უოლ სტრიტის ქრონიკები – კაპიტალიზმის ნამდვილი სახე
უკვე 2 კვირაა რაც მოძრაობა Occupy Wall Street გრძელდება. საოცრებაა რომ მის ორგანიზატორებს დაღლილობა არ ეტყობათ. გუშინ, 1 ოქტომბერს ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამენტმა 700-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავა. მაგრამ სულ ტყუილად. დღეს ბევრი მათგანი ისევ უოლ სტრიტთან იყო მიბრუნებული პლაკატებით. სამოქალაქო დაუმორჩილებლობა მოულოდნელ და კრეატიულ ფორმებს იღებს – თუმცა ერთი რამის თქმა უკვე […]
პირდაპირ უოლ სტრიტიდან: ნეოლიბერალიზმის ახალი კრიზისი
ორი დღის წინ ნიუ იორკში გახლდით ერთ-ერთი ფილმის გადაღებაზე რეჟისორ ქეროლ ჯენინგსთან ერთად და დაგეგმილი გვქონდა "Incy Whincy Spider"-ის ინსტალაციის პერფორმანსი უოლ სტრიტთან. მაგრამ, როდესაც ადგილზე მივედით სავაჭრო დისტრიქტი თითქმის მთლიანად გადაკეტილი და პარაკიზებული დაგვხვდა. უოლ სტრიტის შესასვლელებს ბლოკავდა არა მხოლოდ რამოდენიმე ასეული ფორმაში გამოწყობილი პოლიციელი, არამედ სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი FBI-სა და სხვა უშიშროების […]
გაუგებარი ტრაგედია პოსტმოდერნული ტერორი და იდენტობის პოლიტიკა
კამიუს ერთ-ერთი პიესის სახელწოდებაა – გაუგებრობა. ფულს და კარგ ცხოვრებას მოწყურებული დედა-შვილი საკუთარ სასტუმროში გაჩერებულ ტურისტებს ძარცვის მიზნით კლავს დროდადრო. ერთხელაც მათ 20 წლის წინ წასული შვილი და ძმა ეწვევა, რომელსაც მათთვის სასიამოვნო სიურპრიზის გაკეთება უნდა. ამ გმირს უნდა რომ საკუთარ დედას და დას უეცრად ასიამოვნოს არა მხოლოდ საკუთარი გამოჩენით, არამედ სპეციალურად მათთვის დაზოგილი ფულის […]
ეთნოშოვინიზმის წინააღმდეგ
გლობალიზაცია ისეთივე გარდაუვალი მოვლენაა, როგორც სიკვდილი. იმის მაგივრად, რომ ის არ შევიმჩნიოთ ანკი ბარიკადების აგება დავიწყოთ მის წინააღმდეგ პირველ რიგში უნდა ვეცადოთ ის ჩვენთვის სასარგებლოდ გამოვიყენოთ. თუკი ქვეყანაში გლობალიზაციის წყალობით უამრავი ნაგავი შემოდის, ჩვენ პირიქით, უნდა ვეცადოთ კარგი შემოვიტანოთ ნაგავის მაგიერ. ამავე დროს საკუთარი კარგის გატანაც შეიძლება იმისათვის რომ ქართული იდეაც მსოფლიო ცივილიზაციის ღირსეული ნაწილი […]
ბურჟუა ცნობიერება( ახალი პარადიგმა 21-ე საუკუნის ცხოვრებაში)
პოსტმოდერნი ნელ-ნელა გუშინდელი მიმართულება ხდება. მოდერნი კი გუშინწინდელი. იოლად ამოსაცნობი თეზაა. თუმცა საქართველოში პოსტმოდერნი რიგიანად არც არის დამკვიდრებული. მხოლოდ ახლა იწყებენ ლაპარაკს ენდი უორჰოლზე, რობერტ მეიპლთორპს ჯერ ჩუმად თუ ახსენებენ სამზარეულოში. მსოფლიო კი წინ მიდის. დღეს უკვე ბევრი პოსტმოდერნული ღირებულება მოძველებულია. მოდერნს ახასიათებდა დოგმატური ერთსულოვნებისა და ერთნაირობის ძიება – სადაც დაჟინებით და […]
უზენაესი პარანოია ბანანის რესპუბლიკაში
"მოღალატეების ჯგუფებსაც კი, ბოლო თვეებში რამდენიმე შეიქმნა საქართველოში, ყველას ერთი პროგრამა აქვს _ შევეკრათ რუსეთს, დამპყრობელს, დავამხოთ ჩვენი ქვეყანა, მოვამთავროთ ჩვენი დამოუკიდებლობა. მაგრამ 5-6 ჯგუფი ერთმანეთს ჭამს დღე და ღამ. იმაშიც კი ვერ მოილაპარაკეს, რომ ერთიანად უღალატონ და ცალ-ცალკე არიან ღალატით დაკავებულები", – განაცხადა პრეზიდენტმა.მისივე თქმით, ქართველი ხალხი ხშირად ამაყობს დიდი ბრძოლებით, თუმცა, ყველაზე დიდი […]
ბრეხტის რევოლუცია საქართველოში
ცნობილი ამერიკელი მეცნიერის თომას კუნის განმარტებით ყველაზე მნიშვნელოვანი რევოლუცია პარადიგმატულ გარდატეხას უკავშირდება ანუ აზროვნების წესის ცვლას. ეს პროცესი დიდხანს გრძელდება და ხანდახან მას თაობები სჭირდება. თუმცა თეატრალური წესებით ეს პროცესი უფრო მოკლეა. არისტოტელეს ტრაგედიის სისტემაში კათარსისის გამოსაწვევად აუცილებელია რომ მთავარმა გმირებმა დიდი ცდომილება ჩაიდინონ და ერთ–ერთი მათგანი მაინც დაიღუპოს, რომ მაყურებელი განცდის შედეგად განიწმინდოს. […]
ლიბერალური ინტელიგენციის შესახებ
რევოლუცია უნდა იყოს სოციალური!
არ არის საკმარისი რომ ნეოლიბერალი თაღლით-ავტოკრატი სააკაშვილი შეცვალოს რომელიმე სხვა ნეოლიბერალმა, რომელიც ბანდიტების ერთ კლანს მეორე კლანით ჩაანაცვლებს. არ არის საჭირო რომ 'დემოკრატიის' ნიღაბს აფარებულ ყაჩაღებს ჩაუვარდეთ ხელში ძალაუფლება. 2003 წელს ქართველი ხალხის გულწრფელი გულიწყრომა ნეოლიბერალებმა გამოიყენეს და რევოლუცია მოიპარეს. მას მერე გაათმაგდა უფსკრული მდიდრებს და ღარიბებს შორის – ათასობით […]
რამდენ ადამიანს კლავს დღეში ნეოლიბერალიზმი
არსებობს თუ არა კლასობრივი საკითხი?! მეოცე საუკუნის ბოლოს არსებულმა მარქსისტულმა რეჟიმებმა პრაქტიკულად კრახი განიცადეს. საბჭოთა იმპერია დაეცა აღმოსავლეთ ევროპის ‘სოციალისტურ ბლოკთან” ერთად, ჩინეთი კი პრაქტიკულად სახელმწიფო კაპიტალიზმის განსახიერება გახდა, სადაც დიდი მულტი-ნაციონალური კორპორაციები ადგილობრივი მუშახელის ისეთ ექსპლუატაციას ეწეოდნენ, რომ ეს ბევრ კაპიტალისტურ ქვეყანასაც შეშურდებოდა. ეგრეთწოდებული ვაშინგტონის კონსესუსის შემდეგ კაპიტალიზმის კრიტიკა ტაბუირებულ თემად იქცა პრაქტიკულად მთელს […]