სამართლიანობა კანონზე მაღლა!
,,უფლებებს არ იძლევიან, უფლებებს იღებენ” _ ასეთი იყო ,,ლაბორატორია1918″-ის ერთერთი ლოზუნგი საპირველმაისო დემონსტრაციაზე. ერთი შეხედვით ამ შინაარსის აღქმა რთულია, მაგრამ თუ მისი შინაარსი გესმით, ესეიგი გესმით, როგორ ვითარდება საზოგადოება, როგორ იცვლება სოციალური კანონები, რას ეფუძნება დემოკრატია და როგორი ფორმირდება ძალთა ბალანსი სოციალურ ჯგუფებს შორის. ყველა განხორციელების შესაძლებლობით გამყარებული უფლება, რომელიც დასავლურ ცივილიზაციაში ადამიანებმა ეტაპობრივად მოიპოვეს, […]
სამამულო კულტურის ტრაგედია ანუ განათლების პრობლემები ,,მათებურად”
კაცმა რომ თქვას, საკუთარ თავთან კომპრომისზე არასდროს არ უნდა წახვიდე, თორემ ბოლოს მაინც ინანებ. თუმცა მე, ასეთი ცხოვრებისეული სიბრძნით აღვსილი ინდივიდუმი მსგავს შეცდომას ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვუშვებ და დღესაც იგივე გავაკეთე როცა ,,ცხელი შოკოლადის” მიერ უმაღლესი განათლების პრობლემების გარშემო ორგანიზებულ დისკუსიაზე გავეშურე. დისკუსიაზე მომხსენებლები იყვნენ თსუ-ს და ილიაუნის რექტორები სანდრო კვიტაშვილი და გიგი თევზაძე და […]
რატომ უფასო განათლება
რაც უნდა დამაინტრიგებლად, უცნაურად და უტოპიურად ჟღერდეს, ლაბორატორია 1918-ის მთავარი მოთხოვნა უფასო განათლებაა. ეს იყო ჩვენი მთავარი ლოზუნგი სამოქალაქო სოლიდარობის აქციაზეც. იქიდან გამომდინარე, რომ განათლება ადამიანის უფლებაა, მისი რეალიზების საშუალებაც უნდა არსებობდეს. არ შეიძლება უფლების რეალიზება მდიდრებს მეტად შეეძლოთ ვიდრე ღარიბებს. თუ სახელმწიფო ვერ ახერხებს ადამიანის უფლებების რეალიზებისთვის საჭირო გარემოს შექმნას და მხოლოდ პასიურად აღიარებს […]
რეჟიმის ახალი ფაზა
ეს სტუდენტთა თვითორგანიზებული ჯგუფის, ლაბორატორია 1918–ის მიერ ორგანიზებული გუშინდელი საპროტესტო აქციის სურათებია, რომელზეც 26 მაისის ღამეს სპეცრაზმის მიერ რუსთაველზე შეკრებილი საპროტესტო აქციის ვანდალური დარბევა გავაპროტესტეთ. დაახლოებით ორი კვირის წინ პოლიტიკის სოციოლოგიაში დავალებად მქონდა გამეანალიზებინა ძალაუფლების ფენომენი, მისი დარეგულირების საშუალებები და ქართული რეალობა ამ კუთხით. ესეში დიდი ამბით ვაანალიზებდი, რომ ძალაუფლების უზურპირება ერთი პირისა თუ სტრუქტურის […]
ნიკო ნიკოლაძე _ არდაფასებული გონება
ჩემთვის (და ალბათ სხვებისთვისაც) არსებობს მაგიური სახელები, რომელთა წარმოთმისას, მოსმენისას თუ წაკითხვისას კონკრეტული ემოცია მეუფლება. ეს მაგიური სახელები ერთსა და იმავე დროს იმდენ მოცემულობას აერთიანებენ, რომ თავბრუ გეხვევა და ყველა მათგანის სათითაოდ გამოთქმა გინდება, რათა სხვებსაც გადადო შენი ემოციები. საბოლოოდ რომ ვერბალური კომუნიკაციის რაღაც უგვანი მცდელობა გამოდის ხოლმე, მერე ხვდები რომ ასეთ მაგიურ სახელებთან შეხებისას […]