ნაციონალური მოძრაობა – ოპოზიცია ?!
I – ნაციონალური მოძრაობა კონსტიტუციაზე ძალადობა, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვისა და განათლების სისტემების მიზანმიმართული განადგურება, შედეგად – სოციალური კატასტროფა და ქვეყნის უსაფრთხოების მოშლა, უგუნურ ომში ტერიტორიების დაკარგვა, დასავლეთში ინტეგრაციის ხანგრძლივი დროით შეფერხება, სამოქალაქო მონაწილეობისა და თვითმმართველობის გაუქმება, მედიის ტოტალური კონტროლი და მანიპულირება, მიტინგების დარბევა, შრომის კოდექსი, რომელიც არსებითად მონობას აკანონებს, პოლიტიკური ოპონენტების და/ან მათი ახლობლების […]
უფასო წიგნების პრობლემა
სასკოლო წიგნების უფასოდ დარიგებას დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. როგორც მოსალოდნელი იყო, განსაკუთრებულმა შფოთმა მოიცვა ბანაკი, რომელიც აქამდე მხოლოდ სოციალ-დარვინიზმის მთლად ველური ფორმის ქადაგებაში იყო შემჩნეული. ისინი ‘დარდობენ’, რომ მდიდრებისთვის დაზოგილმა ფულმა – სოციალური სამართლიანობის (სიტყვა თანასწორობას ჯერ ერიდებიან) დამყარებას ძირი გამოუთხარა. მე კი ვფიქრობ, რომ სასკოლო წიგნების უფასოდ დარიგება ძალიან კარგი რამაა. რატომ? – ამის და საერთოდ, არაფრის […]
ახალგაზრდობა პოლიტიკაში, და არა მარტო
სტუდენტური აქტივიზმი, თუკი მისი პრობლემატიკის სრულად გაგება გვსურს, ყველაზე ფართო კონტექსტში უნდა განვიხილოთ. ჩემი აზრით, ეს კონტექსტი არის საზოგადოებრივი ცნობიერების ევოლუციის პროცესი. მე ვფიქრობ, რომ ყველა ჩვენგანი, ამა თუ იმ როლით და ფუნქციით, წილით, გაცნობიერებლად თუ გაუცნობიერებლად ვმონაწილეობთ ამ პროცესში, რომლის მიზანი ჩვენი ერთობლივი თანაცხოვრების მუდმივი სრულყოფა და იდეალთან მიახლოებაა. ყველა ჩვენი ქმედება ამ კონტექსტშია […]
‘ჟურნალისტიკის’ წინააღმდეგ
ვფიქრობ, რომ დღეს ჩვენში ჟურნალისტიკის მთავარი პრობლემა არ არის არაპროფესიონალიზმი. ეს მეორე რიგის პრობლემაა. მთავარი პრობლემაა თავად ‘პროფესიონალიზმის’ არასწორი გაგება. რისი პროფესიონალია ჩვენებური ‘პროფესიონალი’ ჟურნალისტი? ჟურნალისტიკის. უკეთ, ჟურნალისტური ტექნიკის (დაბალანსება, ობიექტურობა…) და პრობლემების სათავეც ამაშია. ჩვენ, ცოტა, მაგრამ გვყავს ‘პროფესიონალი’ ჟურნალისტები, მაგრამ თითქმის არ გვყავს ჟურნალისტები, რომლებიც პროფესიულ დონეზე იცნობენ კონკრეტულ სფეროებს – ეკონომისტი, სოციოლოგი, […]
საჭიროა კიდევ ერთი ფონდი
პრემიერ–მინისტრის მიერ განვლილი ასი დღის შეფასებისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე ყველაზე მნიშვნელოვნად სამი ფონდის დაარსების შესახებ განცხადება მეჩვენა. ეს ფონდები, როგორც ინსტიტუციები, მოწოდებულნი არიან ხელი შეუწყონ ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას და ადგილობრივთან პარტნიორობის გზით – უცხოური ინვესტიციების მოზიდვას საქართველოში. ამდენად, ეს არის საკმაოდ ეფექური ნაწილი მექანიზმებისა, რომელთა მეშვეობითაც ქვეყანამ მის წინაშე მდგარ უმთავრეს გამოწვევებს უნდა გაართვას თავი და […]
დავალება სავლესთვის
თუ ვინმეს ჰგონია, რომ უმუშევრობა, განადგურებული ჯადაცვის, განათლების სიტემები და ა.შ. ჩვენთან – ცუდი მენეჯმენტის შედეგია, და გამოსავალი კარგი მენეჯერია – ჩემი აზრით, ძალიან ღრმა გაუგებრობაში იმყოფება. ის, რასაც აკეთებდა ივანე მერაბიშვილი აქამდე – რეპრესიული აპარატით ’ბრძოლა’ ქვეყნის წინაშე მდგარ პრობლემებთან, ციხეების გავსება რეკორდულ მაჩვენებლებამდე, შიშის და ტერორის დამკვიდრება, ყველაზე მაღალი რანგის ყველაზე მძიმე დამნაშავეებზე ხელის დაფარება – არის იმ პოლიტიკის ნაწილი, მეტიც – როგორც პრეზიდენტი იტყოდა. ’ხერხემალი’, რომელსაც არსებული […]
ლაზიკა ბოროტებაა
ლაზიკას მშენებლობა ზოგადად ჩვენში ‘რევოლუციის’ შემდეგ დაწყებულ მშენებლობათა ლოგიკის გაგრძელებაა. თავისთავად შენებაში რა თქმა უნდა ბოროტი არაფერია. მაგრამ: დავაკვირდეთ, რისი მშენებლობა ხდება ძირითადად? მშენებლობების პროცესი მიმართულია ერთი რამისკენ – ისეთი ქალაქების იმიჯების შესაქმნელად, რომელმაც ქვეყანა მიმზიდველად უნდა წარმოადგინოს ტურისტისთვის, უპირატესად, ფულიანი ტურისტისთვის. სასტუმროები, კაზინოები, რესტორნები, ფასადები, ასევე გზები, რომლებიც ამ სასტუმროებისა და კაზინოებისაკენ მიგვიძღვებიან, შესაბამისი ინფრასტრუქტურა… ასევე, […]
ლგბტ და ყველაფერი სხვა
ლგბტ მოძრაობის ზოგიერთი აქტივისტი თუ გულშემატკივარი ჰომოფობიის უმთავრეს მიზეზად განათლებისა და კულტურის დაბალ დონეს ასახლებს. ამდენად, კითხვაზე – რა მიგაჩნიათ აქედან გამოსავლად? – მათი პასუხი: განათლების დონის ამაღლება – სრულიად ბუნებრივი ჩანს. მაგრამ საუბარი სრულ აბსურდად იქცევა, თუკი დისკუსიაში პოლიტიკური და სოციალური განზომილებების შეტანას ეცდებით. და რაც უფრო მეტს ისმენ მათ ‘არგუმენტებს’, მით უფრო მწიფდები […]
’რადიკალი’ სტუდენტები ირჩევენ ’ნაცმოძრაობას’
სადაც ხელისუფლებამ ძალაუფლება სახალხო არჩევნების რაიმე ფორმით მოიპოვა, თაღლითობით თუ მის გარეშე, და ინარჩუნებს თუნდაც მოჩვენებით კონსტიტუციურობას, პარტიზანული ამბოხი არ შეიძლება მხარდაჭერილ იქნას, რადგან მშვიდობიანი ბრძოლის შესაძლებლობა ამოწურული არაა. ჩე გევარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში(ალბათ სხვაგანაც) მომრავლდა მოთქმა-ვიში, ინფანტილური ფერხულები და ნიჰილისტურ-ცინიკური ’ღრმააზროვნება’ არჩევნების […]
'უფასო განათლებას ოროსნები ითხოვენ' – საქართველოს პრეზიდენტი
‘სწავლის გადასახადის გაუქმებას ოროსნები ითხოვენ’ – განაცხადა დღეს ბათუმში პრეზიდენტმა სააკაშვილმა. ძალზე საგულისხმოდ ამოიჩემა საქართველოს პრეზიდენტმა ბავშვებისა და ახალგაზრდების ლანძღვა. ‘ხულიგანი’, ‘ოროსანი’… მაგრამ… მოდით, უბრალოდ ფაქტები ჩამოვთვალოთ: 1. ქვეყნები, სადაც განათლება უფასოა (Free education) – მათი მხოლოდ მცირე ნაწილი: დანია, ფინეთი, საფრანგეთი, ბელგია, საბერძნეთი, გერმანია, იაპონია, ხორვატია, ნორვეგია, შოტლანდია, შვედეთი… […]