აგვისტოს ომის სამი წლისთავზე, ანუ ახალი ქართული სამხედრო პოლიტიკის აუცილებლობა

“მე გამომაქვს განაჩენი იმ ადამიანების მიმართ რომლებიც სიხარულით მარშირებენ ‎სამხედრო მუსიკაზე. მათი ტვინი შეცდომის ნაყოფია, ასეთი ქმედებისთვის ზურგის ტვინიც კი საკმარისი იქნებოდა.  ცივილიზაციის ეს სამარცხვინო მოდგმა უნდა წაიშალოს ერთბაშად.  ნაბრძანები გმირობა, უგულო სისასტიკე, ქვეყნის უაზრო და სავალალო სიყვარული, როგორ მძულს ეს ყველაფერი, როგორი საზიზღარი და უმეცარია ომი; პირადად მირჩევნია დამანაწევრონ ვიდრე ამ ყველაფრის მონაწილე გავხდე.” […]

“სვეცკი და ინტელიგენტი” პირწიგნაკელები, ანუ ინგლისურის სახელმწიფო ენად გამოცხადების მომხრეებს

“Словарь Вильяма Шекспира, по подсчету исследователей, составляет 12000 слов. Словарь негра из людоедского племени «Мумбо-Юмбо» составляет 300 слов. Эллочка Щукина легко и свободно обходилась тридцатью. “ – ილფი და პეტროვი – ” – Do you speak English? – Yes, I  learnt it from a book.” -ალფონსო მელერო- დაახლოებით ორი კვირის წინ ფეისბუქის მომხმარებელს კიდევ ერთი […]

ტაბულა VS ლიბერალი, ანუ ოდიოზური შედარება

კოლაჟი: Georg Gamez სერვანტესს უთქვამს, “შედარებანი ოდიოზურიაო,” რომ დაფიქრდე მართლაც ეგრეა, მაგრამ რას იზამ სამყარო რომელშიც ვცხოვრობთ სხვა საშუალებას არ გვაძლევს. იქ სადაც არსებობს მაღალი და დაბალი, განიერი და ვიწრო, მდიდარი და ღარიბი, კარგი და ცუდი, შედარება ის გარდაუვალი მოცემულობაა, რომელსაც ყოველდღიურად მივმართავთ. ამ პოსტში მეც შედარებას გავაკეთებ, შედარებას ორ ქართულ გამოცემას შორის რომელიც ბევრის თქმით ერთმანეთისგან […]

ფროდოს ძიებაში, ანუ 26 მაისის ბოროტებანი

ძალაუფლება აფუჭებს, აბსოლუტური ძალაუფლება აფუჭებს აბსოლუტურად – ლორდ აქტონი – ჯონ ტოლკიენმა “ბეჭდების მბრძანებელზე” მუშაობა 1937 წელს დაიწყო და 1949 – ში დაასრულა. თითქოს ბავშვებისთვის განკუთვნილი ნაწარმოები ამავდროულად ზუსტად გადმოსცემს პოლიტიკურ ისტორიას. “ბეჭდების მბრძანებელი” გარკვეულწილად ზღაპარია ინდივიდზე რომელიც მიუხედავად გამორჩეულობისა და კეთილშობილობისა ხშირ შემთხვევაში განსაცდელში ვარდება და გაბოროტების, ძალაუფლების ცდუნებას ებრძვის. ამიტომაც რა გასაკვირია რომ […]

სწავლა, სწავლა და კვლავ სწავლა. საბჭოთა ისტორიის გააზრების აუცილებლობა.

დრო მქონდა და ამიტომაც “Waterstones – ში, “წიგნების მაღაზიაში შევლა გადავწყვიტე, წიგნების სიძვირის გამო მხოლოდ დათვარიელებით და შიგადაშიგ სხვადასხვა მონაკვეთების კითხვით შემოვიფარგლე. ჩემი ყურადღება ერთმა წიგნმა, “Understanding Fascim” მიიპყრო. სანამ წიგნს გადავშლიდი და რომელიმე პასაჟის კითხვას დავიწყებდი სიტყვა “ფაშიზმზე” დავფიქრდი, ასოციაციებზე რომლებსაც ის იწვევს ჩემში. ცხადია ჩემი რეაქცია მკაფიოდი ნეგატიური, პრაქტიკულად გულისრევამდე უარყოფითი აღმოჩნდა. ისიც […]

ქართველი "ინწელექწუალები". სერიიდან "გამგები გაიგებს"

თუ ჩვენი შეგეშინდათ ან გაღიზიანდით ბოღმიანები და შურიანები დაგვიძახეთ. მოგეშვებათ. ჩვენ,  იმიტომ რომ პირველი არ ვარ და არც უკანასკნელი ვინც ასეთ წერილს თუ პოსტს რომ გიძღვნით. ჩვენ, იმიტომ რომ მოგვბეზრდა. თქვენ “ინტელექტს” და საზოგადოების ინტერესებისთვის მებრძოლ ფარს ამოფარებულები უბრალო კონფორმისტები ხართ. კონფორმიზმში არაფერი ცუდი არაა თუ ამ შემთხვევაში გულახდილები ხართ. მაგრამ  როდესაც თქვენ საკუთარ თავს […]

ერთ პოსტში მოქცეული “ეროვნული” კრიტიკა

ამბობენ, სალვადორ დალის სიზმრის დროს შიგადაშიგ ეღვიძებოდა, უხაროდა, იმიტომ რომ ამ დროს სიზმრების ფურცელზე აღბეჭდვა შეეძლო, ამიტომაც შემდეგ დილას მათი გახსენება არ უჭირდა. ამბობენ,  საქართველოს მოქალაქე ხშირად დასაძინებლად უკეთესს ქვეყანაში გაღვიძების იმედით მიდის , მოგეხსენებათ გაღვიძებულს საკუთარ თავს კოშმარში აღმოაჩენს ხოლმე და სალვადორ დალისგან განსხვავებით, ხანგრძლივი დროით ძილის შებრუნებას ცდილობს. გაღვიძებულს დალის ნახატებზე არა ნაკლებად […]

ინტერნეტი, როგორც ალტერნატიული მედიის წყარო

თითქმის ერთი წლის წინ დაწერილ წერილში “მილენიუმი და ახალი გამოწვევები” რიგ სხვა საკითხებთან ერთად გამომრჩა ერთი მნიშვნელოვანი და აქტუალური თემის განხილვა, კერძოდ კი, ალტერნატიული მედიის როლი 21-ე საუკუნეში. შეიძლება ითქვას რომ კაცობრიობის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე პრაქტიკულად ყოველთვის ტექნიკური დისციპლინები უსწრებდნენ სოციალურს, თუ ასეთის შედარება კორექტულია შეიძლება დავასვკნათ რომ პრაქტიკულად ყოველთვის ტექნოლოგია ერთი ნაბიჯით წინ იყო […]

მშია – Feed me back

ერთ-ერთ ჩემს მეგობარს ტელე გადაცემა “რა? სად? როდისის?”  რედაქციაში ტელე თამაშისთვის კითხვა გაუგზავნია. კითხვა არ დასმულა, მაგრამ ჩემს მეგობარს ეგ კი არ სწყენია, არამედ გაუკვირდა პასუხი რატომ არ მისწერეს თუნდაც იმ შემთხვევაში თუ მისი კითხვა ცუდი იყო. ეს შემთხვევა თანამედროვე ქართულ რეალობაში გასაოცარ და უპრეცედენტო ამბავს ნამდვილად არ წარმოადგენს, ასეთი შემთხვევები ხშირია, მაგრამ ის რომ […]