ირაკლი კაკაბაძე: ხალხი პოპერიზაციის წინააღმდეგ
საქართველოში ყალიბდება მემარცხენე ტიპის პოლიტიკური აზროვნება.
ლიბერალური ინტელიგენციის ვნებანი
“აქ საქმე გვაქვს ძალიან ეფექტურ იდეოლოგიურ კონტროლთან, რადგანაც ადამიანს შეიძლება დარჩეს შთაბიეჭდილება რომ ამ საზოგადოებაში ცენზურა არ არსებობს – და ამ სიტყვის ზედმიწევნით ვიწრო გაგებით ეს მართალიცაა. თქვენ არ დაგაპატიმრებენ თუ აღმოაჩენთ ფაქტებს, არც იმ შემთხვევაში თუ ამ ფაქტების შესახებ ილაპარაკებთ. მაგრამ შედეგი მაინც იგივე იქნება როგორც ნამდვილი ცენზურის არსებობის პირობებში. ინტელიგენცია სოციალურ რეალობას მალავს” […]
სიმართლე და ფუნა-გორია ანუ ჩვენი საზმაუს ვნებები
ამერიკულ ინგლისურში კარგად შემოსაღებულ ტყუილს ან პროპაგანდას როგორც წესი Bullshit-ს, ანუ ქართულად რომ ვთქვათ ფუნას უწოდებენ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამას მას მედიის წარმომადგენლები აკეთებენ. კომუნიკაციების თეორიებში ცნობილია რომ კომერციულ მედიაში გავრცელებულია ეგრეთწოდებული ‘სპინი’, რომელიც სიმართლის აქცენტებითა თუ ტონით მოღრეცვის საშუალებაა. როდესაც ჟურნალისტი ან ტელეგადაცემის წამყვანი აქცენტებით, ტონით თუ დახურული ტიპის შეკითხვებით ცდილობს მკითხველს ან მაყურებელს […]
ეგოიზმის ‘სპინი’ ‘საზოგადოებრივ’ არხზე
უკვე სამი დღეა ქართული მედია და განსაკუთრებით საზოგადოებრივი მაუწყებელი სიღატაკის თემაზე ისევ და ისევ ‘ტვინის რეცხვის’ პოლიტიკას ეწევა. აქამდე ეს თემა მათ მიერ სრულიად იგნორირებული იყო. ახლა, მათ გადაწყვიტეს რომ სოციალურ პრობლემებზე და 77 ათას მშიერ ბავშვზე პასუხი მოთხოვონ კერძო ინსტიტუტებს – პირველ რიგში საპატრიარქოს და სხვადასხვა ქველმოქმედს. ცხადია, ქველმოქმედება ეკლესიასაც მოეთხოვება და ნებისმიერ […]
ნეოლიბერალური განათლების სისტემის კრახი
1948 წელს ცნობილმა ფრანგმა მოაზროვნემ ემანუელ ლევინასმა წაიკითხა თავისი ახლა უკვე კლასიკად ცნობილი ლექცია ‘დრო და სხვა’ (Time and the Other), სადაც შეეცადა საკუთარი მეტაფიზიკური ფილოსოფიური ხედვა ჩამოეყალიბებინა. ლიტვური წარმოშობის ებრაელი ფილოსოფოსი რომელიც ჰუსერლის და მერე ჰაიდეგერის სტუდენტიც იყო ფრაიბურგში ამ დროისათვის 42 წლის შედარებით უცნობი პოსტ-ეგზისტენციალისტი ავტორი იყო. ეს დაახლოებით ის დროა, როცა პარიზში […]
არანაირი პრივილეგია ოლიგარქ ბენდუქიძეს!
თვალყურს ვადევნებ კახა ბენდუქიძის უნივერსიტეტის ირგვლივ ნაციონალური მოძრაობის კონტროლირებადი მედია-არხების მიერ ატეხილ ისტერიკას და რატომღაც ერთი მარტივი კითხვა მიჩნდება: რომ არ ყოფილიყო ეს უნივერსიტეტი სააკაშვილის რეჟიმის ფავორიტი რუსი ოლიგარქის მართული, რამდენად ატყდებოდა ამხელა დავიდარაბა ჩვეულებრივი ადმინისტრაციული პროცედურის გავლის გამო? ბოლო 9 წლის განმავლობაში სააკაშვილის რეჟიმმა ბევრი უმაღლესი სასწავლებელი დახურა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც კი პოლიტიკური […]
მიხეილ სააკაშვილი დემოკრატიის და განვითარების წინააღმდეგ
დღეს, უკვე ყველასათვის ნათელი ხდება მიხეილ სააკაშვილის და მისი ნაციონალისტური რეჟიმის დამნაშავე ხასიათი. სანდრო გირგვლიანის, ბუტა რობაქიძის, ზურა ვაზაგაშვილის და სხვა უდანაშაულო ადამიანების მკვლელობებს ამდენი ხნის განმავლობაში მისივე პროკურატურა ხელს აფარებდა და ახლა ეს ჩინოვნიკები უარს ამბობენ გამოძიებასთან თანამშრომლობაზე. მიშა სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობა ათასობით ადამიანს აპატიმრებდა და ანგარიშებს უყადაღებდა ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით – დღეს კი ვლინდება […]
პასუხად ქალბატონებს
ეს წერილი ავტონომიურადაც მზადდებოდა, თუმცა ქალბატონ ანა რეხვიაშვილის ძალიან საინტერესო გამოწვევამ გადამაწყვეტინა მისი შინაარსის უფრო დაკონკრეტება. ამ ბოლო ხანებში აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში მომიწია ყოფნა და მუშაობა და უამრავი საოცარი შთაბეჭდილება მივიღე. მათზე დაწერას მუდმივად ვგეგმავდი, მაგრამ ვერ მოვახერხე დროის უკმარისობის და სხვა საკითხებში ჩართულობის გამო. ამ წერილში მინდა ნაწილობრივ ჩემს შთაბეჭდილებებზე ვისაუბრო, აქ მიღებულ გამოცდილებაზე […]
ახალი ცენზურა
რამოდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელებში პაატა ქურდაძის ახალი ბლოგის გამოჩენას ბასილ კობახიძის მიერ ახალი ფუნდამენტალისტური ცენზურის გამოვლენა მოჰყვა, სადაც ჩვენი პატივცემული მამაო მწერლებს და შემოქმედებს ასწავლიდა როგორ უნდა წერონ მათ სხვადასხვა უმცირესობების შესახებ. ძალიან საინტერესო იყო ამჯერად უკვე სეკულარული ფუნდამენტალიზმის სახელით მოქადაგე მამაოს მკაცრი ცენზურული შენიშვნების მოსმენა. ამ ყველაფერმა მე საბჭოთა წარსული გამახსენა, როდესაც ცეკას […]
კარალეთის ღამეები
ახლა ვუყურე კარალეთში მომხდარ ამბებს და გულწრფელად მინდა ვთქვა რომ ამ ხელისუფლების დიდი ნაწილი უკვე პროვოკაციაზე მიდის. შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალაიას მისვლის შემდეგ მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმე გახდა. ის, რაც კახა კალაძეს უთხრეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა არანაირი ცივილური პოლიტიკის ფარგლებში არ ჯდება. ხელისუფლების მიერ დაგეშილი ადამიანები უკვე ყველა ზღვარს გადადიან. სააკაშვილის რეჟიმი უკვე აღარც მალავს […]