უბრალოდ ძალადობა თუ ღირებულებათა ბრძოლა
17 მაისის მოვლენებმა სააშკარაოზე გამოიტანა ეკლესიისა და სეკულარიზმის დაპირისპირება, როგორც ნებისმიერი პოლიტიკური სისტემის ერთ-ერთი მთავარი საზოგადოებრივი კონფლიქტის საგანი. საზოგადოებრივი კონფლიქტი არის საზოგადოებისთვის საჭირბოროტო საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც საზოგადოებრივი აზრი საწინააღმდეგო პოზიციებად იყოფა და რომელიც ახდენს საზოგადოებრივი ჯგუფების მობილიზებას ამ საკითხთან დაკავშირებული პოზიციების ირგვლივ. მსგავს დომინანტ საზოგადოებრივ კონფლიქტებს მიეკუთვნება დაპირისპირება შრომასა და კაპიტალს შორის, ცენტრსა და პერიფერიას […]
ჩვენ გჭირდება ახალი ტიპის მაჟორიტარი
საქართველოში, ჩვენ ჩვენს რჩეულებს შერეული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ვირჩევთ, ნახევარს პროპორციული და ნახევარს მაჟორიტარული პრინციპით. ჩვენი საარჩევნო სისტემის ნაკლოვანებების ნუსხა საკმაოდ გრძელია: ერთიანი ნაციონალური სიები რეგიონალური პარტიული სიების ნაცვლად, უსამართლოდ და არათანაბრად გადანაწილებული საარჩეევნო ოლქები და ასე შემდეგ. მაგრამ ამ შემთხვევაში მინდა მკითხველის ყურადღება ერთი შეხედვით უმნიშვნელო, მაგრამ როგორც წინა საარჩევნო პროცესისთვის, ისე პარლამენტის ჯანსაღი […]
სამოქალაქო აქტივობა და არაფორმალური შრომითი ურთიერთობები
მძიმე სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების გზების ძიებაში, სტრუქტურულმა ცვლილებებმა ეკონომიკაში, ხშირ შემთხვევაში გაუაზრებელმა, ნაჩქარევმა პრივატიზაციამ, საკუთრების უსამართლოდ, არათანაბრად გადანაწილებამ, საერთოდ საკუთრების ცნების არასწორმა გაგებამ და საზოგადოების გამოუცდელობამ ემოქმედა ახალი (საბაზრო) ეკონომიკური ურთიერთობის ფარგლებში პოსტკომუნისტურ ქვეყნებში ერთგვარი ჰიბრიდული ფორმალური (სამოქალაქო) და არაფორმალური (არასამოქალაქო) ეკონომიკების გამაერთიანებელი ეკონომიკის დამკვიდრება გამოიწვია. მხოლოდ საბაზრო მექანიზმების განვითარება არ არის საკმარისი სამოქალაქო ეკონომიკის დამკვიდრებისთვის. […]
რატომ გვაშინებენ ”პრორუსული” ძალებით
ყველა რეჟიმს, მიუხედავად მისი ხასიათისა, ლეგიტიმაციის წყარო ესაჭიროება. დემოკრატიის ლეგიტიმაცია ხალხის სუვერენულობას ეფუძნება, ტოტალიტარიზმის იდეოლოგიას, ხოლო ავტორიტარიზმის კი, უმეტეს შემთხვევაში ერ-სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ქვეყნის საზოგადოებაში არსებულ როგორც შიდა პოლიტიკური, ისე საგარეო პოლიტიკური არასტაბილურობის განცდასა და არაპროგნოზირებადი მომავლის შიშს, რომელიც, როგორც წესი, მძიმე სოციალური მდგომარეობით არის განპირობებული. ავტორიტარულ ელიტას მონოპოლიზირებული აქვს რა საზოგადოების სოციალური ემანსიპაციისთვის […]
როგორ ვუზრუნველყოთ ამომრჩეველთა თანასწორობა
26 იანვარს გამოქვეყნდა საქართველოს შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ორი თანამომხსენებლის კასტრიოტ ისლამისა და მაიკლ იენსენის ანგარიში. სხვა საკითხებს შორის განსაკუთრებული ყურადღება ახალ საარჩევნო კოდექსსაც დაეთმო. მომხსენებლების თანახმად „ახალი საარჩევნო სისტემა სრულად არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს“. ამ ვერდიქტის საფუძველი მაჟორიტარული ოლქების უთანაბრობა გახდა, რომელიც თითოეული ხმის თანაბარ წონადობას ვერ უზრუვნელყოფს. დღევანდელი საარჩევნო სისტემა, ეგრეთწოდებული შერეული […]
ზოგი რამ ქართული ჟურნალისტიკის მორალური ფასეულობების შესახებ
ამ წერილის დაწერა ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციის ირგვლივ ატეხილმა აჟიოტაჟმა გადამაწყვეტინა. ამ აჟიოტაჟის პათოსი მრალური რელატივიზმისა და მორალური იმპერატივის ჭიდილს მაგონებს. მორალური რელატივიზმის მიხედვით არ არსებობს უნივერსალური მორალური ფასეულობები და ყველა მოქმედებს იმ გარემოებების მიხედვით, რომლებიც მის ქმედებას განაპირობებებენ. მორალური იმპერატივის მიხედვით, ადამიანებს მართებთ იმ მორალურ ფასეულობებზე სწორება, რომლებზეც ყველა თანხმდება და რომლებიც დატვირთულნი არიან ვალდებულებით, […]
ეგვიპტეში მყიფე სტაბილურობამ არ გაამართლა
18 დღიანი სამოქალაქო აქტივობის შემდეგ, ჰოსნი მუბარაკის ავტორიტარულმა მმართველობამ ეგვიპტეში 30 წლიანი არსებობა დაასრულა. პროტესტის წარმატების მთავარი განმაპირობებლი ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსი იყო. პოლიტიკურმა და განსაკუთრებით სოციალურმა უსამართლობამ მოახერხა ის, რომ სხვადასხვა სოციალური იდენტობის ადამიანი, ერიც და ბერიც ერთი – ჩაგრულის იდენტობის ქვეშ გააერთიანა. ხალხმა მოახერხა საერთო ნების გენერირება პროტესტის სახით და მისი რეალიზაცია აქტიური ქმედებით, […]