფერი დროის ამბავია.

ვინმემ ისე არ გამიგოს, რომ თითქოს დასავლეთში უკვე აშენდა „სა­მოთხე“. „ადამიანურ სამოთხემდე“ მათაც ძალიან ბევრი აკლიათ, მაგრამ ერთი რამე ყველამ უნდა ვი­ცოდეთ, დედამიწის ერთი მცირე კუნჭულიც რომ დარჩეს „ადამიანუ­რი სამოთხის“ გარეშე, ის არსად არ შედგება ბოლომდე. ამიტომ არის საჭირო მთელი მსოფლიოს მასშტაბით გლობალური შემოქმედებითი გარემოს დამკვიდრება- გარემოსი, სადაც თითოეული პიროვნება, თავისი ერის ნიადაგზე, შეძლებს საკუთარი შესაძლებლო­ბების გამოვლენას და თავის წვლილს შეიტანს დედამიწაზე „ადამი­ანური სამოთხის” შენებასა და უზენაესისაკენ სვლაში.

დღეისათვის, ქვეყნებს შორის ძალადობის ეპოქა, თანდათან წარსულს ბარდება. საჭიროა ყველა ჩა-მორჩენილმა ქვეყანამ დროზე იპოვოს თავის თავში განვითარების ძალა და საშუალება. ამ პროცესში ცი-ვილიზაციამ, თავისი ძალისხმევითა და რესურსებით, უდიდესი წვლილი უნდა შეიტანოს მათ განვითარებაში.          

ცივილიზაციის განვითარებისათვის, ჩემს მიერ აღნიშნული სამი პირობიდან, სამივეს ერთდროულად ყოფნა აუცილებელია. არ არსებობს, რომელიმე მათგანის ცალკე არსებობის შემთხვევაში, შემოქმედებითი გარემოს შექმნის შანსი. რაც არ უნდა მდიდარი იყოს ქვეყანა, თავისუფლებისა და ინტელექტის გარეშე ის ვერ განვითარდება. ან თავისუფალი ქვეყანა ინტელექტისა და ეკონომიკური შესაძლებლობების გარეშე ვერაფერს მიაღწევს და ა.შ. მაგ: ჩვენი დღევანდელი, მეტნაკლები თავისუფალი არსებობა არ ნიშნავს, რომ ჩვენში შემოქმედისათვის საჭირო გარემოა. ჩვენი ინტელექტის დაბალი დონე და ეკონომიკური სიდუჭირე არ იძლევა ჩვენი შემოქმედებითი უნარების გამოვლენის საშუალებას, რომლის არსებობაშიც, პირადად მე, ეჭვი არ მეპარება. ამის მისაღწევად საჭიროა: თითოეული ჩვენგანის ძალისხმევით, სახელმწიფოებრივი და პიროვნული თავისუფლების განვითარება, განმტკიცება. ეკონომიკის შექმნა და მისი განვითარება. განათლების მიღებით ინტელექტის გამუდმებული ზრდა. მხოლოდ ამ სამი მოცემულობის მიღწევის შემთხვევაში, შევდგებით რო-გორც ცივილიზებული ერი და შევძლებთ ჩვენი თავის რეალიზაციას, ადამიანურად ცხოვრებას. სხვაგვარად…

და აქვე მინდა შევეხო გლობალიზაციის საკითხს, როგორც განვითარების გარდამავალ ეტაპს:

გლობალიზაცია ეწინააღმდეგება ადამიანის შემოქმედებით ბუნებას, რომლის მოქმედების პრინციპი იზიარებს, უზენაესი შემოქმედის მიერ, სამყაროს შექმნის პრინციპს. ეს პრინციპია მრავალფეროვნება და არა სიმარტივე. სიმარტივე ყოველივე შემადგენელია, უმცირესი, დაშლის შედეგი, არსებობა უჯრედის დონეზე. მრავალფეროვნება კი იმპროვიზაციაა, შემოქმედების შედეგი, რაც აისახება ქმნილ ბუნებასა და ადამიანის შემოქმედებაში. ასე, რომ ადამიანი ვერ შექმნის ნაცრისფერ, ერთენოვან ბაბილონის გოდოლს. ბაბილონი უკვე იყო და დაიშალა. დაიშალა ხელახალი მცდელობაც-სსრკ.

 


ფოტო © EPA/ZURAB KURTSIKIDZE/Vostock Photo

 

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ