პატრიარქოფობია და “ნეოლიბერალი წმინდანები” საქართველოში
ბოლო ხანებში ქართულ ლიბერალურ პრესაში გახშირებულია თავდასხმები ქართული ეკლესიის ლიდერზე, ილია მეორეზე. ცხადია, დემოკრატიული დისკურსის ნაწილია ნებისმიერი ინსტიტუტისა თუ ლიდერის კონსტრუქციული კრიტიკა. თუ ამ კრიტიკას საზოგადოება პროგრესული ცვლილებების მიმართულებით მიჰყავს, მაშინ ეს ნამდვილად მისასალმებელია. თუკი პირიქით, შუა საუკუნეებში დაგვაბრუნებს, შეიძლება ითქვას რომ ის კონკრეტული პოლიტიკური ინტერესითაა მოტივირებული. რამეთუ სიბნელე ყოველთვის სერიოზული იარაღია მმართველი კლასების […]
პოსტ-ჰომო სოვეტიკუსი და მრავალხმოვანი პარადიგმა
კომუნიზმის რელიგია
კორნელის უნივერსიტეტის პროფესორი პოლიტიკურ ფილოსოფიაში სიუზენ ბუკ-მორსი მეტად საინტერესო წინადადებით წარსდგა 2009 წელს ბირბენკში გამართულ კონფერენციაზე. მისი აზრით განმათავისუფლებელი ბრძოლა ყოველთვის შეიცავს თეოლოგიურ ელემენტებს და თავად თეოლოგიაშიც კი მრავლადაა განმათავისუფლებელი ელემენტები. ის ვალტერ ბენიამინის ბენიამინის ცნობილ სენტენციას იყენებს, რომლის მიხედვითაც სოციალიზმის გადარჩენა თეოლოგიის გადარჩენას უტოლდება. მართლაც, რატომ არის რომ […]
სატიაგრაჰას და არაძალადობის შესახებ
ეს წერილი გადავწყვიტე დამეწერა ჩემი დის, ნინია კაკაბაძის წერილის პასუხად, რომელიც მან აზრებზე გამოაქვეყნა და სადაც ის ლაპარაკობს ზოგადად ძალადობაზე და იმაზე რომ ომის ვეტერანები არ უნდა გამოარჩიო სხვა ადამიანებში და ქალები არ უნდა გამორჩიო კაცებში. ის სრულიად სამართლიანად ამბობს, რომ არ აქვს მნიშვნელობა ვის მიმართ არის ძალადობა განხორციელებული – ყველაფერი ერთნაირი დაგმობის ღირსია. ქალია […]
რატომ ეშინიათ ახალგაზრდების?
ამ ბოლო დროს ფეისბუქ სივრცეში ბევრი პუბლიკაცია გამოჩნდა და ბევრი კომენტარი, რომელშიაც დღევანდელი ნეოლიბერალური ელიტის წევრები გაცხარებულნი უტევენ ახალგაზრდა სოციალ-დემოკრატებს მხოლოდ იმის გამო რომ მათ უარი თქვეს მორწმუნე ადამიანების გარიყვაზე და აპრიორულად ბოლშევიკურ-ათეისტური პოზიცია არ დაიკავეს. რისი ეშინია ნეოლიბერალურ ელიტას? ცხადია სოციალ-დემოკრატია ერთ-ერთი არსებული პოლიტიკური სისტემაა, რომლის წყალობითაც დღევანდელმა ევროპამ თავი დააღწია სიღატაკეს და სოციალური […]